IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

HATSAN AT44-10 S მცირედი მიმოხილვა, დაკუნთული "თურქი" თბილისის მაღაზიებში
Geoჟორჟიკა
პოსტი Sep 26 2009, 23:28
პოსტი #1


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 2,176
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ტიფლისი



მოკლედ ამ შაშხანაზე მცირე ინფოს დადება იმიტომ გადავწყვიტე, რომ როგორც გავიგე ამ შაშხანის შემოტანას აპირებენ ერთ–ერთ იარაღების მაღაზიში დინამოსთან, რადგან ჩვენი ბაზარი არ გვანებივრებს PCP–ი შაშხანების მრავალფეროვნებით და საერთოდ უპრიანი იქნება თუ ვიტყვით რომ პირველი PCP–ი შაშხანაა რომელიც შემოვა ჩვენს ბაზარზე ფართო გაყიდვაში. ( ნუ იყო რაღაც პრეცედენტები მაგრამე ს მხოლოდ კერძო დაკვეთებს ვუშვებდით და ჩვენი ძალებით ჩამოგვქონდა )
ჰო აღნიშნული განხილვ არის თარგმანი ერთ–ერთი უცხოური ფორუმიდან .
მწარმოებლის საიტი www.hatsan.com.tr
მოკლედ უცხოელი მეგობრების და კეთილი ადამიანების დახმარებით , ხელშ ჩამივარდა ეს შაშხანა Hatsan AT 44 -10 S 4,5 კალიბრი , თავიდანვე გეტყვით რომ მე არ ვიცი რა ღრს ეს შაშხანა ან რა ტექნიკური მონაცემები აქვს , უბრალოდ ვიტყვი და დავწერ იმას რაც ვნახე და გამოვცადე იმ შაშხანებთან შედარებით რაც მე მაქვს და მქონია.
თავიდან თოფი დაშლილ მდგომარეობაშია ყუთში , საკმაოდ კარგა შეფუთული , რომ არ დაზიანდეს და ორ ნაწილადაა დაშლილი, აწყობა უმარტივესია.კონდახს რომ დავუყენებთ მივიღებთ ესეთ შაშხანას







გარედან დათვალიერებთ რაიმე მნიშნელოვანი დეფექტი არ შემიმჩნევია თითქოს ყველაფერი კარგად არის გაკეთებული (თურქულ იარაღში ესეთები სასიამოვნო იშვიათობაა newsmile05.gif ) ხელში, რომ აივღე შაშხანა თითქოს ზედმეტად გრძელი მომეჩვენა, მაგრამ როცა იგი AA S410–ს შევადარე , გაკვირვებულიც კი დავრჩ რადგან იგი დაახლოვებით 4 სანტიმეტრით მოკლე აღმოღნდა AA–ზე. (ჰატსანის რეალური სიგრძე 1066 მმ–ია) ალბათ იმის ბრალია რომ მისი ბალანსი ზედმეტად წინ არის გადანაცვლებული.



რომ არ დავიტანჯო ლოდინით ერთი–ორი ტყვია გავისროლე ქრონოგრაფში…. ( ეს არის ხელსაწყო რომელიც ტყვიის ფრენის სიჩქარეს ზომავს) JSB Heavy 0,67 გრამიანი ტყვია გაფრინდა 302 მ/წმ–თი ამ პარამეტრით ჰატსანი გლიჯავს newsmile05.gif , არანორმალური ძალა აქვს newsmile05.gif
შაშხანას აქვს 10 ტყვიიანი მჭიდი ( 2 ცალი მოყვება კომპლექტში) . გადატენვის სისტემა ანალოგიურია AA S410–ის და Weihrauch HW 100–ის. თუმცა მთგან განსხვავებით აღჭურვილია ავტომატური მცველით ანუ ყოველ გადატენაზე საჭიროა მისი მცველიდან მოხსნა რომ გასროლა მოახდინო , ცოტა გაუგებარია რა საჭიროა მჭიდიან შაშხანაზე ავტომატური მცველი , ნერვების მომშლელია და მეტი არაფერი თუმცა თურქებს რას გაუგებს კაცი newsmile05.gif . უნდა აღინიშნოს რომ ყველაფერი მუშაობს კარგად , მაგრამ მექანიზმის მუშაობისას დამრჩა რაღაც უცნაური შეგრძება თითქოს ყველაფერი არ არის ისე გამოკვეთილი როგორც უნდა იყოს ანუ არ იგრძნობა ის რომ მექანიზმი მუშაობს მკვეთრად და საიმედოდ ამის გამო ხანდახან ძნელია გაიგო მართლა გადაიტენა შეშხანა თუ არა . გადატენა არ იწვევს ისეთ სასიამოვნო შეგრძნებას როგორც ეს AA S410–ის და Weihrauch HW 100–ის გადატენისას გეუფლება თუმცა ყველაფერი ნორმალურად მუშაობს. ალბათ საჭირო იქნება დაშლა , ნაგციგან გაწმენდა , ნაწილების გაპრიალება და მერე ეშველება ან შეიძება მუშაობის პროცესში თავისით გაიწმინდოს და დარეგულირდეს newsmile05.gif . კიდევ ერთი რაც რაც აუცილებლად უნდა აღინიშნოს არის ის რომ გადასატენი რიჩაქი დამზადებულია ძალიან უხარისხო სილიუმინის შენადნობისაგან და მალევე ტყდება ექსპლუატაციის დროს, ამიტომ საჭიროა მისი დურალისგან ან ალუმინისგან დამზადება. საკმაოდ მარტივი გასაკეთებელია.







