IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

FCI–ის წესები კუნძულელი მეძებრებისთვის ფილდ ტრაილის შეჯიბრზე
gagrinski
პოსტი Oct 15 2014, 12:20
პოსტი #1


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,879
რეგისტრ.: 11-October 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi vaja-pshavela



ვფიქრობ საინტერესო იქნება ბევრისთვის ამ წესების გაცნობა, ეტაპობრივად დავამატებ

FCI–ის წესები კუნძულელი მეძებრებისთვის ფილდ ტრაილის შეჯიბრზე
მუხლი 1
შეჯიბრზე დაიშვებიან მხოლოდ სუფთა ჯიშის ძაღლები რომლებიც არიან FCI–ის მიერ აღიარებულ საგვარეულო წიგნში ჩაწერილი ან მასთან არსებულ (მიმაგრებულ) დოკუმენტში.
მუხლი 2
C.A.C.I.T.)–ის რანგის შეჯიბრზე დაიშვებიან ძაღლები რომლებიც პირველ სტატიაში დასახელებულ მოთხოვნას აკმაყოფილებენ. თუკი სავარგული არ იძლევა საშუალებას, მაშინ შეჯიბრზე შესაძლოა შეიზღუდოს მონაწილეთა რაოდენობა, მაგრამ ასეთ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა სოლო შეჯიბრია თუ წყვილებში, მონაწილეთა რაოდენობა არ უნდა იყოს 15–ზე ნაკლები.
მუხლი 3
ნამდვილი წესები მოითხოვს განსკაუთრებული სიმკაცრით იყოს დაცული შემდეგ პუნქტებში:
ა) თუ შეჯიბრი ტარდება რამდენიმე ჯგუფში, ძაღლების განაწილება ჯგუფებში ხდება ორგანიზატორების მიერ, ამასთან ერთ გამომყვანს უფლება აქვს გამოიყვანოს ძაღლები არაუმეტეს 2 ჯგუფში.
ბ) ძუები რომლებსაც აქვთ მძუნაობის პერიოდი შეჯიბრზე გამოდიან მხოლოდ ბოლო ნომრებად და ეჯიბრებიან(წყვილში) მხოლოდ ერთმანეთს და მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი შეჯიბრის ორგანიზატორები ძუს მძუნაობის შესახებ ინფორმაციას მიიღებენ დილით ან შეჯიბრის დაწყებამდე.
გ)განაცხადის მიღება შეჯიბრში მონაწილეობაზე მითითებული ვადის ამოწურვის შემდეგ არ შეიძლება
დ) ფულადი შენატანი ბრუნდება უკან მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ორგანიზატორს შეჯიბრის დაწყებამდე 5 დღით ადრე შეატყობინებთ რომ ვერ იღებთ მონაწილეობას. ასევე ისეთ შემთხვევებში როდესაც შეჯიბრიდან ხსნით მძუნავ, დაშავებულ ან ავადმყოფ ძაღლს და ამის შესახებ გამოსვლამდე შეატყობინებთ ორგანიზატორს, ასევე ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ვეტერინარის მიერ ძაღლის ავადმყოფობაზე გაცემული ცნობა.


cooldog.gif

მუხლი 4
შეჯიბრზე არ დაიშვება აგრესიული, ავადმყოფი და ისეთი ძაღლები რომლებიც ეკუთვნის დიკვალიფიცირებულ მფლობელებს. ასევე ძაღლები რომლებიც დარეგისტრირებულები არიან კლუბებში რომელსაც არ აღიარებს FCI.
მუხლი 5
ძაღლის გამომყვანმა უნდა უზრუნველყოს ფილდ ტრაილში მონაწილე ძაღლების შეკრების ადგილზე მიყვანა და ასევე მისცეს მსაჯებს საშუალება ქონდეთ მათთან მუდმივი წვდომა, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ძაღლები შესაძლოა მოხსნან შეჯიბრიდან.
მუხლი 6
თუკი შეიქმნა გამოუვალი მდგომარეობა რომლის შეცვლაც ორგანიზატორებს არ შეუძლიათ ყველა მონაწილეს უბრუნდება შეტანილი თანხა.



