IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

მტრედი, მტრედის აღწერილობა და მასზე ნადირობის წესები
ლეკი
პოსტი Nov 28 2010, 13:16
პოსტი #1


პოინტერით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,246
რეგისტრ.: 3-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ქიზიყი–თბილისი




მტრედის აღწერილობა

ქედანი
გვრიტი
გვიძინი ანუ გულიო
მტრედი



ცნობილია მტრედისნაირთა ოჯახის ოთხი სახეობა:ქედანი, გვრიტი, გვიძინი ანუ გულიო და მტრედი. ჩვენთან ოთხივე სახეობა გავრცელებულია. მტრედისნაირთა ოჯახის ყველაზე პატარა წარმომადგენელია გვრიტი, თუმცა მას ყველაზე გემრიელი ხორცი აქვს. ყველაზე დიდი წარმომადგენელია ქედანი, მისი წონა დაახლოებით 450-620 გრამამდე მერყეობს.
მტრედი ბუდობს და მრავლდება ხშირფოთლოვან ტყეში, სადაც მისი შემჩნევა არც თუ ისე ადვილი საქმეა. მხოლოდ გამრავლების პერიოდში შესაძლებლია მისი ადგილსამყოფელის მიგნება თავისებური ხმოვანი ბგერებით, რომელსაც გამოსცემს მამალი, როცა დედალს უხმობს. ბუდის გაკეთებაში მონაწილეობას ღებულობს, როგორც დედალი ასევე მამალი. დედალ დებს ორ იშვიათად სამ კვერცხს. ბუდეზე ძირითადად დედალი ზის, მაგრამ არის შემთხვევა როცა ენაცვლება მამალიც. ინკუბაცია გრძელდება 17-18 დღე. ბარტყების გამოკვებაში მონაწილეობს ორივე მშობელი.

გადაფრენა და მიგრაცია

მტრედები გუნდური ცხოვრების მოყვარულები არიან, ისინი საკვებად და დასასვენებლად ყველგან ერთად დაფრინავენ. მტრედების მიგრაციას განსაკუთრებული თავისებურება ახასიათებს, ირჩევენ ერთ მარშუტს და და ყოველთვის იმ მარშუტით დაფრინავენ. მტრედები თავიანთი ფრთხილი ბუნების გამო ღამის გასათევად ირჩევენ ისე ადგილებს სადაც საშიშროებას ნაკლებად ელიან. მაგალითად: მაღალი ხეები, დანგრეული შენობები, მიტოვებული სახლების სახურავები, ელექტრო ანძები და სხვა. კარგად ცნობილია და ჩემი დაკვირვების შედეგადაც ნათელი გახდა, რომ მათ მიგრაციის განსაკუთრებული გრაფიკი გააჩნიათ. ყოველ დილით ადრე და საღამოს შებინდებისას, ისინი საკვებად გაშლილი მინდვრებისკენ ან ნათესებისაკენ გადაფრინდებიან და ისევ უკან ბრუნდებიან ერთსა და იმავე დროის შუალედში.

მტრედზე ნადირობა

მტრედზე ნადირობა ჩვენთან ნაკლებად პოპულარულია, მიუხედავად იმისა რომ რესურსი ამოუწურავია. ის სხვა ნადირობებისაგან მეტი აზარტულობითა და ემოციით გამოირჩევა. იშვიათად მეგულება კაცი, რომელიც სპეციალურად მტრედზე წავა სანადიროდ, შემთხვევით თუ წააწყდება სადმე და მცირე წანადირებით იკლავს მონადირულ ჟინს. მტრედზე ნადირობა გარკვეულწილად მცირე გამოცდილებასაც საჭიროებს, მონადირე რომელსაც სპორტული ნადირობის არანაირი გამოცდილება არ გააჩნია, მისთვის მტრედი უცხო ხილი იქნება.
მრავალი მონადირის აზრი მომისმენია და პირადი გამოცდილებიდანაც შემიძლია ვთქვა, რომ მტრედი ყველაზე ძნელად მოსაპოვებელი ფრინველია სხვა სანადირო ფრინველებს შორის. მას ძალიან მახვილი თვალი და განსაკუთრებული ალღო გააჩნია, რომელიც ეხმარება მას საფრთხის თავიდან აცილებაში. მტრედზე ნადირობისას ყველა მონადირეს განსაკუთრებული მოთმინება მართებს. ხანდახან საათობით გვიწევს ერთ ადგილაც, გაუნძრევლად ჯდომა მტრედის გამოჩენის ლოდინში და ერთმა ნაჩქარევად გადადგმულმა ნაბიჯმა შეიძლება ყველაფერი წყალში ჩაგვიყაროს.

