IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

.950 JDJ ჯეიდიჯეი, ყველაზე დიიიიიდი კალიბრი
Davitus
პოსტი Sep 27 2010, 17:50
პოსტი #1


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,406
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



მოკლედ და კონკრეტულად, ეს მცირე შემეცნებითი სტატია ეხება ყველა ამ ფორუმის სტუმრებს, წევრებს და ბოტებსაც, თუ მათ აინტერესებთ... უცნაური PM-ები მომდის, მაგრამ მე რაშუაში ვარ ვერ ვხვდები, რახდგან ადმინი მაწერია და ავატარში გაურკვეველი წარმომავლობის "ბინოკლიანი" თოფიდან ვისვრი, იმას არ ნიშნავს რომ მსგავსი წერილები მომივიდეს:

ციტატა
გაუ, ბრატ, ყველაზე დიდი ტყვია ნიტროა?


ციტატა
მემაინტერესებს ყველაზე მსხვილკალიბრიანი სანადირო იარაღი რომელია, რამცხა ნიტროსემსოტიო, მარა რა ტყვია არიენ ვერ მითხრეს ვერავინ



ციტატა
გამარჯობა, ყველაზე მსხვილი კალიბრი რა არის ბუნებაში, რიტაც ადამიანს იარაღიდან სროლა სეუძლია, თუ გამარკვევთ დიდად დამავალებთ



ისე, ფორუმზეც შევნიშე რომ, ყველაზე დიდ კალიბრად .700 ნიტროექსპრესს მოიხსენიებენ, მართალია ის ყველაზე მსხვილი კალიბრი არ არის, თუმცა გამპოყენების თვალსაზრისით ყველაზე მსხვილკალიბრიანი და ძლიერი ტყვიაა პლანეტაზე... იმიტომ რომ, ამ კალიბრზე უფრო მსხვილის სროლა, ძალიან არაკომფროტულია და პრაკტიკული გამოყენება არანაირად არა აქვს... ამიტომაც ზოგს გონია რომ .700 ნიტროექსპრესი ყველაზე მსხვილი კალიბრია პლანეტაზე... ეს ასე არ არის.

წარმოგიდგენთ სუპერმძიმე წონოსანს, მსოფლიოში ყველაზე დიდი კალიბრის მქონე კანდიდატს: .950 JDJ (ჯეიდიჯეი)




კალიბრის სახელი არის მისივე გამომგონებლის J.D. Jones-ის აბრივიატურები, ჯონსი ჩვენნაირი მონადირე კაცი იყო, და სულ აინტერესებდა დიდი კალიბრები, მის ძირითად ინტერესს წარმოადგენდა ვაზნები რომლებიც რელოუდინგის შედეგად იქმნებოდა.
.950 ჯეიდიჯეი სწორედ რელოუდინგის სედეგად მიირება, ერთიანად არ იწარმოება.

JDJ ვაზნების ხაზით სხვა უფრო დაბალი კალიბრის ვაზნებიც იწარმოება






ამ სურათში (მარცხნიდან მარჯვნივ) არის: .950 JDJ განცალკევებული მასრით და გულარით; მთლიანი .950 JDJ; .50BMG; .577 nitro; .700 JDJ და მისი მეორე ასლი მასრა განცალკევებული გულარით






3,600 გრანიანი (230 გრამი) ტყვიის საწყისი სიჩქარე უდრის 670 მ/წ, ანუ ტყვიას ექნება 52 450 ჯოული ენერგია, შედარებისთვის ჩვენებურების საყვარელ .308 ვინჩესტერის ენერგია ვარირებს 2700–4100 ჯოულს შორის (გააჩნია "ზარიადს") ეს პატარა ენერგია არ არის, მის წარმოსაქმნელად, საშხანა რომლის წონა არის 50 კგ, უკუცემისას გვაძლევს 270 ჯოულ ენერგიას, ეს უკვე იმ მაქსიმალურ ზღვარს უახლოვდება რსაც ადამიანი იტანს უკუცემის დროს...


ახლა ალბათ საინტერესოა, იარაღი რომელიც ამ კალიბრს ისვრის, ძნელი მისახვედრი არ არის რომ ეს იარაღები სერიულად არ გამოდის, მზადდება სპეცშეკვეთით, ამიტომ ნეტში ზალიან მწირი ინფორმაციაა მათ შესახებ








მართალია ნეტში, ამ კალიბრის სროლის ამსახველი ვიდეოები არ მოიპოვება, მაგრამ შეგიძლიათ ნახოთ .700 ნიტროექსპრესის სროლა და დაახლოებიტ მიხვდებით .950 ით როგორი სასროლი იქნება newsmile05.gif



ნიტროექსპრესს ჩვეულებრივ ისვრიან, მაგრამ ამ კალიბრის იარაღით სროლისას, მისი უშუალოდ მხარზე მიბჯენა არ ხდება, რადგან უკუცემა იმდენად ძლიერი აქვს რომ სერიოზული დაზიანება შეიძლება გამოიწვიოს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th May 2024 - 02:36