IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

ნადირობის სეზონი - 2010, შეჯიბრების წესები
ვიტო
პოსტი Aug 4 2010, 16:23
პოსტი #1


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 8,362
რეგისტრ.: 5-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



სეზონის გახსნა

‘’სეზონის გახსნა’’- ჯიშიანი მეძებრების ძაღლებისა და მათი მფლობელების შეჯიბრი მწყერზე ნადირობაში - გახლავთ სანადირო სეზონის გახსნისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავს სუფთა სისხლის მეძებრებით ფრინველზე მართებული ნადირობის პოპულარიზაციას, კულტურული სამონადირეო ტრადიციებისა და მონადირული ეთიკის პროპაგანდას. ასევე სანადირო მეძაღლეობის განვითარების ხელშწყობას საქართველოში.

შეჯიბრებას-‘’სეზონის გახსნა 2010’’ ატარებს მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი ’’ოჩოპინტრე’’ - ‘’სანადირო მეძაღლეობისა და ძაღლით ნადირობის მოყვარულთა საზოგადოების’’დახმარებით

შეჯიბრება ტარდება გადამფრენ ფრინველებზე სანადირო სეზონის გახსნის წინა დღეს, გარემოს დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით და მათი ნებართვით.

შეჯიბრებაში მონაწილეობენ ჯიშიანი (საგვარეულო საბუთების მქონე) როგორც კუნძულელები ასევე კონტინენტალები (10 თვიდან 10 წლამდე ასაკის). ასპარეზობის მონაწილე მონადირეებს აუცილებლად უნდა ქონდეთ გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის ლიცენზია და სანადირო თოფის ტარების ნებართვა

შეჯიბრებას მსაჯობენ ექსპერტთა ბრიგადა ან ბრიგადები -ორ-ორი მსაჯის შემადგენლობით.

შეჯიბრი ’’სეზონის გახსნა 2010’’ - წესები მარტივია:

თითოეულ მონაწილე წყვილს(მონადირე და მისი მეძებარი)საასპარეზოდ ეძლევა 20 წუთი და 10 ვაზნა. სროლა მოხდება მხოლოდ ძაღლის მიერ დამუშავებულ და ნაბულით ამოყვანილ ფრინველზე.

პირველი სროლით მოპოვებულისათვის ენიჭება 20 ქულა

მეორე სროლით მოპოვებულისათვის ენიჭება 10 ქულა

ფასდება ასევე ძაღლის მიერ მოპოვებული ფრინველის პოვნა და აპორტირება:

ა) პოვნა, აპორტირება, ხელში მიწოდება +5 ქულა;

ბ)პოვნა, აპორტირება, ძირს დაგდება + 4 ქულა;

გ) პოვნა, აპორტირება, ოღონდ ძაღლი ფრინველს კბილებს ზედმეტად უჭერს +3 ქულა;

დ) პოვნა, ადგილზე დარჩენა და პირით დაჭერა+2 ქულა;

ე) მოპოვებული ფრინველის ადგილმდებარეობის ხელმეორედ ნაბულით დაფიქსირება, აპორტირების გარეშე +1 ქულა;

ვ) ძაღლი მოპოვებულ ფრინველს საგრძნობლად აზიანებს(ღეჭავს) - იხსნება შეჯიბრებიდან

ძაღლის მიერ კვალზე მუშაობით, აგრეთვე შეფეთებული, ძაღლის მიერ ახლოს მიწევით უნაბულოდ ფრინველის მოპოვება ფასდება 5 ქულით.

ფეხში ამოფრენილ და/ან ძაღლის მუშაობის არეალის მიღმა ’’თავისით’’ ამოფრენილ ფრინველზე სროლა დაუშვებელია:

პირველ შემთხვევაზე მონაწილეს აკლდება 5 ქულა, პრეცენდენტის განმეორებისას მონაწილე იხსნება შეჯიბრებიდან.

