IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

საერთაშორისო საშემოდგომო საველე შეჯიბრი, მწყერზე ბრიტანული მეძებრების საერთაშორისო (CACIT) რანგის საშემოდგომო ს
giga_megu
პოსტი Aug 24 2015, 22:34
პოსტი #1


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 809
რეგისტრ.: 17-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



მწყერზე ბრიტანული მეძებრების საერთაშორისო (CACIT) რანგის საშემოდგომო საველე შეჯიბრის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა

1. ზოგადი დებულებები
1.1. ბრიტანული მეძებრების საერთაშორისო (CACIT) რანგის საშემოდგომო საველე შეჯიბრს ატარებს საქართველოს პოინტერკლუბი საქართველოს კინოლოგიური ფედერაციის პატრონაჟით.
1.2. შეჯიბრი ტარდება FCI-ს გენერალური კომიტეტის მიერ 27-28.11.1997 წელს დამტკიცებული, ბრიტანული მეძებრების საერთაშორისო (CACIT) რანგის საველე შეჯიბრის ოფიციალური წესების მიხედვით.
1.3. შეჯიბრი ტარდება მწყერზე, სანადირო ძებნის კატეგორიისთვის ვარგის მინდვრებში.
1.4. შეჯიბრის ფორმატი მოიცავს როგორც წყვილთა, ასევე ინდივიდუალურ კონკურსებს.
1.5. შეჯიბრის ჩატარების მიზანია:
• მაღალი საველე ღირსებების მქონე ძაღლების გამოვლენა, რაც თავისთავად ხელს შეუწყობს ბრიტანული მეძებრების სწორ მოშენებას.
• მეძებრების გეშვის თანამედროვე მეთოდების დანერგვა და გამოცდილების გაზიარება.
• მეზობელი ქვეყნების კინოლოგიური ორგანიზაციებსა და მეძებარი ძაღლების მოყვარულთა შორის კავშირების დამყარება.
1.6. შეჯიბრის ჩატარების ადგილია სამცხე-ჯავახეთის რეგიონი, ------------ რაიონის სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.
1.7. შეჯიბრი ტარდება 2015 წლის 11, 12, 13 სექტემბერს.
1.8. მსაჯობენ :
წყვილთა კონკურსი:
მთავარი მსაჯი - იანის ფუტრისი, საბერძნეთი (FCI).
მეორე მსაჯი - სერგეი შაგინოვი, რუსეთი (FCI).
ინდივიდუალური კონკურსი:
იანის ფუტრისი, საბერძნეთი (FCI).
1.9. შეჯიბრის მოსამზადებლად და ჩასატარებლად შექმნილია საორგანიზაციო კომიტეტი, შემდეგი შემადგენლობით: გიორგი კუხალეიშვილი (თავმჯდომარე), ვანო დონჯაშვილი, გიგა მეგუთნიშვილი, უჩა ზღუდაძე, ალექსანდრე ნუკრაძე.
1.10. შეჯიბრის ბიუჯეტი იქმნება მონაწილეობის საფასურისა და შემოწირულობების ხარჯზე.
თითოეულ კონკურსზე მონაწილეობის საფასურია - 30 ლარი. ერთი მფლობელის ორი ძაღლის მონაწილეობა - 50 ლარი. ერთი მფლობელის სამი და მეტი ძაღლის მონაწილეობა - 60 ლარი.
პოინტერკლუბის წევრებისთვის, ანალოგიურად - 15, 25 და 30 ლარი.
სხვა ქვეყნიდან ჩამოსულ მონაწილეებს შეუძლიათ, შეჯიბრის დაწყების წინ (კენჭისყრის დროს), ადგილზევე გადაიხადონ მონაწილეობის საფასური.
1.11. ორგანიზატორი არ ანაზღაურებს მონაწილეთა ტრანსპორტირების, კვებისა და სასტუმროს ხარჯებს.
1.12. სტიქიური მოვლენების (ამინდის უკიდურესი გაუარესების) შემთხვევაში, ორგანიზატორი უფლებას იტოვებს, არ ჩაატაროს დაგეგმილი შეჯიბრი.