Shooting.gif
მუხლი 7
FCIის შეფასების ოფიციალური აღიარება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი შეჯიბრში მონაწილეობა მიიღო არანაკლებ 6–მა ძაღლმა.
მუხლი 8
ძაღლების გადანაწილება ჯგუფებში ორგანიზატორების მიერ ხდება, თუმცა ძაღლების დაწყვილება და გამოსვლის რიგითობა ხდება კენჭისყრით. წყვილში შეჯიბრის დროს თუკი ძაღლების რაოდენობა კენტი იქნება, წყვილის გარეშე დარჩენილი ძაღლი შეჯიბრზე გავა იმ ძაღლთან ერთად რომელსაც მსაჯები ამოირჩევენ. მსაჯები ასევე ურჩევენ წყვილს ძაღლებს რომელთა მოწინააღმდეგეები პირველ ტურში მოხსნეს შეცდომების გამო. შეჯიბრი უნდა გაიმართოს ერთ დღეს თუკი არ არის ისეთი მდგომარეობა რომ ეს შეუძლებელი ხდება. თუკი არის მაგალითისთვის 13 ძაღლი ან 13 წყვილი ორგანიზატორებს შეუძლიათ მათი 2 ჯგუფად გაყოფა. თუმცა მონაწილეების რაოდენობა ერთ ჯგუფში არ უნდა არემატებოდეს 15 ძაღლს ან 15 წყვილს.



newsmile05.gif


მუხლი 9
წყვილში შეჯიბრს უნდა მსაჯობდეს მინიმუმ 2 სერტიფიცირებული მსაჯი რომელთაგან როგორც მინიმუმ ერთი უნდა იყოს FCI–ში აკრედიტირებული. სოლო შეჯიბრში კი ერთი სერტიფიცირებული მსაჯი მონაწილეობს რომელიც FCI–შია აკრედიტირებული.
წყვილში შეჯიბრის დროს მსაჯთა კომისია ისე უნდა განაწილდეს რომ მუდმივად ხედავდეს ორივე ძაღლის მუშაობას.
მსაჯთა კომისიის ნებისმიერი წევრი ვალდებულია სადიკვალიფიკაციო შეცდომის დანახვის შემდეგ დაუყოვნებლივ შეატყობინოს კომისიი თავმჯდომარეს რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას გამოსვლის გაჩერების შესახებ.
ყოველი წყვილის გამოსვლის დასრულების შემდეგ მსაჯები თავმჯდომარეს ატყობინებენ მათ მიერ ძაღლის მუშაობისას დანახული ღირსებისა და უარყოფითი მხარეების შესახებ.
მსაჯები ვალდებულები არიან დაამყარონ სრული წესრიგი შეჯიბრის ჩატარების პერიოდში.


newsmile027.gif



მუხლი 10
შეჯიბრზე წესრიგის დამყარების რეგლამენტირება ხდება იმ წესებით რომელიც არსებობს ქვეყანაში თუკი ისინი არ ეწინააღმდეგებიან F.C.I–ის დებულებებს.
მუხლი 11
გამოსვლის დროს ძაღლზე არ უნდა იყოს დამაგრებული მოწყობილობა რომელიც მის ქცევას კორექტირებას უკეთებს, ასევე გამომყვანს არ უნდა ქონდეს თან ისეთი საწვრთნელი ნივთები რომელიც გამოიყენება იძულებისთვის ან გეშვისთვის(გამონაკლისია სატვენი)

vot-tak.gif

მუხლი 12
გამომყვანი ნებისმიერ შემთხვევაში ვალდებულია დაემორჩილოს მსაჯების მითითებებს. მან რაც შეიძლება იშვიათად უნდა მისცეს ძაღლს ბრძანებები ხმით და სასტვენით, ასევე უნდა ეცადოს ხელი არ შეუშალოს მონაწილეს რომელიც მასთან წყვილში გამოდის.
წყვილში გაშვების შემთხვევაში გამომყვანებმა გვერდიგვერდ უნდა იარონ.
ძაღლის ნაბულზე მისვლის დროს ან აუცილებლობის შემთხვევაში მიტანების დასრულების დროს გამომყვანი ვალდებულია ძაღლს საბელი ჩააბას და დაელოდოს მსაჯთა კომისიის თავმჯდომარის მითითებას.

