IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

Bone
პოსტი Jun 25 2009, 10:05
პოსტი #1


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi




ქალაქი ბრეშია , იტალიის ჩრდილოეთით ერთ ერთი საიარაღო ქალაქი მსოფლიოში, უდაოდ მთავარი კი იტალიაში. ამ ქალქში მდებარეობს ირტალიური იარაღის წარმოების ძირითადი მუხტი. არც ფაუსტი სტეფანოა გამონაკლისი.
ფაუსტი სტეფანომ თავისი სახოლობის იარაღის საწარმო, ფირმა დაარსა 1948. თავდაპირველად ფირმა მხოლოდ შეკვეთილი დეტალებით თოფებსი აწყობაზე იყო ორიენტირებული, მაგრამ დღეს დღეობით დეტალების უმეტესობას ქარხანა თვითონ უშბვებს. ფირმა უკვე 50 წელიწადის განმავლობაში უშვებს, გლუვლულიან სანადირო და სპორტულ თოფებს. დღეისათვის ფირმას ხელმძრვანელობს სამი ქალბატონი, სამი და.(წინა მეპატრონოს ქალიშვილები) ელენა უფროსი დებს შორის

ჯიოვანნა

და ბარბარა

ბარბარა და ელენა აკონტროლებენ წარბოების ხარისხს და იარაღის ექსპორტს, ხოლო ჯოვან კი ფირმის შიდა პოლიტიკასა და გაყიდვბს.
ისტორიისთვის ცნობილია რომ, ადრეულ ეპოქაში მეეფი და მონარქები, სახელმწიფოს გაძლიერებსა თუ მტრის შემოერთების მიზნიტ მიმართავდნენ საუკუნოდ გამოცდილ ხერხს, ათხოვებდნენ თავიანთ ქალიშვილებს სხვა სახელმწიფოს პრინცებზე ან პირიქით, ხშირ შემთხვევაში ასეთი ქორწინება წმინდა პოლიტიკური ხასიათის გახლდათ....ვერ ვიტყვი რომ ასეთივე მიზანი დაისახა ფირმამ (ხომ შეიზლება წმინდა გრძნობით შეუღლება) მაგრამ 1974 წელს ბარბარა ფაუსტი დაქორწინდა ფაბიო რიცინიზე (RIZZINI) ცნობილი საიარღო ბრენდის EMILO RIZZINIS ერთ ერთ მეპატრონეზე, რის შემდეგაც ფირმამ შეიერთა რიცინის საიარაღო საწარმო, ეს უკანასკნელი კი მთლიანად გადავიდა ფაუსტი სტეფანო დაქვემდებარებაში. უნდა აღინიშნოს რომ იტალიაში არსებონბს იარაღის მწარმოებელი რამდენიმე ფირმა სახელწოდებიტ რიცინი(RIZZINI) !
მაგრამ ხოოლოდ ემილიო რიზინის აქვს საკმაოდ ორიგინალიული და განმასხავვებელი ნიშანი, გერბი ორთავიანი არწივის გამოსახულებით გაშლილი ფრთებით, რომლსაც ბრჭყალებში უჭირავს ლათინური ორი ასობგერა R E . დღეს დღეობით ფირმას ხელმძღვანელობენ ორი ძმანი ფაბიო და კლაუდიო რიცინი.
იტალიაში იარაღის წარმოება გრიგალისებურად მიმდინარეობს, რასაც საფუძვლად ემყარება უმარლესი ხარისხის სიარაღო მასალა , ეს კი სუპერ თანამედროვე დაზგა დანადგარებს...არც ფაუსტია გამონაკლისი, საწარმო აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით, თექნიკის ბოლო სიტყვით! მაგრამ მიუხედავად ამისა თოფევის აწყობა გამართვა თუ ცალკეულილ დეტალების შეერთება, მკაცრად ადამიანის გამოცდილი ხელების მიერ მიმდინარეობს. ხელით ნამუშევრობის კოეფიციენტი სხვა მწარმოებლებთან შედარებით ძალიან დიდია.
ფაუსტი პროდუქციის შესაიშნავი ასორტიმენტით გამოირჩევა. კომპანია უშვებს როგორც ბოკფლინტებს ასევე ჰორიზონტალურ ლულიან თოფებსაც, აქვს ერთი მოდელი ნახევრად ავტომატური თოფის და რაც მთავარია კომპანია იმ მცირე რიცხოვნთა სიაშია ვინც დღესაც არ წყვეტს გარეჩახმახიანი თოფეის კეთება....
ფაუსტუ უშვებს ორი ჩაკეტვის სისტემის მქონე ბოფქფლინტს: ზედა ჩაკეტვის სისტემით, სადაც ჰორიზონტალური ღერძი აფიქსირებს შვერილებს. მოდ. VOLO . ვოლო ქართულად ნიშნავს გადაფრენას.


