IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

ხელმარჯვე ოსტატი
dato01
პოსტი Jun 3 2011, 19:00
პოსტი #1


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 111
რეგისტრ.: 3-March 10
ნიკის ჩასმა
ციტირება



გაუმარჯოს მეთევზეებს!ამას წინათ ვათვალიერებდი ჩემი უფროსი მეგობრის მიერ ნათხოვარ ჟურნალს თევზაობის შესახებ,წავაწყდი რუბრიკას: "თვითნაკეთი",საიდანაც ამოვარჩიე მგონი თქვენთვის ყველასთვის საინტერესო ინფორმაცია,რომელიც შეეხება თვითნაკეთი ე.წ. "მაგნიტურ ყუთს".ვისაც ესმის რუსული ენა,ის მარტივად გაიგებს მოცემულ სტატიას.ვინც არ იცის,მათთვის ვიტყვი,რომ საქმე ეხება უმარტივესი წესით "მაგნიტური ყუთის" დამზადებას სადავეებისა და ნემსკავების შესანახად.როგორც ცნობილია,რამდენიმე თევზაობის შემდეგ ყველაზე მაღალი ხარისხის ნემსკავებიც კი ბლაგვდებიან.ამ პრობლემას გადაჭრის "მაგნიტური ყუთი",რომელშიც შეგიძლიათ მოათავსოთ ყველანაირი რკინის წვრილმანი ინვენტარი,ამისათვის დაგვჭირდება ორი ცალი სიმძიმეების ყუთი,რომლის შუაშიც ვათავსებთ ჩვეულებრივი დინამიკისგან ამოღებულ მაგნიტს და ვამაგრებთ მას ავეჯის ჭანჭიკს.ყუთის აწყობისას,რამდენიმე ადგილას ვამაგრებთ "სუპერ" წებოთი.ასევე იმავე მეთოდით,შეგვიძლია დავამზადოთ სადავეების გადასატანი ყუთი,რომელიც დაიცავს როგორც ძუას დეფორმაციისაგან,ასევე ნემსკავს.
იმედია ბევრ მეთევზეს გააჩნია მსგავსი ინფორმაცია,რომელსაც იმედია დადებთ ამ თემაში thinking.gif

[/img]

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 31st May 2024 - 20:40