tema-wamoweulia.gif

მუხლი 13
ყველა გამოყვანის წინ ძაღლებს ეძლევათ დამატებითი წუთი რომლის დროსაც მისი მუშაობა ითვლება, დაშვებული შეცდომების გამო კი ძაღლები არ ისჯება, მაგრამ მსაჯებს აქვთ უფლება ეს შეცდომა გაითვალისწინონ საპრიზო ადგილების განაწილების დროს.
თუ ძაღლი არ გამოიყენებს დამატებით წუთს მუშაობისთვის მას ავტომატურად აღარ ეძლევა საშუალება მიიღოს მონაწილეობა მეორე ტურში.
იმ შემთხვევაში თუ მსაჯების მითითებით ხდება ძაღლის გამოყვანის ადგილის შეცვლა, ძაღლზე საბელის ჩაბმის შემდეგ დროის ათვლა ჩერდება და ახლდება ხელახალი გაშვების შემდეგ.
ხელახალი გაშვების დროს ძაღლის მიერ პირველ პარალელზე(მარცხნივ და მარჯვნივ) ფრინველის გამოტოვება ან დაფრთხობა, ასევე ძაღლის მოხმობის შემდეგ იგივე შეცდომის დაშვება არ ითვლება შეცდომად.

xoshian.gif

მუხლი 14
პირველ ტურში შეძლებისდაგვარად ძაღლების გაშვება ხდება ნიავის საწინააღმდეგოდ. ტურის ხანგრძლივობა მინიმუმ 15 წუთს შეადგენს–იმ შემთხვევაში თუ არცერთი გამომსვლელი ძაღლი არ დაუშვებს მადისკვალიფიცირებელ შეცდომას და ორივე აკმაყოფილებს ძირითად მოთხოვნებს. წყვილში შეჯიბრის დროს თუ ერთი ძაღლის მოხსნა ხდება გამოყოფილი დროის დასრულებამდე მეორე ძაღლს საშუალება ეძლევა გამოიყენოს დარჩენილი დრო პირველ ტურში ყველა გამოსვლის დასრულების შემდეგ, განმეორებითი გამოსვლების დაწყებამდე.


gunshot.gif

მუხლი 15
მსაჯებს შეუძლიათ გამოიძახონ ძაღლი იმდენჯერ და გამოსცადონ ის იმდენ ხანს რამდენსაც ისინი საჭიროდ ჩათვლიან. მათ ასევე შეუძლიათ შეაფასონ ძაღლი პირველივე ტურში. განმეორებითი გაშვებების ხანგრძლივობა მსაჯების მიზანშეწონილობით განისაზღვრება.

thinking.gif

მუხლი 16
მას შემდეგ რაც გამოცხადდება მუშაობის დასრულება, არანაირი მუშაობა, ასევე არანაირი შეცდომა მსაჯის მიერ არ აღინიშნება. იმ შემთხვევაში თუკი გამოსვლა იყო მაღალი დონის მაგრამ ძაღლი გამოვიდა მორჩილებიდან და გამომყვანმა ვერ ჩააბა მას სწრაფად საბელი–ეს ჩაითვლება შეცდომად რომელიც ძაღლს საშუალებას აძლევს მიიღოს მხოლოდ შემდეგი შეფასება–,,მოწმობა თანდაყოლილ თვისებებსა და ხარისხზე,,– C.Q.N

d778bc34f693c93907196ff195628213.gif

მუხლი 17
მსაჯები უნდა ისწრაფოდნენ იმისთვის რომ ყველა ძაღლს შეუქმნან თანაბარ პირობებში გამოსვლის შესაძლებლობა. მსაჯებმა უნდა გაითვალისწინონ ის ოსტატობა რომელსაც ძაღლი გამოავლენს რთულ პირობებში, იმ შემთხვევაში თუკი არსებობს ეჭვები ის ინტერპრეტირებული უნდა იყოს ძაღლის სასარგებლოდ.

