IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

9X18 Mak. (ПМ), ვაზნები მაკაროვისთვის
Pensia_27
პოსტი Oct 16 2010, 03:55
პოსტი #1


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 295
რეგისტრ.: 15-October 10
ნიკის ჩასმა
ციტირება



მოგესალმებით ყველას.. კეთილი იყოს ჩემი კლავიატურა თქვენს ფორუმზე..

საქართველოში გავრცელებული მაკაროვის ვაზნებზე ცოტას დავწერ :




მარცხნიდან მარჯვნივ :
1. ბულგარული. მარკირება : 10, 2002 წლის განმასხვავებელი ნიშანია მწვანე ლაკჰერმეტიზატორი ( კაფსულზეც) , აქვს ტყვიის გულარი და ბიმეტალის გარსი. ტყვიას უკანა მხარეზე აქვს ცილინდრული შეღრმავება. (თბილისში შემხვედრია მხოლოდ 2 ლარად)
ვაზნის წონა : 9.7 გრ
დენთის : 0.2გრ
ტყვიის : 6.1გრ


2. ჩეხური S & B ს შედარებით ძველი ვაზნა. წელი ჰილზაზე არაა მითითებული, აქვს სელიერ ბელოს მარკირება დატანილი ნაწიბურზე. ეს ვაზნა არ დამიშლია მხოლოდ იმ მიზეზის გამო რომ მაქვს 1 ცალი. (იყიდებოდა ადრე ეხლა არ შემხვედრია)

3. ჩეხური S & B ახალი ვაზნა, წითელი ლაკჰერმეტიზატორი კაფსულზე, ტყვიისგულარიანი, გარსი, როგორც წერია მწარმოებლის საიტზე ტომპაკია, მაგნიტით შევამოწმე არ იზიდება.
ვაზნის წონა: 10გრ
დენთის : 0.3გრ
ტყვიის 6.1 გრ

ტყვიას ჰილზასთან შეერთების ადგილზე გააჩნია ჰერმეტიკი.. (ამას სხვა ზემოთ ნაჩვენებ ვაზნებზე ვერ შეხვდებით )

ჩეხურ ტყვიის უკანა მხარეც შეღრმავებულია, მაგრამ არა იმდენად რამდენადაც ბულგარული


მაღაზიებში ღირს 1,5-1,8-2 ლარი.

4.ფოლადისგულარიანი , გარსი ბიმეტალი, რუსული , იურიუზანის გამოშვება(38). 61 წლის.. (ცნობისთვის 64წლამდე ასეთი ვაზნები გამოდიოდა იასამნისფერი ლაკჰერმეტიზატორით (კაფსულზეც აქვს) ხოლო 65 წლიდან უკვე წითელი ფერის ლაკჰერმეტიზატორით). წონითი მონაცემები უცნობია, იმიტომ რომ ეს ვაზნაც 1 ცალია მაქვს და არ დავშალე.(გაყიდვაში ჩვენთან არ შემხვედრია)

5. ფოლადისგულარიანი, ბიმეტალის გარსი , ტულას გამოშვება 91 წლის (539) (ასევე შევხვდებით იურიუზანისსას 38 ს.)
ვაზნის მასა : 9,7 გრ
დენთის: 0.2გრ
ტყვიის : 5.9გრ
ფოლადის გულარის მასა : 2.1 გრ


ეს ვაზნების ძირითადად ქონდათ სამხედროებს და პოლიციას (ერთი პერიოდი იყო მაღაზიებშიც) ეხლა მაღაზიებში არ გვხვდება.

6. ტყვიისგულარიანი, გარსი ბიმეტალი , მწარმოებელი უკრაინა ლუგანსკი (270 ან ЛПЗ). 2007 წლის.
ვაზნის მასა : 10,6 გრ
დენთის 0.2 გრ
ტყვიის : 6,9 გრ- გაითვალისწინეთ იგივე მარკირების მაგრამ 5-6 გრამით ნაკლები წონის ვაზნა ფოლადისგულარიანი იქნება (შემხვედრია).