2. მონაწილეობა
Article1. 2.1. შეჯიბრში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ საერთაშორისო კინოლოგიური ფედერაციის (FCI) მიერ აღიარებულ საგვარეულო წიგნში რეგისტრირებულ ან რეგისტრაციის უფლების მქონე ჯიშიან ძაღლებს 8 თვის ასაკიდან.
შეჯიბრზე ჩასაწერად საჭიროა საექსპორტო საგვარეულო ნუსხის, ვეტერინარული პასპორტის ან სერტიფიკატის წარდგენა და მონაწილეობის საფასურის გადახდა.
Art.4. 2.2. შეჯიბრზე არ დაიშვებიან ავი ან გადამდები დაავადებით დასნებოვნებული, ცოფზე აუცრელი ძაღლები, ასევე დისკვალიფიცირებული პირის კუთვნილი ან FCI-ს მიერ არაღიარებულ კლუბებსა თუ საზოგადოებებში რეგისტრირებული ძაღლები.
2.3. აკრძალულია დოპინგის (მასტიმულირებელი პრეპარატების) გამოყენება. ძაღლი, რომელსაც აღმოაჩნდება დოპინგი, მოიხსნება შეჯიბრიდან, ხოლო მასზე პასუხისმგებელ პირს ან პირებს დაეკისრებათ სანქციები.
2.4. მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდული არაა.
2.5. რეგისტრაცია წარმოებს წინასწარ. ამისთვის უნდა შეივსოს განაცხადი და გაიგზავნოს ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე gigo74@mail.ru ან დაუკავშირდნენ ორგკომიტეტს - ტ. 595 08 96 60, 593 60 30 40.
2.6. განაცხადები მიიღება 5 სექტემბრამდე.

3. ორგანიზაცია
3.1. თითოეულ დღეს ტარდება წყვილთა და ინდივიდუალური კონკურსები. დილა იწყება წყვილთა კონკურსით, რასაც მოსდევს ინდივიდუალური კონკურსი.
Article 8. 3.2. ძაღლების დაწყვილება და გამოსვლის მიმდევრობის დადგენა ხდება კენჭისყრით. კენჭისყრა ტარდება შეჯიბრის ჩატარების ადგილზე, ყოველ წინა დღეს, საღამოს.
წყვილთა კონკურსში მონაწილეთა კენტი რაოდენობის შემთხვევაში, ცალად დარჩენილ ძაღლს მეწყვილეს უნიშნავენ მსაჯები. ასევე მსაჯები აწყვილებენ მეორე ტურში გასულ ძაღლებს.
Article 5. 3.3. შეჯიბრში მონაწილეებმა ძაღლებითურთ თავი უნდა მოიყარონ დათქმულ დროს შეკრების ადგილას, ხოლო შემდგომ, მუდმივ მზადყოფნაში უნდა იყვნენ მსაჯების მიერ მინდორში გამოძახებისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში ძაღლი შესაძლოა მოიხსნას შეჯიბრიდან.
3.4. შეჯიბრის მიმდინარეობისას წესრიგს იცავს კომენდანტი, რომელსაც ნიშნავენ ორგანიზატორები.
მონაწილეები და მაყურებლები უნდა დაემორჩილონ ორგანიზატორთა მიერ დადგენილ წესებს, არ იხმაურონ, არ იარონ მინდორში. აკრძალულია ძაღლების ვარჯიში ან ნადირობა იმ ადგილებში, სადაც შეჯიბრი უნდა ჩატარდეს.
მონაწილეები, რომლებიც არ დაიცავენ წესრიგს და არ დაემორჩილებიან კომენდანტს, ასევე ეთიკის ნორმების დარღვევის ან ძაღლის მიმართ სასტიკად მოპყრობის გამო, მოიხსნებიან შეჯიბრიდან ან დისკვალიფიცირებულ იქნებიან გარკვეული ვადით.

