IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

კოცონის ნაირსახეობები
Power_VANO
პოსტი Dec 8 2009, 14:24
პოსტი #1


Administrator
****

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 717
რეგისტრ.: 4-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



პირამიდა



შეშა ლაგდება პირამიდისებურად. საწვავი (ტოტები, გირჩები, ქაღალდი და მისთ.) თავსდება ნაპობებს შორის მიწაზე. იძლევა დიდ და თანაბარ ალს. გამოდგება საჭმლის მოსამზადებლად ერთი ჭურჭლისთვის და გასაშრობად. საჭიროებს ბევრ შეშას. მცირე მოცულობის პირამიდით ხდება ბევრი სხვა კოცონის დანთება.

ჭა



შეშა ლაგდება ჭის მაგვარად. იძლევა თანაბარ და დიდ ალს. გამოდგება საჭმლის მოსამზადებლად და გასათბობად. საზეიმო დიდ კოცონს ხშირად ჭის ტიპით ანთებენ, რადგან ის ძლიერ ნათებას გამოსცემს. კოცონის მოსაწყობად იყენებენ მორებს, ხოლო მის შუაში, დასანთებად, ათავსებენ პირამიდას.

ვარსკვლავი



ანთება ხდება ცენტრში. შეშის დაწვის შესაბამისად, ნაპობებს თანდათან გადაწევენ შუაგულისკენ. ეს არის ხანგრძლივი მოქმედების კოცონი, მის გარშემო შეიძლება გათბობა და გაშრობა. თუ კოცონი პატარაა, შესაძლებელია საჭმლის მომზადება ერთი ჭურჭლისთვის.

ტყე



არის ხანგრძლივი მოქმედების კოცონი. იძლევა დიდ ალს და ტოვებს ბევრ მუგუზალს. კარგია საჭმლის მოსამზადებლად, ტანსაცმლის გასაშრობად და გასათბობად. როგორც ხედავთ სურათიდან, ერთ დიდ მორს რამდენიმე მცირე ნაპობ-მორს შემოუდგამენ და აუცილებლად ქარის მხრიდან.

მონადირული



ინთება ორ გამომშრალ მორს შორის, რომლებიც ლაგდება ისე, რომ შესაძლებელი იყოს მათზე ჩაიდნის, ან ტაფის დადება. გამოიყენება ერთი კაცის საკვების მოსამზადებლად ძლიერი ქარის დროს, ან შეშის ნაკლებობისას. გამოყოფს დიდ სითბოს და იძლევა ბევრ წვრილ მუგუზალს.

ღობე



მოსაწყობად საჭიროა მიწაში ჩავასოთ ოთხი ნაპობი-სოლი, რომელთა შორისაც ღობისებურად ჩაიდგმევა მორები. კოცონი ინთება ქვემოდან. შეუძლია დიდხანს ენთოს. ცეცხლი ინთება ქარის მხრიდან. გამოყოფს განსაკუთრებით დიდ სითბოს, თუ ღობეში ნედლ და გამომშრალ მორებს შევუნაცვლებთ ერთმანეთს. ღობე გამოდგება ტანსაცმლის გასაშრობად

ბუხარი



ძალიან მოსახერხებელია ღამით გასათბობად. იწვის დიდხანს. ვიღებთ ოთხ მოკლე მორს და ჭისებურად ვალაგებთ მათ. შემდეგ ვაწყობთ სითბურ ეკრანს ქარის მხრიდან: ჭის ერთ მხარეს ვასობთ ორ დახრილ სოლს (გადახრილია გარე მხარეს), რომელზედაც ვალაგებთ მორებს. კოცონი ენთება ჭის შიგნით. წვის შედეგად ეკრანის ზედა მორები თანდათან ცურდებიან ქვემოთ, რაც უზრუნველყოფს კოცონის ხანგრძლივობას.
ბუხრის ვარიანტია რეფლექტორი (იხ. სურათი), ამ შემთხვევაში ჭის ნაცვლად გამოიყენება კოცონი მონადირე.