volo delux

და ქვედა ჩაკეტვით მაგალიტად მოდ. ლიდერი.


ეს მოდელები გამოდის როგორც სანადირო ასევე სპორტული დისციპლინებისთვის. კალიბრი ნებისმიერი შეიძლება იყოს, 12 დან 410 მდე. ლულების სიგრძე სტანტდარტულია 760, 710, ან 660. ფირმა უშვებს ასევე თოფებს ე.წ. სლაგს slug , ბოლო დროს ძალიან პოპულარურლს, მოკლე ლულებით 585 სმ ით. სასხლეტ დამცემი მექანიზმი თოფებსი ნაირგვარი კონსტრუქციისაა, როგირც ერთი ასევე ორ სასხლეტიანი მექანიზმებით(ამასთან ერთ სასხლეტიანი მექანიზმები გხვდება როგორც ბოქფლინტებში ასევე ჰორიზონტალურ ლულებიან თოფებში)

ჰორიზონტალური თოფები გამოდის როგორც ბოქსლოკები ასევე გვერდით დაფებზე დამონტაჟებული საკეტებით, ეწ საიდლოკებით, მაგალითად მოდელი სტილი STYLE . ეს უკანასკნელი ეწ. ბოქსლოქია, ანუ კონდახის ყელში მოთავსებული დამცემ სასხლეტი მექანიზმით.


"სტაილს" გამოდის ასევე დეკორატიული, ფალშ დაფებით რომელიც საკმაოდ ლამაზი იმიტაციაა სრული საკეტების. კალიბრი ნებისმიერი შეიძლება იყოს 12 დან 410 მდე.
კიდევ ერთი მშვენიერი ჰორიზონტალურ ლულებიანი თოფი მოდელი დეა ( DEA ). აიგივე მექანიზმითაა აღჭურვილი და გამოდის ნებისმიერი კალიბრის. "დეას" გააჩნია ლულების სიგრძის დიდი არჩევანი 600 მმ-იდან - 760 მმ-დე. ამ მოდლეს უპირატესად "თახვის კუდის" ტიპის ტიპჟირი აქვს


"დეა" ფალშდაფებით


ჰორიზონტალურ ლულიან თოფებს არავითარი საცვლელი ჩოკები არ გააჩნიათ არამედ მუდმივი სალულე შევიწროებებითაა არჭურვილი.
და საერთოდ ფაუსტი სტეფანოს თოფებში საცვლელი ჩოკებით გააჩნია კალიბრები 12 და 20 სხვა კალიბრებში არავითარი მობილჩოკი არაა გამოყებნებული !
და რათქმაუნდა გარეჩახმახიანი classic el gold. ყალიბი 12, 20. ლულების სიგრძე: 68სმ ; 71სმ ან 76 სმ-ი

კომპანია აგრეთვე უშვებს ნახევრად ავტომატური სისტები თოფს "პროგრესს" ( PROGRESS)