შეჯიბრებიდან მონაწილე იხსნება, მეძებრის მიერ 3 ცრუ ნაბულის შემთხვევაშიც და თითოეულ ცრუ ნაბულზე მონაწილეს აკლდება 5 ქულა.

თუ ძაღლი გასროლამდე გაეკიდა ამოფრენილ ფრინველს ასევე დაუშვებელია ამ ფრინველის მოპოვება და მოასპარეზე წყვილს აკლდება 5 ქულა. პრეცედენტის განმეორების შემთხვევაში მონაწილე წყვილი იხსნება შეჯიბრებიდან

წესების მიხედვით მოასპარეზე წყვილის გამოსვლა მთავრდება:

ა) დროის ლიმიტის (20 წუთი) ამოწურვისთანავე(თუ ძაღლი ნაბულზე დგას, მოასპარეზეს ეძლევა ბოლო შანსი);

ბ) ათივე ვაზნის გახარჯვის შემთხვევაში;

გ) მოასპარეზის მოთხოვნით

[/size]შეჯიბრების მონაწილეები დაჯილდოვდებიან დიპლომებით და ფასიანი საჩუქრებით:

1 ხარისხის დიპლომი - 130 ქულა და მეტი

2 ხარისხის დიპლომი - 100 -129 ქულა

3 ხარისხის დიპლომი - 70-99 ქულა

გამარჯვებულად ცხადდება ყველაზე მეტქულიანი წყვილი

ჩემპიონად ცხადდება წყვილი რომელმაც ყველაზე მეტი ქულა დააგროვა და თან I ხარისხის დიპლომი აიღო



თანაბარი ქულების შემთვევაში უპირატესობა ენიჭება წყვილსს, რომელმაც:

1) ყველაზე ნაკლები საჯარიმო ქულები დააგროვა;

2) ყველაზე ნაკლები დრო მოანდომა ასპარეზობას;

3) ყველაზე მეტი ფრინველი მოიპოვა



შადიმან შამანაძე

14/07/2010


პ.ს. ეს იქნება პირველი კომპლექსური ჩემპიონატი საქართველოში, ამიტომ ამ შემთხვევისთვის დაიშვა პრეცენდენტი და
მონაწილეობას შეძლებენ ე.წ. უსაბუთო ძაღლებიც, თუმცა ეს მოხდება მხოლოდ ერთჯერადად, მომავალი წლიდან
დაშვებულები იქნებიან მხოლოდ საგვარეულო ნუსხის მქონე ძაღლები..........

პ.პ.ს. ამ ჩემპიონატში მონაწილეობის მიღებას შეძლებენ მხოლოდ კლუბის წევრები...






Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- ვიტო   ნადირობის სეზონი - 2010   Aug 4 2010, 16:23
- - Maverick   აღნიშნულ თემსთან დ...   Aug 4 2010, 19:40
- - ზაზა   ამის მსგავსი რაიმე...   Aug 4 2010, 20:47
- - Giorgi_M   სად ტარდება შეჯიბრ...   Aug 4 2010, 21:56
|- - Maverick   ციტატა(Giorgi_M @ Aug 4 2010, 22...   Aug 5 2010, 09:44
- - თენგო   Maverick ციტატა(Nikolo @ 5th Aug...   Aug 5 2010, 10:45
- - ზაზა   მეც გეთანხმებით,თე...   Aug 5 2010, 11:23
- - შალვა   ციტატა(Nikolo @ 5th August 2010 ...   Aug 5 2010, 12:09
- - Maverick   შალვა აბა რაა, ღონი...   Aug 5 2010, 12:30
- - თენგო   Maverick ციტატა(Nikolo @ 5th Aug...   Aug 5 2010, 12:50
- - ზაზა   სწორედ ამ ღვინისძი...   Aug 5 2010, 12:57
- - თენგო   Maverick ზაზა რაღაც აქტ...   Aug 6 2010, 09:40
- - Maverick   ვიქრობენ   Aug 6 2010, 09:49
|- - Giorgi_M   ციტატა(Maverick @ Aug 6 2010, 10...   Aug 6 2010, 23:08
- - დემი   RE: ნადირობის სეზონი - 2010   Aug 6 2010, 10:16
- - GIGO   ძაღლის მიერ კვალზე...   Aug 6 2010, 18:45
|- - ზაზა   ციტატა(GIGO @ Aug 6 2010, 19...   Aug 6 2010, 20:06
|- - AlekoN   ზაზა ციტატა(ზაზა ...   Aug 8 2010, 13:32
- - თენგო   GIGO გეთანხმები. შეჯი...   Aug 6 2010, 19:35
- - Bonehill   Giorgi_M ბნ. შადიმანმა მ...   Aug 7 2010, 19:20
- - AlekoN   ციტატა(ვიტო @ Aug 4 2010,...   Aug 8 2010, 13:54
- - AlekoN   ციტატა(ვიტო @ Aug 4 2010,...   Aug 8 2010, 15:40
- - Davitus   AlekoN სავსებით ლოგიკ...   Aug 8 2010, 16:56
- - ზაზა   ALEKO_N მეც გეთანხმები,...   Aug 8 2010, 17:01
- - sabo73   AlekoN აბსოლიტურად გე...   Aug 8 2010, 19:59
- - AlekoN   მოგესალმებით ყველ...   Aug 8 2010, 21:01
- - თენგო   .იქნებ ერთი შევიკრ...   Aug 9 2010, 09:10
- - Maverick   თენგო რაიმეს თქმა ...   Aug 9 2010, 09:16
- - თენგო   Maverick მე მგონი გავჭე...   Aug 9 2010, 09:17
- - hunter777   ერთი გამარკვიეთ ჩე...   Aug 9 2010, 09:30
- - ვიტო   hunter777 მგონი პრობლემ...   Aug 9 2010, 11:02
|- - AlekoN   ვიტო ციტატა(ვიტო ...   Aug 10 2010, 13:06
- - თენგო   ვიტო ყველა ძაღლი შ...   Aug 9 2010, 11:27
- - Maverick   თენგო   Aug 9 2010, 11:35
- - ვიტო   ის კაცი რუსთავიდან...   Aug 9 2010, 12:08
- - თენგო   ვიტო ციტატა(vito @ 9th A...   Aug 9 2010, 13:06
- - თენგო   ჰა ,რა ხდება! ეგეთ...   Aug 10 2010, 09:57
|- - ზაზა   ციტატა(თენგო @ Aug 10 ...   Aug 10 2010, 10:28
- - გოგა   ციტატა(qarqashadze @ 10th August ...   Aug 10 2010, 10:10
- - beberi iagi     ძალიან მაგარ რაგა...   Aug 10 2010, 10:26
- - ვიტო   თენგო რათა რა 5 პრე...   Aug 10 2010, 12:44
- - იკო1981   სეზონი უნდა გავხსნ...   Aug 10 2010, 12:47
- - ვიტო   AlekoN არ ვიცი, მავერიკ...   Aug 10 2010, 13:09
|- - Giorgi_M   ციტატა(ვიტო @ Aug 10 2010...   Aug 10 2010, 14:43
- - Maverick   ციტატა(ვიტო @ Aug 4 2010,...   Aug 10 2010, 15:02