5. შეჯიბრის მიმდინარეობა
Art.11. 5.1. მინდორში გამოსვლის დროს, ძაღლს არ უნდა ეკეთოს და გამომყვანმაც არ უნდა გამოიყენოს რაიმე საწვრთნელი ან ძალდასატანებელი ხელსაწყო-მოწყობილობა. იკრძალება ულტრაბგერითი სასტვენის გამოყენება.
Art.14. 5.2. პირველ ტურში გამოსვლის ხანგრძლივობა 15 წუთს უნდა შეადგენდეს, თუ მანამდე ძაღლი სადისკვალიფიკაციო შეცდომას არ დაუშვებს და თუ მისი მუშაობა აკმაყოფილებს შეჯიბრის მოთხოვნებს.
წყვილში შეჯიბრისას, პირველ ტურში, განკუთვნილი დროის გასვლამდე ძაღლის მოხსნის შემთხვევაში, მის მეტოქეს დარჩენილ დროს შეძლებისდაგვარად უნაზღაურებენ და აძლევენ გამოსვლის დამთავრების საშუალებას ყველა წყვილის გამოცდის შემდგომ, განმეორებითი გამოსვლების დაწყებამდე.
Art.15. 5.3. მსაჯები უფლებამოსილები არიან, იმდენჯერ გამოიძახონ ნებისმიერი ძაღლი მინდორში და გამოცადონ იმ დროის განმავლობაში, როგორც საჭიროდ ჩათვლიან. მათ შეუძლიათ ასევე, შეაფასონ ძაღლი პირველივე ტურში გამოსვლის მიხედვით.
მსაჯების გადასაწყვეტია, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება განმეორებითი გამოსვლები.
Art.13. 5.4. ძაღლს, ყოველი გამოსვლისას, პირველი წუთის განმავლობაში ეძლევა შეღავათი. ამ დროს, დადებითი მუშაობა ეთვლება ჩვეულებრივ, ხოლო ნებისმიერი დაშვებული შეცდომა, თუნდაც სადისკვალიფიკაციო, ეპატიება. თუმცაღა, მსაჯებს შეუძლიათ გაითვალისწინონ ეს შეცდომა ადგილების საბოლოოდ მიკუთვნებისას.
Art.13. 5.5. გამოსვლის განმავლობაში ადგილის შეცვლისას, დროის ათვლა ჩერდება ძაღლისთვის თასმის ჩაბმისთანავე, ხელმეორედ გაშვებამდე.
პაუზის შემდეგ ძაღლის თავიდან გაშვებისას, ფრინველის დაფრთხობა ან გამოტოვება ქარქვეშ, პირველ პარალელზე მარცხნივ და მარჯვნივ, შეცდომად არ ითვლება (ნაყნოსი ფრინველის უნაბულოდ ამოყვანა არ იგულისხმება).
Art.16. 5.6. გამოსვლისთვის განკუთვნილი დროის დამთავრების შესახებ ნიშნის მიცემის შემდეგ, მხედველობაში აღარ მიიღება არც მუშაობა ნაბულით და არც დაშვებული შეცდომები, გარდა დაუმორჩილებლობის შემთხვევისა, რის გამოც გამომყვანი ძაღლს დროულად ვერ მოიხმობს თავისთან. თუმცა ეს ხელს არ უშლის ძაღლს, მაღალ დონეზე გამოსვლის შემთხვევაში, დაიმსახუროს „თანდაყოლილი თვისებების სერტიფიკატი“ (CQN).
Art.18. 5.7. ნაბულიდან ფრინველის ამოსვლისას უნდა გაისროლონ სულ ცოტა თითოჯერ მაინც, ყოველი ძაღლის გამოსვლისას.
Art.12. 5.8. ნაბულით მუშაობის შემდგომ, გამომყვანმა თასმა უნდა ჩააბას ძაღლს და დაელოდოს მთავარი მსაჯის განკარგულებას.
Art.12. 5.9. გამომყვანი ვალდებულია შეასრულოს მსაჯების ყოველი მითითება. საყვირით ნიშნის მიცემის შემდეგ, გამომყვანმა უნდა მოიხმოს ძაღლი, ჩააბას თასმა და მივიდეს მსაჯებთან შემდგომი განკარგულების მისაღებად.
Art.12. 5.10. წყვილთა კონკურსში გამომყვანებმა ერთმანეთთან ახლოს უნდა იარონ. მათ წინდახედულება და სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ ხმოვანი ბრძანების ან სასტვენის გამოყენებისას, რათა ხელი არ შეუშალონ ერთმანეთს ძაღლის მართვაში.

