IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

ზაფხულის ტურნირი ფიდერით თევზჭერაში ''წალკა 2013''
lavriskheveli
პოსტი Jul 15 2013, 08:08
პოსტი #1


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 244
რეგისტრ.: 30-June 12
ნიკის ჩასმა
ციტირება



ძვირფასო მეგობრებო, მინდა სასიხარულო ამვბავი შეგატყობინოთ და გამოვაცხადო საყოველთაო მზადება წლევანდელი, რიგით მესამე ტურნირისთვის ფიდერით თევზჭერაში!



ტურნირის ორგანიზატორი: "საქართველოს ფიდერით სპორტული თევზჭერის ეროვნული ფედერაცია"

მხარდაჭერა: საქართველოს მეთევზეთა კლუბი Fisher.ge

ტურნირის სახელწოდება: "2013 წლის ზაფხულის გუნდურ–პირადი პირველობა ფიდერით თევზჭერაში"

ტურნირის ჩატარების თარიღი: 28 ივლისი

ტურნირის ჩატარების ადგილმდებარეობა: წალკის წყალსაცავი

ტურნირის სტატუსი: ღია სამოყვარულო შეჯიბრება ფიდერით თევზჭერაში

ტურნირის მიზანი: ფიდერით სპორტული თევზჭერის პოპულარიზაცია საქართველოში და ძლიერი სპორტსმენების გამოვლენა პროფესიონალური გუნდების ჩამოყალიბების მიზნით

შეჯიბრება სამოყვარულო ხასიათისაა, მაგრამ ჩატარდება სპორტულთან მაქსიმალურად მიახლოვებული წესებით. მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ნებისმიერმა ფიდერით დაინტერესებულმა პირმა.

ტურნირი ჩატარდება შემდეგი წესების დაცვით:

1. თევზაობა დაშვებულია მხოლოდ ფიდერის ანკესით, რომელიც აღჭურვილია კენკვის სიგნალიზატორით - ქვივერტიპით.
2. შეჯიბრზე თევზჭერის ადგილი დაიყოფა 3 ზონად. ყოველ ზონაში მოხვდება ყველა გუნდის თითო წევრი. ინდივიდუალური მონაწილეები კენჭისყრის შედეგად განაწილდებიან ზონებში დარჩენილ თავისუფალ ადგილებში. 3 საპრიზო ადგილი განაწილდება გუნდებს შორის. დაწესდება ასევე ერთი პრიზი საუკეთესო პირადი შედეგისთვის და ერთი პრიზი "BigFish".
3. თითო სექტორისთვის ზონაში გამოყოფილი იქნება სანაპირო ზოლის 10 მეტრი.
4. სექტორში დაიშვება მხოლოდ ერთი მეთევზე. უცხო პირების შესვლა სექტორში შეჯიბრის პერიოდში კატეგორიულად აკრძალულია (მსაჯების გარდა).
5. თევზაობა ნებადართულია მხოლოდ ერთი ანკესით. მეთევზეს აქვს უფლება ჰქონდეს ერთი სათადარიგო ანკესი აწყობილ მდგომარეობაში, რომელიც უნდა იყოს მოთავსებული სექტორის ფარგლებში.
6. დამატებითი აღჭურვილობის და საკვების შეტანა სექტორში ტურნირის მსვლელობის დროს კატეგორიულად აკრძალულია.
7. თევზჭერა ნებადართულია მხოლოდ ერთი ნემსკავით.
8. თევზჭერის დროს დასაშვებია ნებისმიერი ფიდერის ერთნემსკავიანი მონტაჟი, მათ შორის მეთოდ–ფიდერი და მისი ნაირსახეობები (ზამბარა, ფლეტი, ბანჯო და ა.შ.).
9. დასაკვებად დასაშვებია ნებისმიერი დამატებითი საკვები შეუზღუდავი რაოდენობით. დაკვება უნდა წარმოებდეს მხოლოდ საკვებურით, ხელით და შურდულით დაკვება აკრძალულია.
10. დასაშვებია ნებისმიერი სატყუარა, რომლის წამოცმაც შეიძლება ნემსკავზე. თმიანი მონტაჟი აკრძალულია.
11. დაჭერილი თევზის მოსათავსებლად ნებადართულია მხოლოდ რბილი მასალისგან დამზადებული შესანახი ბადეები. ლითონის ბადეები კატეგორიულად აკრძალულია.
12. აწონვის შემდეგ დაჭერილი თევზი უნდა დაუბრუნდეს მშობლიურ წყალსაცავს.
13. კატეგორიულად აკრძალულია ტურნირში მონაწილეობა არაფხიზელ მდგომარეობაში ან ალკოჰოლური სასმელების მოხმარება ტურნირის მსვლელობის დროს.

