IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

ფრინველზე სროლის თავისებურებები, სროლის ტექნიკა და თეორია
feroni
პოსტი Dec 10 2013, 15:14
პოსტი #1


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,486
რეგისტრ.: 12-October 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



გამარჯობათ იხვის თემაში თხოვნა იყო, რომ იქნებ ამ თემის ირგვლივაც იყოს ფორუმზე სტატია ან თუნდაც მცირე რეკომენდაციები, მეც გადავწყვიტე უპასუხოდ არ დამეტოვებინა თანაფორუმელების თხოვნა და შევეცდები ნელ ნელა მივყვე და რაც თეორიული თუ პრაქტიკული ცოდნა შევიძინე მცირე ხნის განმავლობაში გავუზიარო ყველას, დარწმუნებული ვარ თემას აქვს არსებობის უფლება და სხვა ბევრი მოყვარული თუ პროფესიონალი ჩაერთვება პოლემიკაში
თუ არასწორ განყოფილებაში გავხსენი გთხოვთ გადაიტანოთ შესაბამისად


თავი პირველი
ამ თემაში მინდა განვიხილო სროლის თავისებურებები. მონადირეები ხშირად ინსტიქტურად ვაკეთებთ იმას რასაც პროფესიონალი მსროლელები გააზრებულად შვებიან და ეს უკვე ინსტიქტად აქვთ ქცეული. მონადირემ, რომ თეორიული ცოდნა მიიღოს დარწმუნებული ვარ ერთი ორად გაიუმჯობესებს როგორც სროლის ტექნიკას ასევე შედეგს.
მაშ ასე დავიწყოთ იმით რომ არსებობს სროლის ძირითადი საფუძვლები რაც შემდეგში მდგომარეობს:

თოფის მიბჯენა


პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის თოფის მიბჯენა, ანუ თოფი თუ არასწორად მივიბჯინეთ და თავი ზუსტად იმ მდგომარეობაში არ არის კონდახზე სადაც უნდა იყოს, სამიზნის დაკარგვის შანსი დიდია. სწორი ტექნიკის განვითარებისთვის არ არის აუცილებელი ბუნებაში გასვლა და ცოცხალ სამიზნეზე ან თუნდაც სტენდზე თეფშებზე სროლა, ამის გაკეთება სახლის პირობებშიც თავისუფლად შეგვიძლია, მთავარია სახლში მოგვეპოვებოდეს სარკე.
მაშ ასე ვდგებით სარკის წინ, ფეხებს ვშლით მხრების სიგანეზე, მემარჯვენეებს წონა გადაგვაქვს მარცხენა ანუ წინ გადგმულ ფეხზე რომელიც სარკის მიმართ ოდნავ კუთხით არის დადგმული( დაახლოებით 15-20 გრადუსით თუ რატომ ამაზე მოგვიანებით მოგახსენებთ), წონა იმგვარად უნდა გავანაწილოთ, რომ წინა ფეხზე მოდიოდეს მისი 60% ხოლო უკანაზე შესაბამისად 40% .ყურადღება მიაქციეთ, რომ დგომის დროს არ უნდა განიცდიდეთ დისკომფორტს, მაქსიმალურად მოშვებულად და თავისუფლად იგრძენით თავი, რადგან დაძაბული პოზიციიდან ვერ მიაღწევთ სასურველ შედეგს.
მას შემდეგ რაც მივიღებთ სასურველი პოზიცია და ვდგევართ სარკის წინ, მოვიდა დრო ვიზრუნოთ თავის მდგომარეობაზე, თავი მისწიეთ ოდნავ წინ და დაბლა. სარკეში ფოკუსიერბა მოახდინეთ დომინანტ თვალზე, ანუ იმ ადგილზე სადაც თოფის დამიზნებას აპირებთ, რათქმაუნდა დაგებადათ კითხვა თუ რას ნიშნავს დომინანტი თვალი, სანამ გავაგრძელებთ საუბარს მინდა შევეხო ამ მნიშვნელოვან მომენტს. მონადირეების უმრავლესობა ფიქრობს, რომ სროლის დროს აუცილებლად უნდა დახუჭოს ერთი თვალი, რათა ფოკუსირება მოახდინოს როგორც ლულაზე ასევე სამიზნე ობიექტზე. მინდა გითხრათ, რომ ეს არის სრულიად მცდარი შეხედულება. სროლის, დამიზნების და ფოკუსირების დროს, კარგ მსროლელს ორივე თვალი ღია უნდა ჰქონდეს, ეს პირველ რიგში ემსახურება სამიზნის მიზანში ადვილად და სწრაფად ამოღებას რადგან პერიფერიული ხედვა ძალიან გვეხმარება, როგორც ტრაექტორიის განსაზღვრაში ასევე სამიზნის სიჩქარის დადგენაში და რათქმაუნდა ტვინი უფრო ადვილად გადასცემს ორგანიზმს ფიზიკურ პროგრამას რომელიც გასროლის დროს უნდა განხორციელდეს. გაითვალისწინეთ, რომ რაც უფრო მეტი ინფორმაცია ექნება ტვინს მით უფრო ადვილად მოახდენს ტრაექტორიის გამოთვლას და პრაქტიკულად ხელები თვითონ მივლენ იმ ტრაექტორიამდე და ადგილამდე სადაც საბოლოოდ გასროლა უნდა განხორციელდეს.

