IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

მოქეიფის კუთხე
ვიტო
პოსტი Oct 24 2010, 16:26
პოსტი #1


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 8,362
რეგისტრ.: 5-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



მოკლედ მანამ ავათ ვარ დას სახლიდან არ გავდივარ ვაგრძელებ საყოფაცხოვრებო სამუშაოებს,
ხოდა ეხლა მინდა შემოგთავაზოთ ჩემი შემდეგი ნიჭიერების მონაპოვარი newsmile05.gif

ამასწინათ ვახსენე რომ ფაცხას ვაკეთებ სადაც უნდა ჩაგაცეცხლოთხოლმეთქო ხოდა ბარემ
განახებთ რა სტადიაშია. ყველაფერი დაიწყო მცხეთობიდან. მაგ დღეს ჩვენ გამგეობას უნდა წარედგინა
თავისი კუთხე რაღაცით ისევე როგორც სხვებს და გადაწყვიტეს მცხეთაში ფაცხის დადგმა მაგ დღისთვის.
მოაკითხეს 2 დღით ადრე მოაკითხეს მამაჩემს დამხმარე ცხენის ძალებისთვის და სადღაც გავიდნენ
თხილის წნელების შესაგროვებლად. ჩამოიტანეს, ააწყეს აქვე ცალცალკე კედლებად, ჩაიტანეს
მცხეთაში, მერე იქეიფეს და მერაპრიაწიეს დამთავრების შემდეგ გადაგდება დაენანათ და წამოიღეს უკან.
უფრო სწორედ მე წამომიღეს, იცოდნენ რომ რაღაცას შევაკოწიწებდი newsmile05.gif

ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა გადავწყვიტე ჩემს "ახოტნიჩი დვორიკში" გამეკეთებინა რაიმე ფანჩატურის
მსგავსი, რომელიც ზაფხულში მზისგან შეგვიფარებდა და თან გლეხურ-მუშურ განწყობას დააყენებდა.

დავიწყე ადგილის შერჩევა და ბოლოს ამ ადგილზე შევჩერდი. როგორც ხედავთ უკანა კედლად ქვის ყორე დარჩება



კი იცით ბევრა სადაც ვჯებოდით ხოლმე ზაფხულობით შუა ადგილზე რაღაც ამოუცნობი და უზარმაზარი
მაგიდის გარშემო, ხოდა ეგ პრობლემაც ხომ უნდა მოგვარებულიყო, თან ეზოში სივრცეც მოიმატებს,
თან ორკანიც იქვე - ქვის ყორის გაგრძელებაზე უნდა გავაკეთო და მოკლედ ყველაფერი ანსამბლში მოვა რა newsmile05.gif

ხოდა რითი დავიწყე, ხო არ დაგავიწყდეთ - აქამდე არც გაკეთებული მქონდა ესეთი რამე და არც ნანახი მქონდა
სადმე თუ როგორ კეთდებოდა ეს ყველაფერი. მაინც შევეჭიდე რა, რა უყო ეხლა newsmile05.gif ჯერ დავიწყე ზედა ტერასიდან.
უკანა მხრიდან დიდი სიმაღლე არ მჭირდებოდა და ვიფიქრე ცოტა ხელს გავავარჯიშებთქო. სავარაუდო დასამატებელი
სიმაღლე მივეცი 50სმ, თან ძირითადი ბოძები ჩავსვი მილებში რომ დროთა განმავლობაში წვიმებმა და
სინესტემ ექლუატაციის ვადაზე არ იმოქმედოს დიდად. დამხმარე ბოძების დაშორებაც დაახლოებით 50სმ ავიღე
და დავიწყე გრეხვა. არც ისეთი რთული არ აღმოჩნა ეს ყველაფერი პატივცემულო პარტიის წევრებო.



ზედა მოვრჩი და გადმოვედი ქვედა ზონაში, აქ დიდი კონცეპტუალური ველოსიპედების მოგონება არ დამჭირვებია newsmile05.gif
საშუალო მანძილი ავიღე კედლიდან მეორე კედლამდე ისეთი - სადაც თავისუფლად ჩაეტევა მაგიდა და სკამები ისე რომ
გასასვლელიც ნორმალური დარჩეს და შეუდექი. შესასვლელი როგორც ეგეთი კიბეებიდანვე გაუკეთე,
ჩემი ჭკუით დინამიკე იქნებათქო, ანუ ჩამოდიხარ და უხვევ 2 მხარეს, ან ფანჩატურშე ტურცავ თავს ან
"ახოტნიჩი ხიჯინაში". თითონ დიზაინი ისეთი გამოდის რომ მხოლოდ 2 კედელი ექნება, ზურგის და წინხედისთვის.
გვერდები ღია იქნება, ჩავთვალე რომ არ იყო საჭირო 3 გვერდის ამოქოლვა, ან კიდევ მხოლოდ შესასვლელი კარის დატოვება,
უბრალოდ არაპრაქტიკული იქნებოდა, აქ კიდევ თავისუფლად გახვალ ორივე მხარე, წყალიც იქვ იქნება.



