IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

ედა, ციმბირული ჰასკი
ჩელე
პოსტი Jul 21 2015, 16:13
პოსტი #1


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 14,709
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



მოკლედ რომ ვთქვა, 2011 წლის მერე ქალბატონი ჩელსის გარდაცვალების შემდეგ, არც კი გამიხედავს ძაღლისკენ. ძალიან დიდი ტკივილი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხანი მყავდა. აღარ ვაპირებდი ძაღლის აყვანას და გაზრდას. მაგრამ ისევ მეუღლის დიდი სურვილის და დაჟინებული ზუზუნის გათვალისწინებით, ავიყვანე ისევ ციმბირული ჰასკი და ისევ მეუღლის დაბადების დღეზე სიურპრიზად მივართვი. newsmile05.gif სიურპრიზმა აშკარად გაამართლა...

მაშ ასე, გაიცანით newsmile05.gif



ლეკვის წარმოშობა:

საგვარეულო ნომერი: FCG-1000
სქესი- ძუ
სახელი- ედა
შეფერილობა: შავ-თეთრი
დაბადების თარიღი- 20.02.2015
დაბადების ადგილი- ბორჯომი
მამა- ბუფი FCG-0590
დედა- დეზი FCG-0617

მოყვანის დღიდან მოუსვენარი, ხანდახან თავხედი და მაიმუნი. ჭამს ყველაფერს რაც იღეჭება. არ აქვს მნიშვნელობა რა არის: ხილი, ბოსტნეული, თევზეული და ა.შ. ძირითადად კი მისი საჭმელი როიალ კანინის MEDIUM JUNIOR. დილაობით 0%-იანი ხაჭო. 2 დღეში ერთხელ მოხარშული თევზი- მოივა. ასევე 2 დღეში ერთხელ ქათმის ფილე მოხარშული. თევზს და ქათამს მონაცვლეობით ვაჭმევ. ვაპირებ დავუმატო საქონლის ხორცი რა თქმა უნდა მოხარშული.

დამუშავებულია ჭიებზე და აცრილია ცოფზე 23.06.2015
(ეს ისე, ჩემთვის newsmile05.gif )

მოკლედ რაღა დავამატო და შემოგთავაზებთ ფოტო-ვიდეო მასალას ქალბატონი ედას მოყვანის დღიდან კაცმა არ იცის როდამდე. newsmile05.gif სანამ მეყოლება განვაახლებ ხოლმე თემას.



















ასეთი არეულობა ბევრჯერ დამხვედრია მისი წყალობით









პირველი ბანაობა newsmile05.gif









სტუმრად ვიტოს ცხოველებთან: დეგისთან და ტარასთან... newsmile05.gif ასევე ცხ**იებთან, კატებთან და კურდღლებთან... newsmile05.gif
