ჩეხურ ვაზნასთან ერთად ჩვენს დროში ყველაზე გავრცელებული ვაზნაა მაკაროვისთვის ფასი 1,5-1,8-2 ლარი მაღაზიის მიხედვით.

7. ჩემი საყვარელი - ექსპანსიური , ბიმეტალისგარსიანი, 2002 წლის ნოვოსიბირსკის (LVE).
ვაზნის მასა : 11.4გრ
დენთის: 0.4გრ
ტყვიის : 7,6გრ

იყიდება თბილისში 2 ლარზე ნაკლებად არსად.

და ბოლო, რომელიც ზემოთ ფოტოში ვერ მოხვდა ესაა WOLF ის ტყვიისგულარიანი (როგორც მომცემმა მითხრა (სამწუხაროდ ეს ვაზნაც 1 ცალი მქონდა და დავშალე ) სპეცრაზმელმა მომცა ჯავშანგამტარიაო newsmile035.gif თუმცა ჩვუელებრივი ტყვიისგულარიანი 6.9 გრამიანია(თავიდან საერთოდ PMM ის მეგონა მაგრამ შევცდი))







ასევე სურათები :











პ.ს სამწუხაროდ ეს სიაა არაა სრული.. გვხვდება სხვა სახეობის 9X18 ვაზნებიც ჩვენთან. როგორც ხელში ჩამივარდება მათზეც დავწერ..

: )
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- Pensia_27   9X18 Mak. (ПМ)   Oct 16 2010, 03:55
- - gogita.m   Pensia_27 კეთილი იყოს შე...   Oct 16 2010, 08:25
- - Bonehill   მშვენიერია ცოტა ...   Oct 16 2010, 08:27
- - Forrest Gump   Pensia_27   Oct 16 2010, 09:08
- - Davitus   Pensia_27 კარგია, ბალისტ...   Oct 16 2010, 14:01
- - hunter777   კარგი ნფოა მომეწონ...   Oct 16 2010, 14:12
- - Pensia_27   gogita.m Bonehill : ) Forrest Gump ) Davitu...   Oct 16 2010, 22:25
- - შუკა   ექსპანსიური ანუ რ...   Oct 16 2010, 23:02
|- - Pensia_27   ციტატა(შუკა @ Oct 17 2010...   Oct 16 2010, 23:05
- - შუკა   ჯავშანგამტარი რომ ...   Oct 17 2010, 00:09
|- - Pensia_27   ციტატა(შუკა @ Oct 17 2010...   Oct 17 2010, 00:57
- - Davitus   შუკა მაკაროვის ჯა...   Oct 17 2010, 00:52
- - შუკა   კუმულაცია რომ ვახ...   Oct 17 2010, 01:32
|- - Pensia_27   ციტატა(შუკა @ Oct 17 2010...   Oct 17 2010, 06:35
- - შუკა   ზუსტად არ ვიცი რა ...   Oct 17 2010, 12:21
|- - Shooter   შესანიშნავი სურათ...   Oct 18 2010, 09:39
- - Pensia_27   ციტატაარ დავინტერ...   Oct 17 2010, 23:01
- - შუკა   მე მაქვს ვაზნების ...   Oct 18 2010, 00:30
- - Pensia_27   მაკაროვის ექსპანს...   Feb 9 2011, 20:33
|- - Bugha   ციტატა(Pensia_27 @ Feb 9 2011, 21...   Nov 12 2013, 22:55
- - hunter777   მაინტერესებს სიზუ...   Feb 10 2011, 12:26
|- - Pensia_27   ციტატა(hunter777 @ Feb 10 2011, 1...   Feb 10 2011, 14:32
- - hunter777   ძვალს!   Feb 10 2011, 15:05
|- - Pensia_27   ციტატა(hunter777 @ Feb 10 2011, 1...   Feb 10 2011, 16:10
- - bugha   მოგესალმებით ყველ...   Feb 27 2013, 19:57
- - Davitus   bugha იდეაში არ შეიძლ...   Feb 27 2013, 23:12


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd May 2024 - 08:08