IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

ფორუმის და კლუბის ერთობლივი გასვლა, რეპორტი, ფოტო-ვიდეო მასალა. ნადარბაზევი, 2013 წლის 4 აგვისტო
ჩელე
პოსტი Aug 6 2013, 09:46
პოსტი #1


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 14,709
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



როგორც ზემოთ ავღნიშნეთ და ვღნიშნავდით თითქმის 10 დღე წავედით ნადარბაზევის ტბაზე თბილისიდან 58 კილომეტრში გორის მიმართულებით. შევიკრიბეთ დათქმულ ადგილზე, დათქმულ დროს. მაგრამ ერთ-ერთი წამომსვლელი რატომღაც არ ჩანდა. ფორუმის ახალი წევრია და შესაბამისად მისი არც კოორდინატები ვიცოდით და არც ტელეფონი. ვიცადეთ 5 საათამდე და რომ არ გამოჩნდა დავიძარით.

მოკლედ ჩავედით ადგილამდე. ამინდი დილით თითქოს ნორმალური იყო. ღრუბლიანი და სუსტი ქარით. განვლაგდით ადგილებზე, დამბიდან მარცხენა მხარეს. ავაწყვეთ ონკესები და შევუდექით თებზაობას. პირველი თებზი ლავრისხეველმა დაიჭირა. მეორე დოკმა და ა.შ. ვიჭირეთ და ვიჭირეთ. ამასობაში გორიდან შემოგვიერთდნენ ჭაღარა, ალექსანდრე და კუთხა. მერე კუჭმაც შეგვაწუხა, გავშალეთ სუფრა ქებული, ოჩოპინტრეც ვადღეგრძელეთ. ლავრისხეველის 20 ლიტრი და ჩუდას 10 ლიტრი ღვინოც გადმოვიღეთ, მაგრამ დოკმა აიტეხა: გინდა თუ არა ჩემი ჭაჭა უნდა დაგალევინოთო. მაგრამ ჭაჭაც არის და ჭაჭაც, ჭაჭაში გარეული წიწაკა. ბოლოს ვეღარ მივხვდი ჭაჭა დავლიე თუ წიწაკა newsmile05.gif ჩუდა მთელი 1 წუთი მოკუნტული იდგა ისეთი სპაზმი დაემართა newsmile05.gif ამასობაში თაზო და გენერალიც გვესტუმრნენ.

მშვენივრად ვთევზაობდით ორ საათამდე. ქარი ქროდა და ეს ქარი უკვე სუსტი აღარ იყო. გენერალმა აიტეხა: გადავიდეთ მეორე ნაპირზეო. რა უნდოდა, რას ელოდა იმ მეორე ნაპირზე ,,ხუი ეგო ზნაეტ,, ბოლო-ბოლო დაგვკერა. ავიყარეთ ეს ამოდენა ხალხი და გადავეყარეთ მეორე ნაპირზე მაგრამ რა დაგიკარგია, რას ეძებ? ადგილი არ იყო და თან ისეთი ქარი იყო, რომ იქ გაჩერებას აზრი არ ჰქონდა. გადმოვეყარეთ ისევ ჩვენს ადგილზე.

5 საათისთვის უკვე გაუსაძლისი ქარი ქროდა. იმხელა ტალღები მოდიოდა ქობულეთში მეგონა ჩემი თავი. ბოლო-ბოლო 6 საათისთვის ჩავლაგდით და წამოვედით სახლებში.

მიუხედავად ამინდისა, მე მაინც ძალიან კმაყოფილი ვარ. დავიჭირე საკმაო რაოდენობა. 4 საშუალო ამური და დანარჩენი კარჩხანები. მერე ახალციხელმა და ლევანმა მომცეს ერთი ამური და მოზრდილი კარჩხანები, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. ჩემი დეიდაშვილი ახლაც მადლობების ძახილშია ისე გაუხარდა თევზი რომ მივუტანე newsmile05.gif მადლობა ბიჭებო.