როგორ დავადგინოთ რომელია დომინანტი თვალი?
როგორც წესი უმრავლეს შემთხვევაში, 99% თუ ადამიანი მემარჯვენეა დომინანტი თვალიც მარჯვენა აქვს და პირიქით, მაგრამ არიან გამონაკლისები ანუ ის 1%-ი, რომელსაც „ჯვარედინი“ თვალის დომინირება აქვს, ანუ მემარჯვენეა და მარცხენა თვალი აქვს დომინანტი.

დომინანტი თვალის დადგენა



დომინანტი თვალი ნიშნავ უფრო ძლიერ თვალს რომელიც მეორესთან შედარებით მეტად განვითარებულია და რეალურად ფოკუსირების დროს ადამიანი მხოლოდ ამ თვალს იყენებს. მაშ ასე ცერა და საჩვენებელი თითით შეკარით წრე და ხელი გაიშვირეთ წინ, შემდეგ ოთახში აირჩიეთ რაიმე პატარა საგანი და ორივე ღია თვალით მოაქციეთ ეს საგანი ამ წრეში, შემდეგ დახუჭეთ მარცხენა თვალი თუ საგანი ისევ რგოლშია თქვენი დომინანტი თვალი მარჯვენა ყოფილა და თუ საგანი გავიდა რგოლს გარეთ და( მარჯვენა ხელით დამიზნების შემთხვევაში თქვენ ხედავთ ხელის მტევნის უკანა მხარეს) საგანი გაქრა თვალთხედვიდან, ამ შემთხვევაში დომინანტია მარცხენა.
რა ხდება იმ შემთხვევაში თუ თქვენ აღმოჩნდით იმ 1%-ში? სამწუხაროთ მე პირადად ვდგევარ ამ პრობლემის წინაშე და ჯერ ჯერობით ვერაფერი მოვახერხე გარდა იმისა რომ ბოლო მომენტში ოდნავ ვხუჭავ მარცხენა თვალს. არსებობს მეთოდები რომლითაც შეგვიძლია დომინანტი გავაზარმაცოთ და მეორე თვალი გავაძლიეროთ მაგრამ ამას დიდი ძალისხმევა და ყოველდღიური ვარჯიშები ჭირდება, ასევე შეიძლება სასროლ სათვალეებზე პატარა ადგილის დაფარვა რომელიც დამიზნების დროს დაფარავს ლულას და ხელს არ შეგვიშლის ფოკუსირებაში, მაგრამ ამავე დროს ჩვენ შეგვეძლება პერიფერიული ხედვის გამოყენება. ასევე არსებობს სპეციალური კონდახები რომლებიც ცოტა უცნაურად გამოიყურება, ანუ კონდახს იბჯენთ მარჯვენა მხარზე, მაგრამ ლულა დგება მარცხენა თვალის ქვეშ.
მაშ ასე დაუბრუნდეთ სარკეს და თავის პოზიციას, თავი ოდნავ წინ წაწეული და დახრილია, როგორც ზემოთ ავღნიშნე ფოკუსირებას ვახდენთ დომინანტ თვალზე, ანუ თვალი თვალში გვაქვს გაყრილი. ამის შემდეგ ერთი შეუჩერებელი მოძრაობით, თოფი მოგვაქვს თვალთან ისე რომ ყვრიმალის ქვედა ნაწილი კარგად იყოს მიბჯენილი კონდახზე, თუ ყველაფერს სწორად ვაკეთებთ და კონდახიც ჩვენს პარამეტრებს შეესაბამება ლულის ბოლოს ჩვენ უნდა ვხედავდეთ საკუთარი თვალის გუგას სარკეში.

