IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

თიანეთი და ბონეს დაკიდული ბაღები, სასაცილო გასვლა :D
T A M P L I E R
პოსტი Sep 6 2011, 18:42
პოსტი #1


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 18,619
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ნუ როგორც ხდება ხოლმე რა
წინა დღისით გადარეკვა გადმორეკვა

რათქმაუნდა შეხვედრის ადგილის შეცვლა არ შეიძლება და რათქმაუნდა როგორც ყოველთვის ის "ტამპლიერის სახლია"
დილით 4 საათზე მოვიდა დავითუსა და ბონე მერე ვანოც მობრდღვიალდა და მე და გოგაც ამოვედით სახლიდან

პაჩი-პუჩი მიკითხვ-მოკითხვა ჩავლაგდით და გავემგზავრეთ

გეგმაში თიანეთში უნდა გვენადირა ბესოს ბოსტნებში მაგრამ რომ ავედით ისევ ბნელოდა და ის გადასახვევი ვერაფრით ვერ ვიპოვნეთ
ხოდა ავდექით და სხვა მინდვრებს მივადექით
მივადექით, გათენდა და ამოვლაგდით
ავისხით ჟილეტ/ახალუხი და დავიშალეთ
ნუ დავითუსა და ბონე ერთად გავიდნენ,გოგა ცალკე და დავრჩით მე და ვანო
გავიხედეთ გამოვიხედეთ და გადავწყვიტეთ სხვა ადგილებში გადავსულიყავით
გავიხადეთ ყველაფერი
დავსჯექით და გადავედით
გადავედით ამოვირჩიეთ ერთი კარგი მინდორი და გადმოვბარგდით
ავისხით ჟილეტ/ახალუხი და ოპ
შევხედე მანქანის უკანა საბურავს და აი რო იტყვიან სულს ღაფავს რა(ეშვება)
აბა ფაციფუცით გავიხადეთ ისევ ჟილეტ/ახალუხი დავსჯექით და გავეშურეთ სოფლისკენ(დომკრატის საძიებლად დავითას ხომ დომკრატი არ სჭირდება და რატომ უნდა ედოს მანქანაში)
წავედით ამ დილაუთენია სოფელში და დავინახეთ ზილი ო გაგვინათდა თვალები და ვეტაკეთ ეზოს
დავიძახეთ დაველაპარაკეთ და არააოოო არ მაქვსოო
ვახ რა უნდა გვექნა ავდექით და წავედით საძებნად
ვიარეთ ვიარეთ და უკვე აღარ შეიძლებოდა სიარული(საბურავი ძალიან ეშვებოდა და გავაფუჭებდით)
დავინახეთ დიდი წყლის კანაო გვერდებზე მიწამიყრილი
ვანომ მაიცა ეხლა დიაგონალს ავკიდებ და ისე გამოვცვალოთო
მიდი მეთქი და გადმოვედი მანქანიდან(ისე ვერ მოვიფიქრე სურათი უნდა გადამეღო)
ცოტა ექსპერიმენტების შემდეგ ძლივს ავკიდეთ დიაგონალი მანქანას (როგორც მოგეხსენებათ ლენდროვერ დისკოვერს თითქმის ყველაზე დიდი ხოდები აქვს სტოკში)
ავკიდეთ დიაგონალი დავუდეთ ქვა და და დავიწყე საბურავის მოხსნა
ამ პროცესში ვარ და ვანო მეძახის დროზე ქენი თილისმა მაქვს დასაწნავიო
კაი მოიცადეთქო და გავაგრძელე საბურავის მიყენება
ბიჭო დროზე თორე თავი განმოჩნდა უკვეო
მოვრჩი მიყენებას და მანამ ვეტყოდი მოვრჩითქო ავდექი ფეხზე რა რას ვხედავ
ეს შენი 120 კილოიანი კაცი რულზე არის ჩამოკიდებული(ეგრევე ნიკულინი გამახსენდა "ა ონ ნი მოჟეტ სიესწ გასპადინ სუდია" newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif )
დაუძახე მოვრჩი მეთქი და ისეთი გამოქანდა ზადნით რო კინაღამ გადამიარა newsmile035.gif
დავჯექი ეგრევე მანქანაშI გავიხედგამოვიხედეთ და ვართ შუა სოფელში
რა უნდა ქნას ვანიჩკამ
აწვება და აწვება ამ გაზის პედალს( "ა ონ ნი მოჟეტ სიესწ")newsmile035.gif newsmile035.gif
"პირველად ვნახე როგორ დადიან კედელზე"სულ ზანოსებით მივიდა მინდვრამდე ამოარჩიე კარგი ბუჩქი და დაიწყო თილისმის დაწვნა
ნუ მორჩა როგორც იქნა და ამხელა 116 კილო კაცი ერთიანად ბრწყინავდა და იღიმებოდა ბედნიერებისგან
ავდექით ავისხით ჯილეტ/ახალუხი და გავედით სანადიროდ (კაი მზე იყო უკვე)
გავედით ერთი მინდვრის ბოლოს და შეგვხვდა გოგა
დავილაპარაკეთ და გავარკვიეთ რომ მწყერი ვარენო .ამასობაში გამახსენდა რო მეც მქონდა თილისმა დასამთავრებელი და გავეშურე საქმის მოსათავებლად
მოვრჩით დავსჯექით მანქანაში და გავეშურეთ ბიჭების მოსაძებნად
ბევრი რეკვების და ძებნის მერე ვიპოვნეთ და წამოვედით

