IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

სეტერები 74-ე ეროვნულ გამოფენაზე..., ინგლისური,ირლანდიური და შოტლანდიური სეტერების მიმოხილვა+ფოტორეპორტაჟი
megreli
პოსტი Jun 11 2014, 23:15
პოსტი #1


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,930
რეგისტრ.: 1-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



სალამი მკითხველო !!!

მიხარია,რომ კიდევ ერთხელ მიწევს ამ ფორუმზე გამოფენის შედეგების გამოქვეყნება newsmile041.gif

ტრადიციულად,საგაზაფხულო,სავე
ლე გამოცდა-შეჯიბრებების და დამღლელი დღეების შემდეგ ტარდება ეროვნული გამოფენა,წელსაც ისე მოხდა რომ არ ვუღალატეთ ამ ტრადიციას და "სანადირო მეძაღლეობის და ძაღლით მოყვარულთა საზოგადოების" ორგანიზებულ,მონადირე ძაღლების 74-ე ეროვნულ გამოფენაზე შევიკრიბეთ.როგორც ყოველთვის ასეთი ტიპის ღონისძიებებზე,გავიცანით აქამდე უცნობი და ახალბედა მონადირეები,ვნახეთ ნაცნობ-მეგობრები და როგორც ხდება ხოლმე newsmile05.gif მთავარია იყო კარგი ამინდი და განწყობაც შესაბამისი.ბევრი რომ არ გავაგრძელო ერთი ნაბიჯით მივუახლოვდები თემის მთავარ სათქმელს newsmile045.gif ალბათ უკვე ბევრმა იცის და ბევრიც ახლა გაიგებს,რომ მე ვარ სეტერების,განსაკუთრებით ინგლისური სეტერების მოყვარული.თავს უფლება მივეცი,რომ წლევანდელ გამოფენაზე წარმოდგენილი სეტერების შედეგები ცალკე თემაში დამეწერა და თან დამერთო ფოტოები.კიდევ ერთი ნაბიჯით წავიწევ წინ და გეტყვით იმასაც რომ მსოფლიოში ცნობილი სეტერების ოთხი ჯიშიდან,საქართველოში მხოლოდ სამია,ინგლისური,შოტლანდიური და ირლანდიური.მეოთხე ირლანდიური წითელ-თეთრი სეტერი კი ჯერ-ჯერობით არ არის შემოყვანილი ჩვენთან.(პირადად ჩემი დიდი სურვილია,რომ ვინმე მოახერხებდეს ამ ჯიშის ჩამოყვანას და მის განვითარებას საქართველოში)რაც შეეხება ჩვენთან უკვე მოშენებულ სეტერებს,შოტლანდიურები და ირლანდიურებში არც ისე კარგადაა საქმე,წლევანდელ გამოფენაზე მხოლოდ ორი შოტლანდიური და ერთი ირლანდიური სეტერი იყო წარმოდგენილი,მათ მომშენებლებს კი წარმატებას ვუსურვებ ამ საქმეში და მომავალ გამოფენაზე უკვე 2 ან 3 ათეული წარმოედგინოთ გამოფენაზე !
ჩატარებულ გამოფენაზე სულ 32 ეგზემპლიარი იყო წარმოდგენილი,აქედან 29 ინგლისური,2 შოტლანდიური და ერთი ირლანდიური.სამწუხაროდ ერთი ინგლისური სეტერი მოიხსნა რინგიდან,რადგანაც მისი კბილთაყრა ცდებოდა სტანდარტებს და წესების თანახმად,მსგავსი ეგზემპლიარი არ უნდა დაიშვას სელექციაში.
ახლა კი ჩატარებული გამოფენის დეტალებზე ვიტყვი რამოდენიმე სიტყვას.დათქმულ დროზე,დათქმულ ადგილზე გამოჩნდნენ ჩვენი ოთხფეხა მეგობრები და მათი მფლობელები,გაირეს რეგისტრაცია და განაწილდნენ ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით.ვინც არ იცის მათ საყურადღებოდ დავწერ,რომ წესების თანახმად გამოფენისას ძაღლები იყოფიან ასაკობრივ ჯგუფებად I,II და III ჯგუფად.ახლა კი ქვევით დავწერ ჯგუფების მიხედვით გამოვლენილი,გამარჯვებულების და რინგზე ადგილების მიხევდით წარმოდგენილი ძაღლების შედეგებს,დავურთავ ფოტოებსაც.დავიწყებ ინგლისური სეტერებით.

