IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

ესე ამბავი პოინტერი 2010-სა, მუნ ბანძასა მყოფისა..., არაკად თქმული
ჩელე
პოსტი Nov 1 2010, 16:58
პოსტი #1


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 14,709
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



... ესე ამბავი ნამდვილია, მასში მონაწილე ყველა პერსონაჟი დღესაც ცოცხალია და არც სახელებია შეცვლილი... მაშ ასე, დავიწყოთ....

... იდგა 30 ოქტომბრის სუსხიანი საღამო, მზე ჩასულიყო. ღრუბლები გამალებით ეკვროდნენ ცას და ხალხი შეციებული და მშიერი, სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდნენ. ბეღურბის ხმაც არსად ისმოდა,. ხეები ქარისგან საკმაოზე ბევრად მეტად ირწეოდნენ. სახლში ვიყავი, ვთოხნავდი. არსად წასვლას არ ვაპირებდი და არც იმას ვფიქრობდი თუ ,,რა გამეფუჭებინა,, უბრალოდ ვიჯექი და ვთოხნავდი. უცებ: ტანა-ნა-ნა, ტანა-ნა-ნაა, ტანა-ნა-ნა-ნაააა..... ჩემი ტელეფონი რეკავს. დავხედე ეკრანს და დიდი ვიტო გამოსახულიყო. ვიფიქრე: რა უნდა უნდოდეს ამ სიცივეში მეთქი და მწვანე ღილაკს თითი დავაჭირე:

-ხოო..
-სად ხარ?...
-სახლში...
-რას აკეთებ?
-ვწელამ, რას უნდა ვაკეთებდე?
-გამომყვები?
-კი
-მაშინ ჩაიცვი და გამოგივლი- და ტელეფონი გამითიშა...

შე დალოცვილო, ის მაინც გეთქვა სად გამოგყვები, ვისთან გამოგყვები, რატომ გამოგყვები, თბილად ჩაცმული გამოგყვები და ფლასტებამოცმული გამოგყვები, იქნებ ბოტი უნდა ჩავიცვა და ისე უნდა გამოგყვე ან იქნებ ანკესი უნდა ავიღო და გამოგყვე ან.... ან.... მაგრამ ვიცოდი, რომ ცუდ ადგილზე არ უნდა გამოგყოლოდი და მაინც თავი დავიზღვია, თბილად ჩავიცვი, დავჯექი და თოხნა გავაგრძელე.

მოვიდა...
ჩავედი...
დაქოქა მანქანა და წავედით...
გავცდით დიდი დიღმის გადასახვევს...
ჩუმად არის...
მეც არ ვიკლავ თავს ლაპარაკით...
მივუახლოვდით ზაგესს...
ისევ დუმს...
მეც არ ვიკლავ თავს ლაპარაკით...
გავცდით მცხეთის ხიდებს...
კვლავ დუმს...

-კაცო, აღარ იტყვი სად მიგყავარ?
-ააა..
-ააა და კონინჯვაააა...
-ბანძაში..
-იქ რაღა მინდა?
-ლეკვი უნდა ჩამოვიყვანო...
-რა ლეკვი?
-სუპერპოინტერი 2010...
-ააა...
-აააა დააა....

მივედით სახლში, 1 ბოთლი ორაყო და 1 ლიტრი ლუდი ჩავიცვით, 3-1 მომიგო დომინოში და დავწექით იმ იმედით, რომ ჩვენი მოგზაურობა კეთილად დასრულდებოდა.

გათენდა, ცეცხილს მზე აენთო, აცურდა ,,პადიოოოომ,, ჩქარაააა- გაჰკიოდა ვიტოს ტელეფონი დილის 6 საათზე. ავდექით 20 წუთის დაგვიანებით, ყავა ჩავცეცხლეთ და გავეშურეთ ბანძისკენ სუპერპოინტერი 2010-ის ჩამოსაყვანად. ძალიან ციოდა, უფრო მეტად ვიდრე გუშინ. ქარი იყო, თან წვიმა მთელი გზა არ გვანებებდა თავს. ქარელში საკმაოდ წვიმდა, ჩაბნელებული იყო იქაურობა ღრუბლების სიმრავლის გამო. ხაშურში რომ შევედით ტყეში თოვლის სითეთრეც კი შევამჩნიე.



შემდეგ იყო სურამი...





შემდეგ სუპერნაზუქების მცხობელ-გამყიდველი....



აი შემდეგ კი დაიწყო რიკოთის მიხვულ-მოხვეული და აღმართ-დაღმართიანი გზა...



