IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

ბუდრუგანა ”канура"
ვიტო
პოსტი Oct 22 2010, 23:07
პოსტი #1


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 8,362
რეგისტრ.: 5-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ხოოოოოოდა ვგონებ არც ეს უნდა იყოს ისეთი ბანძურ მანძუგური თემა newsmile05.gif ალბად ყველას აინტერესებს ან
როდესმე დააინტერესებს, მოკლედ ამ დღეებში ძაღლის აყვანით აჟიტირებულს ესეთი რაღაც მომივიდა...

გავიღვიძე დღეს დილით, გავიხედე ფანჯარაში, დავაკვირდი ამინდს და მივხვდი რომ ჭეშმარიტად
იეღოვამ გამომიგზავნა ესეთი დარი, ზაფხილში ნამეტანი ვზარმაცობდი სიცხეების გამო და რაც აირია
ყველაფერი ძალა მერჩის ნუ.... მოკლედ გამოვედი ეზოში, მივიხედე-მოვიხედე და ვფიქრობ რა გავაფუჭო.
პირველად გავიფიქრე ქათამს დაზვერავს კაციო, მარა ფოთის მერე ისეთი გაციებული ვარ რომ
ძაან გაციებული ვარ. გარეთ გასვლა ისევ გადაიდო და ვზივარ ამ ჩემ დუმებში როდესაც უეცრად
ტარასა შევნიშნე როგორ მიმზერდა თავისი სახლიდან და თან ზებუნებრივად მეუბნებოდა - შენ ბიძია
ახალი ძაღლი რომ მოგყავს აქ უნდა დამიწვინოო? ხომ იცი მაგას რომ არ ვიზავო? newsmile035.gif - ვახ კაცო
მართლა მართალს მეუბნება ეს კანიბალიმეთქი და გადავწყვიტე ცოტა ტევადი რამის შეკოწიწება,
ისეთის რომ ტარასა ცოტა ტრაკს მიწევდა და იმასაც დატევდა. რაღა უნდა მექნა? დავიწყე მარჩიელობა
რა დამიჯდებოდა ფართე სიამოვნება newsmile05.gif ამ მარჩიელობა მარჩიელობაში რაღაც საინტერესო ფიცრებს
მოვკარი თვალი. მარა ყველა ცემენტიან, გაუბედურებულ, გადანათრევები იყო. მაგრამ მე ხომ ნიჭიერი ვარ,
თან ყველანაირი იარაღები მაქვს ხოდა ამის დედაც ჯექკთქო და დავიწყე სახლის კეთების, შეჭედვების,
სიყვარულიზაციის, შრომის, თავისმობმიზაცია.

ხო სანამ დეტალურად დავწერ ყველაფერს, ვინმემ არ თქვას მაგას რა უნდაო, ჩაქუჩი და ლურსმანი,
მიარტყი, მოარტყი და სოფელიც აშენდებაო. მაინც ვერ დაუჯერებ. ჯერ იმიტომ არ დაუჯერებ რომ
შრომა არ მეზარება და ყველაფერის გამკეთებელი ვარ მამენტ და თანაც მეხერხება, მეორე იმიტომ არ
დაუჯერებ რომ მთელი დღე არ გავჩერებულვარ და მაინც ვერ დავამთავრე newsmile05.gif მესამე იმიტომ არ დაუჯერებ
რომ არ დაუჯერებ და მორჩა newsmile05.gif ხო კიდევ დღეს მივხვდი რომ ძაღლის სახლების ფასები ნამდვილად რეალურია
მარტო გაწეული შრომის საფასურად, ანუ მე მასალა უბრალო ნარჩენებისგან მოვკრიბე ეზოში
და შემთხვევით მაგის მასტერი რომ ვიყო და ფულს ვიღებდე ამაში მასალის გარეშე 100 მანათს
ფეხს არ მოუცვლიდი და ეხლა მასალის ფასი მიამატეთ აბა newsmile035.gif ხო ნუ ეს ნორმალურ "კანურაზეა"
ლაპარაკი, თორემ მიფინაჩებულად და უაზროდ ძაღლი კიბის ქვეშაც იცხოვრებს newsmile045.gif