მუხლი 19
ძაღლი ვერ მიიღებს შეფასებას თუ ის არ აჩვენებს ერთ მუშაობას მაინც ფრინველზე ან ფრინველთა გუნდზე რომელის სახეობაც განსაზღვრულია შეჯიბრის პროგრამით.
ა)საგაზაფხულო, ასევე მასთან რეიტინგით გათანაბრებულ საზაფხულო შეჯიბრებებზე მუშაობა ითვლება მხოლოდ ბუნებაში ველურად მყოფ ფრინველზე(გნოლი ან თუ ეს აუცილებელია ხოხობი–იმის მიხედვით რომელი ფრინველია ქვეყანაში სადაც შეჯიბრი ტარდება)
ბ)საზაფხულო და საშემოდგომო შეჯიბრებზე რომლის დროსაც ხდება ფრინველზე სროლა შეჯიბრი ტარდება მკაცრად მხოლოდ სანადირო სეზონის პერიოდში იმ ქვეყნის კანონმდებლობით სადაც ღონისზიება იმართება. ძაღლს ეთვლება ნებისმიერი მუშაობა ფრინველზე რომელიც არის მოცემული პროგრამაში. ამასთან თუ მეძებარმა იმუშავა ცხოველზე (იგულისხმება კურდღელი ყველაზე დიდი ალბათობით) ძაღლი მაქსიმუმ შესაძლოა მხოლოდ ფრიადზე შეფასდეს.
გ)აუცილებლობის შემთხვევაში მუშაობა იწყება ლტოლვით სემდეგ მას მოყვება ნაბული, აუცილებლობის შემთხვევაში მიტანება მხოლოდ ბრძანებით, ფრინველის ამოფრენის მომენტში გაჩერება და სიმშვიდე გასროლის დროს(შეჯიბრებებზე სადაც ფრინველზე სროლა ხდება ძაღლმა უნდა გააკეთოს მოკლული ფრინველის აპორტი). მუშაობა არ ითვლება დამთავრებულად იქამდე, სანამ გამომყვანი არ ჩააბამს ძაღლს საბელს. მუშობა ფრინველზე არ ითვლება თუ ის არ ამოფრინდა.
დ)ძაღლი საკუთარ თავში დარწმუნებული უნდა მიეტანოს, გამომყვანზე ოდნავ წინ უნდა იყოს და მიტანება მხოლოდ მისი ბრძანებით უნდა დაიწყოს, ამავე დროს ცხვირიდან არ უნდა დაკარგოს ფრინველი. მსაჯება საგრძნობლად უნდა დააკლონ ქულა ძაღლს რომელსაც აქვს მძიმე მიტანება ან რომელსაც გამომყვანის დახმარება სჭირდება.
დიდ მანძილზე მიტანება დასაშვებია ისეთ შემთხვევაში თუ ის არის ენერგიული და ზუსტი. არ უნდა აგვერიოს მიტანება ძაღლის ფრინველთან სპონტანურ მიახლოებაში გამომყვანის მოსვლამდე, ეს რეალურად მიმართულია ძაღლის მიერ იმისთვის რომ შეინარჩუნოს ძაღლი ცხვირზე.


მადლობა ბატონო შადიმან თარგმანი გრძელდება newsmile027.gif

მუხლი 20
შეფასება–,,მოწმობა თანდაყოლილ თვისებებსა და ხარისხზე,,– C.Q.N–ის მიღებაზე პრეტენდენტი შესაძლოა იყოს მხოლოდ ის ძაღლი რომელსაც გააჩნია გამორჩეული თანდაყოლილი თვისებები, იმ პირობით რომ მინიმუმ 10 წუთის განმავლობაში ის არაჩვეულებრივად მუშაობდა და შეასრულა ერთი მუშაობა, მაგრამ დაუშვა ერთი მადისკვალიფიცირებელი შეცდომა ძაღლის წვრთნისა და გეშვის დროს დაშვებული შეცდომის გამო; ან შეჯიბრზე სადაც ხდება ფრინველზე სროლა ძაღლი უარს ამბობსუარი თქვას იმ ფრინველის აპორტირებაზე რომელიც მისი მუშაობის შემდეგ იქნა მოკლული, ან უარი თქვა აპორტზე წყლის ტესტის მიმდინარეობისას.