სარკესთან ვარჯიში


ხშირად გაიმეორეთ ეს სავარჯიშო სახლის პირობებში და რეალურ სიტუაციაში აღმოაჩენთ, რომ კონდახის მიბჯენისას აღარ დაგჭირდებათ ზედმეტი მოძრაობები და ლულის გასწორება, არამედ უკვე სანადირო ობიქტზე გადავა მთელი ყურადღება და გასროლაც გაცილებით ზუსტი და იოლი გამოვა.
იმის შემდეგ რაც სწორ მიბჯენას შეეჩვევით შეგიძლიათ თოფის მოძრაობაზე გადახვიდეთ, მაგალითად კედლების და ჭერის შეერთბის ხაზებს გაყევით მიბჯენილი თოფით, ეს თქვენ განგივითარებთ იარაღის სწორი და ერთგვაროვანი ტრაექტორიით მოძრაობას. ასევე ყურადღება მიაქციეთ იმას რომ ლულის მოძრაობა უნდა მოდიოდეს თეზოებიდან და არა ხელებიდან, ასეთ შემთხვევაში თქვენი მოძრაობა გაცილებით სტაბილურ ხასიათს შეიძენს.

მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი მომენტი ზუსტი სროლისთვის არის ფეხების განლაგება, ანუ ჩვენ მაქსიმალურად სწორად უნდა ვიდგეთ, რომ გასროლაც შესაბამისად კომფორტული და ზუსტი გამოდგეს.