რამდენი დამიწერია ტო? მოკლედ დავიწყე გვერდების სამაგრი "ბალკების" დაჭრით. სიმაღლე
გავთვალე 60სმ, მგონი ნორმალურია, ხო სულ დამავიწყდა-თითონ "კანურის" ზომა ზე-დიდი არ გამიკეთებია
გამიზნულად-რატომ? იმიტომ რომ ძაღლი შიგნით შედის როდესაც ცივა და სიცივეში რაც უფრო პატარა
სივრცეა მით უფრო მალე თბება. ხოდა დავჭერი ეს ბალკები, მერე ვიპოვე რაღაც ძველი შეჭედილი
კარები და დავამაგრე ეს ბალკები კუთხეებში და კიდო იქნანა სადაც შესასვლელი უნდა ქონდეს ძაღლებს.



როგორც ხედაქვთ "კარკასი" წამოჭიმულია და 2010 დეკემბერში ჩაბარდება მყიდველს გასაღებითურთ newsmile045.gif
ხო კი წამოვჭიმე ეს ყველაფერი, მაგრამ საქმე გაგრძელებას ხომ მოითხოდა არა? კი მოითხოვდა-
ხოდა დავიწყე კედლების ამოყვანა, ეს კედლებიც რაცხა აპალოვკის ფიცრებისგან უნდა შემეჭედა,
ყველა ფიცარს ცემენტის კვალი ქონდა, მაგრამ ეგეც მოგვარებადია რასაც შემდგომში გიამბობთ.
დავიწყე ჭრაკერვა. სათითაოდ ამყავდა ყველა კედელი, ძალიან გამიჭირდა, უფრო სწორედ კი არ გამიჭირდა
უბრალოდ დიდ ვალაქიტას მოითხოვდა, როგორც იცით "აპალოვკის" ფიცრები არ გამოირჩევიან
სწორხაზოვანი დაჭრილობით, ამიტომ ყველა დეტალს შეძლებისდაგვარად ვასალაშინებდი.
ბალკებზე ლურსმნით არ ამიყვანია გვერდები, ყველა შურუპით დავამაგრე. რატომ შურუპი?
იმიტომ რომ უფრო მარტივი სამართავია, არ იღუნება და უფრო მყარად იჭერს კონსტრუქციას.



ასე ნაკუწნაკუწ შენდებოდა სოფელი და საბოლოოდ მიიღო ესეთი ფორმა



.... მაგამ რაღც ნი ტო იყო, ძალიან ბინძურად გამოიყურებოდა, ეს ცემენტები, ძველი სისველეებისგან
გაშავებული გვერდები, ხიჭვები, შურუპები, თითქოს დიდი არაფერი, ნებისმიერი ძაღლი დიდი სიამოვნებით
იცხოვრებდა თან ისე რომ მადლობას იტყოდა, მაგრამ ეგ ხომ ჩემ ნიჭიერებაზე უარყოფითად იმოქმედებდა ჰა? newsmile05.gif
ხოდა დავიწყე ამ ხის გაკეთილშობილება. არ ვიცი რამდენად მავნეა ცემენტის სუნში ძაღლის ცხოვრება,
მაგრამ მავნე როა ეგ ვიცოდი, ხოდა დავიჭირე ჩემი "ბარგალკა 2010" რომელსაც წამოვაგე "შკურკა 2010"
და ისეთი სილამაზე მივეცი რომ ვიფიქრე ერთი ძაღლების დედაც მე გადმოვიტან ჩემ ლოგინსთქო newsmile035.gif
თუ შიგნიდან, თუ გარედან- მოკლედ დავცხე და დავცხე, მივცხე და მოვცხე, ბოლოს ეს მივიღე.



