IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

Auguste Francotte , ოგიუსტ ფრანკოტი
მონადირე
პოსტი Jun 24 2009, 10:49
პოსტი #1


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 691
რეგისტრ.: 10-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



სიტყვამ მოიტანა მეზობელ თემაში და მგონი არ მიწყენთ თუკი ამ ბრწყინვალე იარაღის დამამზადებელს და მის იარაღს მივუძღვნი ცალკე თემას.

აუგუსტ ფრანკოტი არის ერთ-ერთი გამონაკლისი სანადირო იარაღის წარმოების ისტორიაში, რომელმაც შეძლო ლონდონურ გიგანტებს შეჯიბრებოდა და ბოლომდე დაეცვა საკუთარი პრესტიჟი. ფრანკოტმა დადაამტკიცა, რომ ბელგიელებს და შესაბამისად კონტინენტური ევროპის შვილებს შეუძლიათ ამაყად იდგნენ ამ საქმეში ბრიტანელების გვერდით.

მსოფლიო აღიარება ფრანკოტმა XIX საუკუნის ბოლოს მოიპოვა. ამ პერიოდში, სახელოსნომ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იარაღის წარმოების ხარისხზე. მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, იარაღი სერიული წარმოებისთვის იყო განკუთვნილი თუ ინდ.შეკვეთით მზადდებოდა. ფრანკოტის ოსტატები თანაბარი რუდუნებით ამზადებდნენ ყველა ტიპის იარაღს. ამან კი უდიდესი შედეგები გამოიღო ფირმისთვის - ჭრასა და მიტანაში ფრანკოტს მხოლოდ თითებზე ჩამოსათვლელი მეიარაღეები თუ უწევდნენ კონკურენციას!

ფრანკოტის სახლს ხანგრძლივი და საინტერესო ისტორია აქვს - იგი სათავეს ჯერ კიდევ XVIII საუკუნიდან, კერძოდ, 1799 წლიდან იღებს. 1799-1805 წლების პერიოდში ჟოზეფ ფრანკოტმა იარაღის წარმოებით განთქმულ ქალაქ ლიეჟში (ბელგია), წმ. მარტინის გორაკზე ააშენა "პორტატიული იარაღის ფაბრიკა". წარმოება დაიწყო 1805 წელს, ამიტომ ფირმის დაარსების ოფიციალურ თარიღადაც ეს წელია მიჩნეული. თავდაპირველად, არსებული ისტორიული რეალობიდან გამომდინარე (ნაპოლეონის ომები), ჟოზეფ ფრანკოტი სამხედრო იარაღს აწარმოებდა. მხოლოდ XIX საუკუნის 70-იანი წლებიდან დაიწყო გლუვლულიანი სანადირო თოფების დამზადება და სწორედ ამ პერიოდიდან მიიღო ფირმამ დღემდე არსებული სახელი - Auguste Francotte. სახელს - აუგუსტი ამ გვარის მრავალი წარმომადგენელი ატარებდა, შესაბამისად, როდესაც ახსენებენ აუგუსტ ფრანკოტს, თავისთავად გულისხმობენ არა რომელიმე მეიარაღეს, არამედ, თავად სახელოსნოს, ფირმას. უკანასკნელი აუგუსტი (1901-1984) ფრანკოტების საგვარეულოდან, რომელიც ფირმას სათავეში 1944 წელს ჩაუდგა და 1972 წლამდე ეკავა ეს პოზიცია. იგი იყო არა მარტო დიდი მეიარაღე, არამედ უაღრესად განათლებული ადამიანი და სწორედ მისი დიპლომატიური ძალისხმევის წყალობით გადაურჩა ფირმა "დიდი დეპრესიის" პერიოდში არსებულ კრიზისს.

ფრაკოტისთვის დამახასიათებელია ერთი მნიშვნელოვანი რამ: იგი არასოდეს იჩენს ნოვატორობას იარაღის წარმოების განვითარების სფეროში, მაგრამ მისი სტილია სხვათა გამოგონებების დახვეწა იმ დონემდე, რომ დაჩრდილოს თავად გამომგონებელთა სახელი!