ზემოაღნიშნული წესების უხეში დარღვევის შემთხვევაში მსაჯთა კოლეგიას უფლება აქვს მოახდინოს მონაწილეს დისკვალიფიკაცია ტურნირიდან და ბათილად სცნოს მისი მონაწილეობის შედეგი

ეს განცხადება დაანონსდება ყველა სათევზაო ფორუმზე და ამ ფორუმების წევრები სიაში ჩაეწერებიან საკუთარ ფორუმებზე, მაგრამ მონაწილეთა მთლიანი სია გამოქვეყნდება საქართველოს მეთევზეთა კლუბის ფორუმზე, ამ გვერდზე.


შეჯიბრში მონაწილეობის მსურველმა სპორტსმენებმა უნდა შემოიტანონ სარეგისტრაციო მოსაკრებელი ______30_______ ლარი TBC ბანკში შემდეგ ანგარიშზე:

საქართველოს ფიდერით სპორტული თევზჭერის ეროვნული ფედერაცია

საბანკო კოდი: TBCBGE22
ანგარიში: GE32TB7601436080100003
[/b][/size]

თანხის შეტანის ბოლო ვადა 25 ივლისი.

მეგობრებო, გთხოვთ კარგად გაეცნოთ შეჯიბრების ჩატარების წესებს, სადაც ყველაფერი ზედმიწევნით არის გადმოცემული. მინდა ყურადღება მიაქციოთ იმ ფაქტს, რომ შეჯიბრებაზე პრიორიტეტულია გუნდური ასპარეზობა, რომელიც გაცილებით უფრო საინტერესოა და შედეგიანია სპორტსმენებისთვის, ვიდერე პირადი. ფედერაციის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში სტაბილური ფიდერის გუნდების ჩამოყალიბებას, რაც კარგი ეროვნული ნაკრების ჩამოყალიბების წინაპირობაა. შეჯიბრების სტრუქტურაც გუნდურ ასპარეზობაზე იქნება აგებული. ჩვენ უკვე გვყავს რამდენიმე კარგი ფიდერის გუნდი და მათ უკვე სერიოზული კონკურენცია აქვთ ერთამნეთში, რაც მხოლოდ მისასალმებელია. ასე რომ, ყველას ვურჩევ ჩამოაყალიბოს საკუთარი გუნდი. ყველას გისურვებთ წარმატებას, აბა დავიწყოთ მონაწილეების რეგისტრაცია!



მონაწილეთა საერთო სია:

1. თენგო ბინიაშვილი (dentist);
2. გიგა გაბრიაძე (GigaG);
3. მალხაზ მახარაშვილი (maxo06);
4. ზურაბ ჩაქალოვი (zukako5);
5. გიორგი გარაყანიძე (goxnari);
6.

გუნდები:

1. გუნდი "Smart Feeder" - გიგა გაბრიაძე (GigaG), მალხაზ მახარაშვილი (maxo06), ზურაბ ჩაქალოვი (zukako5);
2.


აბა დაიქოქა ლომებოოო.... წავიდა ოჩოდან გუნდები : )



