IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

მეორე კლუბთაშორისი შეჯიბრი სპორტინგში, ''ოჩოპინტრეს თასი- 2014''
ჩელე
პოსტი Jul 13 2014, 18:27
პოსტი #1


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 14,709
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



მოგესალმებით მეგობრებო.

როგორც იცით, 13 ივლისს, მონადირეთა და მეთევზეთა კლუბმა ''ოჩოპინტრე'' უკვე მეორედ ჩაატარა კლუბთაშორისი შეჯიბრი სპორტინგში- ''ოჩოპინტრეს თასი-2014''. შეჯიბრმა საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია როგორც მონაწილეების, ასევე დამსწრე საზოგადოების მხრიდან.

შეჯიბრში მონაწილეობა მიიღო ექვსმა კლუბმა. ესენია:

1. ჩუბინი
2. აირგანი
3. ლეგიონი
4. ექსტრიმ ფედერაცია
5. ბაზიერი
6. ოჩოპინტრე


გუნდში წარმოდგენილი იყო 3-3 მონაწილე. სულ გახლდათ 4 პოზიცია:

პირველი პოზიცია: 5 გასროლა (კლასიკური ხოხობი)
მეორე პოზიცია: 5 გასროლა დუპლი (ვალდშნეპი) (ჯამში 10 გასროლა)
მესამე პოზიცია: 10 გასროლა (კაკაბი)
მეოთხე პოზიცია 5 გასროლა დუპლი (5 გასროლა რებითი, 5 გასროლა ველური ხოხობი)

შეჯიბრს სჯიდნენ საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები: ავთო ანდღულაძე და შოთა თავაძე.

ამინდი გახლდათ მზიანი და ოდნავ ქარიანი. newsmile05.gif

კენჭისყრა ჩატარდა 8:30

შეჯიბრი დაიწყო 9:00

დასრულდა 16:30

როგორც უკვე მოგახსენეთ, ამინდი იყო მზიანი და ოდნავ ქარიანი. თუმცა ხანდახან ძლიერადაც წამოუბერავდა. მიუხედავად ამისა, ჩვენი სპორტცმენები არ შეუშინდნენ ქარს და სიცხეს და მედგრად იდგნენ და ესროდნენ წარმოსახვით ხოხობს, ვალდშნეპს, კაკაბს თუ კურდღელს.
შეჯიბრმა მშვიდ და მეგობრულ გარემოში ჩაიარა. იყო სიწყნარე რაც მონაწილისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მსაჯები იყვნენ მკაცრი და სამართლიანები. საკმაოდ დაძაბული ბრძოლა იყო. იყო გამართლებებიც და იყო იმედგაცრუებებიც, მაგრამ რას ვიზამთ? ეს ხომ სპორტია.

რაც შეეხება გამრჯვებულებს:

პირველი ადგილი 73 ქულით მოიპოვა კლუბმა ''ჩუბინი''
მეორე ადგილი 72 ქულით მოიპოვა კლუბმა ''ლეგიონი''
მესამე ადგილი 70 ქულით მოიპოვა კლუბმა ''ბაზიერი''

რაც შეეხება საუკეთესო ექვსეულს ქულები ასე გადანაწილდა:



1. ჩუგუაშვილი ლევან- ლეგიონი გადასროლამდე: 31 გადასროლის შემდეგ: 38
2. რუსიშვილი სიმონი- ბაზიერი გადასროლამდე: 27 გადასროლის შემდეგ: 37
3. ვარდოსანიძე გიორგი- ოჩოპინტრე გადასროლამდე: 26 გადასროლის შემდეგ: 36
4. ჩუგუაშვილი ნიკო- ლეგიონი გადასროლამდე: 25 გადასროლის შემდეგ: 33
5. ეზიეშვილი ზურა- ჩუბინი გადასროლამდე: 27 გადასროლის შემდეგ: 32
6. კაპანაძე დავით- ბაზიერი გადასროლამდე: 25 გადასროლის შემდეგ: 31