გადამშვების დამამკვრივებელი რეზინა არის რესივერში ჩამონტაჟებული როგორც ძვირიან ხარისხიან მოდელებში და არა მიმწოდებელზე როგორც ეს ბიუჯეტური წარმოების მოდელებზე ხდება. რეზერვუარის თავში არის შკალა, რომელიც აჩვენებს თუ რამდენი ჰაერის რაოდენობაა დარჩენილი რეზერუარში და შესაბამისად გასროლების რაოდენობაც. შკალა შავ–თეთრია და ნორმალურად კითხვადი. აქ სურათი გამოვიდა საკმაოდ უხარისხო და არ ჩანს , ეხლა მანდ დაახლოვებით 150 ატმოსფეროა. მაქსიმარული სამუშაო წნევა არის 200 ატმოსფერო ანუ შაშხანა რომ სურლად დატენო საჭიროა 200 ატმოსფერო ჰაერით დატუმბო იგი.




შაშხანა აღჭურვილია ხმის მოდერატორით , მოდერატორის შიგნით ჩახედვისას გავარჩიე სამი ტიხარი ჰაერის კამერებისთვის, ხმის მოდერატორის წინა საცობი ამოიხრახნება ისე როგორც ეს ხდება AA S410–ზე. გასროლის ხმა საკმაოდ ჩუმია , ანუ ოთხაში სროლისას არ ბრახუნებს შემაწუხებლად თუმცა არცთუისე ჩუმი ვერ გავიგოთ გასროლის ხმა. მაგრამ ეს ხმა გაცილებით ჩუმია ვიდრე ნაბისმიერი ზამბარდგუშიანი მაგნუმ კლასის პნევმატიკის გასრილის ხმა newsmile05.gif





ვაგრძლებ
შაშხანას გააჩნია პლასტიკისგან დამზადებული „რვიანი“ (ის დეტალი რომელიც აფიქირებს ლულას რეზერვუართან) თუმცა მას წმინდა დეკორატიული დანიშნულება უფრო აქვს ამ შემთხვევაში ვიდრე ლულის მაფიქსირებელის, რადგან იგი საერთოდ არ არის დაფიქსირებული არც ლულაზე და არც რეზერვუარზე უბრალოდ წამოცმულია და მეტი არაფერი. ასეთ შემთხვევაშ ლულა უნდა იყოს რესივერში მყარად დამაგრებული რომ სტაბილურად მოვარტყათ მიზანს თმცა ისიც თავისუფლად ქანაობს რესივერში. ამ შემთხვევაშ ხელის შევლება აუცილებელია , როგორმე უნდა დავაფიქსიროთ რვიანი ლულაზე და რეზერვუარზე, თორემ ოპტიკის დაყენებას და შორ დისტანციებზე სროლას აზრი არ ექნება.







კონდახის უკანა საბჯენი რეზინი რეგულირებადია, საკმაოდ მარტივი და საიმედო კონტრუქციაა. კონდახი საკმაოდ აკურატულად არის გაკეთებული , აქვს გლუვი ზედაპირი , ოდნავ ხაოიანი , თუმცა ერთი შეხედვით გამოიყურება საკმაოდ „იაფფასიანად“



დასატენი პორტი ჩვეულებრივია , აქვს მტვრისგან დამცავი საცობი , რომელიც დატენის დროს უნდა ამოვაგდოტ სატუმბშ შტუცერის მიწოლით , მაგრამ ამის გაკეთება არის შეუძებელი , რადგან რეზერვუარი ისე დგას რომ ამ საცობის ამოგდებას ლულა უშლის ხელს... ცუდია newsmile038.gif , დიდი ხანი წვალების შემდეგ როგორც იქნე კბილის საჩიჩქნით ამოვაგდე ეს საცობი საპირისპირო მხარეს ( აღარ დავაბრუნებ თავის ადგილას ამის ნერვები არ მაქვს newsmile05.gif ) ამის გასწორება შესაძლებელია რეზერვუარი ოდნავი დატრიალებით .... მაგრამ დატრიალდება რო? newsmile038.gif







