IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

Alex Jango - ს თხზულებები, II ტომად
ჯოლა
პოსტი Sep 27 2016, 21:32
პოსტი #1


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 4,450
რეგისტრ.: 30-January 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



Alex Jango ხაშურის შესახებ :
ხაშურში ადრე პატარა სოფელ იყო. ეხლა რომ არის გაბრწყინებული, განათებული და გადიდებული ეგრე კი არ იყო? ჰოდა ამ სოფელს ერთი არწივი ჰყავდა შემოჩვეული. იტაცებდა ეს არწივი ხან ცხვარს, ხან ბოჩოლას, ხან ქათამს და ხან თხას. ერთ დღესაც, ასეთივე მზიანი იყო ის შავბნელი დღე როგორიც დღეს არის, მოფრინდა ეს არწივი და მოიტაცა ბავშვი. დაინახა ამ ბავშვის ბიძამ ეს ამბავი, დაავლო ხელი თოფს და გაეკიდა. მიფრინავს ეს არწივი და მისდევს ეს კაცი, მიფრინავს და მისდევს. არ ეშვება. მიფრინავს და თანდათან კარგავს თვალთახედვიდან. 2 დღე და ღამე სდია კაცმა. ბოლოს დაინახა ჭაუხები. არ ჰქონდა დიდი იმედი, მაგრამ აუყვა ამ ჭაუხებს. თან ეძახდა ბავშვს: ხაშუურ, ხაააშუუურ... ხაშურა ერქვა თურმე ამ ბავშვს. ეძახის, მაგრამ კაციშვილი ხმას არ სცემს. არც ქალიშვილი. ძალა გამოეცალა ამ კაცს, ხელი ჩაიქნია, უკვე იმედიც აღარ ჰქონდა, მაგრამ ერთი კიდევ გასძახა ცრემლნარევი ხრინწიანი ხმით: ჰაააი ხაააშუუურ... და უცებ ვიღაცამ გამოსძახა: აქა ვაარ ძიააა....
ჰოდა ამიტომ დაერქვა ხაშურს ხაშური.....

upload


upload




Alex Jango ზესტაფონის შესახებ :
ერთ კაცს თურმე ჰყავდა 3 გოგო. ეს კაცი მშრომელი იყო, მუხლჩაუხრელად შრომობდა დღე და ღამეც. მეუღლე უკვე კარგა ხნის გარდაცვლილი იყო. მესამე გოგოს მშობიარობას გადაჰყვა. დარჩა მარტო, მაგრამ არ შეუშინდა ცხოვრების ქარ-ცეცხლს და გაზარდა ეს 3 გოგო. რის ვაივაგლახით, მაგრამ გაზარდა.
ერთ დღესაც თურმე ბატონი ეახლა ამ კაცს. გოგოები მოწონებია ამ დამპალს და უთქვამს ამ კაცისთვის: ხვალ საღამოს ჩემ კაცს გამოვუშვებ ურმით. დასხი სამივე გოგო და გამომიგზავნე ჩემ კარზეო. შეეშინდა ამ კაცს. აღარც ისეთი ახალგაზრდა იყო, რომ აეღო თოფი და შიგ შუბლში დაეჭედებინა. არც გოგოების გატანება უნდოდა. გააცილა ბატონი, შემობრუნდა სახლში, დასხა თავისი გოგოები და უთხრა: სასწრაფოდ მოკრიბეთ თქვენი ტანსაცმელი უნდა გავერიდოთ აქაურობასო. ამ გოგოებსაც არა დარჩენოდათ სხვა რამ. შეფუთეს ტანსაცმელი, თუკი რამე ძვირფასი გააჩნდათ მოაგროვეს, შეყარეს ეს ყველაფერი ურემზე და დაელოდნენ დაბინდებას.
აი დაბინდდა კიდეც. კაცმა ხარებს შოლტი გადაარტყა, ''გეჩი''-ო შესძახა და მთვარის შუქზე ძაღლიც აყეფდა. მთელი ღამე იარეს. გადაიარეს ბევრი მთა. თვალი არ მოუხუჭავს არცერთს. საკმაოდ ბევრი იარეს. ამასობაში მზეც ამოიწვერა, მაგრამ მიდიოდნენ თავდაუზოგავად. მთელი დღე იარეს. იარეს. იარეს. 1 კვირა იარეს. კიდევ იარეს. მერე კიდევ მთელი კვირა იარეს. მანამდე იარეს, სანამ ხარები არ დაეცნენ და სული არ განუტევეს. ამასობაში მიდგნენ მდინარეს, რომელიც ჯერ კიდევ მაშინ ძალიან სუფთა და კამკამა იყო, მაგრამ მოდიდებული და ცოტა გაავებული ჩანდა. ფონს ვერ პოულობდნენ. ხან ზევით ეცნენ, ხან ქვევით, მაგრამ ვერ იპოვნეს ადგილი საიდანაც გადავიდოდნენ მეორე მხარეს მშვიდობიანად.
გამწარებულმა კაცმა აღარ იცოდა რა ექნა. ბოლოს, ცაში აიხედა, გოგოებს მოუხმო თავისთან, ხელი ჩაკიდა და შესძახა: თუ ''ზე''ნამ ინება, ''სტა''ბილურად გავალთ ''ფონს''-ო. გოგოებმა შეცბუნებულებმა გადახედეს ერთმანეთს. ბოლოს ერთმა შებედა და ჰკითხა: რაო მამა?....
-თუ ზენამ ინება, სტაბილურად გავალთ ფონს, თუ არა და წყალმა წაგვიღოს და დავიხრჩოთ. ალბათ ასე ყოფილა საჭიროო.
-ვერ გავიგეთ მამა რას ამბობ?
-თუ ზენამ ინება, სტაბილურად გავალთ ფონს, თუ არა და წყალმა წაგვიღოს. რა გჭირთ დაყრუვდით თქვე მამაძაღლებოო???
- არ გვესმის მამა, ხმამაღლა გვითხარი....
კაცმა მოიკრიბა ძალ-ღონე და ისეთი ხმით დასჭექა, მდინარემ დროებით დინება შეწყვიტა.
--თუ ზენამ ინება, სტაბილურად გავალთ ფონს, თუ არა და წყალმა წაგვიღოს, წყაააააალმააააააა....
-გვესმის მამა, ლატომ ყვილი ლაა- ამოილუღლუღა ნაბოლარამ, რომელიც ''რ''-ს ვერ ამობდა.

