IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

Carp Fishing- ''დებედა 2018'', რიგით მეექვსე შიდა საკლუბო შეჯიბრი სპორტულ თევზჭერაში
ჩელე
პოსტი Jun 18 2018, 16:03
პოსტი #1


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 14,709
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი





2018 წლის 17 ივნისს, კვირა დღეს, დებედას ტბებზე მონადირეთა და მეთევზეთა კლუბმა ''ოჩოპინტრე'', ჩაატარა რიგით მეექვსე შიდა საკლუბო შეჯიბრი სპორტულ თევზჭერაში- ''დებედა 2018'' წყვილთა შორის, სადაც მონაწილეობა მიიღო კლუბის 16 წევრმა და შესაბამისად დაკომპლექტდა 8 გუნდი.

1. ჭალიმგელა, გენო ძია
2. ჩავლე, გენერალი
3. ჯოლა, კახა ხაჭაპურიძე
4. რეზო, ფიშმენი
5. ნუკრი MAX, ჩელე
6. ილარიონიჩი, თაზო
7. საბო, დონ ჯ.
8. შილაკა, სულთანა


გამოვლინდნენ გამარჯვებულები:

პირველი ადგილი- საერთო წონით ყველაზე მეტი თევზი

ჯოლა - კახა ხაჭაპურიძე 32 კილოგრამი



მეორე ადგილი- საერთო წონით მეორე ადგილზე გასული გუნდი

რეზო - ფიშმენი 14,470 გრ.



მესამე ადგილი- საერთო წონით მესამე ადგილზე გასული გუნდი

ჭალიმგელა - გენო ძია 12,420 გრ.




სპეციალური პრიზი- ყველაზე დიდი თევზი

შილაკა - სულთანა საზანი- 5,815 გრ.





საიდან დავიწყო არც კი ვიცი newsmile05.gif მოდი თავიდან დავიწყებ, წინა დღიდან.
რა თქმა უნდა დავიწყეთ წინა დღისით მზადება. სექტორიების მოსანიშნად შაბათს წავედით ზახარა, ჯოლა და მე. თბილისიდან რომ გავედით კი იყო გადასარევი ამინდი. დებედაზეც რომ ჩავედით კი იყო გადასარევი ამინდი, მაგრამ ერთი ნაპირის მონიშვნას რომ მოვრჩით და გადასვლას ვაპირებდით უკვე მეორე ნაპირისკენ ატყდა, მაგრამ რა ატყდა.... საშინელი წვიმა და ქარი. პლიუს ჭექა-ქუხილი. გარშემო დადოიდა და გვებრძოდა ეს ოხერი ჭექა-ქუხილი. რაღა უნდა გვექნა? ვიჯექით მანქანაში და ვითვლიდით რამდენ კილომეტრში იყო ეს ჭექა-ქუხილი. ყველაზე ახლოს 1 კილომეტრი იყო... მოკლედ გადავრჩით. მეხი არ დაგვეცა. როგორც იქნა გადაიღო, ქარიც ჩადგა, მაგრამ უკვე ღამე იყო. სხვა გზა არ გვქონდა, უნდა დაგვემთავრებინა სექტორების მონიშვნა. მოკლედ თითქმის ღამის 12 საათამდე უროს ვურახუნებდით ლომს.... newsmile05.gif newsmile05.gif newsmile05.gif

გათენდა... ჰორიზონტზე ავტომობილის შუქი გამოჩნდა. ერთს მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე... ჩამოვიდნენ გამხეცებული ოჩოპინტრელები. სულ ნემსკავების ლესვით შემოაგელვეს ავტომობილები დებედს ტბაზე. ერთი სული ჰქონდათ როდის შევუშვებდით სექტორებში. როგორც იქნა მორჩა კენჭისყრა. 4 გუნდი მარჯვენა ნაპირზე დარჩა, 4 გუნდი კი მარცხნივ გაემართა. ატყდა ერთი ამბავი, დაიწყეს კორმის ზელვა, ზოგმა ანკესის აწყობა დაიწყო, ზოგმა დაკვებვა, ზოგმა ბარგის ამოლაგება, მოკლედ დაიწყო ნამდვილი თევზაობა და შერკინება.

მე და ჩემი თანაგუნდელი ნუკრი თავისი სანდრექსათი, მარჯვენა სანაპიროზე აღმოვჩნდით. ბევრი ვცადეთ, ბევრი ვიშრომეთ, ვიწვალეთ, ვიცოდვილეთ, ვიძინეთ, ვიმაიმუნეთ, ვიბოდიალეთ, მაგრამ რად გინდა? ფორტუნა მეორე სანაპიროზე გასულიყო. ჩვენთან ნოდარ ბერძენიშვილს დაახლოვებით მინიმუმ 6 კილოიანი ამური გაექცა. ეს დიდი სტიმული იყო ყველასთვის ვინც მარჯვნივ იყო, მაგრამ მაინც არაფერი გამოვიდა. კიდევ, ლაშა და რეზო იყო ის სტიმული, რომელიც გვეძლეოდა, მაგრამ ვერაფერი. ბოლო წუთზე 1,700-იანი კობრი დამიჯდა რაც ყველაზე დიდი თევზი იყო რაც ამ დღეს დავიჭირე. საბოლოოდ 5 კილომდე თევზი დავიჭირეთ მე და ნუკრიმ. დასკვნა ასეთი გამოვიტანეთ, რომ მარჯვნივ თევზი არ იყო... newsmile05.gif

რაც შეეხება მარცხენა სანაპიროს, იყო ერთი ამბავი. ფუსფუსებდნენ, დარბოდნენ, შველას ითხოვდნენ, ზახარას სულ წინ და უკან დაარბენინებდნენ. სიცოცხლე სჩქეფდა მარცხენა სანაპიროზე. შესაშური სიცოცხლე სჩქეფდა... იმედი მაქვს ''მემარცხენეები'' თავის ამბავს თავადვე მოყვებიან. მე ისე დაწვრილებით ვერ ავღწერ რა ხდებოდა. ჯობია თვითონ მოყვნენ.