აქ უკვე ჩვენ ვხედავთ ოპტიკისთვის განკუთვნილ რელსებს მერცხლის კუდის და ვივერის სიმბიოზს, ეს რაღაც ახალია და სავარაუდოდ ჰატსანის დაპატენტებული უნდა იყოს, პრიციპშ მშვენიერი რამეა ამაზე წავა ორივე ტიპის რგოლები , მეცხლის კუდისთვის განკუთვნილიც და ვივერისთვისაც newsmile05.gif ჰო რელსები 11 მმ–ია.



„რკინეულობა“ შიგნიდანაც ასევე ნორმალურად გამოიყურება როგორც გარედან , დამუშავებულია საკმაოდ აკურატულად , ასევე მთელი ეს „რკიეულობა“ კონდახზე მაგრდება 3 ვინტით , თუმცა როგორც მაღლა ავღნიშნე ვინტი რომელიც ამაგრებს ლულას და რეზერვუარს „რვიანთან“ უბრალოდ ფიქტიურია.



კიდე კომპლექტში მოდის აი ეს: რეზერვუარის უკანა საცობი , შტუცერი და მისი 4 ცალი სათადარიგო დამამკვრივებელი რეზინა , სათადარიგო მჭიდი.




ეს საუნდ მოდერატორის შიგთავსია , მთლად ის არ არის რაც უნდა იყოს მაგრამ ეტყობა რაღაცას აკეთებს რადგან ხმას ახშობს newsmile05.gif



ლულა არის შეცდომიდ გაჩარხული, მაგრამ "ფასკა" გადასარევად გაუკეთებიათ.



საშინლად გაკეთებულია სატუმბი შტუცერი, მთლიანად ქლიბის და სხვა მჭრელი ხელსაწყოების კვალებშია, საკვირველია მაგრამ მუშაობს კარგად.
ყველა ხრახნი ზალიან უხარისხოა. როგორ ახერხებენ თურქები რომ ყველა საქმეში ჩაა..ვან ვერ ვხვდები.
კონდახის ფორმა ძალიან არასწორია, ხელი მეტკინა... ხვალვე ავიღებ და ყველა კუთხეს მოვაცილებ!!! თურქი დიზაინერები როგორც ჩანს ეცადნენ ეცადნენ „ჰაი-ტეკი“ გაეკეთებინათ და გამოუვიდათ საშინლად არასწორი გეომეტრიის მქონე კონდახი. ქრონოგრაფში სროლისას აღმოჩნდა 2 "პლატო", თვალებს ვერ უჯერებდი მაგრამ ფაქტია...


ტყვიები - CrosmanPremier CP10.5

200 ატმ.

221 268 258 221 257 ( მ/წმ)

190 ატმ.

301 306 308 305 306 (მ/წმ)

180 ატმ.

310 307 310 306 308 (მ/წმ)

170 ატმ.

ეს 5 გასროლა არ გამიზომია

160 ატმ.

304 302 299 298 297 (მ/წმ)

150 ატმ.

296 294 290 293 288 (მ/წმ)

135 ატმ.

285 277 278 278 281 ??? (მ/წმ)

125 ატმ.

280 278 277 276 275 (მ/წმ)

110 ატმ.

269 267 266 266 262 (მ/წმ)

100 ატმ.

259 254 252 248 247 (მ/წმ)

90 ატმ.

სროლის დასასრული.

სროლის შედეგები 30 მეტრზე , პატარა ნიავი იყო , ტყვიები იგივე თუმცა ფასკა უფრო კარგად დამუშავებული , ზედა სამიზნეში 5 ტყვიააა ნასროლი , ქვედაში 10