фото хостинг



ისე კი დიდი გეგმები მაქვს ამ ძაღლთან დაკავშირებით. ბევრს გაგეცინებათ დარწმუნებული ვარ და იფიქრებთ ამას აკლია-ო. ნუ ამას ზრდილობიანად newsmile05.gif უზრდელურად კი ვიცი როგორც არის ეგ ამბავი newsmile05.gif მაგრამ ჩემი აზრით ცდას წინ არაფერი უდგას და თუ გამოვიდა რამე ხომ კარგი, თუ არა და იმას მაინც ვიტყვი, რომ ვცადე და არ გამოვიდა მეთქი. გეგმები კი ასეთი მაქვს. ნადირობა უნდა დავიწყო მეც და ამანაც.
ინსტიქტები აქვს ძალიან კარგად განვითარებული. რაც კი მოძრაობს ყველაფერს დასდევს. რამდენიმე კუ უკვე მომითრია სახლში მეხობლის ეზოდან. ასევე ზღარბები იპოვნა და არ მოეშვა სანამ მე არ მივედი და არ გამოვიყვანე. მფრინავ ხოჭოებს იჭერს, აი მარტორქასავით ხოჭოები რომ არის იმათ და ჭრიჭინებს კიდევ. ზოგიერთს გავახარებ და გეტყვით, რომ პეპლებსაც დასდევს newsmile05.gif newsmile05.gif newsmile05.gif თან ძალიან სწრაფია ეს ოხერი. ამასწინად დიდი ბუზი იყო რაღაც. ეს იწვა ჩემს გვერდით. გამოიფრინა ამ ბუზმა და უცებ წამოხტომა და ამ ბუზის ედას პირში აღმოჩენა ერთი იყო. newsmile05.gif
მოკლედ ძალიან მინდა, რომ მწყერზე მაინც ქნას რამე, რომ მეც მომემატოს ჟინი და იქნებ მეც დავიწყო ნადირობა newsmile05.gif რა ვიცი, ვნახოთ. თქვენგან ველი რეკომენდაციებს. რითი და როგორ დავიწყო, რომ ედამ მასახელოს და საბოლოოდ დავანგრიოთ მითი იმის შესახებ, რომ ჰასკის არ შეუძლია ნადირობა. ჩემი ოპტიმისტური აზრით, ძაღლს აღზრდა უნდა თორე ყველა ძაღლი ნადირობს.... newsmile05.gif



თავისი მოთრეული კუ მეზობლის ეზოდან newsmile05.gif



ასე ძინავს ხოლმე newsmile05.gif








хостинг фото



პრობლემები:

ხასიათი- ძალიან ჯიუტი. თუ ხასიათზე არ არის, ზედაც არ შემოგხედავს. ისე პატრონმა მითხრა, დედამისიც მასე იყოო. იმედი მაქვს ასაკის მატებასთან ერთად გამოსწორდება.

1. პირველი და დიდი პრობლემა ის არის, რომ სულ მკბენს. რა თქმა უნდა ბოროტად არა, თამაშში. როგორ შეიძლება გადავაჩვიო კბენას.
2. სახლში მოსაქმებას ვერ გადავაჩვიე. ღამით კარი კი მაქვს ღია, რომ გავიდეს და მოისაქმოს, მაგრამ ზამთარში რა მეშველება არ ვიცი. ამიტომ რამენაირად უნდა გადავაჩვიო.
3. თუ ეზოს გაცდა, რაც არ უნდა ეძახო არ მაქცევს ყურადღებას. იქნებ აქაც მირჩიოთ რამე.
4. რას მირჩევთ, აპორტირება თოკით ვასწავლო?
5. მტრედი თუ ფერმის მწყერი?... თან მეშინია მერე ქათმებზე არ გაიწიოს და არ დამღუპოს newsmile05.gif
6. ჩემ გვერდით სიარული როგორ ვასწავლო. ესეც თოკით ალბათ newsmile05.gif

ზოგადად ახლა ვხვდები თუ რამხელა შრომაა ძაღლის აღზრდა. ძალიან რთულია და დიდი ნერვები გინდა, რომ კარგი ძაღლი გაზარდო. ასევე დრო, რომელიც სამწუხაროდ ბევრი არ გვაქვს სხვადასხვა მიზეზების გამო. მოკლედ, ყველას გისურვებთ საოცნებო ძაღლის აღზრდას...

ედამ ბოყაყი გაიცნო



ედა და ზღნარბი









ვიდეოებს ეტაპობრივად დავამატებ....