ფეხებით მუშაობა სროლისას


მას შემდეგ რაც ფრინველი ამოფრინდება პირველი მოძრაობა რასაც ვაკეთებთ არის ის რომ ვიკავებთ სასურველ პოზიციას, ანუ ვუტრიალდებით ფრინველს და არავითარ შემთხვევაში არ ვიწყებთ თოფის უაზრო ქნევას, მაშ ასე რაც ჩვენ განვსაზღვრეთ ფრინველის მიმართულება, მარცხენა ფეხს ვატრიალებთ იმ მიმართულებით სადაც ვაპირებთ გასროლის განხორციელებას ხოლო უკანა ფეხს იმ მიმართულებით სადაც უნდა დასრულდეს ლულის მოძრაობა, ეს იმ შემთხვევაში თუ მაგალითად მემარჯვენეებისთვის ფრინველი ამოფრინდა და ის მიფრინავს მარცხნიდან მარჯვნივ, და თუ პირიქით ხდება და ფრინველი მარჯვნიდან მარცხნივ მიფრინავს ამ შემთხვევაში თქვენი წინა ფეხი მარჯვენა უნდა იყოს და მარცხენა კი იმ მიმართულებით უნდა იყოს სადაც ლულების მოძრაობა უნდა დასრულდეს. ეს რაც შეეხება გადამკვეთ სამიზნეებს ანუ თუ ფრინველი მარცხნიდან მარჯვნივ ან პირიქით მოძრაობს, სხვა შემთხვევებში თქვენ არ დაგჭირდებად მნიშვნელოვანი მოძრაობის გაკეთება, ანუ თუ თქვენგან ან თქვენსკენ მოფრინავს/მიფრინავს, ან თქვენგან და თქვენსკენ მეოთხედი კუთხე ტრაექტორია აქვს. ასეთ შემთხვევაში სულ მცირეოდენი ფეხის კორექტირებაც საკმარისია და თქვენ არ მოგიწევთ ფეხის გადადგმა.
ალბათ გაგიკვირდებათ რას ნიშნავს ლულების მოძრაობის დასრულება და ფიქრობთ, რომ სადაც სასხლეტს გამოვკრავთ იქვე ჩერდება ლულაც, მაგრამ რეალურად ეს ასე არ არის და თუ თქვენს მიერ სასხლეტზე დაწოლის დროს ლულა გაჩერებულია, უმეტეს შემთხვევაში გასროლა ფრინველის მოძრაობას ჩამორჩება რაც გარატირებულად აცდენას გამოიწვევს.
მივედით შემდეგ მნიშვნელოვან მომენტზე, როდესაც მოძრავ სამიზნეს ვესვრით, სასხლეტზე დაწოლა ხდება მხოლოდ და მხოლოდ მოძრაობაში და არავითარ შემთხვევაში გაჩერბულ პოზიციაში, თუმცა აქვე მინდა ავღნიშნო, რომ არსებობს სროლის ტექნიკა რომელსაც ჩასაფრებით სროლა ჰქვია და ამ შემთხვევაში თქვენ წინასწარ გაქვთ მიმართული ლულა იმ ადგილას სადაც ფრინველმა უნდა გაიფრინოს და ამ უკანასკნელის მოახლოებისას აწვებით სასხლეტს. ასეთი ტექნიკის გამოყენება იშვიათ შემთხვევებში ხდება, ფრინველი ამის საშუალებას ხშირად არ გვაძლევს, რადგან ჩვენი დანახვისთანავე იცვლის ფრენის ტრაქტორიას. ამ ტექნიკის გამოყენება ყველაზე უპრიანი იქნება მწყერზე ნადირობისას რადგან ვიცით, რომ ეს უკანასკნელი მხოლოდ ერთი არჩეული ტრაექტორიით მიფრინავს და ძალიან იშვიათად ცვლის მას.



მაშ ასე პირველი თავის ძირითადი მომენტებია:
1.თოფის მიბჯენა ხდება ყვრიმალთან და არავითარ შემთხვევაში მიბჯენა და შემდგომ ყვრიმალის დადება კონდახზე.
2. თოფის მოძრაობა უნდა მოდიოდეს თეძოდან და არა ხელებიდან.
3. ფრინველის „ფეხებით დამუშავება“ ანუ სასურველი პოზიციის მიღება სროლისას
4. გასროლის მომენტსი ლულები უნდა იყოს მოძრაობაში და არავითარ შემთხვევაში სტატიკურ მდგომარეობაში. გარდა გამონაკლისი შემთხვევისა.


თავი მეორე

მეორე თავში მინდა შვეხო უშუალოდ სროლის ტექნიკას.
მაშ ასე, არსებობს სროლის სამი ტექნიკა, რომელიც გამოიყენება როგორც ნადირობაში ასევე სპორტულ სროლაში.

1. დაეწიე -გაასწარი-გაისროლე.

ეს ტექნიკა თავის თავში მოიცავს შემდეგ მოქმედებას, მას შემდეგ რაც ფრინველი აფრინდება ჩვენ თოფს მივმართავთ მის უკან დავეწევით მას და გავასწრებთ, როდესაც ვიგრძნობთ, რომ წინსწრება საკმარისია, მოძრაობაში ვაწვებით სასხლეტს, გახსოვდეთ რომ ლულები ამ პროცესის განმავლობაში სულ მოძრაობაშია.
ამავე ტექნიკის ნაირსახეობა შეიმუშავა ჯორჯ დიგვიდმა 19-ჯერ მსოფლიო ჩემპიონმა სპორტინგში, ყველაფერი იგივეა რაც ზევით წერია მხოლოდ, როცა კი ჩვენი ლულები გაუსწორდება ფრინველის ნისკარტს, ვაწვებით სასხლეტს, ამ შმთხვევაში გვგონია, რომ თითქოს წინსწრებას საერთოდ არ ვაკეთებთ მაგრამ რეალურად ეს ასე არ არის, რადგან ჩვენი თოფი მოძრაობაშია და სანამ ტვინი სიგნალს გადასცემს საჩვენებელ თითს და ეს უკანასკნელი დააწვება სასხლეტს ლულები უკვე გამცდარია ფრინველ რადგან ჩევნი ლულები გასწრების მომენტში უფრო სწრაფად მოძრაობს ვიდრე ფრინველი და საჭირო წინსწრებაც სახეზე გვაქვს.