სამი მორი



ვიღებთ 2-2,5 მეტრი სიგრძის 3 მორს. თავიდან ვაწყობთ ორს ერთად, მათზე ვალაგებთ საწვავს (ხმელი ტოტები, გირჩები და ა.შ.) და ვუკიდებთ. როცა საწვავი კარგად აალდება, ზემოდან ვადებთ მესამე მორს. სასურველია თუ ეს მორი ქვედა მორებზე სქელი იქნება, რადგან უფრო სწრაფად დაიწვება. ასეთი კოცონი ანთია რამდენიმე საათის განმავლობაში. სამი მორი გამოდგება ძლიერი სიცივის დროს გასათბობად და გასაშრობად.

გისოსი



ინთება გამომშრალი და ნედლი შეშისგან. გამოდგება პრაქტიკულად ყველაფრისთვის. ანთია საკმაოდ დიდხანს.

სამნაპობიანი კოცონის დასანთებად გამოიყენება პირამიდა. ქვედა 2 ნაპობი იდება პარალელურად განლაგებულ მორებზე, რაც წარმოქმნის საქარეს. ასეთივე მორებზე იდება მესამე ნაპობი. კოცონს შეუძლია 2 სათზე მეტხანს გაძლოს დამატებითი საწვავის გარეშე.

ორმო



ამ ტიპის კოცონისთვის საჭიროა ორმოს ამოთხრა. სითბოს შესანარჩუნებლად კარგი იქნება, თუ ორმის ძირში ჩავალაგებთ ქვებს. ასეთ კოცონზე შეიძლება წყლის ადუღება და საჭმლის მომზადება. ორმო ზოგავს შეშას. ის ითხრება დაახლოებით 1 მეტრის სიღრმეზე.

ტრანშეა



გამოიყენება საჭმლის მოსამზადებლად ქარიან ამინდში ღია ადგილას (მაგ.: მინდორში). ამისთვის საჭიროა გავთხაროთ საჭირო სიგრძის და სიგანის პატარა ტრანშეა, რაც საშუალებას მოგვცემს დავდგათ მასზე კარდალა და სხვა საველე ჭურჭელი. ტრანშეას აქვს კონუსის ფორმა, ფართე ფუძე ქარის მხარეს კეთდება. ამ კოცონს არ სჭირდება ბევრი შეშა.
გარდა ამისა, მისი მეშვეობით შეიძლება გათბობაც. შეშის გახურების შემდეგ, ტრანშეას უნდა გადავაფაროთ გასხეპილი ნედლი ტოტები, მივაყაროთ მიწის თხელი ფენა და ბალახი (ფოთლები). შეგიძლიათ ზედ დაწვეთ და სითბოში დაიძინოთ.

ბოლი



კვამლის გამომცემი კოცონები გამოდგება სიგნალის მისაცემად და კოღოებისაგან დასაცავად. ჩვეულებრივ კოცონზე (სურათზე ჭაზე) შეშის ზემოდან ადებენ ნედლ წიწვოვან ტოტებს, ან მწვანე საფარს (ბალახი, ფოთლები) და უკიდებენ შიგნიდან.

რჩევები

კოცონი უნდა დაინთოს ღია ადგილას, ბუჩქებისა და ხმელი ბალახულისგან მოშორებით. კატეგორიულად აკრძალულია კოცონის დანთება საშუალო სიმაღლის წიწვოვან ტყეში, ან ტორფნარში.

კოცონი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ჰაერით, წინააღმდეგ შემთხვევაში ცუდად დაიწყებს წვას და ახრჩოლდება.

კოცონის ჩაქრობის შემდეგ სითბოს შესანარჩუნებლად, საჭიროა მუგუზლებს მივაყაროთ ფერფლი და ცოტა მიწა. ამ შემთხვევაში სითბო 10 საათზე მეტხანს გამოიყოფა.