დიდი მადლობა ყველას ვინც მიიღეთ მონაწილეობა ამ შეჯიბრში.
დიდი მადლობა დამსწრე საზოგადოებას.
დიდი მადლობა მსაჯებს ერთგულად ჩვენს გვერდით ყოფნის გამო.
დიდი მადლობა ბატონ შოთას და კლუბს ''აირგანი'' რომ გვათხოვეთ თქვენი კუთვნილი სასროლი მანქანები და არა მარტო.
დიდი მადლობა ორგანიზატორებს ასეთი ლამაზი დღისთვის. ჩემთვის ეს სპორტი დღითიდღე მიმზიდველი და აზარტული ხდება.

დიდი მადლობა ჩვენს სპონსორებს: მაგნუმს და გლობალ არმს-ს
და რა თქმა უნდა დიდი მადლობა რუსთავი 2-ს. იმედი მაქვს კარგი სიუჟეტი იქნება უკვე ხვალ 3 საათიან კურიერში.

იმედი მაქვს მომავალ წელს კვლავ შევხვდებით რინგზე და კვლავ ვისიამოვნებთ საუკეთესო ნასროლების ყურებით.

პ.ს. თუ რამე გამომრჩა მომიტევეთ და თქვენ ჩაამატეთ.



ეს კი ფოტო მასალა მათთვის ვინც იქ არ ყოფილა და ისტორიისთვის. თქვენც თუ რამე მასალა მოგეპოვებათ, გთხოვთ აგვიტვირთოთ და გაგვიზიაროთ.

პატივისცემით: მე.....

მცირე ინსტრუქტაჟი და პირველი პოზიცია.