2. მიყოლა-გასწრება-გასროლა

ეს ტექნიკა თვის თავში მოიცავს შემდეგ მოქმედებას, ფრინველის აფრენისას ჩვენ ლულებს მივმართავთ პირდაპირ ფრინველზე, ვმოძრაობთ მასთან ერთად რათა დავადგინოთ მისი ფრენის სიჩქარე შემდეგ გავდივართ წინ სასურველი მანძილით და ვაწვებით სასხლეტს, ამ ტექნიკას ძირითადად იყენებენ მონადირეები.

3. მუდმივი წინსწრება-გასროლა

ეს ტექნიკა თავის თავში მოიცავს შემდეგ მოქმედებას, ფრინველის აფრენის სემდეგ ჩვენ წინასწარ მივმართავ ლულებს წინსწრებით, ვმოძრაობთ ფრინველთან ერთად, ვარეგულირებთ საჭირო წინსწრებას და ვაწვებით სასხლეტს, ამ ტექნიკას ძირითადად იყენებენ მრგვალი სტენდის მსროლელები

თვალსაჩინოებისთვის ნახეთ ვიდეო


პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია Davitus: Dec 11 2013, 23:57
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- feroni   ფრინველზე სროლის თავისებურებები   Dec 10 2013, 15:14
- - გოგიტა   საინტერესოა   Dec 10 2013, 15:45
- - მაქსიმუსა   feroni გაიხარე გამიხა...   Dec 10 2013, 22:07
- - feroni   მაქსიმუსა დღეს რა...   Dec 10 2013, 22:11
- - Davitus   feroni საღოლ! მე მინდ...   Dec 10 2013, 22:47
- - feroni   Davitus დავით შევეცდებ...   Dec 10 2013, 23:01
- - Davitus   feroni ითს, აფ თუ იუ   Dec 10 2013, 23:06
- - feroni   თავი მესამე ამ თავ...   Dec 12 2013, 19:00
- - მაქსიმუსა   ციტატა(feroni @ 10th December 201...   Jan 9 2014, 22:37
- - მაქსიმუსა   RE: ფრინველზე სროლის თავისებურებები   Jan 9 2014, 22:51
- - assassin29   მაქსიმუსა კარგი ი...   Jan 9 2014, 23:09
- - Bone   აუ ეს რა თემა ვიპოვ...   Jan 10 2014, 00:44
- - ams   ციტატავფიქრობ მან...   Jan 10 2014, 10:18
- - Bone   მიდიხარ ქუჩაში, სა...   Jan 10 2014, 11:08
- - მაქსიმუსა   Bone მაგას ზუსტად მსგ...   Jan 10 2014, 14:00
- - Bone   მაქსიმუსა არც მგ...   Jan 10 2014, 14:09
- - bashiachuki   ბიჭებო ძალიან საჭი...   Jan 10 2014, 20:25
- - მაქსიმუსა   RE: ფრინველზე სროლის თავისებურებები   Jan 17 2014, 22:06
- - მაქსიმუსა   აბა გამოვაცოცხლოთ ...   Feb 2 2014, 23:08
- - უიარაღო   თეორია კი კარგია მ...   Feb 3 2014, 09:02
- - assassin29   უიარაღო +1 მეც ეგრე...   Feb 3 2014, 09:06


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th May 2024 - 19:18