პროგრესი 12 ყალიბის ნახევრდ ავტომატური თოფია, სავზნე 76მმ-ია, ლულის სიგრძე 710 მმ, თოფის საერთო წონა 3,1 კგ-ია, მისი კოლოფი მსუბუქი შენადნობსაგანაა დამზადებული, ERGAL 55. სავაზნის მოცულობა 2 ან 4 ვაზნიანია. ავტომატური გადატენვა ხდება დენთის წვის შედეგად გამოყოფილი აირების საშუალებით. ლულა არჭურვილია ჩასახრახნი ჩოკებით.
ეხლა კი შევეხოთ არა ნაკლებ საინტერესო საკითხს კონდახსა და ტიპჟირს.... ფაუსტი თავის იარაღზე რათქმაუნდა მაღალი ხარისხის კაკალს "აყენებს", როგორც მშობლიურს ასევე ინპორტულს. მგრამ საიდუმლოს არ წარმოადგენს ის ფაქტი რომ მსოფლიოში მაღალხარისხოვანი კალის რაოდენობა კატასტოფულად კლებულობს და თანდათან უფრო დეფიციტი ხდება, ბევრ პირველხარსიხოვან ფირმას აქვს სადარდებელი საკონდახე მასალის სახით.....თუმცა გენიალურმა იტალიელმა კონსტრუქტორ ინჟინრებმა და გამომგონებლებმა საიარაღო სფეროში მონახეს გამოსავალი ასეთი მდგომარეობიდან, კაკლის კონდახის ზედაპირზე სპეციალური საღებავითა და შესაბამისი ტექნოლოგიით, დაიტანება უმაღლესი ხარისხის კაკლის სტრუქტურა(არავითარი შპონი)ამ ტექნიკას ქვია XTRA WOOD, ამ ტექნიკის თავდაპირველ გამოყენებას ბერეტას მიაწერენ. ნახატი იმდენად მაღალი დონისაა და რეალურია რომ გამოცდილ პროესიონალ მეკონდახეებსაც უჭირთ მათი გარჩევა.


აქედან გამომდინარე ფირმა იყენებს ამ ტექნოლოგიას თავის ერთ ერთ მოდელში ალბიონი ALBION, შესაბამისად შედარებით მასიური და ოდნავ დაბალი ხარისხის საკონდახე კაკალს, რომელიც უმკაცრესი კონტროლის ქვეშ გადის შრობასა თუ სხვა ტექნოლოგიურ ციკლს ვიდრე გახდება საკონდახედ გამოსადექი, საერთო ჯამში კი ძალიან მტკიცეა და არაფრით ჩამოუვარდება სხვა მაღალი კლასის კონდახებს გამძლეობაში....თუმცა ამაში დრომ უნდა დაგვარწმუნოს.
ALBION


რაც შეეხება ალბიონს შედარებით ახალი მოდელია, აღჭურვილია ინერციონური ერთ სასხლეტიანი მექანიზმით. საყურადრებოა რომ მოდელი ალბიონი მხოლოდ ინგლისში ინპორტირდება სახელწოდებით ფალკონი Falkon(შევარდენი) დაახლოებით ალბათ გასაგებია თუ რა მიზეზით გადაერქვა მოდელს სახელი ...თოფი ხომ ნისლიან ალბიონში იყიდება.
წელიწადში ფაუსტი სტეფანო აწარმოებს 8 000 ერთეულ თოფს, მათგან მხოლოდ 1 000 ცალია ჰორიზონტალური ლულებით დანარჩენი შესაბამისად ბოქფლინტი. პროდუქციის 75 % ნადირობისთვისაა განკუთვნილი. 25 % კი სპორტული თოფებია. როგორც ირკვევა დები თავად გახლავთ აზარტული მონადირეები და სასტენდო სროლის მოყვარულები...