ერთი დღის ამბავი ამით მორჩა. ეხლა როგორ ვაპირებ რომ გავაგრძელო: ყველამ ვიცით რომ 2 შრეიანი
სახლები ბევრად უფრო კარგად ინარჩუნებენ თბოიზოლაციას, მარა აქ საქმე იმაშია რომ სახლის შესასვლელი
ყოველთვის ღიაა და გარე სიცივე მაინც აღწევს შიგნით, ხოდა რომ არ ვიწვალო მეორე შრის შექმნაზე რაც
უძალიანმაგრესად მეზარება და უფრო რომ დავკონკრეტდე არ ვარ მე მაი ამბის გამკეთებელი- სურვილი
მაქვს რომ გარედან ხის "შპაკლით" ამოვქოლო ნაპრალები და შიგნიდან მხოლოდ გვერდებზე ავაკრა, რაიმე
სქელი ნაჭერი, რომელიც ცოტა თავისას იზავს და ნიავიც არ იქროლებს "სკვაზნიაკივით". მხოლოდ
გვერდების ამოქოლვაც იმიტომ გადავწყვიტე რომ იატაკის ფენას აქვს გარკვეული ნაპრალები რომლებშიც დროთა
განმავლობაში ჩაიყრება და გარეთ გამოვა მტვერი და ჭუჭყი, რომელსაც ძაღლები შეიტანენ, ასე ვიფიქრე
მე და მგონია რომ სწორ გზაზე ვდგევარ newsmile05.gif

