IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

Bone
პოსტი Jan 15 2010, 16:54
პოსტი #1


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi





კრიგჰოფი გერმანული საიარაღო ფირმაა, რომელიც დასავლეთ გერმანიის ქალაქ ულმში მდებარეობს. პოპულარული კომპანიის ფართე იარაღის ჩამონათვალში ასევე შედის სპორტული K- 80. (შემოკლებით Krieghoff)
თავიდანვე უნდა ითქვას რომ K 80 არაა წმინდა გერმანული შედევრი. საოცარია მაგრამ კრინგჰოფში ნახაზები აშშ დან მოხვდა.
ბევრს გაუჩნდება კითხვა რა გაუჭირდათ გერმანელებს ისეთი რომ თოფის ნახაზები ამერიკელებისგან მიეღოთ ?....არც არაფერი...

უდიდესი მეიარაღის ჯონ ბრაუნინგის ბ25 -ის ბაზაზე 50წლების ბოლოს შეიქმნა ბრაუნინგ ''სუპერპოუზდი'' მის მიხედვით კი რემინგტონ 32 რემინგტონის ქარხანაში.



rem 32 დიდი პოპულარობით სარგებლობდა მსროლელებში თუმცა გარკვეული მიზეზების გამო მისი წარმოება შეწყდა.
ამ მბის შემდეგ ამერიკელმა ენთუზიასტებმა გადაწყვიტეს ეს მშვენიერი მოდელი გაეცოცხლებინათ, ამისათვის ნახაზების მთელი დასტით ჩავიდნენ კრიგჰოფის ქარხანაში და ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ გადაწყდა K 32 ის წარმოება. იმთავითვე გათვლილი სპორტული სროლისთვის.



მოგვიანებით 1980 წლებში K32 შეიცვალა მოდერნიზებული K80 -ით.

ესაა ბრაუნინგისეული ჩაკეტვის სიტემაზე დამზადებული , ორიგინალური მოდერნიზებული ჩამკეტი სისტემა.
კალაპოტის სიგრძე ყველა არსებული სისტემებზე გრძელია ! ლულები მთელი 12 სანტიმეტრით (სახაზინოდან ) მოთავსებულია კალაპოტში.
ლულები გვერდითი შვერილებით ეკიდება კალაპოტს


ლულებისა და კალაპოტის შეერთების ზედაპირი მაშტაბურია ...





ახალ მოდელზე მთელი ბუმი გაჩნდა ამერიკელებს შორის , კრიგჰოფის სიმტკიცისა და გამძლეობის დამსახურებით...
მისი წარმოებაში ჩაშვებიდან დღემდე ცვლიან და ხვეწავენ მის სახეს. თოფის უნივერსალურობა კი მაინც უმთავრესი აღმოჩნდა მისი არნახული პოპულარობისთვის.
K 80 ზე შესაძლებელია პრაქტიკულად ყველანაირი ტიუნინგი... ასე მაგალითად:
12 კალიბრის თოფი სულ რამდენიმე წუთში შეიძლება გადაიქცეს 410 კალიბრად ! 170სმ-ი სიმაღლის მსროლელის პარამეტრებზე დამზადებული თოფი , რამდენიმე წუთში შეიძლება აბსოლუტურად კომფორტული და ზედგამოჭრილი გახდეს 2 00 სმ სიმაღლის მსროლელისთვის და ა. შ .



იგივე, უნივერსალური კონდახი ხეში შესრულებით



მართალია კრიგჰოფის თოფები დანიშნულების მიხედვით , ლულების პარამეტრებით და კონდახის გეომეტრიით განსხვავდებიან ერთმანეთისგნა , მაგრამ მათ ყველას ერთი გამაერთიანებელი ნიშანი აქვთ ...... ესაა ორიგინალური კალაპოტი და ლულების შეერთენბის სისტემა .

ლულებს კომპანია მკაცრად არ ადუღებს ერთმანეთზე , არამედ სპეციალური სარტყელების გამოყენებით აერთებს ერთმანეთთან,





თოფი აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის მობილჩოკებით



უცნაიურად ჭარბი პერფორაცია - შემკვეთის მორიგი კაპრიზის დაკმაყოფილებაა



კრიგჰოფი თავის მომხმარებელს სთავაზობს გერმანულ სერვისს , სურვილის შემთხვევაში მყიდველს შეუძლია შეიძინოს ნებისმიერი კალიბრის ჩასახრახნი ლულა !
სპორტული თოფების რემონტის საკითხი კომპანიამ მარტივად მოაგვარა, თოფის ნაწილები ურთიერთცვლადია . მართალია თოფი მაღალკვალიფიციური ხელოსნების მეშვეობით ეწყობა მაგრამ, დეტალები სერიული დამზადებისაა 100% -ი იდენტურობით.

მსოფლიოში კრიგჰოფი მეტნაკლებად პოპულარული სპორტული თოფია . ამერიკაში კი ფაქტიურად ფავორიტი იარაღი . K-80 პირველ რემონტამდე ორ ასეულ ათას გასროლას ასწრებს ! ! !

კ 80ნებისმიერი სპორტული დისციპლინისთვის კეთდება .
საკონდახე მასალა ნემისმიერი გრადაციის შეიძლება იყოს.
ასევეა თოფის გრავირება ....

1970 წლების მეორე ნახევარში, კრიგჰოფმა მოდელ K32 ზე გამოიყენა მაშინდელი ჰაი-ტეკი , ლულის გაფართოება (раструб)
(ასევე პერაცი მოდელ "მირაჟში" იყენებდა ამ ტექნოლოგიას იმ წლებში )

ამდენი დადებითი მხარე და ერთი მნიშნვნელოვანი ნაკლი მაინც გააჩნია K 80 -ს ესაა მისი ფასი . ერთი ყველაზე უბრალო და უღარიბესი გაფორმების კრიგჰოფი ღირს 2 სპორტული ბერეტას ფასი . მინიმალური ფასი იწყება დაახლოებით 7 000 $ დან . რიგითი სპორცმენებისთვის რათქმაუნდა მარტივად ხელმისაწვდომი არაა ....
რაც მთავარია თოფი დამზადებულია გერმანიაში ტრადიციული მაღალი ხარისხისა და ტექნოლოგიების გამოყენებით
K 80 ბაზაზე კეთდება განუმეორებელი, ზღაპრული გაფორმები სანადირო თოფები.



შედის ყველა დროის ყველაზე რეიტინგული სპორტული თოფების ჩამონათვალში !


Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th May 2024 - 11:29