IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

''სპორტინგი 2018, გარდამავალი თასი'', რიგით მერვე შიდა საკლუბო შეჯიბრი სპორტინგში
ჩელე
პოსტი May 2 2018, 15:20
პოსტი #1


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 14,709
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



მოგესალმებით მეგობრებო

2018 წლის 29 აპრილს ჩატარდა კლუბ ''ოჩოპინტრე''-ს რიგით მერვე შიდა საკლუბო შეჯიბრი სპორტინგში. (რიგით მეხუთე გარდამავალი თასი)
შეკრება დილის 8 საათზე ძველ სტენდთან დაიგეგმა. მანამდე ორგანიზატორები საბოლოო შტრიხებს ავლებდნენ სასროლ მოედანზე. ამინდმა ძალიან გაგვიმართლა. მართალია დილით ცოტა შეგვცივდა, მაგრამ 10 საათიდან სასროლად იდეალური ამინდი იყო. 9 საათისთვის ყველა უკვე სასროლ მოედანზე ვიდექით. ჩავატარეთ კენჭისყრა, გავიგეთ რიგითობა, ერთმანეთს წარმატებები ვუსურვეთ და დავიწყეთ...

რა თქმა უნდა შეჯიბრი დაძაბულ ვითარებაში ჩატარდა. ზოგი იყო ფორმაში, ზოგი არა, ზოგმა დაღლილობას დააბრალა, ზოგმა უძილობას. რა თქმა უნდა თავიდანვე გამოიკვეთნენ ლიდერები. ქულების თანაბარი რაოდენობის გამო (22 ქულა) მოხდა გადასროლა მიშა ესიაშვილს, კახა ჩავლეიშვილსა და გიორგი გოგბერაშვილს შორის. პოზიცია: D. მწყერი- ''დუპლი''. საბოლოოდ კი გამარჯვება მოქმედ პრეზიდენტს, გიორგი გოგბერაშვილს დარჩა. რაც შეეხება ნუკრას, რომელიც შარშან დამარცხდა, მაგრამ გული არ გაიტეხა და ასე თქვა: მომავალ წელს მოვიგებ თქვენ არ ინერვიულოთო და სიგარეტს ნაფაზი გამოარტყა, დღესაც ასე თქვა: მომავალ წელს მე ვიგებ-ო, მაგრამ სიგარეტისთვის ნაფაზი აღარ დაურტყამს.

რაც შეეხება პოზიციებს, იყო სულ 4 პოზიცია და 30 გასროლა.

A. ინგლისური ხოხობი
B. ტყის ქათამი გადაფრენაზე
C. ტყის ქათამი ტყეში
D. მწყერი (''დუპლი'')




დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პირველ რიგში ორგებს, ტამპლიერს და ჯოლას. ყველაფერი კარგად იყო ორგანიზებული. ასევე დიდი მადლობა ჩვენ დამხმარეს ირაკლის, ბატონ შოთა თავაძეს. ასევე დიდი მადლობა ყველა მონაწილეს და შეუცვლელ გვერდით მსაჯს- ზახარიუს არქივარიუსს.

რაც შეეხება ადგილებს, შემდეგნაირად გადანაწილდა:

1 ადგილი- ნიკოლოზ თურმანიძე (ტამპლიერი) -26 ქულა
2 ადგილი- გიორგი მეტრეველი (ჭალიმგელა) -25 ქულა
3 ადგილი- გიორგი გოგბერაშვილი (ჯოლა) -22+9 ქულა



აღრიცხვის ფურცლები სხვადასხვა პოზიციებზე:












შეგახსენებთ წინა წლის შეჯიბრების შედეგებს.


2009 წელი http://www.ochopintre.ge/forum/index.php?showtopic=902 (რიგგარეშე სტენდი)

1 ადგილი- ნიკა ელარჯია ( ბონეჰილი)
2 ადგილი- არაგველი
3 ადგილი- გიორგი მეტრეველი (ჭალიმგელა)

2010 წელი http://www.ochopintre.ge/forum/index.php?s...t=0&start=0
1 ადგილი- დავით ვერულავა (sabo73) 19 + 1 ქულა
2 ადგილი- ირაკლი კვაჭაძე (კალვერა) 19 ქულა
3 ადგილი- ნიკა შუკაკიძე (შუკა) 17 ქულა

2011 წელი http://www.ochopintre.ge/forum/index.php?showtopic=1065

1 ადგილი- ნიკოლოზ კონდოლელი (კონდოლი) 20 ქულა
2 ადგილი- ჯემალ ჯოხაძე (ჯეკო) 19+2 ქულა
3 ადგილი- ირაკლი კვაჭაძე (იკო) 19+1 ქულა


2012 წელი: http://www.ochopintre.ge/forum/index.php?showtopic=9045

1 ადგილი- ირაკლი ნარსია ( ირაკლი max) 28 ქულა
2 ადგილი- გიორგი მეტრეველი ( ჭალიმგელა) 26+6 ქულა
3 ადგილი- ზაზა კაკავა - 26+5 ქულა