მე სხვა რა მეკეთებინა და ექსპერიმენტებს ვატარებდი ჩემი ქენონიუსით....





შემდეგ კი იყო უკვე ზესტაფონი, ფეროს უდიდესი ქალაქი, ზესტაფონი- ქალაქი სადაც დალევ გემრიელ --ლავაცას-- და ქალაქი, სადაც შეგიძლია ასეთი რამ ნახო....






Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- ჩელე   ესე ამბავი პოინტერი 2010-სა, მუნ ბანძასა მყოფისა...   Nov 1 2010, 16:58
- - ჩელე   ჩავედით ქუთაისში, ...   Nov 1 2010, 17:46
- - ჩელე   მოკლედ რომ ვთქვა, ა...   Nov 1 2010, 18:27
- - ჩელე   უცებ გვერდით გავიხ...   Nov 5 2010, 22:27
- - ჩელე   მოკლედ, სანამ ბიჭე...   Nov 5 2010, 23:00
- - ჩელე   ოხ ეს ტრაილერები... ...   Nov 5 2010, 23:30
- - hunter777   ვახ კარგად ვიხალის...   Nov 6 2010, 00:05
- - sabo73   გავჭაღარავდი სანა...   Nov 6 2010, 00:08
- - შალვა   მალადეც! ჩელე--- სუ...   Nov 6 2010, 00:09
- - კუდიგორელი   ჩელე არ დაგეზარა მ...   Nov 6 2010, 00:17
- - ჩელე   hunter777 ეგ კარგია, რომ ...   Nov 6 2010, 00:50
- - ჯეკო   აუ მაგარი იყო რააა...   Nov 6 2010, 00:55
- - Geoჟორჟიკა   ჩელე აუ კაი იყო საღ...   Nov 6 2010, 01:05
- - Davitus   ჩელე აგი ქუთეისია ...   Nov 6 2010, 03:00
- - feroni   RE: ესე ამბავი პოინტერი 2010-სა, მუნ ბანძასა მყოფისა...   Nov 6 2010, 03:01
- - chika   აფერუნ ჩელე მაგარი...   Nov 6 2010, 05:32
- - FISHERMAN   ბრავო ჩელე ბრავო, მ...   Nov 6 2010, 11:12
- - ჩელე   ცოტა ბოლოს გამიბან...   Nov 6 2010, 12:09
- - შოთა.03   რაც კაია კაია!!...   Nov 6 2010, 13:04
- - Bonehill   სუპერ ბუპერ რეპორტ...   Nov 6 2010, 13:38
- - იკო1981   კინოც დაგაიღე ბარე...   Nov 6 2010, 14:42
- - ლევანი   მართლაც კარგი რეპო...   Nov 6 2010, 15:09
- - ბალა   ჩელე მშვენიალური ...   Nov 6 2010, 15:59
- - Bonehill   უკვე მეორეჯერ წავი...   Nov 6 2010, 16:17
- - ლეკი   ჩელე საღოლ ჩელე სუ...   Nov 6 2010, 17:23
- - 919   გემრიელად დაგიწერ...   Nov 6 2010, 17:26
- - ნოსო   მხეცი ხარ ჩელე ჩემ...   Nov 6 2010, 18:28
- - შადი შამოდი   შენ მწერალი ყოფილხ...   Nov 7 2010, 10:18
- - ნუკრიMax   ჩელე ჩემპიონ!!!   Nov 7 2010, 12:41
- - Maverick   სუპერრეპორტი 2010 ვო...   Nov 7 2010, 14:35
- - ზაზა   მართლა ბრავო შენ ძ...   Nov 8 2010, 10:48
- - დემი   საღოლ ჩელე, მაგარი...   Nov 8 2010, 14:27
- - ბესო   მოკლედ ჩელე რულამს...   Nov 9 2010, 18:27
- - გურიკა   გილოცავთ პოინტერე...   Nov 9 2010, 18:52
- - dato01   გაუმარჯოს კარგ ხალ...   Nov 11 2010, 18:40
- - იკა კაპანაძე   ესეც ქალბატონი ფან...   Nov 12 2010, 11:51
- - saba01   ჩელე ძაან მაგარი ლ...   Nov 12 2010, 12:19
- - ჭალიმგელა   ბარემ ახალი სურათი...   Dec 24 2010, 23:06
- - ვიტო   RE: ესე ამბავი პოინტერი 2010-სა, მუნ ბანძასა მყოფისა...   Dec 25 2010, 10:50


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th May 2024 - 16:44