6. მსაჯობა და შეფასება
Art.19. 6.1. ძაღლი ვერ მიიღებს დადებით შეფასებას, თუ ერთხელ მაინც, ნაბულით არ დაამუშავებს მწყერს. შეფასებისას ითვალისწინებენ სხვა ფრინველზე მუშაობასაც, მაგრამ არა დაშვებულ შეცდომებს (გამოკიდების გარდა).
Art.21. 6.2. ძაღლი ფასდება არა მხოლოდ ნაპოვნი ფრინველის (ნაბულების) რაოდენობით, არამედ პირველ ყოვლისა მათი დამუშავების ხარისხის მიხედვით. მსაჯებმა შეფასებისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ ისეთ მახასიათებლებს, როგორიცაა: ჯიშისთვის დამახასიათებელი სვლა და სტილი, ჟინი და შედეგიანობა, ყნოსვის სიძლიერე და მისი გამოყენების მანერა, ძებნისას გამოვლენილი ინიციატივა და საზრიანობა, გაბედულება ფრინველთან მიახლოებისას და სიფრთხილე მიტანებისას, გამომყვანისადმი მორჩილება და გაწვრთნილობა.
6.3. წყვილში შეჯიბრისას სეკუნდირება აუცილებელია. ძაღლი თავისით, გამომყვანის დახმარების გარეშე უნდა სეკუნდირებდეს.
6.4. გამოსვლის დამთავრების შემდეგ, კომისია თითოეულ ძაღლს აფასებს ქვემოთ მოტანილი გრადაციის მიხედვით:
EXC – Excellent - ფრიადი;
TB – Tres Bon - ძლიერ კარგი;
BON - Bon - კარგი;
CQN – Certificat de qualites Naturelles - თანდაყოლილი თვისებების სერტიფიკატი;
PO – Pas’ d occasion - ფრინველთან შეხვედრის გარეშე;
EL - Elimine - დისკვალიფიკაცია;
NC – Non Classe - არადამაკმაყოფილებელი (სტილისა და ძებნის სერიოზული ნაკლოვანებები).
RET - Retire - მოხსნა გამომყვანმა;
ABS – Absent - არგამოცხადება.
6.5. შეფასებისას აუცილებლად უნდა შესრულდეს შემდეგი მოთხოვნები:
Art.22. 6.5.1. რომ დაიმსახუროს შეფასება „ფრიადი“ - ფრინველის ამოფრენისას, ძაღლი თავისით, ადგილზე უნდა დარჩეს ფეხმოუცვლელად.
Art.22. 6.5.2. ძაღლის მიერ შეჯიბრის დებულებით გათვალისწინებული ფრინველის გაუმართლებლად გამოტოვების ან დაფრთხობის შემთხვევაში, იგი შეიძლება შეფასდეს მაქსიმუმ „ძლიერ კარგით“.
Art.20. 6.6. „თანდაყოლილი თვისებების სერტიფიკატი“ CQN ენიჭება იმ ძაღლს, რომელიც გამოავლენს მაღალ ბუნებრივ თვისებებს, შესანიშნავად იმუშავებს დათმობილი დროის განმავლობაში, რაც უნდა გრძელდებოდეს სულ ცოტა 10 წუთს, დაამუშავებს ფრინველს ნაბულით, მაგრამ გამოეთიშება კონკურსს არდამორჩილების გამო.
Art.23. 6.7. ძაღლი იხსნება შეჯიბრიდან შემდეგ შემთხვევებში (დისკვალიფიკაცია):
6.7.1. თუ მისი გამოსვლა ვერ აკმაყოფილებს (სვლის, ძებნის ან მორჩილების მხრივ) მოცემული შეჯიბრის მოთხოვნებს, ან არ დაიწყებს მუშაობას პირველივე წუთების განმავლობაში.
6.7.2. შორს წინ წასვლისას ან კონტაქტის დაკარგვისას, გამომყვანის არდამორჩილების შემთხვევაში ანდაც უსისტემოდ ძებნისას.
6.7.3. განუწყვეტლად ყეფის შემთხვევაში.
6.7.4. თუ წყვილში შეჯიბრისას, აშკარად ხელს უშლის მეტოქეს კუდში დევნით ან ცრუ ნაბულებით.
6.7.5. თუ წყვილში შეჯიბრისას, თავისით არ ჩერდება, ნაბულზე მდგომი მეტოქის დანახვისას (არ სეკუნდირებს).
6.7.6. თუ ერთხელ მაინც, ნაბულის გარეშე, გამიზნულად ამოიყვანს ნაყნოს ფრინველს.
6.7.7. ორჯერ გაუმართლებლად, შეჯიბრის დებულებით გათვალისწინებული ფრინველის დაფრთხობის ან გამოტოვებისას.
6.7.8. სამჯერ სხვადასხვაგან, მყარი ცრუ ნაბულის გაკეთებისას.
6.7.9. ძებნის დროს ან ნაბულიდან ფრინველის გაკიდებისას, ბრძანებით შეჩერების თავდაპირველი მცდელობის მიუხედავად ან ცხოველის გაკიდების შემთხვევაში, თუ გამომყვანი თავიდანვე ვერ მოახერხებს ძაღლის მოხმობას.
6.7.10. გასროლის აშკარა შიშის გამო.

Art.24. 6.8. მსაჯების გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
Art.25. 6.9. შეჯიბრის დამთავრების შემდეგ, მთავარი მსაჯი აცხადებს შედეგებს კომენტარებითურთ.



