IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

მოსაკრებელი გადამფრენ ფრინველებზე., ლიცენზია
ზაზა
პოსტი Jul 22 2011, 13:11
პოსტი #1


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,472
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi





საქართველოს ენერგეტიკისა და
ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება №30
2011 წლის 10 მაისი ქ. თბილისი

ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების დამტკიცების თაობაზე

„ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ჰ” ქვეპუნქტის, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2011 წლის 11 მარტის №4385 კანონის მე-2 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღები დანართის შესაბამისად.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2010 წლის 17 აგვისტოს №34 ბრძანება.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის პირველი მოადგილე
მინისტრის მოვალეობის
შემსრულებელი მ. ვალიშვილი

ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღები

მუხლი 1
ნადირობა ნებადართულია შემდეგი სახეობის ფრინველებზე შემდეგ ვადებში:
ა) მწყერზე, გარეულ მტრედზე, ჩიბუხაზე, ჩვეულებრივ გვრიტზე, ქედანზე, გვიძინზე (გულიოზე) – აგვისტოს მესამე შაბათიდან 15 თებერვლამდე;
ბ) ტყის ქათამზე – 15 ოქტომბრიდან 15 დეკემბრამდე;
გ) წყალმცურავ ფრინველებზე (რუხი ბატი, რუხი იხვი, ჭიკვარა, გარეული იხვი, იხვინჯა, ფართოცხვირა იხვი, მელოტა) – 1 ნოემბრიდან 1 მარტამდე.

მუხლი 2
ლიცენზირებული თევზჭერა ნებადართულია შემდეგ მდინარეებზე და მათ შენაკადებში:
ა) მტკვარი – თურქეთის საზღვრიდან აზერბაიჯანის საზღვრამდე – 1 სექტემბრიდან 30 აპრილის ჩათვლით;
ბ) ალაზანი და იორი – 1 სექტემბრიდან 15 ნოემბრამდე;
(ქვემო ქედიდან აზერბაიჯანის საზღვრამდე)
გ) მდინარეების – ფსოუს, ბზიფის და კოდორის შესართავებში – ერთი კილომეტრის დაცილებით მარჯვნივ და მარცხნივ, ორი კილომეტრის მანძილზე ზღვის სიღრმეში – 1 ნოემბრიდან 19 მარტამდე.

მუხლი 3
ლიცენზირებული თევზჭერა ნებადართულია შემდეგ ტბებში:
ა) თავფარავანი (ფარავანი) – 1 თებერვლიდან 15 მარტამდე და 1 აგვისტოდან 15 ნოემბრამდე;
ბ) ტაბიწყური (ტაბაწყური) – 1 თებერვლიდან 15 ნოემბრამდე.
გ) სანტას ტბაზე - 1 თებერვლიდან 15 ნოემბრამდე; (10.06.2011 N 73)

მუხლი 4
ლიცენზირებული თევზჭერა ნებადართულია შემდეგ წყალსატევებში:
ა) ხრამის (წალკის) წყალსაცავი – 15 აგვისტოდან 15 აპრილამდე;
ბ) თბილისის წყალსაცავი – 1 სექტემბრიდან 15 აპრილამდე.