დანარჩენს ხვალე დაგიწერთ და განახებთ რას და როგორ მივაღწიე, არ მოიწყინოთ,
მანამდე თემას ვხურავ რომ არ გაოფდეს და სრულფასოვანი ინფო მოგცეთ იმაზე თუ როგორ
ვქენი ეს ყველაფერი მე, თუ ვინმეს სხვა პროექტი გაქვთ შეგიძლიათ მოამზადოთ და ამ თემაშივე ჩასვათ ხვალიდან
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- ვიტო   ბუდრუგანა ”канура"   Oct 22 2010, 23:07
- - Davitus   აუ რა თემა მიეციიი ...   Oct 23 2010, 00:12
- - ვიტო   ხოდა ეხლა შემოვედი...   Oct 23 2010, 12:11
- - ჩელე   ყოჩაღ, მომწონს და მ...   Oct 23 2010, 12:58
- - hunter777   მაგარი ხარ ვიტოო! ...   Oct 23 2010, 13:14
- - ვიტო   hunter777 ციტატა(irakli fofxadze ...   Oct 23 2010, 14:13
- - ჩელე   თუ ,,შპაკლით,, ამოავ...   Oct 23 2010, 14:24
- - გოგა   ვიტო ტკიპების ამბ...   Oct 23 2010, 16:00
- - გურგენა   ადრე მეც ვაპირებდი...   Oct 23 2010, 16:37
- - თენგო   ვიტო ჩემი აზრით შე...   Oct 23 2010, 23:22
- - ჭალიმგელა   თენგო +1 შესასვლელ...   Oct 23 2010, 23:27
- - თენგო   ჭალიმგელა ციტატა(Gi...   Oct 23 2010, 23:30
- - ჩელე   კაცო მაინდამაინც თ...   Oct 23 2010, 23:30
- - თენგო   ჩელე ვიმეორებ,ძაღ...   Oct 23 2010, 23:35
- - sabo73   ვიტო მლადეც ძმაო, კ...   Oct 23 2010, 23:36
- - ჩელე   sabo73 არა ის სხვა რამ...   Oct 23 2010, 23:40
- - Maverick   ყოჩაღ ვიტო, ყოჩაღ, მ...   Oct 24 2010, 08:05
- - შადი შამოდი   ნამვილად ვიცი, რომ ...   Oct 24 2010, 09:41
- - თენგო   შადი შამოდი ვაშა...   Oct 24 2010, 10:35
- - ვიტო   თენგო ციტატა(qarqashadze ...   Oct 24 2010, 10:54
- - თენგო   ვიტო ციტატა(vito @ 24th ...   Oct 24 2010, 12:46
- - ზაზა   ვიტო,ძალიან მაგარი...   Oct 24 2010, 14:51
- - ვიტო   ზაზა არა ზაზ, სიცივ...   Oct 24 2010, 15:18
- - Maverick   ვიტო ძაღლი ძაღლივ...   Oct 24 2010, 16:01
- - ზაზა   თემის გაოფება არ დ...   Oct 24 2010, 16:22
- - თენგო   ზაზა ჩემი პირადი გ...   Oct 24 2010, 16:28
|- - ზაზა   ციტატა(თენგო @ Oct 24 ...   Oct 24 2010, 19:18
- - ვიტო   ზაზა Maverick თენგო მო...   Oct 24 2010, 16:48
- - გურგენა   ვიტო მე შენ ადგილა...   Oct 24 2010, 17:08
- - თენგო   ვიტო აბსოლუტურად ...   Oct 24 2010, 17:52
- - ვიტო   გურგენა ციტატა(ალ...   Oct 24 2010, 19:05
- - ვიტო   ზაზა ციტატა(zaza @ 24th ...   Oct 24 2010, 19:27
- - ზაზა   ჩემი ბრალია თუ გავ...   Oct 24 2010, 19:53
- - თენგო   ზაზა გარეთ გაყვან...   Oct 24 2010, 20:08
- - შადი შამოდი   ფეჩის გვერდზე ძილი...   Oct 24 2010, 22:25
- - ლევანი   ციტატა(qarqashadze @ 24th October...   Oct 25 2010, 00:24
- - ვიტო   ლევანი ციტატა(levani ...   Oct 25 2010, 00:31
- - ლევანი   ვიტო ოოო..პარდონ მო...   Oct 25 2010, 01:00
- - თენგო   შადი შამოდი ეგრე რ...   Oct 25 2010, 08:30
- - ჭალიმგელა   ეხლა გადავხედე თავ...   Jun 8 2011, 14:24
- - sabo73   ჭალიმგელა ამა იყო ...   Jun 8 2011, 14:45
- - ნიკა   ვა რა ძააან მაგრობ...   Jun 8 2011, 14:52
- - შალვა   ჭალიმგელა კარგია...   Jun 8 2011, 15:17
- - ჭალიმგელა   sabo73 კი ეს იყო შალვა ...   Jun 8 2011, 17:29
- - ჰერცოგი997   საკაიფოა უმაგრესი...   Jun 8 2011, 17:55
- - გიორგი   იმან დიდი გააკეთა ...   Jun 8 2011, 22:38