მტრედზე ნადირობის ხერხები და მეთოდები


ძირითადად მტრედზე ნადირობის ორი მეთოდი არსებობს: მიპარვით და მალვით. მიპარვით - ამ მეთოდით ნადირობის დროს მთავარია მინდორში საკვებად დამსხდარ გუნდს განსაკუთრებული სიფრთხილით მიეპარო სასროლ მანძილზე. თუმცა უმეტეს შემთხვევაში ეს ხერხი ნაკლებად შედეგიანია. მალვით - მტრედზე ნადირობის ეს ხერხი ჩემი აზრით მეტი აზარტულობითა და ემოციით გამოირჩევა, მაგრამ ზოგისთვის დამღლელი და მოსაბეზრებელია, რადგან ამ შემთხვევაში უფრო მეტი მოთმინება და ლოდინია საჭირო. ამ მეთოდით ნადირობის მთავარი პრინციპი საფარის განსაკუთრებულად მოწყობაში მდგომარეობს, ადგილი სადაც გადაწყვეტთ სამალავის მოწყობას უნდა ეცადოთ რომ ზუსტად შეახამოთ გარემოსთან რათა ფრინველის მახვილი თვალისთვის შეუმჩნეველი იყოს საფრთხე.
როგორც სხვა ფრინველებზე, ასევე მტრედებზე ნადირობის დროსაც ფიტულების ჩაწყობა დიდ ეფექტს იძლევა. სრულიად საკმარისია 3-4 ფიტული და მტრედების ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობთ. თუმცა რაც მეტი ფიტული იქნება მით უკეთესი, მტრედების მოტყუების შანსი კიდევ უფრო გაიზრდება. არსებობს ფიტულების სხვადასხვანაირი სახეობა:

1. პენოპლასტის ფირფიტაზე დახატული მტრედი

2. მოკლული ფრინველი სატყუარად გამოყენების კიდევ ერთი ნიმუში( მიწაში ჩარჭობილ ლითონზე დამაგრებული) რომელიც ისეთ ეფექტს ქმნის თითქოს დაჯდომას აპირებს

3. მექანიკრი ფიტული, რომელიც მხოლოდ ქარის დროს რეაგირებს(თუმცა ზუსად ასეთი ელექტროებიც არებობს)

4. ელექტრო ფიტული

სატყუარად მკვდარი ფრინველის გამოყენებაც ეფექტიანია მისი სწორად დადგმის შემთხვევაში. თავი აუცილებლად უნდა იყოს აწეული მდგომარეობაში რათა ცოცხლის ეფექტი მეტად შეიქმნას. ამაში გამოგვადგება ორკაპა ჯოხი. რაც ყველაზე მთავარია, როდესაც მოკლული მტრედის სატყუარად გამოყენებას გადაწყვეტთ ყურადღება უნდა მიექცეს მისი ფრთების განლაგებას. მტრედს ფრთის ბოლოს, ქვემოდან აქვს თეთრი ფერის ბუმბული, რომლის გამოჩენაც მათთვის საშიშროების ნიშანია და 60-70 მეტრიდან ამჩნევენ. ასეთ შემთხვევაში ნადირობა უშედეგო იქნება.