XX საუკუნის დასაწყისში ფრანკოტმა დაიწყო შიდაჩახმახიანი სანადირო თოფების წარმოება. ამ წარმოებას I მსოფლიო ომამდე ჰქონდა სერიული სახე. ამ პერიოდში გამოშვებული ფრანკოტის თოფები იყო შემდეგი მახასიათებლებით:

ყალიბი: 12, 16 და 20

წონა: 2,5-დან 3,1 კგ-მდე

საკეტი: ენსონ დილეის+სამმაგი ჩამკეტი: პერდეს ჩარჩო გრინერის ჭანჭიკით.

აღნიშნულ თოფები აღჭურვილნი იყვნენ ეჟექტორებით ან ექსტრაქტორებით.


მაგრამ მთელი ხიბლი იყო ამ თოფების ლულებში, რომელთაც ჰქონდათ მეტად საინტერესო, ე.წ. "ორსაფეხურიანი ჩოკი", რაც ბალისტიკურად იძლეოდა ფანტასტიურ შედეგებს! თუმცა ასეთ გაბურღულობას ჰქონდა ის ნაკლი, რომ ეს თოფები საჭიროებდნენ ნორმალურზე ნაკლები დოზის დენთს და საფანტს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა საფანტის ძლიერ დეფორმაციას და ძლიერ უკუცემას, რაც უარყოფითად აისახებოდა ჭრასა და მიტანაზე. მიუხედავად ამ მცირე ხარვეზისა, სათანადო დოზების დადგენის პირობებში, ამ პერიოდის ფრანკოტს მიტანაში და სროლის სიშორეში, ფაქტიურად კონკურენტი არ ჰყავდა თუ არ ჩავთვლით "ლიეჟის მანუფაქტურა"-ს და შვედურ ფირმას "გუსკვარნა".

სერიული წარმოების თოფების პარარელურად, ამავე პერიოდში, ფრანკოტი აწარმოებდა თოფებს ინდ.შეკვეთით. ეს იყო ძირითადად 12 ყალიბის თოფები, წონით 3,1-3,3 კგ. ლულებისთვის გამოიყენებოდა ჯოზეფ ვიტვორტის განთქმული ინგლისური ფოლადი. (ეს ლევანს დააინტერესებს!)

უკვე XX საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისიდან ფირმამ შეცვალა პოლიტიკა, კერძოდ, შედარებით იაფფასიანი სერიული წარმოებიდან ძვირადღირებულ ინდივიდუალურ წარმოებაზე გადავიდა. ამ პოლიტიკას მიჰყვება ფრანკოტი დღევანდელობამდეც.
თანამდროვე პერიოდში ფრანკოტი ინდ. შეკვეთებით ამზადებს როგორც ხრახნილლულიან ისე გლუვლულიან სანადირო თოფებს, ასევე კარაბინებს.

გლუვლულიანი თოფები მზადდება შემდეგი მახასიათებლებით:

ყალიბი: 12, 16, 20 და 28

ლულის გაბურღულობა და სიგრძე: სხვადასხვანაირი შეკვეთის შესაბამისად

სასხლეტების რაოდენობა: ერთსასხლეტიანი ან ორსასხლეტიანი

ეჟექტორები: შემკვეთის სურვილის მიხედვით

დამცემი მექანიზმი: ძირითადად განლაგებულია დაფებზე

საკეტი: საკეტი დაფებზე ან ენსონ დილეის მოდიფიცირებული საკეტი


არსებობს ფრანკოტის ერთი უნიკალური მოდელი - ბოკფლინტი "სუპერბრიტი" (Superbritte). თოფს სახელწოდება მიენიჭა მისი გამომგონებლის თეოფილე ბრიტის (Theophile Britte) პატივსაცემად.
თოფი დაპატენტებულია 1931 წელს. თოფის თავისებურება იმაშია, რომ მას გააჩნია ვერტიკალური შარნირის ბოლტი, რომლის წყალობითაც თოფის გადახსნის დროს ლულების სავაზნეების გადაწევა ხდება გვერდით, მარჯვნივ.
მას გააჩნია ასევე ყველაზე დაბალი კოლოფი (კალაპოტი) მსოფლიოში ცნობილ ბოკფლინტებს შორის. თოფი აღჭურვილია გამორთვადი ეჟექტორით.
მისი ჩამკეტი მექანიზმი იმგვარადაა შექმნილი რომ უზრუნველყოფს როგორც აბსოლუტურ უსაფრთხოებას, აგრეთვე მექანიზმის ხანგრძლივ სიცოცხლისუნარიანობას.
12 ყალიბის სუპერბრიტი ითვლება ზემსუბუქ სანადირო თოფად.
იგი გამოირჩევა საუკეთესო ბალანსირებით და შემკვეთს თავად შეუძლია მისი დამზადების პროცესში მიიღოს მონაწილეობა, რათა ზედმიწევნით ზუსტად მოერგოს მომავალი რჩეული იარაღი...