დასკვნის მაგიერ - შაშხანას გააჩნია მაქსიმალური სამომხმარებლო ნაკრების მახასიათებლები: ხმის მოდერატორი, სატუმბი პორტი, მანომეტრი, 10 ტყვიანიმჭიდი, "საბიატლონო გადასატენი", ავტომატური მცველი, ოპტიკის უნივერსალური სამაგრი "რელსები", რეგულირებადი უკანა საბჯენი რეზინი, გადამშვების დამკვრივება რესივერში. საშუალო ხარისხის, იაფი შაშხანაა , სროლა კოლოფიდან როგორც დავინახეთ ზოგიერთ მოდელზე შესაძლებელია ზოგს დამუშავება სჭირდება( კოლოფიდან ნიშნავს როდესაც იარაღს ისვრი ყიდვისთანავე ყოველგვარი აპგრეიდის და დამუშავების გარეშეა ანუ იმ მახასიათებლებით როგორიც პირდაპირ ქარხნიდან მოდის ), მაგრამ ხელის შევლებისშემდეგ, შაშხანა არაერთხელ გაახარებს თავის მფლობელს. ერთი სითყვიტ ბიუჯეტური სანადირო შაშხანაა ფართო მასებისთვის გათვლილი. თურქეთშ ეს ფიშტო თავის ოპტიკით ( მართალია საშნელი ოპტიკაა მაგრამ ცოტა ხნით გაერთობა კაცი სანამ ნორმალურ რამეს შეიძენს) 560 ლარი ღირს.

პირველწყარო WWW.TOPGUNS.RU

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- geojorjika   HATSAN AT44-10 S მცირედი მიმოხილვა   Sep 26 2009, 23:28
- - nihontoman   ბრავო ჯორჯიკ, კარგ...   Sep 27 2009, 13:34
- - nihontoman   აი დავამატებ ცინცხ...   Sep 30 2009, 10:11
- - nihontoman   ციტატამოკლედ ამ შა...   Oct 1 2009, 15:04
- - geojorjika   nihontoman ზუსტად არ ვიცი...   Oct 1 2009, 15:07
- - nihontoman   geojorjika ნუ თუ ნორმალურ...   Oct 1 2009, 15:26
- - dawiti   ცაბაძის ქუჩაძე კუთ...   Oct 1 2009, 20:56
- - geojorjika   dawiti დღეს ვიყავი და ჩ...   Oct 1 2009, 21:01
- - dawiti   რავი აბა მე ეგრე მი...   Oct 1 2009, 21:17
- - nihontoman   ციტატარავი აბა მე ...   Oct 2 2009, 10:48
- - nihontoman   გუშინ ვიყავი კაკრა...   Oct 5 2009, 14:35
- - geojorjika   დღს ვნახე დინამოსთ...   Oct 15 2009, 15:13
- - donmixo   გაუმარჯოს ბიჭებს.......   Nov 22 2010, 14:33
- - donmixo   და კიდე მაინტერესე...   Nov 22 2010, 14:53
- - Geoჟორჟიკა   donmixo ციტატააინტერე...   Nov 22 2010, 15:46
- - donmixo   ესე იგი ჰატსანი სი...   Nov 22 2010, 16:32
- - Geoჟორჟიკა   donmixo თავის ფასის კვა...   Nov 22 2010, 18:07
- - donmixo   ყველაზე იაფად სად ...   Nov 22 2010, 18:22
- - Geoჟორჟიკა   donmixo მაგნუმში. ოპტი...   Nov 22 2010, 18:25
- - donmixo   არა ოპტიკა არ მოყვ...   Nov 22 2010, 18:30
- - Geoჟორჟიკა   donmixo შენ თუ არ ჩამოი...   Nov 22 2010, 18:46
- - donmixo   დიდი მადლობა გაიხა...   Nov 22 2010, 18:58
- - Geoჟორჟიკა   donmixo აქვთ იაპონურებ...   Nov 22 2010, 19:02
- - donmixo   Geoჟორჟიკა ციტატა(geojo...   Nov 23 2010, 08:51
|- - nihontoman   ციტატა(donmixo @ Nov 23 2010, 09...   Nov 23 2010, 10:26
- - Geoჟორჟიკა   donmixo აი ნორმალურს რა...   Nov 23 2010, 12:35
|- - nihontoman   ციტატა(Geoჟორჟიკა ...   Nov 23 2010, 13:22
- - donmixo   nihontoman ესე იგი ჰასტა...   Nov 24 2010, 16:35
|- - Geoჟორჟიკა   ციტატა(donmixo @ Nov 24 2010, 17...   Nov 24 2010, 16:39
- - donmixo   Geoჟორჟიკა ციტატა(geojo...   Nov 25 2010, 13:33
- - cz80   ციტატა(donmixo @ 25th November 20...   Nov 25 2010, 16:19
- - donmixo   ვიყიდე გუშინ როგორ...   Nov 28 2010, 10:26
- - Geoჟორჟიკა   donmixo პირველ რიგშI გი...   Nov 28 2010, 13:09
- - nihontoman   donmixo გილოცავ, მშვიდო...   Nov 28 2010, 13:57
- - donmixo   Geoჟორჟიკა nihontoman გაი...   Nov 28 2010, 18:19


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 5th June 2024 - 04:16