хостинг картинок
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- ჩელე   მეორე კლუბთაშორისი შეჯიბრი სპორტინგში   Jul 13 2014, 18:27
- - chezitto   ჰოდა, კაი გამარჯობ...   Jul 13 2014, 18:28
- - ჩელე   фото хостинг   Jul 13 2014, 18:28
- - chezitto   ისე კი გიყურებთ მთ...   Jul 13 2014, 18:29
- - ჩელე   хостинг изображений gif   Jul 13 2014, 18:31
- - chezitto   ეხლა გაცინოთ რაა. ა...   Jul 13 2014, 18:34
- - ჩელე   გადავედით მეორე და...   Jul 13 2014, 18:34
- - chezitto   ჰოდა ხომ მოვდივარ ...   Jul 13 2014, 18:37
- - ჩელე   image uploader   Jul 13 2014, 18:37
- - თაზო   არა რა, ოხერა ხარ რა...   Jul 13 2014, 18:38
- - chezitto   ჰოდა მესმის ეს ხმა...   Jul 13 2014, 18:39
- - ჩელე   image share   Jul 13 2014, 18:39
- - chezitto   მოიცა გითხრა რაა.... ...   Jul 13 2014, 18:43
- - ჩელე   მორჩა მეორე პოზიცი...   Jul 13 2014, 18:45
- - chezitto   ჰოდა ბიჭო მივიხედე...   Jul 13 2014, 18:47
- - ჩელე   ეს უკვე მესამე პოზ...   Jul 13 2014, 18:49
- - chezitto   ჰოდა ხომ მივიხედე, ...   Jul 13 2014, 18:50
- - ჩელე   image share   Jul 13 2014, 18:53
- - chezitto   ჰოდა ბიჭო უცებ რაა...   Jul 13 2014, 18:53
- - ჩელე   RE: მეორე კლუბთაშორისი შეჯიბრი სპორტინგში   Jul 13 2014, 18:56
- - chezitto   სტოლბას დავეჯახე თ...   Jul 13 2014, 18:56
- - ლეონ-ბლექი   ბრავისიმო... ვულოცა...   Jul 13 2014, 18:57
- - ჩელე   фотохостинг   Jul 13 2014, 18:59
- - chezitto   ჰოდა ეხლა გელაპარა...   Jul 13 2014, 19:00
- - ჩელე   залить картинку на форум   Jul 13 2014, 19:04
- - chezitto   არა და ჩემთვის მივ...   Jul 13 2014, 19:06
- - ჩელე   და ბოლო და ყველაზე ...   Jul 13 2014, 19:09
- - chezitto   შენ ის იცი: სტადიონ...   Jul 13 2014, 19:10
- - ჩელე   хостинг фото   Jul 13 2014, 19:10
- - chezitto   ეგ არის რაა პრინცი...   Jul 13 2014, 19:14
- - ჩელე   хостинг фотографий   Jul 13 2014, 19:14
- - chezitto   ვაახ ეს კოპი მაგრა...   Jul 13 2014, 19:17
- - ჩელე   куда залить картинку   Jul 13 2014, 19:18
- - ჩელე   ასე დასრულდა ესე ა...   Jul 13 2014, 19:22
- - chezitto   წავედი, წავედი ეხლ...   Jul 13 2014, 19:24
- - ჩელე   C:\Users\Sandro\Desktop\SPORTI...   Jul 13 2014, 19:25
- - თაზო   მადლობა მინდა ვუთხ...   Jul 13 2014, 19:39
- - ზახარა   ვულოცავ გამარჯვებ...   Jul 13 2014, 20:13
- - ჰერცოგი   ყველა გამარჯვებულ...   Jul 13 2014, 20:18
- - თემო.   კარგი იყოოო!!! ...   Jul 13 2014, 20:33
- - ჩელე   ხოოო სულ დამავიწყდ...   Jul 13 2014, 20:37
- - საბო   გამარჯვებულებო ყო...   Jul 13 2014, 21:08
- - ჭალიმგელა   მე რაკი ხმა არ ამომ...   Jul 13 2014, 21:12
- - nikadzia1   გამარჯობა გილოცავ...   Jul 14 2014, 02:22
- - HUNTER FREDY   ვულოცავ გამარჯვებ...   Jul 14 2014, 08:53
- - ჩელე   ჭალიმგელა ციტატა(Ch...   Jul 14 2014, 08:58
- - kajuberi   ვულოცავ გამარჯვებ...   Jul 14 2014, 09:21
- - ძამა   მართლაც მაგარი ორგ...   Jul 14 2014, 13:44
- - კუთხა   ვულოცავ რაღათქმაუ...   Jul 14 2014, 13:48
- - assassin29   ვულოცავ გამარჯვებ...   Jul 14 2014, 16:22
- - შალვა   კარგი ორგანიზატორ...   Jul 14 2014, 16:37
- - Gugash   მოგესამებით... ორგა...   Jul 14 2014, 16:46
- - T A M P L I E R   http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=rustavi2 1...   Jul 14 2014, 17:42
- - ჭალიმგელა   პირველ ადგილზე ჯეი...   Jul 14 2014, 18:33
|- - Lasha_Lasha   ყოჩაღ, ყოჩაღ , მართლ...   Jul 14 2014, 18:52
- - feroni   გამარჯვებულებს გი...   Jul 14 2014, 20:58
- - shalva-zimin   ვულოცავ მონაწილეე...   Jul 14 2014, 21:46
- - darcho   ვულოცავ კლუბს წარმ...   Jul 14 2014, 22:46
- - ჩელე   დიდი მადლობა ორგან...   Jul 14 2014, 23:00
- - samo   გამარჯვებულებსკი...   Jul 14 2014, 23:16
- - კალვერა   გამარჯვებულებს და ...   Jul 14 2014, 23:24
- - Rey -   გილოცავთ გამარჯვე...   Jul 15 2014, 10:17
- - ბაბუ   გამარჯვებულს და პრ...   Jul 15 2014, 10:20
- - Fishman   პირველ პოსტში ჩაემ...   Jul 17 2014, 00:09


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th May 2024 - 01:09