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- ჩელე   ედა   Jul 21 2015, 16:13
- - Gcckoka   ძაან მაგარი ტიპია   Jul 21 2015, 20:09
- - kardinal84   კარგი გოგოა სასახე...   Jul 21 2015, 22:32
- - ჩელე   გაიხარეთ. ვეცდები ...   Jul 21 2015, 22:48
- - darcho   მაგარი ტიპია ძაან ...   Jul 21 2015, 22:49
- - Davitus   თუ ასწავლი ინადირე...   Jul 22 2015, 17:38
- - Ellimyst   ჩელე ციტატა(chele @ 21st...   Jul 23 2015, 09:05
- - ჩელე   Davitus ციტატა(Davitus @ 22nd Ju...   Jul 23 2015, 12:15
- - Ellimyst   ჩელე თან მეექვსე ს...   Jul 23 2015, 15:30
- - lupus   მაგარი ტიპიაა)) მეც...   Aug 14 2015, 10:20
- - ჩელე   lupus ძალიან კარგია, რ...   Aug 14 2015, 11:47
- - MORGAN   ისე კარგი ლეკვი რა ...   Aug 14 2015, 11:51
- - MORGAN   ისა და... ჰასკისა და ...   Aug 14 2015, 12:15
- - ჩელე   MORGAN მე პირადად 350$ ...   Aug 14 2015, 12:48
- - MORGAN   იასნო ციტატა(chele @ 1...   Aug 14 2015, 12:57
- - შოთა.03   ციტატა(chele @ 21st July 2015 ...   Aug 14 2015, 13:05
- - ჩელე   MORGAN ციტატა(Ellimyst @ 14th Au...   Aug 14 2015, 13:51
- - MORGAN   ჩელე გარეგნულად ძ...   Aug 14 2015, 13:59
- - ჩელე   MORGAN რჩევის სახით: თ...   Aug 14 2015, 14:18
- - MORGAN   მანდ ვიჭედები ზუსტ...   Aug 14 2015, 14:30
- - ჩელე   ხოოო, აი ეგ ცოტა უხე...   Aug 14 2015, 15:06
- - MORGAN   120 კვადრატულამდეა ს...   Aug 14 2015, 15:12
- - lupus   რა განსხვავებაა და...   Aug 18 2015, 10:22
- - lupus   ჩელე- 6თვის აღარ არ...   Aug 18 2015, 10:32
- - lupus   აიიი ეს არის ჩემი მ...   Aug 18 2015, 11:08
- - lupus   პატარაობაში ესეთი ...   Aug 18 2015, 11:12
- - ჩელე   lupus ბრძანებები იცი...   Aug 18 2015, 12:44
- - lupus   ჰოო კაია ეეგ. მთავა...   Aug 18 2015, 13:20
- - lupus   ხოდა როცა ავარჯიშე...   Aug 18 2015, 13:34
- - ჩელე   ხო მომშენებელს ყოვ...   Aug 18 2015, 15:51
- - ჩელე   გადავხედე თემას და...   May 17 2016, 23:16
- - ოთო.   დაჭკვიანებული კი ა...   May 18 2016, 06:57
- - ჩელე   ოთო. არა ბრატ, სანა...   May 18 2016, 17:40
- - ჩელე   კაი ხნაია ჩემ გოგო...   Sep 26 2016, 17:51
- - გოგიტა   ძაან გამოხარდა თქვ...   Sep 27 2016, 10:39
- - ჩელე   გოგიტა ჯერ ჩამოვი...   Sep 27 2016, 11:00
- - ჩელე   საკმაოდ ბევრი ძაღლ...   Oct 22 2016, 00:08
- - ოთო.   ედს რო აქ დღიური ოლ...   Mar 21 2019, 21:35
- - ჩელე   ოლივერი და მარგო ა...   Mar 21 2019, 21:39
- - ოთო.   მარგო რომელი ლუჩკო...   Mar 21 2019, 21:41
- - ჩელე   არა, დედოფალი...   Mar 21 2019, 21:42

> სწრაფი პასუხის ფორმა
სქელი
დახრილი
ხაზგასმული
სურათის ჩასმა
სიცილაკები
ციტატის ტეგებში ჩასმა
კოდის ტეგებში ჩასმა
 
ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )


 • Add image to post
 გამოვიწეროთ თემა? (შეტყობინება ელ-ფოსტით გამოხმაურებებზე) |  ჩავრთო სმაილები? |  დავურთო ხელმოწერა?
   


Fast ReplyReply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 5th June 2024 - 21:30