1. lavriskheveli
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- lavriskheveli   ზაფხულის ტურნირი ფიდერით თევზჭერაში ''წალკა 2013''   Jul 15 2013, 08:08
- - ჩელე   28 აგვისტოს აქ არ ვა...   Jul 15 2013, 08:27
- - ilariona   ჩელე სად აქ?   Jul 15 2013, 08:37
- - gagrinski   რუსთავი 2-დან რომ გა...   Jul 15 2013, 08:59
- - ჩელე   ilariona სად და თბილისშ...   Jul 15 2013, 09:23
- - lavriskheveli   არ გვყავს ფიდერისტ...   Jul 15 2013, 09:28
- - ilariona   gagrinski ტურნირის სტატ...   Jul 15 2013, 09:29
- - lavriskheveli   თარიღი შეცდომითაა...   Jul 15 2013, 09:36
- - lavriskheveli   სად ხართ ?? რატო არ ა...   Jul 15 2013, 13:26
- - ilariona   lavriskheveli კი ვართ აქ, მა...   Jul 15 2013, 13:29
|- - lavriskheveli   ციტატა(ilariona @ Jul 15 2013, 14...   Jul 15 2013, 13:33
- - ჭალიმგელა   აბა სად არიან ჩუდა, ...   Jul 15 2013, 15:14
- - gagrinski   რამდენკაციანი გუნ...   Jul 15 2013, 15:14
- - lavriskheveli   ივლისია... და 3 კაცია...   Jul 15 2013, 15:30
- - ჭალიმგელა   lavriskheveli მაიცა, შემოვი...   Jul 15 2013, 15:35
- - lavriskheveli   მახსოვს მაშინ ოჩოს...   Jul 15 2013, 15:37
- - ჭალიმგელა   lavriskheveli კი 3.99 კილო ყვ...   Jul 15 2013, 15:39
|- - lavriskheveli   ციტატა(ჭალიმგელა ...   Jul 15 2013, 15:43
- - lavriskheveli   ilariona ხოარ გადაგიწყვ...   Jul 16 2013, 10:41
- - Tengo Biniashvili   გამარჯობათ მეგობრ...   Jul 16 2013, 17:35
- - ilariona   ციტატა(lavriskheveli @ 16th July ...   Jul 16 2013, 18:32
- - DATKA   სამწუხაროდ მე წინა...   Jul 16 2013, 18:50
- - lavriskheveli   2 კაცი კიდე და ოჩოდა...   Jul 17 2013, 08:31
- - lavriskheveli   სად ხართ ფიდერისტე...   Jul 18 2013, 11:24
- - ilariona   lavriskheveli ეჰ, მე ტურცია...   Jul 18 2013, 11:27
- - ჭალიმგელა   lavriskheveli მე და დაჩი რა...   Jul 18 2013, 12:07
- - lavriskheveli   გოჩაც არ ჩანს..... ალბ...   Jul 18 2013, 12:51
- - ჩელე   lavriskheveli ვნახოთ, შეიძ...   Jul 18 2013, 14:12
- - Don-G   28-ში ბარსაში მივფრი...   Jul 18 2013, 14:37
- - ჩელე   Don-G ციტატა(gocha kakulia @ 18t...   Jul 18 2013, 15:42
- - megreli   ციტატა(lavriskheveli @ 17th July ...   Jul 18 2013, 16:34
- - Don-G   იკრიბება ოჩოს გუნდ...   Jul 19 2013, 16:27
- - არჩილ   მე გიბალეშჩიკებთ   Jul 19 2013, 17:11
- - ჭალიმგელა   ჩუდას დაუკავშირდი...   Jul 19 2013, 18:57
- - CHUDA   მეც მოვედი )) ჩამწე...   Jul 19 2013, 21:40
- - CHUDA   ოჩოს სახელით ნების...   Jul 19 2013, 22:04
|- - Don-G   ციტატა(CHUDA @ Jul 19 2013, 23...   Jul 20 2013, 00:44
- - ჭალიმგელა   CHUDA   Jul 19 2013, 23:13
- - Davitus   1 კაცი და გავდივართ?   Jul 20 2013, 00:04
- - ალთაზარ   იგორს http://ochopintre.ge/forum/index....   Jul 20 2013, 00:51
- - CHUDA   ვინ დაგვარეგისტრი...   Jul 20 2013, 10:37
- - ilariona   ჩემი პაეზდკა გადაი...   Jul 20 2013, 10:39
- - არჩილ   წარმატებებს გისურ...   Jul 20 2013, 10:53
- - Fishman   მაგააარ! შეიკრა მ...   Jul 20 2013, 12:30
- - სკვითია   ისღა დაგვრჩენია წა...   Jul 20 2013, 12:38
- - ზახარა   წარმატებებს გისურ...   Jul 20 2013, 12:53
- - CHUDA   აბა ვინ ვართ გუნდი?   Jul 21 2013, 23:12
- - ჭალიმგელა   lavriskheveli ilariona CHUDA ჩელე 50/50...   Jul 22 2013, 09:15
- - თაზო   მეც გამოვალ, თუკი 2 ...   Jul 22 2013, 13:11
