IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

ისევ და ისევ სიონი 04.09.2010
გიორგი
პოსტი Sep 5 2010, 17:59
პოსტი #1


ო ფ ე რ ი ს ტ ი
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,699
რეგისტრ.: 8-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ტიფლისი



კვლავ გავედით სიონზე. ვინმე იკითხავს, კი მაგრამ რა არ მოგბეზრათო ეს სიონი ??

არა გიპასუხებ მე შენ !!! არ მომბეზრდა და არც მომბეზრდება და ვეცდები რომ წელს რაც შეიძლება ბევრჯერ მოვხვდე სათევზაოდ მაგ შესანიშნავ ადგილას.. ჯერ იმიტომ რომ ლამაზია, მერე იმიტომ რომ გრილა და ბოლოს კიდე იმიტომ რომ თებზი იჭირება და თან რა თებზი ?!?!?! შამაია !! მეტი რა გინდა ტივტივოჩნიკს ??? newsmile05.gif ხოდა ეგრე....


მოკლედ მე და ვიტომ მოვიფიქრეთ გასვლა.... სხვათაშორის ეს ერთერთი ყველაზე კულტურული გასვლა გამოვიდა newsmile05.gif

თან წავიღე გუდვილის 12 ლარიანი შეშა... ტამპლიერას უძვირფასესი 5 წლის ღვინო, რაცხა სასისკი და ყველე, რა თქმა უნდა სუპერ მაყალი 2010, წყალი და პრინციპში ეგაა რაა....

ვიტოს გავუარე საგურამოში და დავაწექით სიონისკენ. უკვე ღამდებოდა. ასე საღამოს 10 საათი იქნებოდა... ჯერ გვინდოდა ინდოურების ფერმასთან ჩასვლა... მაგრამ მერე ვიტოს რაღაც კაი ადგილი გაახსენდა და დავაწექით შესართავისკენ.

იქ ასახვევი არ გვახსოვდა რომელი იყო და ჩელეს დავურეკეთ. ჩელემ ტელეფონით მაინც ვერ გაგაგებინებტო და მაიცათ მოვალო.... ხოდა მოვიდა... ხოდა ასახვევი ვიპოვეთ... ხოდა ავუხვით... ხოდა ჩავედით... სხვათაშორის ჩასვლისას გზა მოგვეჩვენა ნამეტანი კატასტროფული, განსაკუთრებით ერთი ციცაბო დაღმართი....

ადგილზე რომ მივედით უკვე 12 საათი იქნებოდა... საკმაოდ ციოდა... ციოდა და წვიმაც რაცხა სისველეებს ღვრიდა ციდან... მაგრამ გმეტებით არა... წვიმამ ცოტა დაგვაფიქრა... ის თავდაღმართი გაგვახსენდა, რომელიც აქედან უკვე თავაღმართად იქცეოდა და ჩელემ, როგორც პროფესიონალმა ოფფ-როუდერმა, ივარაუდა რომ ის აღმართი თუ დასველდა - შეიძლება ვეღარ ავსულიყავით....

ბევრი ვიფიქრეთ თუ ცოტა... ხან ცას შევსცქეროდით და ხან ზედ ვარსკვლავებს ვითვლიდით, ხან ადგილობრივი ნიშნების გახსენება დავიწყეთ წვიმასთან დაკავშირებით, ბოლოს გადავწყვიტეთ რომ დავბანაკდეთ... და თუ წვიმა წამოვიდოდა - უცბად ავიბარგებოდით... ამის გამო შესაბამისად ღამის თებზაობა არ შედგა (ბვრი ასაბარგებელი რომ არ გვქონოდა) და გადავედით პირდაპირ პურიჭამაზე...

ნუ ყველა შეუდგა იმ საქმეს რაც ეხერხებოდა. ჩელემ ცეცხლის დანთება დაიწყო, მე სურათებს ვიღებდი და ვიტოც რაღაცას ფუსფუსებდა...

მინდა ვთქვა რომ ძაან გამოგვადგა გუდვილის შეშა და ამავე შეშის დასათნები მშრალი სპირტი... ეგ რომ არ გვქონოდა, იმ შუაღამეს შეშის მოძებნა და პური ჭამა საკმაოდ გაჭირდებოდა....

























ტამპლიერას ღვინის ამბავი რომ ვიცოდი, დასაძინებელი მე პრადად წინასწარ მოვამზადე.... ხოდა ქე ჩავუჯექით











ღვინო იყო კამფეტივით და კარგათაც შეგვერგო

გატიხრეთ ვინმემ


Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- გიორგი   ისევ და ისევ სიონი 04.09.2010   Sep 5 2010, 17:59
- - კუდიგორელი   ამ გაგანია ნადირობ...   Sep 5 2010, 18:04
|- - გიორგი   ციტატა(კუდიგორელი ...   Sep 5 2010, 19:08
- - გიორგი   ეს ჩემი დასაძინებე...   Sep 5 2010, 18:04
- - T A M P L I E R   ბიჯო ის ღვინო მე მა...   Sep 5 2010, 18:08
- - გიორგი   დილისკენ მართლა გა...   Sep 5 2010, 18:23
- - კუდიგორელი   ტიხარი   Sep 5 2010, 18:30
- - გიორგი   გზად ნაპირს გავუყე...   Sep 5 2010, 18:40
- - კუდიგორელი   ტიხარი   Sep 5 2010, 18:43
- - გიორგი   მოკლედ კარგად მოვი...   Sep 5 2010, 18:45
- - Nukry Max   რამდენი ხანია გავკ...   Sep 5 2010, 19:14
- - გიორგი   Nukry Max კაცო ვრეკავდი...   Sep 5 2010, 19:26
- - Nukry Max   7 გათიშულია, 3-20 ზე უნ...   Sep 5 2010, 20:38
- - გიორგი   Nukry Max მართლა არ მახს...   Sep 5 2010, 22:18
|- - Nukry Max   ციტატა(გიორგი @ Sep 5...   Sep 6 2010, 12:36
- - გოგა   კარგია ბიჭებო. რეპ...   Sep 5 2010, 22:40
- - T A M P L I E R   კაქია კაქი   Sep 6 2010, 00:15
- - ჩელე   ხოოოო ეხლა მეც დავ...   Sep 6 2010, 01:21
- - გოგა   ხო გეუბნებით რა,მა...   Sep 6 2010, 09:44
- - T A M P L I E R   აუ რამდენი იბაზრეე...   Sep 6 2010, 09:46
- - გიორგი   ესეიგი ერთი ამბის 2 ...   Sep 6 2010, 10:30
- - ჩელე   გოგა ვეჟო, როგორ იყ...   Sep 6 2010, 11:55
- - გიორგი   ციტატა(Nukry @ 6th September 2010...   Sep 6 2010, 12:41
- - ვიტო   აუ მესამე ვარიანტს...   Sep 6 2010, 14:10
- - ჩელე   ვიტო გენაცვალე კ...   Sep 6 2010, 15:00
- - T A M P L I E R   კაი ეხლა ნუ გააბან...   Sep 6 2010, 15:19
- - FISHERMAN   არა რა რაც არ უნდა ს...   Sep 7 2010, 09:00


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th September 2024 - 19:12