მუხლი 5
შავ ზღვაში კანონმდებლობით დადგენილი წესით თევზჭერა დაშვებულია შემდეგ ვადებში:
ა) კეფალი-პელენგასი – მთელი წლის განმავლობაში;
ბ) აზოვისა და შავი ზღვის ქაფშია – 1 ოქტომბრიდან 30 აპრილის ჩათვლით;
გ) კამბალა-კალკანი – 1 ივლისიდან 15 თებერვლამდე;
დ) თევზჭერისათვის დაშვებული სხვა სახეობების ჭერა – 1 ივლისიდან 30 აპრილის ჩათვლით;
ე) მოლუსკები – მთელი წლის განმავლობაში.
მუხლი 6
პალიასტომის ტბაში თევზჭერა დაშვებულია შემდეგ ვადებში:
ა) კეფალი (ლობანი) – 1 ივლისიდან 1 მაისამდე;
ბ) კეფალი (პილენგასი) – 1 ივლისიდან 1 მაისამდე;
გ) ოქროსფერი კეფალი – 1 ივლისიდან 1 მაისამდე;
დ) ქარიყლაპია – 1 სექტემბრიდან 1 აპრილამდე;
ე) შავი ზღვის ქაშაყი – 1 სექტემბრიდან 1 დეკემბრამდე და 1 იანვრიდან 1 აპრილამდე;
ვ) შამაია – 1 სექტემბრიდან 1 აპრილამდე;
ზ) მცირე ვიმბა – 1 სექტემბრიდან 1 აპრილამდე;
თ) კარჩხანა – 1 სექტემბრიდან 1 მაისამდე;
ი) კობრი – 1 სექტემბრიდან 1 აპრილამდე;
კ) ლოქო – 1 იანვრიდან 1 აპრილამდე და 1 სექტემბრიდან 1 დეკემბრამდე;
ლ) ღორჯო (მდევარი) – 1 სექტემბრიდან 1 აპრილამდე;
მ) მრგვალი ღორჯო – 1 სექტემბრიდან 1 აპრილამდე;
ნ) შავი ღორჯო – 1 სექტემბრიდან 1 აპრილამდე.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- ზაზა   მოსაკრებელი გადამფრენ ფრინველებზე.   Jul 22 2011, 13:11
- - Bonehill   კანონები გვაქვს, ი...   Jul 22 2011, 15:34
- - kupra   ჩვენ გონჩავიკებს ნ...   Jul 22 2011, 15:47
- - იკო1981   ციტატა(lashak @ 22nd July 2011 ...   Jul 22 2011, 22:37
- - romeo 1   ესეიგი კახელი მონა...   Jul 23 2011, 10:24
- - გიზოვიჩი   სეზონი გახსნილა სა...   Jul 26 2011, 11:46
- - ზახარა   ციტატა(gio2515 @ 26th July 2011 ...   Jul 26 2011, 11:49
- - გიზოვიჩი   ჰო აბა, ჩვენ კი ველო...   Jul 26 2011, 12:06
- - wudu   ნადირობის ნებართვ...   Jul 26 2011, 16:29
- - Danelli   ციტატა(wudu @ 26th July 2011 ...   Aug 3 2011, 09:20
- - romeo 1   ბანკში რა თქვეს, რა ...   Aug 3 2011, 11:35
- - Danelli   romeo 1, ხოდა საქმეც ამ...   Aug 3 2011, 12:03
- - ლევანი   ციტატა(Danelli @ 3rd August 2011 ...   Aug 3 2011, 13:17
- - ზაზა   გუშინ საწევროს გად...   Aug 3 2011, 13:28
- - kupra   მემგონი თვითონ არ ...   Aug 3 2011, 14:35
- - Danelli   ციტატა(levani @ 3rd August 2011 ...   Aug 3 2011, 15:29
- - Danelli   ციტატა(zaza @ 3rd August 2011 ...   Aug 3 2011, 15:34
- - ლევანი   ციტატა(Danelli @ 3rd August 2011 ...   Aug 3 2011, 21:40
- - გიორგი   ციტატა200 122 900 - TRESGE22 - 3030 - ...   Aug 3 2011, 22:19
- - გიორგი   ესეც სახაზინო კოდი...   Aug 3 2011, 22:24
- - romeo 1   ასეთი ქვითარი გამო...   Aug 8 2011, 12:50
- - Davitus   romeo 1 მადლობა ინფორმ...   Aug 8 2011, 15:46
- - ჩუბო   ბრაკონიერებისათვ...   Aug 8 2011, 21:26
- - wudu   სეზონი 20-ში იხსნება...   Aug 9 2011, 11:52
|- - sabo73   ციტატა(wudu @ Aug 9 2011, 12...   Aug 9 2011, 12:18
- - ზახარა   ციტატა(wudu @ 9th August 2011 ...   Aug 9 2011, 12:07
- - baiateo   ჰეჰეე ელექტრომწყე...   Aug 24 2011, 14:03
- - ჭალიმგელა   baiateo არ დაიკარგი ხოლ...   Aug 24 2011, 14:05
- - baiateo   ჭალიმგელა დაკარგვ...   Aug 25 2011, 15:54
- - ჭალიმგელა   baiateo ეჰ ვინა აბა? ჯერ ...   Aug 25 2011, 16:47
- - bor-ka   წეროზე ნადირობა ა...   Aug 26 2011, 20:00
- - ზახარა   bor-ka ჩამონათვალში რ...   Aug 26 2011, 20:08
- - bor-ka   ზახარა ციტატა(zaxara ...   Aug 26 2011, 20:14
- - Bonehill   bor-ka მეც ბევრი ვნახე ...   Aug 26 2011, 21:06
- - bor-ka   Bonehill ციტატა(niko @ 26th Augu...   Aug 26 2011, 21:33
- - Davitus   წეროს ხორცი მეტნაკ...   Aug 26 2011, 22:12
- - kupra   წერო მაგარია   Aug 27 2011, 15:12


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 12th June 2024 - 16:22