gunshot.gif

მუხლი 21
მსაჯები ძაღლების შეფასებისას ეყრდნობიან არა ძაღლის მიერ ნაჩვენები მუშაობის რაოდენობას, არამედ მუშაობის ან რამდენიმე მუშობის ხარისხს. მსაჯებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ ძაღლის მოძრაობის მანერასა და სტილს, აზარტს და რეზულტატივობას, მისი მომხიბვლელობის ძალასა და ფრინველის სუნის დამუშავების მანერას, ფრინველის ძებნის დროს მის დამოუკიდებლობასა და ოსტატობას, მის რწმენას ფრინველთან მიახლოებისას სანამ ნაბულზე დადგება და სიფრთხილეს ლტოლვის დროს, დამჯერობას და იმას თუ როგორ არის ის დაყენებული.
ძებნის სიშორე უნდა იყოს ჯიშის შესაძლებლობების შესაბამისი, ასევე იმის თუ რა ტიპის შეჯიბრია, რამდენად ხშირი მცენარეებითა მინდორი დაფარული და როგორი გეოგრაფიული გარემოა. ძაღლმა მისთვის განკუთვნილი ტერიტორია უნდა დაამუშაოვოს რაციონალურად და სისტემურად. მეძებარი უნდა იყოს მუდმივ კონტაქტში გამომყვანთან, მაგრამ ამავე დროს უნდა შეინარჩუნოს რაც შეიძლება უფრო მეტი ინიციატივა. მოძრაობა უნდა იყოს ჯიშისთვის დამახასიათებელი, ენერგიული და მისი ექსპრესიულობა არ უნდა დუნდებოდეს, ძაღლმა არ უნდა შეამციროს სისწრაფე.
იმ შემთხვევაში თუ კომისიას აქვს გარკვეული ეჭვები ძაღლის კონკრეტულ ქმედებაზე, ეჭვები უნდა გადაწყდეს ძაღლის სასარგებლოდ.
გამოსვლის დასრულების შემდეგ ძაღლის შეფასება ქულებით ხდება შემდეგი ცხრილის მიხედვით:
0–დან 5= 0
5–დან 10–მდე=კარგი
10–დან 15–მდე=ძლიერ კარგი
15–დან 20–მდე=ფრიადი

cooldog.gif

მუხლი 22
იმისთვის რომ მიიღოს C.A.C.I.T ძაღლმა უნდა აჩვენოს უნაკლო პირველხარისხოვანი აბსოლუტურად უშეცდომო გამოსვლა.
თუ სხვადასხვა ჯგუფებში რამდენიმე ძაღლი იღებს C.A.C.I.T–ს, მაშინ დღის ბოლოს მათ შორის ხდება შედარება C.A.C.I.T–ის მისანიჭებლად. შედარების დროს ფასდება ძებნა და ჯიშისთვის დამახასიათებელი სტილი. მუშაობისა და შეცდომების გათვალისწინება არ ხდება, იმ გამონაკლისის გარდა როდესაც სახეზეა აშკარა დაუმორჩილებლობა.
–იმისთვის რომ მიიღოს შეფასება, ძაღლმა არ უნდა დაუშვას არცერთი მადისკვალიფიცირებელი შეცდომა.
–იმისთვის რომ იყოს ფრიადის პრეტენდენტი ძაღლი აუცილებლად გაუნძრევლად უნდა იდგეს ფრინველის ამოფრენის დროს.
–ძაღლი რომელიც გაუმართლებლად გამოტოვებს ან დააფრთხობს ფრინველს რომელიც პროგრამითაა განსაზღვრული, ვერ მიიღებს უფრო მაღალ შეფასებას ვიდრე ძლიერ კარგია.

newsmile045.gif newsmile056 (1).gif

მუხლი 23
ძაღლი იხსნება შეჯიბრიდან თუ:
1–არ აკმაყოფილებს(მოძრაობის მანერით, ძებნით და გაწვრთნის ხარისხით) შეჯიბრის მოთხოვნებს დაწყებიდან რამდენიმე წუთშივე.
2–შედის სიღრმეში ან გამოდის კონტროლიდან, არ რეაგირებს გამომყვანის ბრძანებაზე, ახდენს უსისტემო ძებნის დემონსტრირებას
3–შეუჩერებლად ყეფს
4–წყვილში გასვების დროს აშკარად ხელს უშლის მეორე ძაღლის მუშაობას(უკან დასდევს, აკეთებს ცრუ ნაბულს)
5–წყვილში გამოსვლის დროს სპონტანურად არ აკეთებს ნაბულს მაშინ როდესაც ამჩნევს რომ მეორე ძაღლი დგას(არ აკეთებს სეკუნდირებას). შეჯიბრებზე სადაც დაშვებულია ფრინველზე სროლა დაშვებულია სეკუნდირების დროს აკურატული ბრძანებით ძაღლის შექება.
6–ერთჯერადად მიზანმიმართულად აფრენს ფრინველს რომელიც იყნოსა.
7–ორჯერ გაუმართლებლად ტოვებს ან აფრთხობს ფრინველს რომელიც განსაზღვრულია პროგრამით
8–მინდვირის სხვადასხვა ნაწილში აკეთებს სამ მყარ ნაბულს რომელიც ცრუ აღმოჩნდა.
9–ძებნის დროს ან ნაბულის შემდეგ მისდევს ფრინველს ან ცხოველს, არ ბრუნდება გამომყვანის პირველივე ბრძანებაზე
10–როდესაც აშკარად ჩანს ძაღლის შიში გასროლის მიმართ
ასევე იმ შეჯიბრებებზე სადაც დაშვებულია ფრინველზე სროლა:
11–ვერ პოულობს ჩამოგდებულ ფრინველს რომლის ადგილმდებარეობა მსაჯთა კომისიის მიერ დადგენილია
12–აშკარად აფუჭებს ჩამოგდებულ ფრინველს(ჩავლება რომლის დროსაც ფრინველი იჭყლიტება ან კბილებით იკეპება)
13–უარს ამბობს მოიტანოს ფრინველი რომელიც პროგრამითაა განსაზღვრული.



