IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

ქედანზე, ლაგოდეხისკენ..., 2 კვირის წინ იყო, მაგრამ იყოს რეპორტი )
MORGAN
პოსტი Dec 3 2015, 17:57
პოსტი #1


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 1,111
რეგისტრ.: 23-December 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tortuga



პარასკევი დღეა... ვზივარ სამსახურში , ჩვეულ საქმეში ჩაფლული.... ამ დროს ჩემი თანამშრომელი, მონადირე, მეგობარი და კაცი ლომგული ) დათო მეუბნება:
- გუშინ 18 ქედანი მოინადირეს ჩემთან სოფელში...
- ვახ, კარგად უნადირიათ, რა ადგილას?
- ლაგოდეხისკენ. ხომ არ დავგეგმოთ რამე? (მეც მეტი რა მინდოდა, 2 კვირა არსად არ ვიყავი გასული )
- სიამოვნებით ....
და დავიწყეთ დეტალებზე საუბარი...
დათო წინა დღეს წავიდა კახეთში...
მე ჩემს მეგობრებს შევთავაზე წამოსვლა და ისინიც სიამოვნებით დათნხმდნენ...
რადგანაც გვქონდა ინფორმაცია რომ ქედანი ბევრი იყო, ოპტიმისტური შემართებით გავეშურეთ ლაგოდეხისკენ... დათქმულ დროს და ადგილას შეგვხდა დათო თვის მეგობარ და კაი კაცთან ერთად და გავეშურეთ სანადირო ადგილებისკენ...

მიუხედავად მოწმენდილი ცისა და არასანადირო ამინდისა, გული მაინც კარგს მიგრძნობდა...

რადგანაც ჩასაფრებით უნდა გვენადირა, შევარჩიეთ ნომრები და დაველოდეთ რიჟრაჟს და ქედენების გადაფრენას...


ოდნავ ინათა თუ არა, დაიწყო მაგრამ რა დაიწყო... (ეხლაც გამაჟრიალა მაგის გახსენებაზე newsmile05.gif ) ცა შვდებოდა, იმხელა გუნდები მოფრინავდნენ, ფრთების სისნითა და შრიალით... ჰაერი ვიბრირებდა ))) მაგრამ მხოლოდ მცირე ზომის გუნდები ეშვებოდნენ ქვემოთ...

დავიწყეთ ნადირობა... ნუ როგორც ყოველთვის მხოლოდ ნადირობის შემდეგ ფოტოები გვაქვს ხოლმე )

ტყიდან რომ გამოვედით, დათოვლილი კავკასიონი შემოგვეგება




ესეც ნანადირევი.. არასანადირო ამინდიდან გამომდინარე, ჯამში 14 ქედანი მოვინადირეთ







და After hunting პურიჭამა და მშვენიერი ამინდი...





სასიმოვნოდ დაღლილები გამოვუყევით თბილისის გზას...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 31st May 2024 - 02:14