7. საპრიზო ადგილების მიკუთვნება. დაჯილდოება
7.1. საპრიზო ადგილებზე შეუძლია გავიდეს მინიმუმ „ძლიერ კარგით“ შეფასებული ოთხი საუკეთესო შედეგის მქონე ძაღლი.
საპრიზო ადგილების მიმდევრობას განსაზღვრავს მინიჭებული ტიტულებისა და შეფასებების ქვემოთმოცემული თანმიმდევრობა
- 1 ფრიადი, CACT, CACIT;
- 2 ფრიადი, RCACT, RCACIT;
- ფრიადი;
- ძლიერ კარგი.
7.2. თითოეულ კონკურსზე, მსაჯებს შეუძლიათ მხოლოდ თითო C.A.C.I.T.-სა და R.C.A.C.I.T.-ს მინიჭება.
Art.22. 7.3. რომ დაიმსახუროს ტიტული C.A.C.I.T. ან R.C.A.C.I.T., ძაღლი გამოსვლისას უნდა შეფასდეს „ფრიადით“ და ამასთან უნდა აჩვენოს უმაღლესი კლასის, უზადო მუშაობა, ყოველგვარი შეცდომის დაშვების გარეშე. ზემოაღნიშნულ ტიტულებთან ერთად, მონაწილეს ავტომატურად ენიჭება C.A.C.T. და R.C.A.C. T. ტიტულები შესაბამისად.
7.4. კვალიფიკაციამიღებული ძაღლები იღებენ დიპლომებს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- giga_megu   საერთაშორისო საშემოდგომო საველე შეჯიბრი   Aug 24 2015, 22:34
- - ნუკრიMax   giga_megu მშვენიალურია.....   Aug 25 2015, 08:24
- - T A M P L I E R   წარმატებები! თუ დ...   Aug 25 2015, 09:26
- - ჩელე   წარმატებებს და სან...   Aug 25 2015, 12:34
- - gagrinski   რაც უფრო მეტი მონა...   Aug 25 2015, 13:37
- - ჭალიმგელა   მშვენიერია. წარმატ...   Aug 25 2015, 13:58
- - giga_megu   12-ში ასევე ჩატარდებ...   Sep 5 2015, 18:42
- - ნუკრიMax   giga_megu რა ხდება თქვენ...   Sep 6 2015, 08:10
- - giga_megu   Axalqalaqshi var 6 dgea ukve ,vvarhishob da vedzeb...   Sep 6 2015, 18:09
- - giga_megu   Pirveli dge : kamhunting Lima 1 Ecc cacit gamomyva...   Sep 11 2015, 11:02
- - megreli   giga_megu ციტატა(giga_megu @ 11t...   Sep 11 2015, 11:50
- - G_cicqa28   მართლაც კარგი ამბა...   Sep 11 2015, 14:31
- - kardinal84   კარგია ვულოცავ გამ...   Sep 11 2015, 17:45
- - megreli   kardinal84 ფრიადია,იგივე ...   Sep 11 2015, 22:06
- - gagrinski   მოგესალმებით მეგო...   Sep 14 2015, 11:45
- - უიარაღო   კარგი ინფორმაციაა....   Sep 14 2015, 12:53
- - gagrinski   მხოლოდ სომხეთის წა...   Sep 14 2015, 12:55
- - kardinal84   gagrinski დათო გილოცავ ფ...   Sep 14 2015, 21:24
- - gagrinski   kardinal84 დიდხანს ვერ ჩ...   Sep 15 2015, 15:06
- - ნუკრიMax   gagrinski სურათები არ გა...   Sep 16 2015, 05:27
- - gagrinski   საერთაშორისო საშე...   Sep 16 2015, 10:59
- - ნუკრიMax   სასიხარულო ამბები...   Sep 17 2015, 08:23
- - gagrinski   images გაიხარე ნუკრი h...   Sep 17 2015, 08:50
- - hunter88   გილოცავთ ყველას ვი...   Sep 17 2015, 08:57
- - gagrinski   pc screenshot image hosting above 5 mb image h...   Sep 17 2015, 09:32
- - Fishman   gagrinski ბიჯო ფურტისია ...   Sep 17 2015, 12:10
- - gagrinski   ჭირი შენ-ფუტრისი   Sep 17 2015, 15:14
- - Davitus   gagrinski გილოცავ! ვიძ...   Sep 17 2015, 20:18
- - gagrinski   მადლობა, ფეისბუკზე...   Sep 17 2015, 21:18
- - kardinal84   gagrinski კიდე ერთხელ გი...   Sep 18 2015, 08:19
- - gagrinski   kardinal84 მადლობა ოთო, ვ...   Sep 18 2015, 11:39
- - Fishman   გილოცავთ ყველა სერ...   Sep 19 2015, 21:55


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 7th June 2024 - 22:55