სამტრედე თოფის და ვაზნების შერჩევა

სამტრედე თოფის შერჩევაში იგულისხმება არა რომელიმე ფირმის იარაღი ან მოდელი, არამედ მისი ტექნიკური მონაცემები. ანუ იქიდან გამომდინარე რომ მტრედებზე ნადირობა სპორტულ ხასიათს ატარებს იარაღი უნდა აკმაყოფილებდეს იმ მოთხოვნებს რაც სპორტული ნადირობისთვისაა აუცილებელი. მაგალითად უმეტესობა ყოფილხართ მტრედზე სანადიროდ და გეცოდინებათ რა სისწრაფით გვჭირდება სროლა იმ მომენტში როცა მტრედების გუნდი გადაგიფრენს. სამტრედე თოფი უნდა იყოს აუცილებლად მსუბუქი და მოხერხებული და რა თქმა უნდა სწრაფი დატენვის მექანიზმით. ჩახმახიანი თოფით მტრედზე ნადირობა ცოტა არ იყოს და მოუხერხებლად მეჩვენება. ამას ვამბობ მალვით ნადირობის დროს როდესაც ჩამალული ხარ და არ იცი როდის გადმოგიფრენს გუნდი, ანუ ისევ სპორტული თვალსაზრისით. ჩემი აზრით მტრედზე საუკეთესოა ნახევრადავტომატური ტიპის იარაღი რომელიც ძალიან სწრაფი და მოხერხებული სოლის საშუალებას იძლევა. თუმცა ეს არა მხოლოდ ჩემი აზრია, ინგლისელები რომელთაც მტრედებზე ნადირობა სპორტად აქვთ ქცეული ნახევრადავტომატს აღიარებენ.
რაც შეეხება ვაზნებს პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ეფექტურ სროლას ყოველთვის განაპირობებს ვაზნების ხარისხი.
რაც უფრო კარგი ხარისხის ვაზნას ისვრი მით მეტია ეფექტი და შედეგიც. მტრედისთვის სტანდარტულად მიჩნეულია 6-7 და ზოგ შემთხვევაში 8 ნომერი საფანტი 35-50 მეტრზე სასიკვდილო სროლისათვის. მტრედის მკვრივი კანისა და ბუმბულის ხშირი საფარის გამო ძნელია სასიკვდილო ჭრილობის მიყენება, ადვილად იტანს ჭრილობას. ამისათვის საჭიროა ვაზნების სწორი შერჩევა და განსაზღვრა.
პ.ს ეს ჩემი პირველი სტატიაა და თუ ცოტა გაურკვევლად მიწერია რამე ჩავასწორებ newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- ლეკი   მტრედი   Nov 28 2010, 13:16
- - თენგო   მტრედისებრებზე ნა...   Nov 28 2010, 17:45
- - romeo 1   სპეციალურად ქედან...   Jan 16 2011, 19:33
- - alika77   ღორქედანა თუ გაგიგ...   Feb 17 2011, 14:00
|- - ჭალიმგელა   ციტატა(alika77 @ Feb 17 2011, 15...   Feb 17 2011, 15:12
- - ლევანი   ციტატა(alika77 @ 17th February 20...   Feb 17 2011, 18:16
- - ლეკი   მე კი ვიცი რომ ქედა...   Feb 17 2011, 20:52
- - romeo 1   5 ნომრითაც კარგათა ...   Feb 17 2011, 22:19
- - ლევანი   ციტატა(romeo 1 @ 18th February 20...   Feb 17 2011, 22:58
- - ქევხო   მანძილს გააჩნია, მ...   Feb 18 2011, 09:44
|- - ლეკი   ციტატა(ქევხო @ Feb 18 2...   Feb 18 2011, 21:59
|- - ქევხო   ციტატა(ლეკი @ Feb 18 2011...   Feb 19 2011, 10:01
- - romeo 1   რა თქმა უნდა მანძი...   Feb 18 2011, 10:05
- - ქევხო   რომა მართალი ხარ, ბ...   Feb 18 2011, 10:26
- - alika77   ძალიან ფრთხილია ახ...   Feb 18 2011, 15:00
- - იკა კაპანაძე   ამიტომაა, რომ ქედა...   Feb 18 2011, 17:50
