IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

"კაჭრეთის ამბასადორი"-ს თასი
ako-gulua
პოსტი Dec 18 2018, 16:54
პოსტი #1


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 13
რეგისტრ.: 18-December 18
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



სალამი ძვირფასო ოჩოპინტელებო! newsmile041.gif

ვიცი, რომ ბევრი თქვენთაგანი კარგი სროლით და ზოგადად სპორტული სროლის სიყვარულით გამოირჩევა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ოჩოში აღნიშნული თემის გახსნა ვფიქობ მოახლოებული შეჯიბრი არაერთ ფორუმელს დააინტერესებს.
საქმე იმაშია, რომ სასტუმრო "კაჭრეთის ამბასადორი" ყოველწლიურად არაერთ საინტერესო ღია შეჯიბრს უწევს ორგანიზებას კომპაკ სპორტინგში. გამონაკლისი არც წლევანდელი წელია და 22 და 23 დეკემბერს საკმაოდ საინტერესო შეჯიბრი გაიმართება.

- 2018 წლის 22,23 დეკემბერს გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ კაჭრეთში, სასტუმრო კაჭრეთის "ამბასადორი"-ს სასროლეთზე გაიმართება ღია შეჯიბრი კომპაკ-სპორტინგში სახელდობრ "ამბასადორის თასის ზამთრის ეტაპი".

- მონაწილეობის მიღება ყველა სრულწლოვან (18+) მსურველს შეუძლია. (ვინც წინასწარ დარეკავს მითითებულ ნომერზე და ჩაეწერება სიაში)

- მონაწილეობის საფასურს შეადგენს 60 ლარი.

- მონაწილეები ესვრიან 50 მოძრავ სამიზნეს ანუ "თეფშს" (ერთეულ სამიზნეებზე ორი გასროლის უფლებით). ხოლო საუკეთესო შედეგის მქონე 6 მსროლელი გადაინაცვლებს ფინალში და თითეული მათგანი დამატებით ესვრის 25 მოძრავ სამიზნეს.

- გამარჯვებულები და ფინალისტები დაჯილდოვდებიან ფასიანი საჩუქრებითა და ფულადი ჯიდლოებით. საპრიზო ფონდი შეადგენს 3000 ლარს.

- მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაციისთვის და დეტალურიინფორმაციის მისაღებად დარეკეთ ნომერზე: 599-30-18-82

- დასაწყისი 22 დეკემბერს დილის 9:00 საათზე.


"მერე რა რო სეზონია" (იმედია გაჭრის newsmile029.gif)
პატივისცემით ა.გულუა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 3rd June 2024 - 16:25