IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

73-ე მონადირე ძაღლების გამოფენა. ( მდევრების რინგი) 2013 წ., მიმოხილვა.
aragveli
პოსტი Jun 11 2013, 19:42
პოსტი #1


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,373
რეგისტრ.: 23-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: dusheti



პირველ რიგში, ყველას გილოცავთ ყველაფრის მშვიდობიანად დამთავრებას, ახლა ორიოდე სიტყვით ჩამოვაყალიბებ მდგომარეობას და ფოტოებსაც მოვაყოლებ. სულ წარმოდგენილი იყო 41 მდევარი. რუსული, რუსული -ჭრელი და ესტონური. ჯერ მივყვეთ რუსული მდევრების რინგს. პირველ ასაკობრივ ჯგუფში წარმოდგენილი იყო 4 ხვადი და 4 ძუ მდევარი, ყველა მათგანმა მიიღო შეფასება "ძლიერ კარგი". მე-2 ასაკობრივში ძუებში წარმოდგენილი იყო 4 ძუ ამათგან 3 -მა მათგანმა დაიმსახურა შეფასება "ძლიერ კარგი" ერთმა შეფასება "კარგი". ამავე ასაკობრივის ხვადებში წარმოდგენილი იყო 5 ეგზემპლიარი, ამათგან რინგზე პირველობა არავის დაუთმო შადიმან შამანაძის "ირმისამ" შეფასება "ფრიადი" დანარჩენი 4 მდევარი შეფასდა შეფასებით "ძლიერ კარგი". მე -3 ასაკობრივ ჯგუფში წარმოდგენილი იყო 2 ძუ რუსული მდევარი, ამათგან სოსო სიდამონიძის "ჯინამ" მიიღო შეფასება "ფრიადი", ხოლო მეორე მდევარმა შეფასება "ძლიერ კარგი". ამავე ასაკობრივის ხვადებშიც ასევე 2 ხვადი იყო წარმოდგენილი. ამათგან რომან მუჩიაშვილის ხვადი "ბასი" შეფასდა შეფასებით ფრიადი, ხოლო მეორე ხვადი შეფასებით "ძლიერ კარგი".
ახლა განვიხილოთ რუსული ჭრელების რინგი, პირველი ასაკობრივის ძუებში წარმოდგენილი იყო 8 ინდივიდი. ამათგან 7-მა მათგანმა მიიღო შეფასება "ძლიერ კარგი", ერთი მათგანი შეფასდა შეფასებით " კარგი" ,რინგზე პირველი იდგა ანზორ გვენეტაძის "როზალია".
ამავე ასაკობრივის ხვადებში მხოლოთ ერთი მდევარი იყო წარმოდგენილი შეფასდა შეფასებით "ძლიერ კარგი". მე-2 ასაკობრივის ძუებში ერთი მდევარი იყო წარმოდგენილი შეფასდა შეფასებით "ფრიადი", ასევე მხოლოდ ერთი ხვადი იყო ამ ასაკობრივში წარმოდგენილი შეფასდა შეფასებით "ძლიერ კარგი." უფროსი ასაკის ძუებში წარმოდგენილი იყო ორი რუსული ჭრელი მდევარი, ორივე მათგანი შეფასდა შეფასებით "ძლიერ კარგი" ერთი მათგანი წარმოდგენილი იყო ქალაქ ბათუმიდან, რისთვისაც დიდი მადლობა მის მეპატრონეს ბატონ ბესიკ ფაღავას, რადგან უკვე რამოდენიმე წელია , მანძილი არ აშინებს და ძაღლი გამოფენაზე ჩამოჰყავს.. უფროს ასაკობრივში არცერთი ხვადი არ იყო წარმოდგენილი სამწუხაროთ.
ახლა კი ესტონური მდევრების რინგი. სულ წარმოდგენილი იყო 7 მდევარი, ამათგან 3 მათგანი შეფასდა შეფასებით "ფრიადი", 3 შეფასდა როგორც "ძლიერ კარგი" ხოლო ერთი მათგანი შეფასებით" კარგი".
რუსული მდევრები რიცხოვნობით აშკარად ჭარბობენ მაგრამ ჭრელებიც ფეხ და ფეხ მიჰყვებიან, მდგომარეობა სახარბიელო ნამდვილად არ არის, ამიტომ მომავალ წელს მაინც ნურავინ ნუ დაიზარებთ და ეს ერთი საზეიმო თარიღი ლამაზათ ჩავატაროთ და გაგვაცანით თქვენი მდევარი, წარმოადგინეთ რინგზე. ასევე აუცილებლად უნდა აღინიშნოს რომ 41 წარმოდგენილი მდევრიდან მხოლოთ ერთს, ესტონურ მდევარს გიორგი გაბათაშვილის "ჩარლის აქვს,მე-3 ხარისხის საველე დიპლომი კურდღელზე.
ახლა კი ფოტოებს ავტვირთავ ნელ -ნელა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- aragveli   73-ე მონადირე ძაღლების გამოფენა. ( მდევრების რინგი) 2013 წ.   Jun 11 2013, 19:42
- - aragveli   RE: 73-ე მონადირე ძაღლების გამოფენა. ( მდევრების რინგი) 2013 წ.   Jun 11 2013, 21:29
- - achiko-l   გაიხარე ალიკ,კიდე ...   Jun 11 2013, 21:36
- - aragveli   RE: 73-ე მონადირე ძაღლების გამოფენა. ( მდევრების რინგი) 2013 წ.   Jun 11 2013, 21:45
- - longi   გაიხარე ალიკ, მაგა...   Jun 12 2013, 08:57
- - ზაზა   გაიხარე ალეკო, ყვე...   Jun 12 2013, 09:38
- - achiko-l   ზაზა ეგენი ესტონკ...   Jun 12 2013, 09:51
- - ზაზა   მაგრა კი შეუბერეს, ...   Jun 12 2013, 10:24
|- - achiko-l   ციტატა(ზაზა @ Jun 12 2013...   Jun 12 2013, 10:33
- - gonchatniki   ალიკ იმ რუსულმა ფრ...   Jun 12 2013, 11:07
- - veshaguri   ძუზე ამბობ თუ ხვად...   Jun 12 2013, 11:45
- - gonchatniki   ძუზე   Jun 12 2013, 12:49
- - achiko-l   სურათის ზომებს მია...   Jun 16 2013, 12:53
- - achiko-l   screen shot windows 7   Jun 16 2013, 13:48
- - game 91   შარშაბდელთან შედა...   Jun 16 2013, 14:09
- - achiko-l   კიი,წელს რაგაც პას...   Jun 16 2013, 15:43
- - kupra   ძაან ჭანკადაც არ გ...   Jun 16 2013, 22:07
- - veshaguri   იმედია   Jun 17 2013, 13:11
- - ლეკი   სურათების დადების...   Jul 9 2013, 10:56
- - kupra   კრასოტა არა რა მდე...   Jul 9 2013, 14:07
|- - achiko-l   ციტატა(kupra @ Jul 9 2013, 15...   Jul 9 2013, 15:16
- - iashka   ვინმემ არ იცით კარ...   Jul 9 2013, 17:40
- - iashka   ვინმემ არ იცით კარ...   Jul 9 2013, 17:53
- - aragveli   ეს კარპუშენკოს პეს...   Jul 9 2013, 18:05
- - aragveli   ხმის შეფასებები სო...   Jul 9 2013, 18:10
- - kupra   მშვენიერია   Jul 9 2013, 18:44
- - achiko-l   მაგარი ხმები ქონია...   Jul 9 2013, 22:20


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 6th June 2024 - 05:32