- - ჭალიმგელა   დაიცა, ჯერ დამთავრ...   Jun 9 2011, 09:37
- - Davitus   ჭალიმგელა მიშენე...   Jun 9 2011, 19:16
- - ჰერცოგი997   ისე სველი წერტილებ...   Jun 9 2011, 22:51
- - ლევანი   პატარა რომ არის..ეგ ...   Jun 10 2011, 00:11
- - ჭალიმგელა   ძველი სურატები გად...   Jun 12 2011, 23:54
- - khmaltevza   რა კომფორტული რამე...   Jun 13 2011, 00:15
- - ლევანი   ქოხიც ძალიან მაგრო...   Jun 13 2011, 00:18
- - ვიტო   ჭალიმგელა ეგვრო ბ...   Jul 15 2011, 11:10
- - ნუკრიMax   ვიტო კრიშა დიბონდ...   Jul 15 2011, 11:38
- - romeo 1   მაგარი ბინა გაგიკე...   Jul 15 2011, 11:40
- - hunter777   კარგი რამეა! მომე...   Jul 15 2011, 12:02
- - levan81   ვოლიერში მიწაზე ბე...   Jun 13 2012, 06:55
- - იკო1981   იყიდება ჰიდროიზოლ...   Jun 13 2012, 07:44
- - ჭალიმგელა   levan81 ეცადე საერთოდ ა...   Jun 13 2012, 08:13
- - levan81   ჭალიმგელა მაქვს პ...   Jun 13 2012, 09:20
- - ჭალიმგელა   ნიკა ეს თემაა   Jul 30 2012, 16:33
- - ჭალიმგელა   მესამე მეოთხე გვერ...   Jul 30 2012, 16:38
- - nik@a   ჭალიმგელა კარგი ნ...   Jul 30 2012, 16:56
- - ზახარა   nik@a ეზოში ძაღლის გა...   Jul 30 2012, 17:25
- - nik@a   ზახარა მაგას მოვა...   Jul 30 2012, 17:33
- - ჭალიმგელა   nik@a ეგეთ შემთხვევაშ...   Jul 30 2012, 17:48
- - nik@a   კარგი, ესეიგი შესა...   Jul 30 2012, 17:52
- - nik@a   სადმე შეკვეთა, რომ ...   Sep 14 2012, 01:56
- - Bonehill   nik@a ზომები დაწერე დ...   Sep 14 2012, 07:27
- - nik@a   2 ძაღლი უნდა იყოს ში...   Sep 14 2012, 12:33
- - ჭალიმგელა   nik@a რათ უნდა მაგხელ...   Sep 14 2012, 16:14
- - გურიკა   ვინმემ ხოა შეუძლია...   Aug 5 2013, 11:08
- - Fishman   გურიკა ბიჯო, აიღე ...   Aug 5 2013, 11:54
- - გურიკა   ვიფიქრე ვინმეს ხოა...   Aug 5 2013, 17:27
- - Fishman   გურიკა ზომები აიღ...   Aug 5 2013, 19:58
- - გურიკა   ოხხხ ფიშმენ სჰენ რ...   Aug 7 2013, 11:38
- - Fishman   გურიკა აჰა. ხო გით...   Aug 7 2013, 12:31
- - Davitus   გურიკა ეგ კარგია, ...   Aug 7 2013, 19:58
- - გურიკა   დავთუს არა დავითუს...   Aug 8 2013, 15:58
- - ზახარა   ვინმემ ხომ არ იცით ...   Aug 23 2013, 23:48
- - T A M P L I E R   სამი ოთხი ტა გითხრ...   Aug 24 2013, 00:04
- - nik@a   სასწაული კი არა იდ...   Aug 24 2013, 00:31
- - ჭალიმგელა   ზახარა თენგომ იცო...   Aug 24 2013, 06:47
- - lavriskheveli   ჩემი სამსახურის გვ...   Aug 24 2013, 08:18
- - lavriskheveli   ესეიგი ეხლა ვიყავი...   Aug 24 2013, 09:35
- - ზახარა   lavriskheveli მადლობ ერთ ა...   Aug 24 2013, 11:03
- - Fishman   ზახარა პლასტმასი...   Aug 25 2013, 13:37
- - nik@a   15 ლარის წვრილი სეტკ...   Aug 25 2013, 15:24
- - T A M P L I E R   nik@a ციტატა(bendeksi @ 25th Aug...   Aug 25 2013, 19:17
- - nik@a   თხელი ფანერას ვგულ...   Aug 25 2013, 21:51
- - Fishman   nik@a გიფსოკარდონი ი...   Aug 26 2013, 14:54
- - ჩელე   აბა ვინც იცით გამო...   May 1 2015, 13:25
- - kardinal84   სანაპიროზე, გალაქტ...   May 1 2015, 14:44
- - apxazi   სალამი მეგობრებო, ...   May 31 2019, 20:16


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 31st May 2024 - 15:24