შეჯიბრი შაშხანით სროლაში |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
შეჯიბრი შაშხანით სროლაში |
Feb 9 2015, 10:58
პოსტი
#1
|
|
შურდულით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 311 რეგისტრ.: 19-July 11 ნიკის ჩასმა ციტირება |
მეგობრებო, ახლა გადავათვალიერე თემები, და ვერ ვნახდე ვერაფერი შეჯიბრის (ჩემპიონატის) შესახებ შაშხანის (ხრახნ ლულიანი იარაღის) სროლაში. შეიძლება ცუდად დავძებნე. მაშინ მომიტევეთ.
და თუ ასეთი რამ არ არის, მაქვს წინადადება - ჩავატაროთ შეჯიბრი, ანუ ჩემპიონატი ხრახნ ლულიანი იარაღიდან სროლაში. ალბათ არსებობს გარკვეული წესები ასეთი შეჯიბრისა. ამაში ჩემზე მეტად საქმეში ჩახედულები ილაპარაკებენ. საიდან მომივიდა ეს იდეა? "თეფშების მსხ**ევაში" ბევრი შეჯიბრი ტარდება ხოლმე. ასევე აირგანელებს, როგორც ვიცი აქვთ ტრადიცია პნევმატური იარაღით შეჯინრისა. და ხრახნლულიანებმა რა დავაშავეთ? ამ იდეის გამყარებაში დამეხმარა ჩემი საქმიანობის ერთ ერთი მიმართულება - შაშხანებზე ოპტიკური სამიზნეების გასწორება მისროლით. ვიფიქრე - მე თუ ვისვრი ამ ადგილზე სხვამაც ხომ შეიძლება გაისლოს? რაც შეეხება ადგილს - მდინარე ყვირილის ნაპირზე, ზესტაფონში, ხოხოულაში (სოფ. სვირის ახლობლად), არის საკმაოდ უკაცრიელი სწორი ადგილი (გაზაფხულიდან შემოდგომამდე იყენებენ საძოვრად). საავტომობილო გზაც მიდის. შარშან იმ ადგილებში ჩატარდა (და ადრეც თურმე ტარდებოდა) შეჯიბრი სპორტინგში. ბაზიერელებიც -გიოხანტი1982 და კლიმანჭურიც- იყვნენ შარშან. სასროლი დისტანცია უპრობლემოდ 250 მეტრია. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება 300 მეტრიანი დისტანციის გამოძებნაც. მაგრამ ვფიქრობ 250 მეტრიც საკმარისია. ადგილობრივ მთავრობასთან მე შევეცდები მოვაგვარო საკითხი. დანარჩენი კი... ვილაპარაკოდ, წესებზე, ვარჯიშებზე, ორგანიზაციულ საკითხებზე და ა. ში. ვფიქრობ აპრილისთვის ყველაზე მისაღები იქნება. ერთი სიტყვით ვიმსჯელოთ. |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th November 2024 - 20:58 |