ინგლისური სეტერები:

მთავარი მსაჯი:ნოდარ როსტიაშვილი.
I ასაკობრივი ჯგუფი.
ხვადები:
გამარჯვებული:

"ბობი" I-კლასში I-ადგილი
მფლობელი:ალექსანდრე თალაშვილი.

"ჯინო" II-კლასში Iადგილი.
მფლობელი:ალექსანდრე ქოჩიაშვილი.

"ჩესტერი" IIკლასში II-ადგილი
მფლობელი: ჯაბა გუგეშაშვილი.

რინგზე პირველი იდგა: "რეი"
მფლობელი:გურამ არაბიძე.

ოთხივე ძაღლმა მიიღო შეფასება ძლიერ-კარგი.

ძუ:
რინგზე I ადგილი: "ლედი"შეფასება(ძლიერ კარგი)
მფლობელი:გიგი აბუთიძე.

II ადგილი: "ჯენი"(ძლიერ კარგი)
მფლობელი:ანრი ლაცაბიძე
...
II ასაკობრივი ჯგუფი.
ხვადები:
გამარჯვებული:

"დენდი"(ძლიერ-კარგი)
მფლობელი:იგორ გორდაძე.

რინგზე პირველი სამეული.

I-"რიჩი" შეფასება(ფრიადი)
მფლობელი:ლაშა თევზაძე.

II-"დენდი"(ძლიერ-კარგი)
მფლობელი:იგორ გორდაძე.

III-"ბუბუ"(ძლიერ-კარგი)
მფლობელი:თემურ შურღაია.


ძუ:
გამარჯვებული: "ბარბი" რინგზეც პირველი იდგა.შეფასება(ფრიადი)
მფლობელი:გია გენებაშვილი.

რინგზე მეორე ადგილი: "დაფნი"(ფრიადი)
მფლობელი:დავით კაკულია.

რინგზე მესამე: "ალტი"(ძლიერ კარგი)
მფლობელი:ბექა ელიაშვილი.

...
III ასაკობრივი ჯგუფი.
აქ კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ და ჩემპიონებიც newsmile045.gif
ხვადები:
გამარჯვებული:

"ჯიმი" I-კლასში I-ადგილი,დაიმსახურა მცირე ოქროს მედალი.შეფასება(ფრიადი)
მფლობელი:ვანო დონჯაშვილი.

"გუფი" II-კლასში I-ადგილი.(ფრიადი)
მფლობელი:გიორგი მეტრეველი.

რინგზე პირველი იდგა:"რიჩი"(ფრიადი)
მფლობელი:ლაშა ყანჩაველი.

ძუ:
გამარჯვებული:

"მოლი" I ადგილი ელიტა კლასში,გახდა გამოფენის ჩემპიონი,დაიმსახურა დიდი ოქროს(ჩემპიონის მედალი) შეფასება(ფრიადი)
მფლობელი:ვანო დონჯაშვილი.

რინგი კი განაწილდა შემდეგნაირად:
I-"ლუსი"(ფრიადი)
მფლობელი:აკაკი ლომიძე
II-"ჯესი"(ფრიადი)
მფლობელი:რამაზ კენჭიაშვილი.
III-"მოლი"(ფრიადი)
მფლობელი:ვანო დონჯაშვილი.

