IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

დამეხმარეთ, 10 თვის კურცხაარის ლეკვი არ აკეთებს სტოიკას
utruxune
პოსტი Oct 21 2012, 13:54
პოსტი #1


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 92
რეგისტრ.: 4-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



მეგობარმა მომიყვანა 10 თვის ლეკვი კურცხაარის,სუფთა ჯიშისაა ნუ ყოველშემთხვევაში ვიზუალირად ასე ჩანს არის დედალი.მოკლედ მოვლილი იცოცხლე არის მაგრამ როგორც ჩანს თვითონაც და მშობლებიც პიანინოზე დაკვრის მეტს არაფერს აკეთებდენ მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა ყოველ შემთხვევაში,არის ბუნებით ძალიან თვინიერი და მე შთაბეჭდილება დამრჩა რომ ცოტა დაშინებულიც არის რადგან ყოველ ცოტა ხმამაღალ შეზახილზე ,გამამხნევებელზეც კი იმ წუთში კუდს ფეხებს ქვეშ იდებს და ისეთი საწყალი თვალებით მიყურებს ხოლმე ლამის ცრემლები წამომივიდეს newsmile090.gif ანუ შემკრთალია ძაღლი ძალიან,არის ძალიან დამყოლი და მინდა ვთქვა მოყვანის პირველი წუთებიდან ძალიან მომეჩვია,სულ თან დამდევს არ მცილდება ერთი წამით იმ დღესვე მივაჩვიე ბძანებას (დაჯექი) ყველა სიტუაციაში როცა არ უნდა დავუძახო მოდის,ჩემი მხრივ მეც ვცდილობ ცოტა ეს შიში გავუქრო და სულ ვეფერები სულ ვამხნევებ იქნება რამე ეშველოს სულ რაღაცა სასუსნავს ვაძლევ ყველა ბრძანების შესრულების მერე მოკლედ ლიტერატურა ბევრი მაქვს ნაკითხი(დიდი პროფესიონალი არ ვარ და ბევრი ძაღლი არ მყოლია მაგრამ რაც წაკითხული მაქვს,ძირითადად რუსული ლიტერატურა ვცდილობ შევასრულო). ახლა მთავარზე გადავალ,მოკლედ ჯერ თბილისში როცა ვასეირნებდი მტრედებს როგორც კი დაინახავდა იწყებდა რაღაც (подтяжка)-ს მსგავს მოძრაობას და შეეშდებოდა,ჩავიყვანე სოფელში და ახლა ქათამს გაეკიდა ჯერ ვიზუალურად როცა ხედავდა აქაც იგივე მოძრაობას აკეთებდა მაგრამ ქათამზე გაკიდება დავუშალეთ(არ ვიცი ასეთი ისედაც გაუბედავი ძაღლისთვის შეიძლება არც უნდა მექნა)მოკლედ მწყრის სეზონი მოგეხსენებათ აღარ არის და ნაყიდი მწყერებით გავიყვანე მინდორში,დავუმალე მწყრები და გავუშვი მოსაძებნად,რომ ვუთხარი მოძებნე მეთქი თითქოს იცოდა ეს ბრძანება და დაიწყო ძებნდა მოაგნო კიდეც მაგრამ შენც არ მომიკვდე...(стойка) არა ფეხები...მიადგა კუდისქიცინით დასუნა თან ერთი კარგად შეეშინდა და მომჩერებოდა საჭყალი თვალებით,რამოდენიმეჯერ გავიმეორე იგივე და შეიცვალა მხოლოდ ის რომ როდესაც ოდნავ მოვქაჩავდი თოკს და მწყერი ფართხალს დაიწყებდა ეგრევე ოოდნავ ჩაუწვებოდა და უკვე რაღაცას სტოიკის მაგვარს აკეთებდა მაგრამ ისევ ეცემოდა და გადადიოდა თამაშზე,ანუ დავაკვირდი რომ როდესაც ვიზუალურად ხედავდა თითქოს შეშდებოდა ძაღლი მაგრამ დანარჩენ შემთხვევაში ეძებდა მაგრამ უსტოიკო ძაღლების დამახასიათებელი ძებნით მაგ როგორც სპანიელი..შემდეგ ვიფიქრე ამისგან მაინც აღარაფერი გამოვა მეთქი და წავიყვანე ფრინველზე სანადიროდ სამონადირეო მეურნეობაში,მოკლედ მივედით თუ არა სანადირო ადგილზე აიღო კვალი შეგნებულად იმუშავა ძაღლმა და ფრინველიც ააფრინა მაგრამ ისევ და ისევ მუშაობდა( სპანიელის ნადირობა თუ ვინმეს უნახავს თვალწინ დაუდგება სიტუაცია) უსტოიკო ძარლის სტილში.მე რუსულ ლიტერატურაში წავიკითხე რომ თუ მეძებარი ძარლი არ აკეთებს (стойка)-ს ესეიგი იგი წარმოიშვება არა მუშა მშობლებისგან და მისგან ძალიან დიდი შანსია საერთოდ არაფერი გამოვიდეს.ახლა მე მაქვს თხოვნა და ალბათ ძალიან კომპეტენტური ხალხის რჩევა მჭირდება დავიტოვო ეს ძარლი თუ არა.გქონიათ თუ არა ასეთი შემთხვევა. წინასწარ გიხდით დიდ მადლობას გამოხმაურებისთვის
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 14th June 2024 - 23:54