რაღა ბევრი გავაგრძელო და გავიდნენ ფონს მამა-შვილი. გადავიდნენ მშვიდობიანად მეორე ნაპირზე და იქვე ახლოს დასახლდნენ. ცხოვრობდნენ მას მერე მშვიდობიანად. არც ბატონი ჰყავდათ და არც პატრონი. მერე გოგოები გათხოვდნენ, ეყოლათ შვილები, თანდათან გაიზარდა სოფელი, რომელსაც მამის საპატივსაცემოდ დაარქვეს ზესტაფონი (ზენა, სტაბილურობა, ფონი) მდინარეს კი რომელიც მამის ყვირილმა გააჩერა, ყვირილა....

хостинг изображений gif

хостинг изображений gif

хостинг изображений gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- ჯოლა   Alex Jango - ს თხზულებები   Sep 27 2016, 21:32
- - assassin29   მაგარია მე ვიყო და...   Sep 27 2016, 22:20
- - ოთო.   ისე სულ მაინტერესე...   Sep 28 2016, 06:34
- - უიარაღო   ახალი მიმდინარეობ...   Sep 28 2016, 08:14
- - ჩელე   ჯოლა ვაახ შენ რა გ...   Sep 28 2016, 08:54
- - jaba_gugesha   სიამოვნებით მოვის...   Sep 28 2016, 09:01
- - ოთო.   ჩელე მართალია ეს...   Sep 28 2016, 09:43
- - ჭალიმგელა   ჩელე მასხარა ხარ რ...   Sep 28 2016, 12:04
- - შალვა   მაგარი ხარ ჩელე!...   Sep 28 2016, 12:29
- - ნუკრიMax   ჩელე გერონტიჩ, ცოც...   Sep 28 2016, 12:40
- - ოთო.   ციტატა(jola @ 27th September 2016...   Sep 28 2016, 15:29
- - ჩელე   მაცალეთ და ტყიბული...   Sep 28 2016, 16:26
- - assassin29   ციტატა(uiaragho @ 28th September ...   Sep 28 2016, 17:06
- - ჯოლა   ციტატა(levani mgebrishvili @ 28th...   Sep 28 2016, 17:20
- - ჩელე   ფანტასტიკა ჰორორი,...   Sep 29 2016, 09:12
- - ნუკრიMax   ჩელე ცოტა ეროტიკა...   Sep 29 2016, 11:58
- - ჩელე   ერთი სამეფოს გვერდ...   Sep 29 2016, 19:13
- - ჯოლა   RE: Alex Jango - ს თხზულებები   Sep 29 2016, 19:49
- - assassin29   წიგნი უნდა დაიწერო...   Sep 29 2016, 20:04
- - Davitus   ჯოლა ხაშური და ვარ...   Sep 29 2016, 20:44
- - ბლექ-ხასან   ჩელე მიდი ერთი წალ...   Sep 30 2016, 00:55
- - ახალციხელი   ჩელე შენ გაიხარე, ...   Sep 30 2016, 08:18
- - jaba_gugesha   ჩელე საღოლ!!! ბ...   Sep 30 2016, 08:54
- - უიარაღო   ფარცხანაყანევზეც ...   Sep 30 2016, 10:27
- - ნუკრიMax   ციტატა(chele @ 29th September 201...   Sep 30 2016, 11:13
- - თაზო   ჩელე არა რა, რო ხარ ...   Sep 30 2016, 11:54