ამ წუთისთვის ესეთი შესახედაობის არის ეს ყველაფერი. გასაკეთებელი კიდევ ბევრი დამრჩა და
კარგად ვერ ჩამოვყალიბდი რა გაგრძელება უპოვო რასაც მოგვიანებით შევეხები.




რაც ეხება გაგრძელებას, ჩემი საფიქრალი დარჩა გადახურვა, მაქვს 2 ვარიანტი:

1. უნდა გადავხურო ბოლომდე ისე რომ წვიმამ არ ჩამოაღწიოს, რაც პრინციპში მირჩევნია, მაგრამ აქაც წავაწყდი პრობლემებს.
მაქვს კრამიტი, მაგრამ სიმძიმის გამო მეშინია კრამიტის გამოყენება, არამგონია რომ ეგეთ მყარ კონსტრუქციას შევკრავ და
წლებს გაუძლებს(თუმცა ჩემი ნიჭის პატრონს ეგეც შეიძლება გამომივიდეს newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif ) ან კიდევ ცინკით უნდა გადავხურო
რაც ვიზუალურად ძალიან არ მომწონს, თან ზაფხულში მზე რომ დააწვენა და იმის გათვალიწინებით რომ
ფანჩატურს შიგნიდან ნამდვილად არ ავაკრავ "გოპსოკარდონს" სასტიკი სიცხეს დაიჭერს, ანუ რისთვისაც არის იმ დანიშნულებით
ვერ გამოვიყენებ და მთელი შრომა ქყალში ჩაიყრება.

2. და მეორ ვარიანტიც არსებობს რაც ითვალისწინებს უბრალოდ ბოძების დასმას და ზევიდან ტალავერის გადმოშვებას. ეს
ბევრად მარტივი ვარიანტია მაგრამ აქაც მაქვს წინააღმდეგობები, ლითონის მილების გამოყენება ბოძებად ძალიან არ მინდა,
ვიზუალურ მზარეს დაკარგავს და უბრალოდ ხე არ ვიცი რამდენი ხანი გაძლებს, რომ ვიცოდე დაზუსტებით რომ 10
წელი იდგება და მერე გამიხდება შესაპაჩინკებელი მაშინ ეს ვარიანტი მირჩევნია, მაგრამ მასალაში ვარ შეზღუდული,
სავარაუდოდ ბოძებად უნდა გამოვიყენო თხილი, აკაციას ვარჩევდი მაგრამ სადანა ვიშოვო ეხლა ეგ კეთილშობილი ხე ჰა? newsmile05.gif


დაახლოებით ესეთი კარკასი ექნება, ეხლა სრულყოფილად ვერ ვფლობ არქიკადს მარა მიხვდებით ალბათ რაც გამოვა საბოლოოდ newsmile05.gif
კონსულტაციებს გავდივარ და დანარჩენს დროთა განმავლობაში შეგატყობინებთ. ხო, ეს საშინელი ვაშლის ხე და ძველი ნათრევი
მაგიდა მოშორდებიან დედამიწას ერთხელ და სამუდამოდ newsmile05.gif




ეს კიდევ განწყობისთვის, ზედმეტი წნელი დამრჩა და უცბაშად ბაკის ძირი გავაკეთილშობილე, მართალია დამაკლდა მარა
ამ კვირაში მოვიტან კიდევ და ცისტერნამდე ავიყვან თხილის სვანურ კოშკს newsmile035.gif



მთავარია რომ ჩასაცეცხლი ადგილი ნამეტნავად სექსუალი გვექნება, ასე რომ მაგიდის და სკამების გაკეთება ღა დამრჩა newsmile045.gif

პ.ს. ისე ვინმე რამე საინტერესო თუ გიდგათ ეზოში ისეთი რაც ლოთობასთაბ ან ქართულ მამაპაპურ დიზაინთან ასოცირდება,
გინდათ მარანი იყოს, გინდათ რაიმე პატარა მოსაჯდომი კუთხე დაგედოთ ეგება ბიძიებო.....

