IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

" პირველი თოვლი ", შეჯიბრი სპორტულ სროლაში
Bone
პოსტი Feb 23 2014, 14:44
პოსტი #1


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



შეჯიბრი სახელწოდებით " პირველი თოვლი " გაიმართა 2013 წლის 15 დეკემბერს თბილისის ახლად აღდგენილ სასროლეთზე

ეს შეჯიბრი არ ჩაუტარებია კლუბ ოჩოპინტრეს ! ! !
ჩვენს ფორუმის საშუალებით დაიდო მხოლოდ ამ შეჯიბრის ანონსი.

(ამ შეჯიბრის ორგანიზატორი გახლავთ თქვენი მონა მორჩილი)

სროლა გაიმართა საქართველოს ისტორიაში პირველ და ჯერ ჯერობით ერთადერთ კომპაკ-სპორტინგის მოდანზე.

მონაწილეობა შეჯიბრში მიიღო მოყვარულმა მონადირეებმა .

ამ შეჯიბრის მთავარი მიზანი გახლდათ , საზოგადოების 'გაცნობა' კომპაკ სპორტინგთან და მის წესებთან.






























სამწუხაროდ შეჯიბრისათვის , შეუსაბამო კლიმატურ პირობებში მოუწიათ ბიჭებს სროლა, თუმცა ძლიერი დაცივი ქარი არ აღმოჩნდა დაბრკოლება მონადირეთათვის.

შეჯიბრი დაიწყო დათქმულ დროს რომლის მთავარი მსაჯიც იყო მრავალტიტულოვანი ტრეპ მსროლელი - ქალბატონი მაია გუბიევა

სერია მოიცავდა 25 სამიზნეს სადაც (სასროლ ნომრებზე) 3 კენტი და 1 დუბლეტი

ფინალი კი 10 სამიზნისგან შედგებოდა.

მესამე ადგილი - ივა გურეშიძე
მეორე ადგილი - გია ჭიჭინაძე
პირველი ადგილი - დავით ჭინჭარაული

ამ შეჯიბრის ჩატარებასთან , არავითარი კავშირი არ გააჩნია კლუბ ოჩოპინტრეს !
ამ შეჯიბრის ჩატარება იყო ჩემი პირადი კეთილი ნება. ეს არ გახლავთ პირველი სპორტინგ შეჯიბრი ჩემს მიერ ორგანიზებული, ჩემი მოქმედება ამ სფეროში მხოლოდ ერთადერთ მიზანს ემსახურება - სპორტინგის განვითარებას საქართველოში ამისათვის ჯერ მისი გაცნობაა საჭირო newsmile05.gif პირველ რიგში მაინც მონადირეებისთვის. არც მატერიალური არც სამსახურეობრივი და ა.შ. მოგება ამ შეჯიბრებიდან არ გამაჩნია. ეს გახლავთ ჩემი პირადი დაუოკებელი სურვილი სპორტინგის განვითარებისათვის საქართველოში . ჩემი მოქმედება მთლიანად ენთუზიაზმის ხარჯზეა.

შეჯიბრისთვის "პირველი თოვლი" მოხდა რიგი გაუგებრობები, ტექნიკურ საკითხებში დიდი ხარვეზები და გაუთვალისწინებელი შემთხვევები , რის შედეგადაც მთლიანი შეჯიბრი შემრჩა მხოლოდ მე . სამწუხაროდ არც ფოტო მასალა და არც ჩემი სურვილით გათვალისწინბული პრიზები არ მოხერხდა შეჯიბრზე.
სურათების არ ქონის გამო რეპორტი ვერ დაიდო დროულად.
იმედია ძალიან მკაცრად არ გამკიცხვთ.

უღრმეს ბოდიშს მოგიხდით მონაწილეებს და რეპორტის მომლოდინეებს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 30th May 2024 - 18:47