თუ დიდხანს უნდა გაჩერდეთ ცვლადი ამინდის პირობებში, კარგი იქნება თუ თან წაიღებთ ბენზინით გაჟღენთილ ნაჭრებს (პარკში შეფუთავთ), ან წვრილად დაჩეხილ მშრალ ტოტებს. ეს გაგიიოლებთ კოცონის დანთებას.

კარგი იქნება თუ ლაშქრობაში თან წაიღებთ სპეციალურ ასანთს, რომელიც ნებისმიერ ამინდში ინთება და არ სველდება. ჩვეულებრივი ასანთი და სანთებელა აუცილებლად უნდა შეფუთოთ საიმედოდ, რათა არ დასველდნენ.

თუ არ გსურთ კვალის დატოვება, შეგიძლიათ დაახლ. 10 სანტიმეტრზე მოხსნათ გრუნტი. ეს ფილები უნდა დადოთ ჩრდილში და დანამოთ წყლით. ღამისთევის ადგილის აშლისას კოცონის ამოჭრილ მცირე ტრანშეაში ყრით ნაცარს, ნახშირს და ზემოდან ადებთ გრუნტის ფილებს.

დაკოტა



პლუსები:

1). არ ჩანს ცეცხლი.
2). ხის ფოთლები და ტოტები ახდენენ კვამლის გაფანტვას.
3). მარტივად შეიძლება როგორც საჭმლის გაცხელება და მომზადება, ასევე ტანსაცმლის გაშრობა.

წყარო: aisiforce.org

-----------------------
-----------------------
მგონი სწორ ადგილას გავსენი თემა (??)
ამ ფორუმის რეკონსტრუქცია გადალაგებაში სულ ავიბენ-დავიბენი newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- Power_VANO   კოცონის ნაირსახეობები   Dec 8 2009, 14:24
- - T A M P L I E R   საღოლ ვანო კარგი თ...   Dec 8 2009, 16:19
- - geojorjika   Power_VANO დიდი მადლობა ს...   Dec 8 2009, 16:58
- - ვიტო   ესეთ თემ ხომ გვქონ...   Dec 8 2009, 22:58
- - T A M P L I E R   რაღაც იდუმალი ძალი...   Dec 8 2009, 23:07
- - FISHING CLUB   ყოჩაღ საინტერესო თ...   Dec 8 2009, 23:09
- - Power_VANO   T A M P L I E R geojorjika FISHING CLUB გმ...   Dec 9 2009, 00:34
- - Power_VANO   მოვაგენი როგორც იქ...   Jan 11 2010, 11:12
- - gurika   მართლაც კაი თემაა, ...   Jan 13 2010, 06:38
- - ლეკი   საღოლ!! მართლა კ...   Jan 16 2010, 15:05
- - იკა კაპანაძე   თქვენის ნებართვით ...   Jan 16 2010, 20:28
- - Power_VANO   ციტატა(korakap @ 16th January 201...   Jan 20 2010, 19:17
- - პაპა   კოცონის დანთება მთ...   Mar 20 2010, 15:07
- - 919   პაპა ხო და ხომ მიი...   Mar 20 2010, 19:55
- - ij18e   მთავარი შეშა იყოს ...   Jun 10 2010, 23:38
- - Davitus   ხმელი შეშის არსებო...   Jun 10 2010, 23:47
- - სანდრიკა   ეს კოცონები მე დავ...   Dec 24 2010, 21:53
- - გიორგი   RE: კოცონის ნაირსახეობები   Dec 7 2012, 18:07
- - შოთა.03   გიორგი ოხუიტელნო...   Dec 7 2012, 18:45
- - iorama2   ციტატა(Power_VANO @ 8th December ...   Mar 28 2014, 18:11


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd May 2024 - 06:19