Survival Gear, ექსტრემალურ სიტუაციებში გადარჩენის საშუალებები |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
Survival Gear, ექსტრემალურ სიტუაციებში გადარჩენის საშუალებები |
Jul 8 2014, 00:03
პოსტი
#1
|
|
მშვილდით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 527 რეგისტრ.: 14-June 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
გამარჯობა
გადავწყვიტე გამეხსნა ეს თემა რადგან ვერ ვნახე მსგავსი ფორუმზე ეს არის სრულიად საჭირო ნივთები ,რომელიც ჩემი აზრით უნდა ქონდეს მონადირეს და მეთევზეს ჩანთაში, თუ მიდის ისეთ ადგილას სადაც შეიძლება დაიკარგო ან მოხვდე ექსტრემალურ სიტუაციაში. ეს არის ძირითადი რაღაცეები რისი გაკეთებაც და შოვნაც უნდა შევძლოთ ცეცხლი ,წყალი ,საკვები ,თავშესაფარი და რაც მთავარია, მოტივაცია და სულიერი განწყობა .თუ სულიერად დაცემული ხარ მაშინ რაც არ უნდა კარგი აღჭურვილობა გქონდეს მაინც ვერ გადარჩები ცეცხლი ცეცხლი არის აუცილებელი : გასათბობად (ცივ კლიმატში) საკვების მოსამზადებლად , წყლის ასადუღებლად ან უბრალოდ მოტივაციის ასამაღლებლად ცეცხლის მოსაპოვებლად შეგვიძლია ვიქონიოთ შემდეგი ნივთები : სანთებელა მაგნეზიუმის ასანთი წყალგამძლე , შტორმგამძლე ასანთი წყალი ჩვენ აუცილებლად უნდა დავფიქრდეთ ექსტრემალურ სიტუაციაში და დავყოთ რა არის მნიშვნელოვანი . პირველი არის წყალი რადგან წყლის დარეშე 3 დღეზე მეტს ვერ გავძლებთ . შემდეგი საშუალებებით ჩვენი შანსები იზრდება, რაგდან შემდეგი ნივთების ქონით ჩვენ ჩვეულებრივი ბინძური (დასალევად გამოუსადეგარი) წყალი შეგვიძლია გადავაქციოდ სასმელ წყლად . ფილტრიანი "ტრუბკა" წყლის ფილტრაციის ტაბლეტები საკვები საკვები კარგია თუ გვექნება თან მაგალითად ქვევით რომ არის რაიმე ისეთი, ვადა რომ არ გასდის , არ ფუჭდება და შეიცავს დიდი ოდენობით კალორიებს, მაგრამ რათქმაუნდა ჩვენ არ გაგვიჭირდება ისედაც მოძიება ,ბოლოს და ბოლოს ამხელა მონადირე და მეთევზე ხალხი ვართ სპეციალური საკვები თავშესაფარი როდესაც წყალი და საკვები გვაქვს აუცილებელია მოვიძიოთ თავშესაფარი ან გავაკეთოთ ჩვენით . თუ გვსურს რომ ჩვენით გავაკეთოთ თავშესაფარი მაშინ სასურველია ვიქონიოთ რომელიმე ნივთი : სქელი ბრეზენტი თერმული კარავი (ძალიან კარგი რამეა და იკავებს ცოტა ადგილს ) ასევე ძალიან დაგვეხმარება ეგრედ წოდებული "პარაშუტის" თოკი არის ძალიან გამძლე , უძლებს 550 კილოს და რაც მთავარია დარეკანს თუ მოვაშორებთ შიგნით არის წვრილი 7 ცალი თოკი რომელიც დაახლოებით უძლებს 50-60 კილოს რათქმაუნდა თუ არ გვაქვს ესეთი აღჭურვილობა არ არის პრობლემა , დედა ბუნება დაგვეხმარება აი გეგმები როგორ შეიძლება გააკეთო თავშესაფარი და რათქმაუნდა ექსტრემალურ სიტუაციაში ერთერთი მნიშვნელოვანი ნივთია დანა დანისთვის არ უნდა დავინანოთ ფული ,რადგან რთულ სიტუაციებში ხარისხს დიდი მნიშვნელობა აქვს . შემიძლია რეკომენდაცია გავუწიო შემდეგ დანებს Ka-Bar BK2 Bear Grylls Ultimate Pro knife Schrade SCHF9 პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია Gcckoka: Jul 8 2014, 00:07 |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th June 2024 - 09:14 |