IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

კაკაბი, კაკბის აღწერილობა და მასზე ნადირობის წესები
ზახარა
პოსტი Jun 2 2009, 22:16
პოსტი #1


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,776
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი




კაკაბი

ამ გვარიდან საქართველოში მოიპოვება ერთი სახეობა-კავკასიური კაკაბი. იგი საშუალო სიდიდის ფრინველია 350-550 გრამია. მამალი ცოტა დიდია დედალზე. შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება შეუმჩნეველია. გარეგნულად საკმაოდ მოხდენილი ფრინველია, ქათმებისათვის დამახასიათებელი შესახედაობით. ზრდასრულ ფრინველს ზურგის მხარე ნაცრისფერი აქვს, შუბლი შავი, საიდანაც შავი ზოლები მიემართებიან თვალისა და ყურის გასწვრივ, გადიან კისრის ორივე მხარეს და შავ არშიადაა შემოვლებული ღია ფერის ყელზე. თავი და კისერი ზემოდან რუხია, მოღვინისფრო-ვარდისფერი ელფერით. პირის კუთხეებთან შავი ლაქებია. პირველი რიგის მომქნევები მურა ფერისაა. ნიკაპი, ყელი და კისრის წინა მხარე მოჟანგმიწისფრო-თეთრია; მუცელი ჟანგმიწისფერი-ყვითელი. საჭის ბუმბულები მოწაბბლისფრო-ქარცია. გვერდებზე მკვეთრად გამოხატული რამდენიმე შავი, წაბლისფერში გარდამავალი განივი ზოლი ამშვენებს. ფეხები და ნისკარტი წითელი აქვს. სახეობის არეალი საკმაოდ ფართოა და მოიცავს პალეარქტიკის ზომიერ სარტყელს: სამხრეთ ევროპაში-პირენეებს, ალპებს, ბალკანეთის ნახევარკუნძულს, ხმელთაშუა ზღვის კუნძულებს, კავკასიას, შემდეგ აზიას- ტიანშანის, ალტაის, ჰიმალაის მთებს, ტიბეტსა და მანჯურიას. საქართველოში მოიპოვება როგორც მთავარ, ისე მცირე კავკასიონზე როგორც მობინადრე ფრინველი.
ბინადრობს მთების კლდოვან, ციცაბო ფერდობებზე, სადაც ქსეროფილური მცენარეულობაა. მთავარი კავკასიონის მთებში შეიძლება შეგვხვდეს 3500 მ-ის სიმაღლეზე. რიცხოვბრივად დაბალ ზონაში მეტია, სადაც თოვლის საფარი იშვიათი და მცირეა.
კაკაბი მონოგამური ფრინველია. მარტის დასაწყისში გუნდები იშლებიან და ფრინველები წყვილდებიან. ბუდობს ძეძვის, სარსაღაჯის და სხვა ქსეროფილურ ბუჩქნარებში. დედალი აკეთებს ბუდეს, რომელიც მიწის პატარა ჩაღრმავებას წარმოადგენს, ამოფენილს ხმელი ფოთლებით, ბალახითა და ბუმბულით. დებს 10-18 კვერცხს. ადრეული ბუდობა შეძლება შეგვხვდეს მაისის პირველ ნახევარში, ხოლო მოგვიანებული ივნისის მეორე ნახევარში. საინკუბაციო პერიოდი 25 დღემდე გრძელდება. ახალგამოჩეკილი წიწილები ერთი საათის შემდეგ კარგად დარბიან და იკენკებიან. 3 თვის ასაკში თითქმის მოზრდილების სიდიდეს აღწევენ. კაკბის ძირითადი საკვებია ბალახოვანი და ბუჩქოვანი მცენარეების თესლები და მწვანე ნაწილები. უპირატესობას პარკოსნებს ანიჭებს. ცხოველური საკვები რაოდენობრივად მცირეა, მაგრამ ზაფხულში ყოველთვის იკვებება მწერებით, მათი მატლებითა და ჭუპრებით, აგრეთვე ზოგიერთ მოლუსკით. საკვების შემადგენლობა წლის სეზონების მიხედვით ცვალებადია.
საქართველოში ამჟამად კაკაბზე ნადირობა აკრძალულია, დაშვებულია, მხოლოდ სპეციალური სანადირო მეურნეობებში, ადრე კი სპორტული ნადირობის ერთ-ერთი მეტად ძვირფასი ობიექტი იყო.


ინფორმაცია აღებულია ჟურნალ 'ნადირობა' მაისი 2008 წ.( ნომერი 5)
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- ზახარა   კაკაბი   Jun 2 2009, 22:16
- - ჭალიმგელა   პატივცემულო ფორუმ...   Nov 26 2009, 14:24
- - woodman   http://www.youtube.com/watch?v=_V3Obvh1DYA ა...   Apr 1 2011, 14:06
- - ჭალიმგელა   სერიოზულია. ლაბრად...   Apr 1 2011, 15:14
- - ჰერცოგი997   ამ ვიდეოში აშკარად...   Apr 1 2011, 16:07
- - gogita.m   ორივე მისდევს ფრინ...   Apr 1 2011, 16:13
- - woodman   ლაბრადორს დააკვირ...   Apr 1 2011, 22:55
- - შადი შამოდი   კაკაბი კაკაბს არ გ...   Apr 1 2011, 23:13
|- - hunter777   ციტატა(შადი შამოდი...   Jan 9 2013, 18:06
- - ჭალიმგელა   შადი შამოდი მონად...   Apr 2 2011, 12:25
- - შადი შამოდი   აბა 8 თუ მეტი კაცი რ...   Apr 2 2011, 13:15
- - ლეკი   ერთ–ერთ მომენტში ო...   Apr 2 2011, 22:39
- - T A M P L I E R   RE: კაკაბი   Jan 29 2012, 13:26
- - PREDATOR   RE: კაკაბი   Jan 9 2013, 16:56
- - ჰერცოგი   ერთი რა მაინტერესე...   Jan 9 2013, 17:37
- - Bonehill   6.32 წამზე ზუსტან ზახ...   Jan 9 2013, 19:49
- - PREDATOR   RE: კაკაბი   Jan 23 2014, 10:54
- - ზახარა   ako-gul კაკაბზე ნადირო...   Jul 11 2014, 22:34
|- - ako-gul   ციტატა(ზახარა @ Jul 1...   Jul 11 2014, 23:44
- - ნუკრიMax   ako-gul ანუ სულ 6 ეგზემპ...   Jul 12 2014, 09:39
- - assassin29   ნუკრიMax სულ 6 + ჭამა   Jul 12 2014, 10:09
- - ako-gul   ხო, 3 ხოხობი და 3 კაკა...   Jul 12 2014, 13:24
- - ბაბუ   ako-gul ციტატა(ako-gul @ 12...   Jul 12 2014, 13:48
- - ako-gul   ერთ წასვლაზე 3 კაკა...   Jul 12 2014, 18:53
- - assassin29   ako-gul ვერ გავიგე ანუ ...   Jul 12 2014, 19:09
- - ako-gul   150 ლარს. 3 კაკაბის და ...   Jul 12 2014, 19:31
- - PREDATOR   RE: კაკაბი   Feb 1 2015, 23:34
- - უიარაღო   სარსარაკი "კაკაბ...   Feb 2 2015, 10:00
- - HUNTER FREDY   ციტატა(უიარაღო @ Fe...   Feb 2 2015, 14:11


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 11th June 2024 - 19:22