წამოვედით. სადღეაც გლდანში ვიყავით და გოგამ თქვა:(არ ვიცი რამ გაახსენა)პონჩიკი მინდაო!!
ნუ ჩვენც ცოტა მოშივებულები ვიყავით და წინააღმდეგობა არ გაუწიეთ
დიღომში მეგულება ერთი ტოჩკა მაგარ პონჩიკებს აკეთებენ
ხოდა მივედით მანდ
მივედით და არ აღმოჩნდა მზად პონჩიკები
სამაგიეროდ გურული ღვეზელები და ფიჩინები ჩავიცვით და გამოვეშურეთ სახლისკენ
ვა კი მოვედით სახლში მაგრამ ყველანი ვართ ლომკაში
რა ვქნათ რა ვქნათ და ბონემ თქვა წამო ჩემთანო
წინა კვირაში ჩემს ბოსტნებში ბაღები დავკიდე და მოვინახულოთო
კითხვაზე შენი დაკიდებული ბაღები რათ მინდა აგერ სემირამიდასები არ სჯობიაოოო??!
მან გვიპასუხა ჭკვიანი გამომეტყველებით
"ა უ სემირამიდი ვიახიროვ ი გალუბეი ნეტუოო"
რაღა უნდა გვექნა ვერ ჩავჭერით ბონე და გადავწყვიტეთ წასვლა
ვანიჩკამ მე არ მცალიაო და დარჩა სამაგიეროდ ერთი კოლოფი ტყვია გაგვატანა ეს ჩემ სახელზე დასთესეთ ბონეს ბაღებშიო
ჩავეყარენით და წავედით
ჩავედით და შევესიეთ ბონეს მამულებს
ბევრი ვიარეთ თუ ცოტა ვიარეთ
ერთი გვრიტი მე ჩამოვაგდე და ვერ ვიპოვნე ერთიც დავითამ