- - თენგო   ნუ ღელავთ პატივცემ...   Aug 10 2010, 15:03
- - AlekoN   ნება თქვენია. ამ ღო...   Aug 10 2010, 17:34
- - თენგო   AlekoN აბსოლუტურად ლო...   Aug 10 2010, 17:58
- - ზაზა   ალეკო,მეც მხოლოდ ნ...   Aug 10 2010, 18:03
- - AlekoN   ზაზა ფრინველის გა...   Aug 10 2010, 18:14
- - hunter777   და როგორ იქნება ეგ ...   Aug 10 2010, 18:21
- - ზაზა   ALEKO_N ალეკო,მოცემულ წ...   Aug 10 2010, 18:35
- - AlekoN   დუბლეტის შემთხვევ...   Aug 10 2010, 19:52
- - ზაზა   ალეკო,ამაზე მეც ვი...   Aug 10 2010, 21:04
|- - AlekoN   ზაზა ციტატა(ზაზა ...   Aug 11 2010, 09:45
- - Maverick   ზაზა დუპლეტი ჩაით...   Aug 10 2010, 21:13
- - ზაზა   ნიკო,არ ვართულებთ ...   Aug 10 2010, 21:22
- - თენგო   დუპლეტი ალბათ უნდა...   Aug 10 2010, 22:06
- - Maverick   ოფები წაიშალა შექ...   Aug 11 2010, 09:42
- - Maverick   მოდით ასე მოვიქცეთ...   Aug 11 2010, 09:46
- - AlekoN   შადიმანი როდის ჩამ...   Aug 11 2010, 09:59
|- - Maverick   ციტატა(AlekoN @ Aug 11 2010, 10...   Aug 11 2010, 10:03
- - AlekoN   ციტატა(ვიტო @ Aug 4 2010,...   Aug 11 2010, 10:16
- - თენგო   Maverick AlekoN ეხლა ვესაუბ...   Aug 11 2010, 10:20
|- - AlekoN   თენგო ციტატა(თენგო...   Aug 11 2010, 10:31
- - თენგო   AlekoN ახლომიწევით ,უნ...   Aug 11 2010, 11:16
- - doni   ერთ კითხვას მეც და...   Aug 11 2010, 11:55
- - თენგო   doni ამიტომ აუცილებე...   Aug 11 2010, 12:07
- - doni   თენგო მადლობთ.გას...   Aug 11 2010, 12:37
- - strong   პატიბცემულებო მინ...   Aug 11 2010, 14:41
- - doni   ციტატადიდ საქმეს ა...   Aug 11 2010, 15:40
- - თენგო   strong ციტატა(Davidmar @ 11th Au...   Aug 11 2010, 16:06
- - strong   თენგო ციტატა(qarqashadze ...   Aug 11 2010, 17:14
- - თენგო   strong ზესტაფონში ცხო...   Aug 11 2010, 19:04
- - kakabisti   რამდენი დგით ადრე ...   Aug 11 2010, 21:18
- - Maverick   kakabisti შეჯიბრი სავარ...   Aug 11 2010, 21:53
- - kaxa108   მოგესალმებით ყველ...   Aug 11 2010, 23:43
- - ვიტო   kaxa108 სამწუხაროდ მონ...   Aug 12 2010, 12:11
|- - Giorgi_M   ციტატა(ვიტო @ Aug 12 2010...   Aug 12 2010, 19:10
- - ზაზა   გიორგი,შენ რას აპი...   Aug 12 2010, 20:24
|- - Giorgi_M   ციტატა(ზაზა @ Aug 12 2010...   Aug 13 2010, 10:38
- - kaxa108   გასაგებია და შეჯიბ...   Aug 13 2010, 09:13
|- - ზაზა   ციტატა(kaxa108 @ Aug 13 2010, 10...   Aug 13 2010, 09:25
- - შოთა.03   მე და ჩაპა სად მივე...   Aug 13 2010, 09:15
- - შოთა.03   ზაზა ციტატა(zaza @ 13th ...   Aug 13 2010, 09:47
- - ზაზა   შოთა, შენ როგორც ვხ...   Aug 13 2010, 10:23
- - შოთა.03   ვა ხო მიწერია უკვე. ...   Aug 13 2010, 10:24
- - soso n   კარგი რამ მოგიფიკრ...   Aug 13 2010, 18:07
- - ვიტო   Giorgi_M ციტატა(Giorgi_M @ 12th ...   Aug 16 2010, 13:36


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th May 2024 - 17:24