IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

James Purdey & Sons - ლეგენდა, რომელიც არ კვდება
მონადირე
პოსტი Jun 11 2009, 20:13
პოსტი #1


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 691
რეგისტრ.: 10-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



მინდა ორიოდე სიტყვით მოგითხროთ ამ ლეგენდარული გლუვლულიანის და მისი შემქმნელის შესახებ.
პერდე ეს არის სანადირო თოფის წარმოების ისტორიაში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საფირმო ნიშანი, რომელიც იქცა უმაღლესი ხარისხის ეტალონად მთელს მსოფლიოში და რომლისთვისაც დრო არ არსებობს მსგავსად ეგვიპტური პირამიდებისა!

ამგვარი ხოტბის გარეშე არ შემეძლო საუბრის დაწყება ამ ბრწყინვალე იარაღზე.

პერდეს მანუფაქტურა შეიქმნა ლონდონში 1814 წელს ანუ როგორც პერდეს ოფიციალურ საიტზე წერენ, ერთი წლით ადრე ვატერლოომდე... არის ამ შენიშვნაშიც რაღაც აღმაფრთოვანებელი... მისი დამაარსებელი ჯეიმს პერდე უფროსი (James Purdey) სპეციალობით მეიარაღე, უფრო კონკრეტულად კი მეკონდახე გახლდათ და მუშაობდა იმ დროისათვის მთელს ბრიტანეთში განთქმულ მეიარაღის ჯოზეფ მენტონის (Joseph Manton) სახელოსნოში. მალე ჯეიმსის სახელოსნომ მისი დამფუძნებლის და მთავარი მეიარაღის ნიჭის წყალობით უპირატესობა მოიპოვა მენტონის სახელოსნოზე და უკვე 1838 წელს დედოფალმა ვიქტორიამ შეიძინა პერდეს წყვილი პისტოლეტი, რაც თავისთავად უდიდეს აღიარებას ნიშნავდა.

1858 წელს მამისგან კომპანია გადმოიბარა შვილმა - ჯეიმს პერდე უმცროსმა. ამ უკანასკნელის სიცოცხლის განმავლობაში პერდემ კარდინალური ცვლილებები განიცადა, კერძოდ მისი ხელმძღვანელობით სწრაფად ვითარდებოდა და სრულყოფილებას განიცდიდა თოფებისა და შაშხანების როგორც გარეგნული იერსახე, ისე მექანიზმი. 1880 წლისათვის პერდემ გამოიგონა და წარმოებაში ჩაუშვა უჩახმახო, თვითგამხსნელი თოფები. დაახლოებით ამ პერიოდში იქმნება ამომგდები სისტემა, ე.წ. "ეჟექტორი"...

1900 წელს ატოლ პერდემ (Athol Purdey) მამისგან მემკვიდრეობით მიიღო კომპანიის ხელმძღვანელობა. პირველი მსოფლიო ომის პერიოდში (1914-1918) ატოლის ვაჟებმა (ჯეიმსი და ტომი) მძიმე ჭრილობები მიიღეს საფრანგეთის ფრონტზე და მხოლოდ 20-იან წლებში შეუერთდნენ ფირმას, ხოლო საბოლოოდ 1929 წელს გადაიბარეს მამისგან იგი.

საგულისხმოა რომ 1913 წელს პერდემ ვუდვარდის პატენტი (Woodward Patent) შეიძინა რომლითაც მას ნება ეძლეოდა გამოეშვა ბოკფლინტი. აღნიშნული პატენტის გამოყენება პერდემ 1949 წელს დაიწყო კომპანია "ვუდვარდისა და შვილების" (Woodward&Sons) ნებართვით.

1946 წელს პერდეს კომპანია გაიყიდა. იგი გადავიდა რიჩარდ ბიუმონტის (Richard Beaumont) ხელმძღვანელობაში, რომელიც 1970 წლამდე ედგა სათავეში კომპანიას. მიუხედავად ამისა, 1994 წლამდე პერდე მაინც რჩებოდა ამ გვარის წარმომადგენელთა საოჯახო კომპანიად. მოგვიანებით ბიუმონტი თავი გაანება კომპანიის ხელმძღვანელობას და იგი გადავიდა რიჩმონტის ჯგუფის (Richemont Group) ხელში.