- - შალვა   იკა კაპანაძე ციტა...   Feb 18 2011, 19:13
- - იკა კაპანაძე   ციტატა(shalva @ 18th February 201...   Feb 19 2011, 11:04
- - Davitus   ქევხო არ შემიძლია ...   Feb 19 2011, 13:58
- - ქევხო   Davitus მაგ დღისით იყო ...   Feb 20 2011, 11:47
- - ლეკი   ქევხო მაგ სურათებშ...   Feb 20 2011, 23:12
|- - ქევხო   ციტატა(ლეკი @ Feb 21 2011...   Feb 21 2011, 09:17
- - იკა კაპანაძე   რაც სურათზეა ქედან...   Feb 21 2011, 12:12
|- - ჭალიმგელა   ციტატა(იკა კაპანაძ...   Feb 21 2011, 13:07
|- - ლეკი   ციტატა(იკა კაპანაძ...   Feb 21 2011, 20:12
- - woodman   ლეკი შენ რა სურათი...   Mar 7 2011, 20:07
|- - ლეკი   ციტატა(woodman @ Mar 7 2011, 21...   Mar 8 2011, 20:17
- - woodman   აუ ამის ყურების შე...   Mar 8 2011, 21:36
- - bero   სალამი ბიჭებს , ერთ...   Aug 10 2011, 10:46
|- - ლეკი   ციტატა(bero @ Aug 10 2011, 11...   Aug 11 2011, 10:32
- - romeo 1   ჩვენ ,,სასტავს,, ლეი...   Aug 29 2011, 09:29
- - coolboy   ქედანი მოსახლეობა...   Dec 18 2011, 22:23
- - ლეკი   ჯდება მაღალ შენობე...   Dec 19 2011, 10:14
- - coolboy   მადლობა   Dec 20 2011, 18:47
- - lasha-gs   ქევხო გაუმარჯოს ძ...   Aug 9 2012, 18:05
|- - DAVITA   ციტატა(lasha-gs @ Aug 9 2012...   Aug 10 2012, 17:08
- - lasha-gs   დიდი მადლობა ძმაო , ...   Aug 11 2012, 14:07
- - hunter777   romeo 1 რომეო პირველ ფო...   Aug 11 2012, 14:29
- - lasha-gs   გილოცავთ ყველას ნა...   Aug 24 2012, 19:40
- - lasha-gs   გამარჯობათ ქედანი ...   Aug 30 2012, 12:26
- - Bonehill   ქესალოში მყავს ნან...   Aug 30 2012, 12:53
- - Assasin   ქესალოში ქედანი არ...   Sep 3 2012, 17:43
- - Bonehill   ციტატა(shihan_74 @ 3rd September ...   Sep 3 2012, 19:48
- - lasha-gs   ისე მართლა კარგი ი...   Sep 3 2012, 22:15
|- - Assasin   Bonehill იქნებ გაგვიმხი...   Sep 4 2012, 20:14
- - lasha-gs   Assasin იმედია იქნებ...   Sep 4 2012, 23:54
- - Bonehill   Assasin ძმურად გთხოვ მა...   Sep 5 2012, 08:36
|- - Assasin   ციტატა(Bonehill @ Sep 5 2012, 09...   Sep 5 2012, 10:57
- - Bonehill   ციტატა(lasha-gs @ 3rd Septem...   Sep 5 2012, 08:40
- - Bonehill   Assasin გაიხარე ზუსტი ა...   Sep 5 2012, 11:15
- - T A M P L I E R   შავნავბადი ს მიდამ...   Sep 5 2012, 15:16
- - Davitus   შავნაბადას მიდამო...   Sep 5 2012, 15:22
- - T A M P L I E R   ხო არ ვიცი დავწერე ...   Sep 5 2012, 15:24
- - lasha-gs   შავნავბადის მიდამ...   Sep 11 2012, 14:57
- - Assasin   ქედანის რა მოგახსე...   Sep 11 2012, 15:26
- - lasha-gs   Assasin სართიჭალაში სა...   Sep 12 2012, 10:16
- - ჭალიმგელა   Assasin lasha-gs კრასნაგორკ...   Sep 12 2012, 10:39
- - Bonehill   რამდენმა კაცმა გაი...   Sep 12 2012, 10:50
- - ჭალიმგელა   რა ვქნა აბა? გონიათ ...   Sep 12 2012, 11:00
