პირველი კლუბთაშორისი შეჯიბრი სპორტინგში, ფოტო-ვიდეო მასალა და განხილვა |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
პირველი კლუბთაშორისი შეჯიბრი სპორტინგში, ფოტო-ვიდეო მასალა და განხილვა |
Jun 2 2013, 04:02
პოსტი
#1
|
|
ნამდვილი მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
პირველი კლუბთაშორისი შეჯიბრი სპორტინგში
მოგახსენებთ... სპორტინგი - სპორტი , ფაქტიურად კი ნადირობაა , იმ განსხვავებით , რომ სპორტინგზე უფრო ჰუმანური ნადირობა არ და ვერ არსებობს . გარდა ამისა სწორი სროლის ასათვისებლად საუკეთესო გასართობი და სავარჯიშოა ... სპორტინგის მიმოხილვაზე არ გავჩერდებით . მაგრამ მოკლედ შეგახსენებთ , რომ სპორტინგი მთელს მსოფლიოში მზარდი (ხაზგასმით მზარდი) პოპულარობით სარგებლობს, და ეს შემთხვევითი არაა . საქართველოში, საბჭოთა კავშირის ეპოქაში , სასტენდო სროლას - თიხის მოძრავ სამიზნეებზე სროლას გამორჩეული ადგილი ეჭირა სპორტის სხვა ოლიმპიურ სახეობებს შორის . საქართველოში გაიზარდნენ იმ ეპოქის უძლიერესი სპორტული მსროლელები გლუვ ლულიანი თოფიდან . გვარების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს . სამწუხაროდ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ , მომენტალურად გაიყინა საქართველოში ეს სპორტის სახეობა , შემდეგ კი ეტაპობრივად დაიშალა და ბოლოს დაინგრა ........ .... მაგრამ სპორტინგი , არც საქართველოში და არც მთელს საბჭოთა კავშირში არ არსებობდა არასოდეს . სპორტინგმა რუსეთში 90 ანი წლების დასაწყისში ჩააღწია და ფეხი მოიკიდა ... შემდეგ ეტაპობრივად სხვადასხვა პოსტ საბჭოთა ქვეყნებში ..... საქართველომდე კი ვერა და ვერ ჩამოაღწია .... საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი ოჩოპინტრე , არაოფიციალურ დონეზე, მოყვარულთა შორის პირველი ატარებს შეჯიბრს ..... რამოდენიმე სეზონი , მაგრამ უსაფრთხოების და მწირი ფინანსებისა თუ შესაბამისი ტექნიკის უქონლობის გამო , მხოლოდ შიდა საკლუბო შეჯიბრებებს მოიცავს .... ამა წლის 2 ივმისს კი , ოჩოპინტრემ ჩაატარა საქართველოს კლუბთაშორისი შეჯიბრი სპორტინგში . ეს არ არის ხმა მაღალი განცხადება , რადგან შეჯიბრის წესდება უსაფრთხოების ნორმები , ტრაექტორიების მრავალფეროვნება თუ სპეც ტექნიკა , ოფიციალურის მიმსგავსებული იყო .... დიახ , საქართველოში არ არსებობს სპორტინგი ოფიციალურად , მაგრამ მოყვარულთა დონეზე ვფიქრობთ სტარტი აიღო სპორტინგმა ჩვენი კლუბის თაოსნობით და კეთილი ადამიანების დახმარებით .... წლევანდელ, პირველ კლუბთაშორის შეჯიბრში - მონაწილეობა მიიღეს კლუბებმა ბაზიერი ხირიმი საფარი ოჩოპინტრე სამწუხაროდ ზოგიერთმა კლუბმა ვერ მოახერხა მონაწილეობა სურვილის მიუხედავად .... ყველაფერი კარგი წინაა... მონაწილეობა მიიღეს : ბაზიერი 1. სიმონ რუსიშვილი 2. შაკო მონასელიძე 3. გიორგი თარხნიშვილი ხირიმი 1. გოგა კელაპტრიშვილი 2. დათო სამუშია 3. ლევან მემარნიშვილი კლუბი საფარი 1. ლერი ახმეტელი 2. დათო კოხრეიძე 3. ვასო ყაულაშვილი ოჩოპინტრე 1. გიორგი მეტრეველი 2. გიორგი ვარდოსანიძე 3. კახა ჩავლეიშვილი შეჯიბრის ფორმატი მოიცავდა შემდეგ პოზიციებს. A , B , C , D , E , F პოზიციებს 5 ერთეული და 1 ხმოვანი დუბლეტი სროლა დაიწყო ლერი ახმეტელმა ცხრილები: მონაწილეები ------------------- შეჯიბრი წარმატებით დასრულდა ... რაც მთავარია მშვიდობიანად გაიმართა, ყოველგვარი უბედური შემთხვევების გარეშე. არც სხვა ექსცესებს ქონია ადგილი. მონაწილეები ზედმიწევნით იცავდნენ უსაფრთხოების წესებს,მიყვებოდნენ შეჯიბრის ფორმატს. პაექრობა იყო სპორტული დატვირთვით. მომავალში მეგობრობის პერსპექტივით. ამ შეჯიბრის მთავარი მიზანი არის, პირველ რიგში, სპორტინგის პოპულარიზაცია. მომავლისთვის , სპორტინგი აუცილებლად იქნება საქართველოში პოპულარული სპორტის სახეობა თუ მეგობარი კლუბები ასევე მოგვბაძავენ ამდაგვარი ღონისძიებებით სასიამოვნო იქნება და მისასალმებელი ! მომავლისათვის ღმერთის წაყლობით ისევ ჩავატარებთ შეჯიბრებს....კეთილი ადამიანების დახმარებით და ჩვენი მეგობარი და მეზობელი კლუბების დახმარებით... დიდი დახმარება გაგვიწია ჩვენმა მეზობელმა კლუბმა Guns.ge -მ ისინი რომ არა შეჯიბრი ასეთი მრავალფეროვანი ტრაექტორიებით არ გამოვიდოდა სპონსორები: ჩვენი შეჯიბრის პრიზებზე იზრუნა კლუბმა საფარიმ. მონაწილეები და გამარჯვებულები დააჯილდოვა შესანიშნავი ჟურნალით "ნადირობა და თევზაობა" სამაგიდო ვერსიით. ჩვენი შეჯიბრი პრიზებით უზრუნველყო მაღაზიამ ARMERIA Innocenti, გარდა პრიზებისა ყველა მონაწილე დააჯილდოვა 1 თვიანი ფასდაკლების უფლებით, მაღაზია ARMERIA Innocenti დიდი მადლობა მათ მთელი კლუბ ოჩოპინტრეს სახელით აგრეთვე უდიდესი დახმარება გაგვიწია ჩვენი კლუბის წევრებმა და არა მარტო მათ: Davitus - (დავით კალანდია) - ტექნიკური, საორგანიზაციო და დაგეგმარების საკითხი T A M P L I E R - (ნიკოლოზ თურმანიძე) - ტექნიკური, საორგანიზაციო და დაგეგმარების საკითხი ბესო - (ბესო მგალობლიშვილი) - ტექნიკური საკითხი iva75 - (ივა გურეშიძე) - ტექნიკური საკითხი მადლობა მათ კლუბ ოჩოპინტრეს სახელით მომავალ შეხვედრმდე მეგობრებო ... |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 5th June 2024 - 11:37 |