- - ჩელე   Davitus ციტატა(Davitus @ 29th Se...   Sep 30 2016, 12:48
- - ჯოლა   რიგითობას ნუ დავარ...   Sep 30 2016, 19:00
- - ჩელე   ჯერ კიდევ იმ დროს, ს...   Oct 4 2016, 18:01
|- - შალვა   ციტატა(ჩელე @ Oct 4 2016,...   Feb 20 2017, 14:49
- - ახალციხელი   ვხარხარებ   Oct 4 2016, 19:13
- - assassin29   ციტატა(chele @ 4th October 2016 ...   Oct 4 2016, 21:04
- - უიარაღო   ვიკავე თავი, ვიკავ...   Oct 5 2016, 12:16
- - ნუკრიMax   ჩელე ხომ გეუბნეოდ...   Oct 5 2016, 12:52
- - ჩელე   ნუკრიMax ციტატა(Nukry ...   Oct 5 2016, 13:56
- - general   არა შენ წერაშიიიიი...   Oct 5 2016, 16:21
- - ნუკრიMax   ციტატა(chele @ 5th October 2016 ...   Oct 5 2016, 16:45
- - ჩელე   ჯოლა რომ კაცს გადა...   Feb 10 2017, 15:06
- - ოთო.   ვერ გავიგე კაცო თა...   Feb 10 2017, 18:21
- - ნუკრიMax   შენ მეისპე, რაღაა...   Feb 10 2017, 21:51
- - ჩელე   ოთო. ციტატა(kardinal84 @ 1...   Feb 11 2017, 02:51
- - უიარაღო   არა მგონია თარხანა...   Feb 11 2017, 13:26
- - ჯოლა   უიარაღო ეს ვერსია ...   Feb 11 2017, 18:34
- - უიარაღო   ძველი ხალხისაგან ა...   Feb 13 2017, 09:03
- - ოთო.   ციტატა(uiaragho @ 13th February 2...   Feb 13 2017, 16:07
- - ჩელე   უიარაღო ციტატა(uiaragho...   Feb 15 2017, 12:29
- - უიარაღო   ჩელე შენმა ისტორ...   Feb 16 2017, 09:14
- - ჯოლა   ჩელე შენი წყარო რა...   Aug 27 2018, 23:03
- - უიარაღო   მოვუსმინე მაღლაკი...   Aug 30 2018, 08:59
- - ოთო.   არ ვიცი არ ვიცი ჩელ...   Aug 30 2018, 11:19
- - ჩელე   მაცალეთ და გაგცემთ...   Aug 30 2018, 13:26
- - ოთო.   სადახარ ძმაო რახდე...   Nov 23 2018, 10:29
- - უიარაღო   შემოქმედებითი კრი...   Nov 24 2018, 09:26
- - ოთო.   არ დაუფასეთ და მია...   Nov 24 2018, 14:17
- - ოთო.   ახალი არაფერი მოგი...   Mar 21 2019, 21:20
- - ჩელე   მოგესალმებით მეგო...   Mar 21 2019, 21:27
- - ბლექ-ხასან   მუდამ თქვენი ნიკო ...   Mar 21 2019, 23:19
- - ჩელე   ნამდვილად. უმაგისო...   Mar 21 2019, 23:23
- - ოთო.   ტრაილერი მაინც დად...   Mar 22 2019, 07:01
- - ჩელე   ტრაილერი აქ არ დაე...   Mar 22 2019, 09:18


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 3rd June 2024 - 23:00