წამოვედით დასასვენებლად ხის ძირში საღამოს მოლოდინში

მოვიდა საღამო კიდევ გავიარეთ და ვერაფერი
გადავწყვიტეთ წამოსვლა და ოპ ოპ გავაჩერებინე მანქანა
ხეზე გვრიტი შევნიშნე
გადმოვუღე თოფი და ამ სიჩქარეში (რემენიც მეკეთა)არ ვიცი როგორ ვესროლე მხარზე არც კი მიმიდია ჩამოვაგდე ერთი გვრიტი
ეგრევე აფრინდა რამდენიმე და ეს ნიშანი იყო რომ გადმოვსულიყავით მანქანიდან
გადმოვედით და ამ აფრენილებსაც მივაყოლეთ ტყვია მაგრამ არაფერი
მივედი ავიღე ნადავლი და მანქანისკენ რო მოვდიოდი ბონემ ესროლა ერთს და მოხსნა
ამასობაშI ქარიც ამოვარდა(ამ დროს თბილისში წვიმდა როგორც ვანომ გვითხრა)
და დაიწყო გედების ტბა ბონეს დაკიდებულ ბაღებში
აი არგენტინაში როა ხო იცით დგახარ და მოდის პერელიოტი,არ ჩერდება
ასე ვიდექით ოთხივენი და გეგონება სტენდზე დგეხარო ვიდექით და ვისროდით სხვადასხვა ტრაექტორიით წამოსულ ფრინველს
ამდენი უზრო ბოდიალის მერე იმხელა სიამოვნება მივიღე ვერ აგიღწერთ
დიდად მასიამოვნა ბონეს ჯიდამ
აი პროფესორ რა
ვიდექით ესე გაშლილები ,გადმოიფრენდა ჩამოვაგდებდით და ძაღლი თავისით მიდოდა მოძებნიდა და მოჰქონდა
მერე საკუთარი თავითაც ვისიამოვნე ისეთები მოვხსენი რო არ მეგონდა
უკვე დაღამებას იწყებდა ბონესაც ეჩქარებოდა სამსახურში
გადავიღეთ სურათები ცოტაც ვიპოზიორეთ და გამოვეშურეთ

ასე დამთავრდა ის დღეც ძალიან ძალიან ვისიამოვნე რისთვისაც მადლობა ბონეს(მაგრამ ბევრი გველები ვნახეთ იმ ადგილებში)























































































































































Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- T A M P L I E R   თიანეთი და ბონეს დაკიდული ბაღები   Sep 6 2011, 18:42
- - gogita.m   მაგრები ხართ მაგრე...   Sep 6 2011, 19:14
- - ჯეკო   ვამაყობ თქვენით. გ...   Sep 6 2011, 19:59
- - ჭალიმგელა   აუ კითხვა დავიწყე ...   Sep 6 2011, 20:01
- - 919   ჭალიმგელა აი აქ რა...   Sep 6 2011, 20:18
- - T A M P L I E R   919 შენ ვიცი რაზეც ამ...   Sep 6 2011, 20:37
- - გოგა   ციტატა(Chalimgela @ 6th September...   Sep 6 2011, 21:41
- - შუკა   დაწერილიც კარგია ...   Sep 6 2011, 21:46
- - Davitus   ნიკუშ, გიწვალია მა...   Sep 6 2011, 21:52
- - გოგა   ციტატა(nikash4 @ 6th September 20...   Sep 6 2011, 21:53
- - DATKA   ციტატა(Chalimgela @ 6th September...   Sep 6 2011, 22:16
- - shalva-zimin   ნიკოლოზ , რეპორტაჟ...   Sep 6 2011, 22:19
- - T A M P L I E R   shalva-zimin გაიხარე შალვ...   Sep 6 2011, 22:28
- - Bonehill   T A M P L I E R ძალიან ყოჩა...   Sep 7 2011, 20:02
- - kupra   რაც კაია კაია TAMPLIER ს...   Sep 7 2011, 20:07
- - T A M P L I E R   Bonehill ციტატა(niko @ 7th Septe...   Sep 7 2011, 20:08
- - Bonehill   კლუბია გალელების   Sep 7 2011, 20:18
- - ჩელე   უსაქმურები ხარღ რა...   Sep 7 2011, 20:25
- - Davitus   ციტატა(nika @ 7th September 2011 ...   Sep 8 2011, 00:33
- - T A M P L I E R   Davitus შენც შედიხარ მა...   Sep 8 2011, 10:53
- - Bonehill   Davitus ჩაგეთვალა პა...   Sep 8 2011, 14:29
- - sabo73   კარგია, ბიჭებო კარ...   Sep 8 2011, 19:54


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 7th June 2024 - 21:14