IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

ოჩოპინტრე
ზახარა
პოსტი Jun 13 2009, 22:23
პოსტი #1


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,776
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ოჩოპინტრე (ქართ.)- ნადირთა მწყემსი, მხეცთა პატრონი, ნახევრად ღმერთი, უფრო დემონი, ბერძნულ პანისა და ლათინთა ფავნის მსგავსი, ნადირთა მწყემსი და მფარველი ხევსურთა მითოლოგიაში. მის სადიდებლად სრულდება წარმართული მაგიური ჰიმნი. საბას განმარტებით( ; ცრუმონადირენი ნადირთ წინამძღვრად იტყვიან ) . ნადირთ პატრონი სვანეთში დალი და აფსათი არიან, ფშავ-ხევსურეთში ადგილის დედა და სამძივისა, აღ-სა და იმავე მთაში ოჩოპინტრე (არის ქალიც და კაციც). თუ ხევსური ნადირობის წინ ოჩოპინტრეს არ შეევედრა, ნადირი არ დამიფრთხოო , ისე ვერაფერს გახდება : ” მომეც ბედი, მომაკვლევინე ნადირთ სული , ხომ მაინც შენია, შენს ჯოგს კი რა გამოაკლდებაო.” თუ არ შეევედრა, არ გამოსთხოვა ნანადირევი მონადირემ და ისე შეუდგა ნადირობას, ოჩოპინტრე გააფრთხილებს ჯიხვებს: აბა, გაიქეცით მონადირე გეპარებათო! ზოგჯერ ოჩოპინტრე მონადირეს სიზმრად ვაჟის სახით ეცხადება, თოფს უწვდის და ეუბნება: წამო, სანადიროდ წავიდეთო. ეს იმი ცხადი ნიშანია, რომ ოჩოპინტრე უხვ ნანადირევს ჰპირდება მას. დილით მონადირე თამამად მიდის სანადიროდ, ღრმად დარწმუნებული, რომ ბედნიერი ნადირობა ექნება. თუ დალი ან ტყაშიმაფა მონადირეს თავის სიყვარულს სთავაზობს ოჩოპინტრე - ძმობას . კარგი მონადირე ოჩოპინტრეს ძმადნაფიცია, ნადირთ მწყემსი მისთვის ჯიხვებს არ იშურებს. სანაცვლოდ როგორც დალი და ტყაშიმაფა, მონადირისგან ოჩოპინტრეც ერთგულებასა და საიდუმლოს დაცვას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში მონადირეს არათუ ხელი მოეცარება, არამედ გარდაუვალი დაღუპვა მოელის. ხალხში თქმულება იყო, რომ ვინც ბევრ ნადირს დახოცავდა, ოჩოპინტრესათვის სული ჰქონდა მიცემული, რაც მონადირის საიდუმლო იყო. თუ ხევსურს, კახელს ჯიხვი გაექცეოდა. ოჩოპინტრეს პერანგს შეუკერავდა, ხეზე დაჰკიდებდა : “ წყალობა მოიღე , ბევრი შენ და ცოტა მეო” ლოცვაში ; ნადირთ ანგელოზსაც; ეძახიან. ოჩოპინტრე უფრო კომიკური სახეა, დალი - ტრაგიკული. კონკრეტული მითები ოჩოპინტრეზე არ შემონახულა . არის ლექსები მაგ: ( ოჩოპინტრე ბედნიერი, ოჩოპინტრე მშვენიერი, მოგვეც შენი წყალობა, ნამწყესური ნადირი) .


ინფორმცია აღებულია მითოლოგიური ლექსიკონიდან.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- ზახარა   ოჩოპინტრე   Jun 13 2009, 22:23
- - ვიტო   ოჩოპინტე - ქართულ მ...   Jun 13 2009, 23:10
- - iko1981   მაღთალი ხარ ვიტო ე...   Jun 14 2009, 14:34
- - გრიზლი   ზახარა ვიტო ყოჩაღ...   Jun 16 2009, 15:23
- - ჩელე   ციტატა(zaxara @ 13th June 2009 ...   Jun 16 2009, 18:20
- - ჩიქო   ვიტო ტყაშმაფა და ...   Jun 16 2009, 20:34
- - ლევანი   ოჩოკოჩი ალბათ ოჩო-...   Jun 16 2009, 23:44
- - ზახარა   საჭიროა, შეიძლება ...   Jun 16 2009, 23:52
- - ლევანი   სტუმარი რაა..რაც მე ...   Jun 17 2009, 01:07
- - aragveli   შელოცვა რადგან ვიც...   Jul 17 2009, 19:01
- - მონადირე   ზახარა ვიტო გაიხა...   Jul 23 2009, 13:52
- - Bonehill   ყოჩაღ ბიჭებო, ეს რა ...   Jul 23 2009, 14:14
|- - ზაზა   ციტატა(Bonehill @ Jul 23 2009, 03...   Jul 23 2009, 19:41
- - Davitus   კარგით რა ნუ გააჯა...   Feb 18 2010, 22:05
- - jagermeister   ეს თემა არ მქონდა ნ...   Feb 19 2010, 00:15
- - gloster   მაგარი ინფოია   Apr 29 2012, 09:16
- - alika77   ამ საიტს ოჩოპინტრე...   Apr 29 2012, 11:49
- - Davitus   alika77 სახელი ოჩოპინტ...   Apr 29 2012, 13:26
- - T A M P L I E R   წრონგ   Apr 29 2012, 13:33


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 10th June 2024 - 23:19