რაც შეეხება ჩემს თევზაობას: ვთევზაობდი ძირითადად ფიდერის მეთოდით, ინლაინით. ძალიან მომწონს ეს მეთოდი და თანდათან ვამუღამებ. დანაკარგი ამჯერად მქონდა მინიმუმი, მხოლოდ ერთი ზარი. ბოლოს ისეთი ქარი ამოვარდა ფიდერზე თევზაობას აზრი არ ჰქონდა და ,,დონკაზე,, გადავეწყვე. სწორედ მანდ გამძვრა ეგ ზარი newsmile05.gif ვთევზაობდი ძირითადად მიწის ჭიაზე. ბოლოს რომ გამითავდა მიწის, გადავედი ნაკელზე. შიგადაშიგ სიმინდი, მაგრამ სიმინდზე ბოლოს დაჯდა ოღონდ ,,დონკაზე,,

კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ნადარბაზევში ღირს წასვლა, უბრალოდ კარგ ამინდში უნდა წახვიდე, რომ დისკომფორტი არ გქონდეს. ქარი ძალიან გიშლის ხელს თევზაობაში.

დიდი მადლობა მინდა ყველა იქ მყოფს გადავუხადო. მშვენიერი და ლამაზი გასვლა გამოვიდა. გავიცანი ახალი კარგი ხალხი, რომლებთანაც ღირს ურთიერთობა. დადებიტი ემოციებით დატვირთული და სასიამოვნოდ დაღლილი წამოვედი ნადარბაზევიდან. დიდი მადლობა ბიჭებო ყველას.