2013 წელი: http://www.ochopintre.ge/forum/index.php?showtopic=10213

1 ადგილი- გიორგი ვარდოსანიძე ( ბარონი) 30 ქულა
2 ადგილი- გიორგი მეტრეველი ( ჭალიმგელა) 29 ქულა
3 ადგილი- გიორგი სირაძე ( ჰერცოგა) 27+1 ქულა

2014 წელი: http://www.ochopintre.ge/forum/index.php?showtopic=11757

1 ადგილი- გიორგი ვარდოსანიძე ( ბარონი) 20 ქულა
2 ადგილი- გიორგი დარბიაშვილი ( კაჯუბერი) 18 ქულა
3 ადგილი- გიორგი მეტრეველი ( ჭალიმგელა) 17 ქულა

2015 წელი: http://www.ochopintre.ge/forum/index.php?showtopic=12539

1 ადგილი- გიორგი მეტრეველი ( ჭალიმგელა) 29 ქულა
2 ადგილი- გიორგი ვარდოსანიძე ( ბარონი) 26 ქულა
3 ადგილი- კახა ჩავლეიშვილი ( ჩავლე) 22 ქულა

2016 წელი: http://www.ochopintre.ge/forum/index.php?showtopic=13059

1 ადგილი- გიორგი ვარდოსანიძე (ბარონი) - 25 ქულა
2 ადგილი- ნიკოლოზ თურმანიძე (ტრამლიორა) - 23 ქულა
3 ადგილი- გიორგი მეტრეველი (ჭალიმგელა) - 22+1 ქულა

2017 წელი: http://www.ochopintre.ge/forum/index.php?showtopic=13500

1 ადგილი- გიორგი მეტრეველი (ჭალიმგელა) -23 ქულა
2 ადგილი- ნიკოლოზ თურმანიძე (ტამპლიერი) -22 ქულა
3 ადგილი- კახა ჩავლეიშვილი (ჩავლე) -21+1 ქულა



გარდამავალი თასი:

2014 წელი- გიორგი ვარდოსანიძე
2015 წელი- გიორგი მეტრეველი
2016 წელი- გიორგი ვარდოსანიძე
2017 წელი- გიორგი მეტრეველი
2018 წელი- ნიკოლოზ თურმანიძე


მოკლედ დაველოდოთ შემდეგ წელს. მე კი ვულოცავ გამარჯვებულებს და ვუსურვებ კიდევ უფრო მეტ წარმატებას....

































































Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- ჩელე   ''სპორტინგი 2018, გარდამავალი თასი''   May 2 2018, 15:20
- - ჩავლე   მე დიდ მადლობას ვუ...   May 2 2018, 15:26
- - ალექსანდრე   გილოცავთ შეჯიბრის ...   May 2 2018, 15:44
- - ჩავლე   ალექსანდრე დაიდებ...   May 2 2018, 15:48
- - Davitus   RE: ''სპორტინგი 2018, გარდამავალი თასი''   May 2 2018, 18:07
- - Nodar_Ilarionich   გილოცავთ გამარჯვე...   May 2 2018, 21:29
- - ალექსანდრე   რა კადრია,ცეცხლის ...   May 2 2018, 21:47
|- - ჯოლა   ციტატა(ალექსანდრე ...   May 3 2018, 10:00
- - ჩელე   ალექსანდრე ციტატა...   May 3 2018, 09:44
- - ჯოლა   მადლობა ორგანიზატ...   May 3 2018, 10:10
- - ჭალიმგელა   მადლობა ყველას, ორ...   May 3 2018, 11:58
- - ჩელე   ჯოლა ციტატა(jola @ 3rd M...   May 3 2018, 12:02
- - ოთო.   მივამატებ პაწას მე...   May 3 2018, 13:46
- - ოთო.   upload pic photo hosting pic host f...   May 3 2018, 14:12
- - ოთო.   მარა ამას ვინ დაუჯ...   May 3 2018, 14:19
- - ჩელე   ოთო. ციტატა(kardinal84 @ ...   May 3 2018, 14:20
- - ოთო.   ხოდა დადგა ჯამი და...   May 3 2018, 14:38
- - ახალციხელი   გილოცავთ გამარჯვე...   May 3 2018, 17:18
- - საბო   ნამდვილად კიდევ ერ...   May 4 2018, 10:28
- - ბლექ-ხასან   აუჰ.. ვისიამოვნე ფო...   May 4 2018, 23:36
- - ჭალიმგელა   საერთო სურათი ხომ ...   May 7 2018, 12:39
- - hunter88   სუპერ ფოტოებია. გა...   May 7 2018, 22:47
- - gacho   RE: ''სპორტინგი 2018, გარდამავალი თასი''   May 8 2018, 12:41
- - ჩელე   ვიდეოები არავის გა...   May 10 2018, 09:24
- - და.კარ   კარგად ვისიამოვნე ...   May 10 2018, 13:09
- - T A M P L I E R   ვულოცავ სრულიად ოჩ...   May 10 2018, 23:35
- - ჰერცოგი   მაგარია   May 11 2018, 23:28
- - ხაჭაპურა   2019 წლის სპორტინგის ...   Dec 11 2019, 18:15


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 30th May 2024 - 18:41