2007 წლიდან პერდეს სათავეში უდგას ნიგელ ბიუმონტი (Nigel Beaumont), რომელმაც ამ თანამდებობაზე შეცვალა რიჩარდ პერდე.

დღეისათვის პერდე უშვებს 12, 16, 20, 28 და .410 ყალიბის გლუვლულიან სანადირო თოფებს როგორც ჰორიზონტალური, ისე ვერტიკალური შედუღების ლულებით, აგრეთვე ე.წ. შტუცერებსა და Bolt Action შაშხანებს შემდეგ ყალიბებში: 375, .470, .500, .577 და .600


ასე რომ, პერდე კვლავაც განაგრძობს თავის საქმიანობას - ტრადიციულად მხოლოდ ინდივიდუალურ შეკვეთებზე მუშაობს და ისევ რჩება პლანეტის ხუთივე დასახლებულ კონტინენტზე მცხოვრები მონადირეების ოცნების იარაღად...







გამოყენებულია მასალები პერდეს ოფიციალური სტატიიდან: www.purdey.com
აგრეთვე საძიებო სისტემიდან google


P.S. გარწმუნებთ ტექსტის მხატვრული გაფორმება მხოლოდ მე მეკუთვნის! newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- მონადირე   James Purdey & Sons - ლეგენდა   Jun 11 2009, 20:13
- - ვიტო   მონადირე კამფეტკა...   Jun 11 2009, 21:25
- - hunter777   კარგია!! პერდე ა...   Jun 11 2009, 22:11
- - ლევანი   მაგრად გამოგივიდა....   Jun 12 2009, 00:05
- - მონადირე   ვიტო hunter777 ლევანი დ...   Jun 12 2009, 11:48
- - ლევანი   ვაიმე რა კონდახი ა...   Jun 13 2009, 02:19
|- - Bonehill   ციტატა(ლევანი @ Jun 1...   Jun 13 2009, 06:45
|- - hunter777   ციტატა(ლევანი @ Jun 1...   Jun 13 2009, 07:27
- - მონადირე   ციტატა(levani @ 13th June 2009 ...   Jun 13 2009, 13:07
- - გრიზლი   არ არის გამორიცხულ...   Jun 14 2009, 21:30
- - ლევანი   როგორც გავიგრ მაგრ...   Jun 14 2009, 23:19
- - ლევანი   კიი მეც მაგას ვამბ...   Jun 15 2009, 14:52
- - მონადირე   მე თუ მკითხავთ, კარ...   Jun 15 2009, 20:02
- - გრიზლი   ისე ერთ რამეს ვიტყ...   Jun 16 2009, 13:30
- - ლევანი   რათქმაუნდა...100 000 ევრ...   Jun 16 2009, 16:39
- - გრიზლი   ლევანი ხოდა ეგაა რ...   Jun 17 2009, 13:23
- - მონადირე   აგერ, პერდეს ოფიცი...   Jun 19 2009, 14:33
- - Bonehill   ხომ ვთქვი წარმომად...   Jun 19 2009, 14:48
- - მონადირე   პერდეს არ აქვსო სა...   Jun 19 2009, 19:23
- - hunter777   დიდი მადლობა მონად...   Jun 19 2009, 19:40
- - გრიზლი   ესეიგი მთლად ისე ა...   Jun 19 2009, 20:30
- - ზახარა   ეს პერდეს სურათები   Jun 25 2009, 22:58
- - ვიტო   RE: James Purdey & Sons - ლეგენდა   Oct 27 2009, 12:48
- - Bonehill   პერდე მეფეების ოცნ...   Oct 27 2009, 20:34

> სწრაფი პასუხის ფორმა
სქელი
დახრილი
ხაზგასმული
სურათის ჩასმა
სიცილაკები
ციტატის ტეგებში ჩასმა
კოდის ტეგებში ჩასმა
 
ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )


 • Add image to post
 გამოვიწეროთ თემა? (შეტყობინება ელ-ფოსტით გამოხმაურებებზე) |  ჩავრთო სმაილები? |  დავურთო ხელმოწერა?
   


Fast ReplyReply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th May 2024 - 04:07