IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

გეოგრაფიული კოორდინატები
გიორგი
პოსტი Sep 2 2010, 02:48
პოსტი #1


ო ფ ე რ ი ს ტ ი
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,699
რეგისტრ.: 8-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ტიფლისი





გეოგრაფიული კოორდინატები — გრძედი და განედი, განსაზღვრავს წერტილის (პუნქტის) მდებარეობას დედამიწის ზედაპირზე.

* გრძედი — კუთხე, პლანეტის ცენტრიდან მოცემულ წერტილამდე გავლებულ ხაზსა და ეკვატორის სიბრტყეს შორის, რომელიც ითვლება 0-დან 90°-მდე ეკვატორის ორივე მხარეს. გეოგრაფიული გრძედი, რომელიც ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მდებარეობს (ჩრდილოეთის გრძედი) დადებითად ითვლება, სამხრეთ ნახევარსფეროში კი — უარყოფითად.

* განედი — კუთხე, მოცემულ წერტილში გამავალი მერიდიანის სიბრტყესა და საწყისი ნულოვანი მერიდიანის სიბრტყეს შორის, საიდანაც იწყება განედის ათვლა. ამჟამად ნულოვან მერიდიანად ითვლება ის, რომელიც გადის ქალაქ გრინვიჩში მდებარე ძველ ობსერვატორიაზე, და ამიტომ მას გრინვიჩის მერიდიანს უწოდებენ. განედებს 0-დან 180°-მდე ნულოვანი მერიდიანიდან აღმოსავლეთით უწოდებენ აღმოსავლეთისას, ხოლო დასავლეთით — დასავლეთისას. აღმოსავლეთის განედებს დადებითს უწოდებენ, დასავლეთისას კი — უარყოფითს.


კორდინატთა DDMMSS ფორმატი
DDMMSS ფორმატი შემოკლებით - DMS. ესაა აბრევიატურა კოორდინატებისა წარმოდგენილი ორ-ორი ლათინური ასოთი. DD ესაა გრადუსები, MM - მინუტები და SS - სეკუნდები. მისი სტანდარტული სახე ასე გამოიყურება - 42°15′53″ N, 43°50′40″ E.

კორდინატთა DD.DDDDD ფორმატი
DD.DDDDD ფორმატი შემოკლებით - DD. ესაა მოდიფიცირებული, მეათედებად გამოყვანილი ციფრი. რომელიც გამოითვლება შემდეგნაირად. 42°15′53″ N და 43°50′40″ E = 42+15/60+53/3600 N და 43+50/60+40/3600 E = 42.26472 N და 43.84444 E.


წყარო: ვიკიპედია
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th May 2024 - 04:21