საბოლოოდ მაინც მეგობრობამ გაიმარჯვა. ყველა პირველ ადგილზე ვერ გავიდოდა. სულ სამი ადგილი იყო და აქედან კიდევ ერთი დამატებითი პრიზი. მართლა კარგი შეჯიბრი შედგა. მართლა კონკურენცია და შეჯიბრი. ბოლო წამებმა კი ყველაფერი გადაწყვიტა.

დიდი მადლობა ყველა მონაწილეს
დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც მონაწილეობა მიიღო ამ შეჯიბრის მომზადებაში: ლევან ბლექს, ჯოლას, ჭალოს, დავითუსს...
დიდი მადლობა მსაჯებს: ზახარას და ოთოს
დიდი მადლობა მეგობრობისთვის, ადამიანობისთვის და ერთგილებისთვის.

ვულოცავ პრიზიორებს, ყველა გამარჯვებულს, ბევრი მოგეგოთ და გესიამოვნოთ.
მომავალ წელს უკვე მე უნდა მოვიგო ეს შეჯიბრი. ამოვიდა ყელში სულ სხვისი დაჯილდოვება
newsmile05.gif newsmile05.gif newsmile05.gif

ეს კი მცირედი ფოტო-ვიდეო მასალა.

პ.ს. იმედი მაქვს დადებთ ფოტოებსაც და 1-2 სიტყვას დაწერთ შეჯიბრის თაობაზე. განსკუთრებით გამარჯვებულები და ''მემარცხენეები''... newsmile05.gif newsmile05.gif newsmile05.gif

ესეც წინა წლების შეჯიბრების რეპორტები:

''ზიარი 2017''
http://www.ochopintre.ge/forum/index.php?showtopic=13536

''ტყუპი ტბები 2016''
http://www.ochopintre.ge/forum/index.php?s...t=0&start=0

''დებედა 2015''
http://www.ochopintre.ge/forum/index.php?s...t=0&start=0

''დებედა 2014''
http://www.ochopintre.ge/forum/index.php?s...t=0&start=0

''ლოპოტა 2013''
http://www.ochopintre.ge/forum/index.php?s...t=0&start=0
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- ჩელე   Carp Fishing- ''დებედა 2018''   Jun 18 2018, 16:03
- - ჩელე   RE: Carp Fishing- ''დებედა 2018''   Jun 18 2018, 16:30
- - ჩელე   RE: Carp Fishing- ''დებედა 2018''   Jun 18 2018, 16:47
- - ჯოლა   ზუმი მაქვსო შენ უნ...   Jun 18 2018, 16:50
- - ოთო.   image hosting site over 5mb image upload ...   Jun 18 2018, 17:54
- - ალექსანდრე   RE: Carp Fishing- ''დებედა 2018''   Jun 18 2018, 17:54
- - ოთო.   picture hosting image upload no compression ph...   Jun 18 2018, 18:08
- - ოთო.   მშვენიერი დღე იყო ...   Jun 18 2018, 18:14
- - ჭალიმგელა   ხოდა რა ხდებოდა.... მ...   Jun 18 2018, 20:28
- - ჭალიმგელა   კიდევ მინდა ავღნიშ...   Jun 18 2018, 22:48
- - ჩელე   ჭალიმგელა 1 ეგეთი ...   Jun 19 2018, 08:23
- - ჩელე   RE: Carp Fishing- ''დებედა 2018''   Jun 19 2018, 08:27
- - ჩელე   RE: Carp Fishing- ''დებედა 2018''   Jun 19 2018, 08:33
- - ჩელე   ესეც ბოლო წუთზე და...   Jun 19 2018, 09:15
- - ჩელე   მოკლედ ფოტოები მე ...   Jun 19 2018, 09:22
- - ჭალიმგელა   ისევ იქ ვარ   Jun 19 2018, 10:41
|- - ჯოლა   ციტატა(ჭალიმგელა ...   Jun 19 2018, 12:40
- - ჩელე   ვაააახ, დავიჯერო მ...   Jun 20 2018, 13:45
- - საბო   მშვენივრად ორგანი...   Jun 22 2018, 11:12
- - საბო   RE: Carp Fishing- ''დებედა 2018''   Jun 22 2018, 11:18
- - ჩელე   ნეტა ჩემპიონები არ...   Jun 26 2018, 17:02
- - ალთაზარ   მშვენიერი გასვლა გ...   Jun 26 2018, 17:48
- - ჯოლა   ალთაზარ ციტატა(AJLTA3AP...   Jun 26 2018, 19:53
- - ოთო.   ციტატა(AJLTA3AP @ 26th June 2018 ...   Jun 26 2018, 22:02
- - ალთაზარ   ჯოლა კაცოუ ქალაქი...   Jun 26 2018, 23:01
- - ჩელე   ალთაზარ ციტატა(AJLTA3AP...   Jun 27 2018, 17:09
- - ალთაზარ   ჩელე ეჰ ნამდვილად ...   Jun 27 2018, 17:17
- - ჭალიმგელა   ალთაზარ აი რა მეორ...   Jun 28 2018, 08:44


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th May 2024 - 01:23