"შინაარსი განსაზღვრავს ფორმას" - ასეთია ფრანკოტის დევიზი!


აჰა, თქვენ ფოტოებიც!

ფრანკოტი 20 ყალ.


ფრანკოტი შტუცერი



ფრანკოტი 12 ყალ. "De Luxe"



ესეც ის სახელგანთქმული სუპერბრიტი "Superbritte"



დააკვირდით, რა უცნაურად იხსნება



http://www.littlegun.be/
http://www.hunter.ru

ეს კი თავად თეოფილ ბრიტი!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- მონადირე   Auguste Francotte   Jun 24 2009, 10:49
- - ლევანი   უუუჰჰჰჰ.... მაგარია, ...   Jun 25 2009, 16:51
- - Bonehill   კარგი სტატიაა ყოჩა...   Jun 25 2009, 18:31
- - hunter777   იდეალურად დამუშავ...   Jun 25 2009, 20:22
- - მონადირე   ფოტოებიც დადებული...   Jun 26 2009, 13:30
- - ლევანი   ალბათ ხვალ(ან ზეგ) დ...   Jun 27 2009, 00:14
- - ლევანი   აი ჩემი თოფის სურა...   Jun 30 2009, 18:24
- - მონადირე   ლევანი ლევან, ძალი...   Jul 6 2009, 21:12
- - ლევანი   დიდი მადლობა....   Jul 6 2009, 22:37
- - shuba   ესეც ჩემი Francotte ც...   Jul 9 2009, 18:38
- - hunter777   მმმმმმმმმმაგარი კ...   Jul 9 2009, 19:51
- - ლევანი   ვაა. კიდევ გაიჩითა ...   Jul 9 2009, 22:59
- - shuba   საღოლ, ჯიგრები ხარ...   Jul 10 2009, 15:33
- - Bonehill   shuba მშვენიერი ფრანკ...   Jul 10 2009, 15:54
- - ლევანი   Bonehill მერე გიხაროდენ...   Jul 11 2009, 01:20
- - gela_07   ჯერ კიდევ ახალი და ...   Nov 10 2009, 21:55
- - Bonehill   gela_07 ნომერი, დამღები...   Nov 11 2009, 22:05
- - ლევანი   კარგად ვერ ვარჩევ.....   Nov 12 2009, 01:07
- - gela_07   დიდი მადლობა გამოხ...   Nov 13 2009, 10:55
- - hunter777   ლულები დამასკო ყოფ...   Nov 13 2009, 11:11
- - Bonehill   ავოეეეეეე დამასკა ...   Nov 13 2009, 18:16
|- - gela_07   ციტატა(Bonehill @ Nov 13 2009, 19...   Nov 13 2009, 19:27
- - Bonehill   შემეცოდა თოფი, მძი...   Nov 13 2009, 19:36
|- - gela_07   ციტატა(Bonehill @ Nov 13 2009, 20...   Nov 13 2009, 21:58
- - hunter777   ეუუ! დაუტანჯიათ ფ...   Nov 13 2009, 19:53
- - hunter777   შავი ბოლიანი დენთი...   Nov 13 2009, 23:08
- - ლევანი   ადრე რო იყო...შავი დ...   Nov 14 2009, 00:15
- - gela_07   RE: Auguste Francotte   Nov 14 2009, 01:36
- - mindauger   ხალხოო აბა ამას გა...   Jan 2 2015, 21:52
|- - HUNTER FREDY   ციტატა(mindauger @ Jan 2 2015, 22...   Jan 2 2015, 22:15
- - mindauger   საერთოდ აქ ვნახე ე...   Jan 2 2015, 22:31
- - HUNTER FREDY   ბელგიური თოფია ლიე...   Jan 2 2015, 23:11
- - mindauger   მაიცა მასე უცებ ვე...   Jan 2 2015, 23:27
- - HUNTER FREDY   ისე პერიოდუულად რო...   Jan 3 2015, 11:35


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th May 2024 - 00:18