ყველაზე საოცარი კი ისაა რომ ფაუსტი სტეფანოს წარმოებული თოფების მხოლოდ 10 % რჩება იტალიაში დანარჩენი კი გადის ექსპორტზე. ალბათ ეს ერთ ერთი განმსაზრვრელია ფირმის უზარმაზარი წარმატებისა....
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- Bonehill   FAUSTI STEFANO   Jun 25 2009, 10:05
- - hunter777   მაგარია ნიკუშ!...   Jul 3 2009, 15:08
- - ვიტო   hunter777 მართლა კარგი ს...   Jul 3 2009, 15:19
- - ლევანი   ეგეთი თოფები..პირა...   Jul 3 2009, 16:51
- - დიტო   ვიტო ეგეთი თოფები ...   Jul 3 2009, 16:57
- - Bonehill   მადლობა გაიხარეთ ჩ...   Jul 3 2009, 17:26
- - hunter777   ჰოო მაგაზე მეც ვიც...   Jul 3 2009, 19:14
- - geojorjika   მე მაქვს ფაუსტი , კმ...   Jul 3 2009, 21:45
- - დათო ბუ   მე ვიცი რამოდენიმე...   Jul 3 2009, 21:58
- - ვიტო   geojorjika შენ არ მიგულის...   Jul 4 2009, 01:19
- - მონადირე   ყოჩაღ ნიკა! სრულფ...   Jul 6 2009, 21:01
- - Bonehill   დიდი მადლობა მაგ თ...   Jul 7 2009, 09:08
- - GIO-85   FAUSTI STEFANO ს იაფიანი მ...   Feb 11 2010, 11:45
- - Bonehill   ყველგან სადაც ფაუს...   Feb 11 2010, 12:53
- - GIO-85   და ფასი რააქვს ?   Feb 11 2010, 16:19
- - Bonehill   2800 გელადან ზევით თუ ...   Feb 11 2010, 17:26
- - LeoTaso   დიტო ახალი ვარ და ე...   Mar 14 2012, 21:48
- - PREDATOR   RE: FAUSTI STEFANO   Jun 8 2012, 17:28
- - hunter777   ვგიჟდები თოფიან დე...   Jun 8 2012, 18:48
- - Bonehill   hunter777 უთოფოებს ხო ვე...   Jun 8 2012, 20:22
|- - hunter777   ციტატა(Bonehill @ Jun 8 2012, 21...   Dec 4 2012, 18:33
- - iosebovich   დღეს ერთ-ერთ ფორუმ...   Jan 12 2013, 14:17
- - ჭალიმგელა   iosebovich როგორც წესი ეგ...   Jan 12 2013, 14:22
- - iosebovich   ჭალიმგელა არაფერ...   Jan 12 2013, 16:21
- - Bonehill   საინტერესოა ! მაი...   Jan 12 2013, 19:12
|- - იეტი   ციტატა(Bonehill @ Jan 12 2013, 20...   Jan 12 2013, 21:35
- - იეტი   მე გადამხდა ეგ ამბ...   Jan 12 2013, 21:26
- - იეტი   ო კიდევ ალბიონს XTRA WOO...   Jan 12 2013, 21:39
- - Bonehill   საინტერესოა... ციტა...   Jan 12 2013, 21:49
|- - იეტი   ციტატა(Bonehill @ Jan 12 2013, 22...   Jan 12 2013, 21:59
- - Bonehill   იეტი ეგრეა, გეთანხ...   Jan 12 2013, 22:10
- - iosebovich   იეტი Gაიხარე რო გამ...   Jan 12 2013, 22:14
|- - იეტი   ციტატა(iosebovich @ Jan 12 2013, ...   Jan 12 2013, 22:32
- - levan81   ეს ყველაფერი გარკვ...   Jan 12 2013, 22:23
- - Bonehill   iosebovich კი არსებობს მა...   Jan 12 2013, 22:24
|- - იეტი   ციტატა(Bonehill @ Jan 12 2013, 23...   Jan 12 2013, 22:40
- - iosebovich   Bonehill აი მანდ ვერ დაგ...   Jan 12 2013, 22:35
- - Bonehill   ციტატა(iosebovich @ 12th January ...   Jan 12 2013, 22:50
- - iosebovich   იეტი ბონეს ეკუთვნ...   Jan 12 2013, 22:51
- - PREDATOR   RE: FAUSTI STEFANO   Mar 22 2013, 18:53
- - PREDATOR   RE: FAUSTI STEFANO   Mar 8 2016, 23:31
- - PREDATOR   RE: FAUSTI STEFANO   Mar 8 2016, 23:38
- - PREDATOR   RE: FAUSTI STEFANO   Mar 24 2016, 22:25
- - PREDATOR   RE: FAUSTI STEFANO   Apr 30 2016, 19:46
- - PREDATOR     Fausti Stefano глазами владельц...   May 1 2016, 09:08

> სწრაფი პასუხის ფორმა
სქელი
დახრილი
ხაზგასმული
სურათის ჩასმა
სიცილაკები
ციტატის ტეგებში ჩასმა
კოდის ტეგებში ჩასმა
 
ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )


 • Add image to post
 გამოვიწეროთ თემა? (შეტყობინება ელ-ფოსტით გამოხმაურებებზე) |  ჩავრთო სმაილები? |  დავურთო ხელმოწერა?
   


Fast ReplyReply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 30th May 2024 - 14:15