მუხლი 24
გადაწყვეტილებას მსჯათა კომისია იღებს ხმათა უმრავლესობით, ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში ტავმჯდომარის ხმა გადამწყვეტია. მსაჯთა კომისიის გადაწყვეტილება საბოლოოა.

მორჩა მეგობრებო, რამდენიმე უმნიშვნელო აბზაცი და თავი გამოვტოვე

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია Fishman: Oct 19 2014, 22:22
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- gagrinski   FCI–ის წესები კუნძულელი მეძებრებისთვის ფილდ ტრაილის შეჯიბრზე   Oct 15 2014, 12:20
- - aragveli   გაიხარე დავით კაია...   Oct 15 2014, 17:27
- - gagrinski   მადლობა ალიკ, ცოტა ...   Oct 15 2014, 17:54
- - შადი შამოდი   დათო, მშვენიერია დ...   Oct 15 2014, 17:58
- - შადი შამოდი   RE: FCI–ის წესები კუნძულელი მეძებრებისთვის ფილდ ტრაილის შეჯიბრზე   Oct 15 2014, 20:44
- - Rey -   ბრავო gagrinski , მნიშვნე...   Oct 15 2014, 20:49
- - gagrinski   Rey - რა ძაღლს ზრდი და...   Oct 16 2014, 08:51
- - ბაბუ   gagrinski ყოჩაღ დავით!...   Oct 16 2014, 19:20
- - gagrinski   ვეცადე ბატონო თენგ...   Oct 16 2014, 20:17
- - ბაბუ   gagrinski მართალი ხარ!   Oct 16 2014, 21:28
- - Rey -   gagrinski image share ეს საგვა...   Oct 17 2014, 09:48
- - monadire batumeli   Rey - საგვარეულოს მიხ...   Oct 17 2014, 12:10
- - gagrinski   ძაღლს თუ სტილი აქვ...   Oct 17 2014, 13:31
- - Rey -   gagrinski monadire batumeli ეს ნამდ...   Oct 17 2014, 16:01
- - dato 85   gagrinski კარგია. კონკრ...   Oct 17 2014, 17:15
- - gagrinski   dato 85 სამწუხაროდ დრო...   Oct 17 2014, 20:32
- - Fishman   gagrinski მალაძეც! შენ...   Oct 19 2014, 22:22
- - gagrinski   მოკლედ ნელ-ნელა და...   Mar 18 2015, 15:39
- - gagrinski   მოკლედ კიდევ ერთხე...   May 8 2015, 13:53
- - gagrinski   ყველგან ვდებ ამ სტ...   May 8 2015, 14:03
- - aragveli   მადლობა დავით. კარ...   May 8 2015, 15:31
- - შადი შამოდი   ძალიან საინტერესო ...   May 8 2015, 17:57
- - hunter88   gagrinski საღოლ მაგრად გ...   May 8 2015, 18:53
- - Gcckoka   ძალიან საინტერესო ...   May 8 2015, 20:08
- - megreli   gagrinski ბრავო კარგია ...   May 8 2015, 23:52
- - gagrinski   ჩასასწორებელია მი...   May 9 2015, 18:00
- - არჩილი   ბატონო დავით, უპირ...   May 9 2015, 20:12
- - gagrinski   არჩილი მადლობა გა...   May 9 2015, 21:35
- - G_cicqa28   gagrinski მადლობა საინტ...   May 9 2015, 23:58
- - gagrinski   მოკლედ ვაგრძელებ ს...   May 13 2015, 21:21
- - vaxtangi lazariashvili   საინტერესოა და ვაფ...   May 13 2015, 22:06
- - Rey -   gagrinski მადლობა გაწეუ...   May 14 2015, 08:35
- - dato 85   ძაან საინტერესო სა...   May 26 2015, 21:39


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th June 2024 - 08:28