IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

ბაკხმული(ავღანური მწევარი)
ლეკი
პოსტი Dec 8 2009, 18:13
პოსტი #1


პოინტერით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,246
რეგისტრ.: 3-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ქიზიყი–თბილისი




ღირსეულად დასმული თავი, შორს მისწრაფებული გამოხედვა და შეუდარებელი არისტოკრატიული გარეგნობა – სწორედ ესაა ეკზოტიკური და კეთილშობილი ავღანი. დიდებული, ხშირი, რბილი, აბრეშუმისებრი ბეწვი ფარავს ავღანის გრაციოზულ და ტანად ფიგურას. ამ ჯიშის თავი მოგრძოა, თათები დამალულია ხშირ ბეწვში („ჩუსტები“). კუდი დაფარულია საუცხოო ბეწვით, ბოლოში შემოხვეულია რგოლის ან ნახევრად რგოლის ფორმით. სიმაღლე მინდაოში – 61-71 სმ, წონა – 23-28 კგ. შეფერილობა: მრავალფეროვანი: ერთ-, ორ- ან სამფეროვანი.

ისტორია. არავინ იცის თუ საიდან მოვიდნენ ავღანური მწევარები, მაგრამ ისინი არსებობდნენ და იარსებებენ მუდამ. ითვლება, რომ სწორედ ავღანურ მწევარს მიანიჭა უპირატესობა ნოემ და ასეთი ძაღლების წყვილი კიდობანში წაიღო. ავღანის წარმომავლობა ფესვებით ძველ დროში მიდის. მისი წინაპრების გამოსახულებებს პოულობენ სოლებრივ ფირფიტებზე და სვეტებზე. სამშობლოში ავღანური მწევარები იმდენად ფასობდა, რომ პატრონები მათ სხვა მფლობელისათვის მიყიდვის შემდეგ პარავდნენ. ამ ჯიშს იყენებდნენ ცხვრებისა და პირუტყვის დასაცავად, ირმებზე და სხვა ნადირზე სანადიროდ, კომპანიონის სახით ან უბრალოდ როგორც ლამაზ ძაღლს. რაც შეეხება მათ უშიშრობას და სიმამაცეს, ცნობილია შემთხვევები, როდესაც ავღანი ლეოპარდთან ბრძოლაშიც კი გამარჯვებული გამოდიოდა.

ხასიათი. ავღანი – კეთილი და გულშემატკივარი ძაღლია. იგი ფლობს უდაბნოებში მცხოვრებ წინაპართა სიბრძნეს. ავღანი მიდრეკილია დამოუკიდებლობისადმი, იგი თავდაჭერილია, ასევე ალერსიანია ბავშვების მიმართ. ავღანური მწევარი საჭიროებს ხანგრძლივ სეირნობებსა და სივრცეს.
უკრაინელი მონადირე ალექსანდრე გარნიკი ამბობს: ორი ბაკხმული მყავს და ყოველი მათი ველზე გაყვანა საშუალოდ სამი-ოთხი კურდღლის დაჭერით მთავრდება. ძაღლები ანონსით მუშაობენ, ხშირად დაჭერილი ცხოველები მოაქვთ კიდეც. წარმატებით ვნადირობ ერთი ძაღლითაც. მახვილი თვალი აქვთ, მინდვრის ხედვა იდეალური.
ბაკხმული სწრაფი რბოლის დროს 78 კმ/სთ-ს ავითარებს. მისი მანევრირება აღტაცებას იწვევს, მას შეუძლია ერთ თათზე 180 გრადუსით შემობრუნდეს და 2.5 მეტრის სიმაღლეზე ახტეს. კარგად განვითარებული ზურგის კუნთების გამო იგი ზამბარასავით იკუმშება და იშლება.



Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- ლეკი   ბაკხმული(ავღანური მწევარი)   Dec 8 2009, 18:13
- - AlekoN   აბა, აბა, ჯიგარო, ტუ...   Dec 8 2009, 19:32
- - Maverick   AlekoN ჩვენ არ ვიცით ა...   Dec 8 2009, 20:16
- - AlekoN   ჩემი პოსტი ადექვატ...   Dec 8 2009, 21:51
- - BEK_M   ამ ძაღლის მოკლებეწ...   Dec 8 2009, 22:42
- - ვიტო   თან ეს მდევრების გ...   Dec 8 2009, 22:57
- - mgm   ეს რუსული მწევარია...   Dec 9 2009, 08:05
- - ჭალიმგელა   Maverick სურათები რუსულ...   Dec 9 2009, 08:52
- - ჭალიმგელა   RE: ბაკხმული(ავღანური მწევარი)   Dec 9 2009, 09:09
- - AlekoN   არსებობს აბორიგენ...   Dec 9 2009, 15:46
- - ლეკი   სურათები შემეშალა ...   Dec 9 2009, 16:47
- - Maverick   წაშლით არ წაიშლება...   Dec 9 2009, 17:43
- - ლეკი   კი კაი აზრია ნამდვ...   Dec 9 2009, 17:48
- - ჩიქო   მწევარი მთაში არ ...   Dec 9 2009, 19:33
- - ლევანა90   თან იმდენად სწრაფ...   Dec 9 2009, 20:44
- - AlekoN   კიდევ ერთხელ ვიმეო...   Dec 10 2009, 11:02
- - ლეკი   მერე ესეც იგივე სუ...   Dec 10 2009, 15:02
|- - AlekoN   QUOTE (ლეკი @ Dec 10 2009, 16:02)...   Dec 11 2009, 18:36
- - BEK_M   მე აბორიგენი უფრო ...   Dec 10 2009, 21:05


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th May 2024 - 13:34