ასე და ამგვარად დამთავრდა ინგლისური სეტერების გამოფენა,რაც შეეხება ჩემპიონ მოლის,მან შარშანაც მოიგო გამოფენა!ვულოცავ მას და მის მფლობელს!
მიკერძოებაში თუ არ ჩამითვლით იმასაც ვიტყვი რომ ლამაზი გამოსვლები ქონდათ სხვადსხვა ასაკობრივ ჯგუფებს,მეტი დამაჯერებლობისთვის კი ფოტოებს მივანდობ ჩემ სათქმელს.
პირველი ასაკობრვი ჯგუფი:





















მეორე ასაკობრივი ჯგუფი:










































მესამე ასაკობრივი ჯგუფი:









































ახლა კი ირლანდიური სეტერის ეგზემპლიარზეც დავწერ ორიოდ სიტყვას,სასიახრულო იყო ყველასთვის ამ ჯიშის გამოყვანა გამოფენაზე,მაგრამ ცოტა უხერხულიც რადგან მარტო იყო რინგზე,შეფასება მიიღო ფრიადი,ესეც მონაწილე:










რაც შეეხება შოტლანდიელებს როგორც ზევით დავწერე იყო ორი მონაწილე,ორივე I ასაკობრივ ჯგუფში გამოდიოდა და ორივემ ძლიერ-კარგი შეფასება მიიღო.ესეც შოტლანდიელები:




















ექსპერტთა კომისია:









ესეც შერეული ფოტოები:












































ესეც განწყობისთვის:
ეს შემოგზავნილი იყო პოინტერებისგან newsmile090.gif



რო ვკითხე ასე რათ დამდგარხარ მეთქი...xexe.gifსილამაზე მსხვერპლს მოითხოვსო newsmile090.gif

ის ბავშვი მოხალისე იყო xexe.gif
ესენი კი მომავალში გამომსვლელები small3d018.gif















იმედია არ მოგწყინდათ ამ თემის კითხვა-თვალიერება,უკვე დასასრულსაც ვუახლოვდები,აქაც ვიტყვი რამოდენიმე სიტყვას და დაგემშვიდობებით newsmile045.gif კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო რომ გამოფენამ საინტერესოდ ჩაიარა,ბევრი ახალბედა მონაწილეც იყო და მათ მომავალში ვუსურვებ წარმატებებს!!! დიდი მადლობა ორგანიზატორებს და ექსპერტთა კოლექტივს,მადლობა მონაწილეებს და მადლობა დამსწრე საზოგადოებას!!! და მადლობა მკითხველს newsmile045.gif

რეპორტიორი newsmile05.gif

გემშვიდობებით ერთი წლით newsmile041.gif
პატივისცემით:მეგრელი.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- megreli   სეტერები 74-ე ეროვნულ გამოფენაზე...   Jun 11 2014, 23:15
- - ალთაზარ   megreli სურათების ჩასმ...   Jun 11 2014, 23:23
- - Don. vano   მეორე ასაკობრივ ჯგ...   Jun 11 2014, 23:51
- - Fishman   მალადეც! სურათებ...   Jun 12 2014, 00:40
- - უიარაღო   ვულოცავ გამარჯვებ...   Jun 12 2014, 08:26
- - jaba_gugesha   megreli აპლოდისმენტები...   Jun 12 2014, 09:25
- - gagrinski   საღოოოლ   Jun 12 2014, 11:51
- - ჭალიმგელა   megreli კარგად გიშრომი...   Jun 12 2014, 11:53
- - megreli   როგორც იქნა ყველაფ...   Jun 12 2014, 12:46
- - ალთაზარ   megreli ქშა კი არა , ხო დ...   Jun 12 2014, 12:48
- - megreli   ალთაზარ ციტატა(AJLTA3AP...   Jun 12 2014, 13:05
- - ბაბუ   megreli როგორც ოდესღაც ...   Jun 12 2014, 13:42
- - kardinal84   megreli კარქია კარგად გ...   Jun 12 2014, 17:16
- - ჯეკო   megreli ალალია ერთი კარ...   Jun 12 2014, 19:18
- - manuchari89   აფსუს სად არ მყავდ...   Jun 12 2014, 22:16
- - megreli   ბაბუ გაიხარე ! მა...   Jun 12 2014, 22:59
- - giga_megu   გურამი არაბიძე ჩემ...   Jun 13 2014, 11:44
- - ჯეკო   megreli კი ჩემია და ფოტ...   Jun 13 2014, 14:27
- - kardinal84   giga_megu იქნებ გამაცნო ...   Jun 13 2014, 20:51
- - megreli   ჯეკო ეე ძმაო შენ დ...   Jun 13 2014, 22:38


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th May 2024 - 01:21