|- - Assasin   ციტატა(ჭალიმგელა ...   Sep 12 2012, 16:10
- - Bonehill   კი ბატონო, მერე თუ დ...   Sep 12 2012, 11:03
- - nik@a   გემრიელი ჩათრევა ი...   Sep 12 2012, 12:39
- - nik@a   ციტატაადგილი ნამდ...   Sep 12 2012, 16:20
- - ჭალიმგელა   nik@a შენც მართალი ხა...   Sep 12 2012, 16:26
- - Bonehill   +100000000   Sep 12 2012, 16:47
- - lasha-gs   ქედანი გამოჩენილა ...   Sep 13 2012, 10:07
- - iosebovich   ჭალიმგელა გაიხარ...   Sep 13 2012, 21:57
- - Davitus   iosebovich ზუსტი ადგილი, ...   Sep 13 2012, 23:33
- - Assasin   აბა ქედანი ქესალოშ...   Sep 14 2012, 16:33
- - LeoTaso   Assasin მგონი შენ მთხ...   Sep 14 2012, 17:45
|- - Assasin   ციტატა(LeoTaso @ Sep 14 2012, 18...   Sep 15 2012, 16:01
- - LeoTaso   მეზობელ თემაში დავ...   Oct 11 2012, 20:42
|- - Assasin   ციტატა(LeoTaso @ Oct 11 2012, 21...   Oct 12 2012, 10:37
- - T A M P L I E R   დალშე დალშე   Oct 11 2012, 20:45
- - LeoTaso   დალშე წავედი შეიწ...   Oct 11 2012, 20:47
- - Fishman   ლაგატკით ისროლე მტ...   Oct 11 2012, 20:49
- - Bonehill   LeoTaso მოლოდინს გადაა...   Oct 11 2012, 20:49
- - ჰერცოგი997   გომბორზე გადადის ქ...   Oct 11 2012, 20:52
|- - Assasin   ციტატა(ჰერცოგი997 ...   Oct 12 2012, 10:32
- - LeoTaso   Fishman ჯიგარი ხარ. ქ...   Oct 11 2012, 20:56
- - Fishman   LeoTaso აი ქვა რო ვერ და...   Oct 12 2012, 00:01
- - T A M P L I E R   Assasin მარნეულში სოფე...   Oct 12 2012, 12:01
- - ლეკი   LeoTaso საღოლ ძმაო მაგა...   Oct 12 2012, 12:35
- - LeoTaso   ლეკი საღოლ შენ , რო...   Oct 12 2012, 12:44
- - LeoTaso   Assasin არაა პრობლემა, ...   Oct 12 2012, 13:08
|- - Assasin   ციტატა(LeoTaso @ Oct 12 2012, 14...   Oct 12 2012, 15:15
|- - rezo197313   ციტატა(LeoTaso @ Oct 12 2012, 14...   Nov 25 2012, 09:28
- - T A M P L I E R   წარმატებები   Oct 12 2012, 15:26
- - rezo197313   ეხლა თუ აქვს აზრი ქ...   Nov 23 2012, 23:46
|- - ლეკი   ციტატა(rezo197313 @ Nov 24 2012, ...   Nov 24 2012, 11:26
- - rezo197313   მაგრად დამაინტერე...   Nov 24 2012, 19:20
|- - ლეკი   ციტატა(rezo197313 @ Nov 24 2012, ...   Nov 24 2012, 19:33
|- - Assasin   ციტატა(rezo197313 @ Nov 24 2012, ...   Nov 24 2012, 20:32
- - LeoTaso   გუდვილის მაგნუმში ...   Nov 24 2012, 22:48
- - smekosmeko   RE: მტრედი   Nov 27 2012, 20:46
- - T A M P L I E R   ზედა სურათებში ქედ...   Nov 27 2012, 23:31
|- - smekosmeko   ციტატა( T A M P L I E R @ Nov 28 ...   Nov 28 2012, 08:11
- - ლეკი   ქედანია ქედანი...   Nov 27 2012, 23:41
- - Assasin   image hosting ასეთი ქედანი ...   Dec 12 2012, 18:01
3 გვერდი V   1 2 3 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th May 2024 - 08:02