IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

რატომ უნდა ავიყვანოთ საბუთიანი ძაღლი?!, დაფიქრდით ამაზე...
ლეკი
პოსტი Jun 26 2011, 14:28
პოსტი #1


პოინტერით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,246
რეგისტრ.: 3-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ქიზიყი–თბილისი




ჩემი მოკრძლებული აზრით შევეცდები ავხსნა თუ რატომ უნდა ავიყვანოთ საბუთიანი ლეკვი...

კაი ხანია რაც ნადირობით მოვიწამლე და ამ სფერომ გამიტაცა.. ჯერ კიდევ ბავშვობის ასაკიდან
დავრბოდი იარაღით ხელში და ვნადირობდი, მაგრამ ეს ბოლო 2-3 წელია რაც მივხვდი, რომ ნადირობა
ჩემთვის უბრალოდ გატაცება აღარ არის, უკვე პროფესიაა.. ანუ ხვდები რომ ნადირობა დიდი ხელოვნებაა,
შენ კი უნდა ეცადო რომ ამ ხელოვნებით დატკბე...
ამ ფორუმზე დარეგისტრირების დღიდან ჩემში ინტერესი გამოიწვია ძაღლით ნადირობამ.. ვხედავდი
როგორი ძაღლები ყავდათ ბიჭებს, როგორ ლაპარაკობდნენ საბუთებზე, საგვარეულოზე, საველეზე და ა.შ.
მაგრამ ასეთი კითხვა მიჩნდებოდა:"რა საჭიროა საბუთიანი ძაღლი? უსაბუთო ძაღლსაც შეუძლია
მშვენივრად განადიროს და გასიამოვნოს."
ვესწრებოდი გამოფენებს, საველე შეჯიბრებს და მე
ვხედავდი ადამიანების (მონადირეების) სიამაყით ანთებულ თვალებს, აზარტს, ემოციას, ჟილკას, გამარჯვების
ჟინს და რავიცი კიდე ვერ გადმოგცემთ რას.. ამ ყველაფრის შემდეგ ჩემი აზრი და შეხედულება შეიცვალა და ჩემს კითხვაზე:
"რა საჭიროა საბუთიანი ძაღლი" მეთვითონვე გავეცი პასუხი "თუ ნამდვილი მონადირე ხარ საჭიროა და აუცილებელიც კი"..
კარგი მონადირე ძაღლით და თოფით ფასდება.. არსებობს გამონათქვამი : "მონადირეს ძაღლი არ დაუწუნო
როგორი ცუდიც არ უნდა იყოსო"
და ამ სიტყვებში ყველაფერია ნათქვამი..
ყველამ კარგად ვიცით რა აზარტული და სიამოვნების მომგვრელია წინასეზონური მზადება.. ზოგჯერ ნადირობაზე
არანაკლებ აზარტულიც.. ელოდები სეზონს, იმარაგებ ვაზნებს, იარაღს ამზადებ... მინდა გითხრათ რომ არანაკლებ
აზარტულია საველე შეჯიბრი და გამოფენაც.. როცა გაგყავს შენი ძაღლი და ამოწმებ მის შესაძლებლობებს, თვალს
ადევნებ მის პლიუსებს და მინუსებს.. რამხელა სიხარულია როცა შენი ძაღლი I, II ან III ხარისხის დიპლომს აიღებს...
სიამაყის გრძნობა გეუფლება და მეცხრე ცაზე დაფრინავ.. გამოფენაზე რინგზე პირველ ადგილს რო დაიკავებს ძალიან
სასიხარულო და საამაყოა..
მე ვურჩევ ყველა ნამდვილ მონადირეს და არა მეხორცეს, ვისაც ჯერ არ ყავს ძაღლი აყვანილი, აუცილებლად
საბუთიანი აიყვანეთ.. კარგად დაფიქრდით, ნახეთ ლეკვის მშობლები, უყურეთ მათ ნადირობას, ჩაიხედეთ საგვარეულო
ნუსხაში და ამის მერე გადაწყვიტეთ გაკმაყოფილებთ თუ არა იმ ძაღლის მონაცემები... ხშირად ხდება ისეთი
შემთხვევები როცა აყავთ ლეკვი სრულიად გაურკვეველ ვითარებაში და რო გაიზრდება ამბობენ ისეთი არ გამოვიდა
როგორიც მეგონაო.. უმეტეს შემთხვევაში ეს იმით მთავრდება რომ ძაღლი უპატრონოდ რჩება.. ნუ იჩქარებთ
გადაწყვეტილება ერთხელ უნდა მიიღოთ.. პირადად მე 2 წელი ველოდებოდი და ვითმენდი.. განა ლეკვების
პრობლემა იყო?! ბევრი შემოთავაზება მქონდა, მაგრამ მე სხვანაირი ძაღლი მჭირდებოდა და ამდენი ხნის ლოდინიც
გამართლდა.. ძალიან ბედნიერი ადამიანი ვარ და ამ ლეკვის ყურება უფრო მახარებს... ბევრჯერ მითქვამს და კიდევ
გავიმეორებ, დიდ მადლობას ვუხდი ზაზას, მავერიკს, თენგოს და ყველას ვინც აზრი შემაცვლევინა და სწორი გადაწყვეტილება მიმაღებინა ამ სფეროში.. სულ ეს
იყო რაც მინდოდა მეთქვა..შეიძლება ისე ვერ ჩამოვაყალიბე როგორც საჭირო იყო მაგრამ ჩემი აზრი დავაფიქსირე.. დანარჩენი თქვენ დაამატეთ..
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- ლეკი   რატომ უნდა ავიყვანოთ საბუთიანი ძაღლი?!   Jun 26 2011, 14:28
- - თენგო   ლეკი ციტატა(leki_gio @ 2...   Jun 26 2011, 14:54
- - romeo 1   ლეკი 100%-ით გეთანხმე...   Jun 27 2011, 11:15
- - ჭალიმგელა   romeo 1 ზუსტად მასე ვფი...   Jun 27 2011, 13:59
|- - Maverick   QUOTE (ჭალიმგელა @ Jun 27 2...   Jun 27 2011, 15:40
- - ჰერცოგი997   + 100 % ხართ   Jun 27 2011, 15:54
- - გოგა   ლეკი გაიხარე!!!   Jun 27 2011, 18:02
- - romeo 1   ჭალიმგელა, გეთანხმ...   Jun 27 2011, 23:27
- - kupra   საბუთიანი ძაღლი უნ...   Jun 28 2011, 07:14
- - aragveli   ჩემი აზრით აქ ყველ...   Jun 28 2011, 08:29
- - ნოსო   romeo 1 ლედი რომ კარგი ...   Jun 28 2011, 09:55
- - Zhorika   ლეკი ესე მგონია ეგ ...   Jun 28 2011, 10:05
- - ზაზა   ლეკი,გაიხარე. ეს თე...   Jun 28 2011, 10:49
- - შუკა   ლეკი + 1000000000 1 წლის წ...   Jun 29 2011, 14:57
- - dole   aragveli გეთანხმები , მე...   Jun 29 2011, 16:57
- - ჰერცოგი997   რავი ყველამ იცის კ...   Jun 29 2011, 17:00
- - თენგო   ოი საათისთვის იქ ვ...   Sep 7 2011, 11:23
- - kupra   არამგონია ეგეთი რა...   Sep 7 2011, 15:32


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 8th June 2024 - 18:43