აი ეს მინდოდა მეთქვა. თუ კიდევ რამე გამახსენდა დავწერ. მანამდე ვისაც ფოტო და ვიდეო გაქვთ ატვირთეთ და დაყარეთ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- ჩელე   ფორუმის და კლუბის ერთობლივი გასვლა   Aug 6 2013, 09:46
- - ჭაღარა   ჩელე მშვენიერი რე...   Aug 6 2013, 10:03
- - ალთაზარ   შეცდომა შეცდომა ე...   Aug 6 2013, 10:05
- - kajuberi   სურათები და ვიდეობ...   Aug 6 2013, 10:10
- - ახალციხელი   ნამდვილად კარგი დღ...   Aug 6 2013, 10:11
- - temoo90   პირველ რიგში მადლო...   Aug 6 2013, 10:14
- - levan81   ნამდვილად კარგი გა...   Aug 6 2013, 10:17
- - ალთაზარ   temoo90 როგორ გეძინა ის...   Aug 6 2013, 10:17
- - levan81   photo sharing software screenshot tools   Aug 6 2013, 10:21
- - ალთაზარ   levan81 დაააიცააა ეს დი...   Aug 6 2013, 10:26
- - megreli   ყოჩაღ თქვენ !!! ...   Aug 6 2013, 10:42
- - ჭაღარა   მე, კუთხამ და ალექს...   Aug 6 2013, 10:45
- - levan81   ალთაზარ ყველა შენ...   Aug 6 2013, 10:47
- - temoo90   ალთაზარ ყველაფერს ...   Aug 6 2013, 10:57
- - ალექსანდრე   ჩელე მშვენიერი რე...   Aug 6 2013, 11:31
- - კუთხა   რახან ყველა წერს მ...   Aug 6 2013, 11:35
- - temoo90   RE: ფორუმის და კლუბის ერთობლივი გასვლა   Aug 6 2013, 11:39
- - ჩელე   წიხარი..   Aug 6 2013, 11:40
- - temoo90   RE: ფორუმის და კლუბის ერთობლივი გასვლა   Aug 6 2013, 11:42
- - ჩელე   კიდევ წიხარი...   Aug 6 2013, 11:43
- - temoo90   RE: ფორუმის და კლუბის ერთობლივი გასვლა   Aug 6 2013, 11:43
- - ჩელე   მორიგი წიხარი..   Aug 6 2013, 11:45
- - temoo90   RE: ფორუმის და კლუბის ერთობლივი გასვლა   Aug 6 2013, 11:46
- - ჩელე   აჰაა ერთიც და გავს...   Aug 6 2013, 11:48
- - temoo90   RE: ფორუმის და კლუბის ერთობლივი გასვლა   Aug 6 2013, 11:48
- - კუთხა   თქვენ იქ სათევზაოდ...   Aug 6 2013, 11:49
- - temoo90   RE: ფორუმის და კლუბის ერთობლივი გასვლა   Aug 6 2013, 11:52
- - Doc   უპირველესად მინდა ...   Aug 6 2013, 11:57
- - ჭაღარა   Doc ეგ რომელია არავი...   Aug 6 2013, 12:55
|- - Doc   ციტატა(ჭაღარა @ Aug 6...   Aug 6 2013, 14:39
- - rezident   მშვენიერი დღე იყო. ...   Aug 6 2013, 13:18
- - kokaluka   სად არის ნადარბაზე...   Aug 6 2013, 13:22
- - ალთაზარ   ჭაღარა მე და დავით...   Aug 6 2013, 13:28
- - ჭაღარა   RE: ფორუმის და კლუბის ერთობლივი გასვლა   Aug 6 2013, 15:01
- - ჩელე   kokaluka ციტატა(kokaluka @ 6th A...   Aug 6 2013, 15:15
|- - Doc   ციტატა(ჩელე @ Aug 6 2013,...   Aug 6 2013, 17:13
- - lavriskheveli   გაუმარჯოს ბიჭებს, ...   Aug 6 2013, 16:56
- - ჭაღარა   загрузить картинку ესეც ...   Aug 6 2013, 19:12
- - Davitus   ნადარბაზევის შტორ...   Aug 6 2013, 20:59
- - თაზო   პირველ რიგში რესპე...   Aug 8 2013, 11:23
- - ალთაზარ   თაზო ციტატამარტო ...   Aug 8 2013, 11:37
- - თაზო   ციტატა(AJLTA3AP @ 8th August 2013...   Aug 8 2013, 12:05
- - ჭალიმგელა   მე ეს იდეა მომეწონ...   Aug 8 2013, 12:41
- - ალთაზარ   თაზო დრო როგორ და...   Aug 8 2013, 12:45
- - temoo90   ჭალიმგელა იდეა გე...   Aug 8 2013, 13:06
- - Davitus   ციტატა(თაზო @ 8th August ...   Aug 8 2013, 17:33
- - სკვითია   კარგი დრო გიტარები...   Aug 8 2013, 18:07
- - თაზო   ციტატა(Davitus @ 8th August 2013 ...   Aug 9 2013, 11:20
- - კუთხა   ციტატა(თაზო @ 9th August ...   Aug 9 2013, 11:52
- - Doc   ჭალიმგელა ვინ გაც...   Aug 9 2013, 14:37
- - ალთაზარ   Doc მე არ მომეწონა ის...   Aug 9 2013, 15:06
- - temoo90   Doc რომ გაშალე შე კაც...   Aug 9 2013, 17:29
- - ჭაღარა   ალთაზარ ალოეე?   Aug 9 2013, 17:35
- - ალთაზარ   ჭაღარა შენ ალოე ეძ...   Aug 9 2013, 17:41
- - temoo90   ალთაზარ Doc-ს ისეთი PR ...   Aug 9 2013, 17:44
- - DATKA   temoo90 მაგის არაყთან ხ...   Aug 9 2013, 20:09
- - Lado86   გამარჯობათ იქნებ ვ...   Aug 9 2013, 22:16
- - ჭაღარა   temoo90 მგონი ჩემი მუხა...   Aug 9 2013, 22:26
- - ჩელე   როგორც ვხვდები ეს ...   Aug 9 2013, 22:32


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th May 2024 - 16:02