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- ვიტო   მოქეიფის კუთხე   Oct 24 2010, 16:26
- - ჩელე   ვიტო აი საღოლ, აი მ...   Oct 24 2010, 16:46
- - ვიტო   ჩელე ციტატა(chele @ 24th...   Oct 24 2010, 16:52
- - ჩიქო   ვიტო კაი ჩანაფიქრ...   Oct 24 2010, 16:54
- - ვიტო   ჩიქო ციტატა(giorgi chiqobava ...   Oct 24 2010, 16:57
- - ჩიქო   ვიტო მოვიძიებ აუც...   Oct 24 2010, 16:59
- - ჩიქო   სტრანნო, არსად არ ...   Oct 24 2010, 17:32
- - ჩელე   მე რამდენადაც ვიცი...   Oct 24 2010, 17:45
- - ნუკრიMax   მაგარია ძაან, აბა მ...   Oct 24 2010, 17:48
- - ჩიქო   ჩელე ლოგიკურად ეგ...   Oct 24 2010, 18:06
- - ჩელე   ჩიქო ციტატაუფრო ლ...   Oct 24 2010, 18:16
- - ჩიქო   ჩელე ისლის მოძიებ...   Oct 24 2010, 18:19
- - შოთა.03   ჩიქო ციტატა(giorgi chiqobava ...   Oct 24 2010, 18:36
- - ჩიქო   შოთა.03 осока   Oct 24 2010, 18:48
- - ვიტო   არა კაცო, ეგრე მარტ...   Oct 24 2010, 19:18
- - ჩიქო   ვიტო ეგ თაღლაურას ...   Oct 24 2010, 19:20
- - ვიტო   ჩიქო ხოდა ეტყობა ა...   Oct 24 2010, 19:21
- - ჩიქო   მერეე არ არიან ვი...   Oct 24 2010, 19:22
- - ვიტო   ჩიქო იქნებიან, ელი...   Oct 24 2010, 19:29
- - ჩიქო   ვიტო ელიავაზეე ხვ...   Oct 24 2010, 19:31
- - sabo73   ციტატა(ვიტო @ Oct 24 2010...   Oct 24 2010, 19:40
- - ჯეკო   ვიტო მშვენიერი საქ...   Oct 24 2010, 19:49
- - ჩიქო   ჯეკო აბაა მხატვარ ...   Oct 24 2010, 19:53
- - sabo73   ა , და ნახეთ, ჩემს და ...   Oct 24 2010, 19:57
- - ღლიღვა   ციტატა(vito @ 24th October 2010 ...   Oct 24 2010, 20:04
- - ვიტო   sabo73 საკაიფოა, გვერდ...   Oct 24 2010, 20:04
|- - sabo73   ციტატა(ვიტო @ Oct 24 2010...   Oct 24 2010, 20:30
- - ღლიღვა   ესაც მამპაპური მთა...   Oct 24 2010, 20:07
- - გურიკა   ძალიან მაგარი საქე...   Oct 24 2010, 20:45
- - ლეკი   ვიტო მაგარია ვიტო...   Oct 24 2010, 21:47
- - ჯეკო   ვიტო ჩიქომ დამირეკ...   Oct 25 2010, 11:23
- - ვიტო   ჯეკო ვა, კარგია, და ...   Oct 25 2010, 12:25
- - ჯეკო   ვიტო ხო ალბათ როდა...   Oct 25 2010, 12:42
- - ჩიქო   ვიტო ესეიგიი რაა ...   Oct 25 2010, 17:37
- - ვიტო   ჩიქო ციტატა(giorgi chiqobava ...   Oct 25 2010, 18:15
- - ჩიქო   ვიტო არაააა ეგ აბ...   Oct 25 2010, 18:23
- - ვიტო   ჩიქო ელიავაზე არ ი...   Oct 25 2010, 18:44
- - ჩიქო   ვიტო ელიავაზეე მი...   Oct 25 2010, 18:57
- - ლევანი   ციტატა(vito @ 25th October 2010 ...   Oct 25 2010, 23:10
- - დემი   ვიტო გენაცვალე ჯი...   Oct 26 2010, 09:57
- - ლევანი   ციტატა(demiko @ 26th October 2010...   Oct 26 2010, 12:41
- - ვიტო   ლევანი კრამიტის შ...   Oct 26 2010, 16:50
- - ჰერცოგი997   და პლასტიკატის ფილ...   Oct 26 2010, 18:05
- - ლევანი   ჰერცოგი997 მართალია...   Oct 27 2010, 00:07
|- - sabo73   ციტატა(ლევანი @ Oct 2...   Oct 27 2010, 00:42
- - ჩელე   ვიტო ბიჯოოო, ადამი...   Oct 27 2010, 02:13
- - Maverick   მე მომწონს ჰერცოგი...   Oct 27 2010, 08:48
|- - sabo73   ციტატა(Maverick @ Oct 27 2010, 09...   Oct 27 2010, 12:37
- - ჯეკო   Maverick +100000000 ეგრეა რააა ...   Oct 27 2010, 08:54
- - ჩიქო   ჩელე ქარიან ამინდ...   Oct 27 2010, 12:20
- - ვიტო   ჩელე ციტატა(chele @ 27th...   Oct 27 2010, 20:34
- - ღლიღვა   ეს თემა რატომ გაჩე...   Nov 4 2010, 19:58
- - ვიტო   ღლიღვა არა კაცო, რა...   Nov 4 2010, 22:09
- - ღლიღვა   ვიტო აი ნეხლა ნათე...   Nov 5 2010, 10:42
- - Ellimyst   და ხავსი მოედო თემ...   Mar 13 2015, 13:08
- - kajuberi   თან მაგრად   Mar 13 2015, 13:11
- - Ellimyst   ამ თემასთან დაკავშ...   Mar 13 2015, 17:53


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd May 2024 - 16:26