- - ჭალიმგელა   თაზო პირადულში ჩა...   Jul 22 2013, 13:13
- - თაზო   ციტატა(Chalimgela @ 22nd July 201...   Jul 22 2013, 13:44
- - ზახარა   თაზო კი შეგიძლია თ...   Jul 22 2013, 13:49
- - ჩელე   თაზო მგონი მე მოვა...   Jul 22 2013, 13:58
- - თაზო   ციტატა(chele @ 22nd July 2013 ...   Jul 22 2013, 16:36
- - CHUDA   ხალხნო მანქანა გყა...   Jul 23 2013, 21:42
- - ჩელე   დაგვემატეთ ერთი კა...   Jul 24 2013, 10:41
- - CHUDA   ვინმემ ფიშერზე იცი...   Jul 24 2013, 13:34
- - ilariona   CHUDA მანქანა მყავს, ნ...   Jul 24 2013, 13:58
- - ჩელე   ხვალ არის გადახდის...   Jul 24 2013, 15:46
- - ჭალიმგელა   ჰა მეორე გუნდი რომ...   Jul 24 2013, 16:30
- - ჩელე   ჭალიმგელა მე და თა...   Jul 24 2013, 17:57
- - general   ჩამწერეთ მესამე. თ...   Jul 24 2013, 18:32
- - CHUDA   მე გადავიხადე!!...   Jul 24 2013, 21:46
- - ნუკრიMax   ფიდერასტობის არაფ...   Jul 25 2013, 08:11
- - ჩელე   general თაზო ვეჟნო, გუნ...   Jul 25 2013, 08:26
- - ნუკრიMax   ჩელე ოჩოლენტანო   Jul 25 2013, 08:34
- - ჭალიმგელა   ლავრისხეველის სახ...   Jul 25 2013, 09:56
- - ilariona   ჩუდა, ლავრისხეველ...   Jul 25 2013, 09:59
- - თაზო   ილარიონჩიკ, ჩემიც ...   Jul 25 2013, 10:05
- - ჩელე   თაზო ვეჟოოო, მოიფი...   Jul 25 2013, 12:22
- - ilariona   ჭალიმგელა ჭალო, ჩე...   Jul 25 2013, 15:19
- - ჭალიმგელა   გადავეცი სია. გუნდ...   Jul 25 2013, 16:32
- - ჩელე   ჭალიმგელა თაზო გე...   Jul 25 2013, 16:34
- - თაზო   ციტატა(chele @ 25th July 2013 ...   Jul 25 2013, 16:38
- - general   ციტატა(chele @ 25th July 2013 ...   Jul 25 2013, 18:40
- - Don-G   ყოველიშემთხვევის...   Jul 25 2013, 20:14
- - თაზო   ბიჭებო იქნებ გავარ...   Jul 25 2013, 20:15
- - CHUDA   ბიჭებო, მე როგორც წ...   Jul 25 2013, 21:23
|- - Don-G   ციტატა(CHUDA @ Jul 25 2013, 22...   Jul 25 2013, 21:48
- - ჭალიმგელა   CHUDA ხო შეზღუდვა არ ა...   Jul 25 2013, 21:24
- - CHUDA   ციტატა(ilariona @ Jul 25 2013, 10...   Jul 25 2013, 21:27
- - ilariona   ციტატა(CHUDA @ 25th July 2013 ...   Jul 25 2013, 21:59
- - general   ციტატა(CHUDA @ 25th July 2013 ...   Jul 25 2013, 22:17
- - ზახარა   general გორისკენ კარგი...   Jul 25 2013, 22:25
- - general   ციტატა(zaxara @ 25th July 2013 ...   Jul 25 2013, 22:27
- - ჩელე   general ციტატა(giorgi491 @ 25th...   Jul 26 2013, 09:41
- - ზახარა   ძოგე ბლექის სპანიე...   Jul 26 2013, 09:42
- - ჩელე   ზახარა ძოგეეე.... და...   Jul 26 2013, 09:44
- - ჩელე   Don-G ეს რა ვიძიუ დააგ...   Jul 26 2013, 10:01
- - ჩელე   კაცო რაღაც კითხვებ...   Jul 26 2013, 17:06
- - ilariona   იქ რაღაც ნადარბაზე...   Jul 26 2013, 17:21
- - ჩელე   ilariona ციტატა(ilariona @ 26th ...   Jul 26 2013, 18:28
- - CHUDA   მეგობრებო, დიდი ჯა...   Jul 26 2013, 20:47
- - ჩელე   ჩემთვის პირადად არ...   Jul 26 2013, 23:08
|- - CHUDA   ციტატა(ჩელე @ Jul 27 2013...   Jul 27 2013, 09:28
- - general   ნადარბაზევი გადაწ...   Jul 26 2013, 23:12
- - ჩელე   general ჯეპით....   Jul 26 2013, 23:13
- - general   ჩელე ცხენი არ წავა ...   Jul 26 2013, 23:15
- - ჩელე   general ნწუ....   Jul 26 2013, 23:19
- - კუთხა   CHUDA ნადარბაზევის ტე...   Jul 27 2013, 10:44
2 გვერდი V   1 2 >


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th May 2024 - 03:48