IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

სასაცილო ისტორიები საკუთარი ცხოვრებიდან
გიორგი
პოსტი Jul 10 2009, 01:16
პოსტი #1


ო ფ ე რ ი ს ტ ი
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,699
რეგისტრ.: 8-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ტიფლისი



ისტორია პირველი: “როგორ ვიყიდე ჩემი პირველი თოფი” newsmile05.gif newsmile05.gif

მოკლედ ვარ 18 წლის, პირველ კურსზე ვსწავლობ. ხოდა, ერთ დღეს გადავწვიტე რომ სანადირო თოფი მინდა ვიყიდო. ერთი თელაველი ძმაკაცი მყავს – ემო. პირველი კურსიდან ერთად მოვდივართ. ემო “ცნობილი” იყო იმით, რომ კარგად ერკვეოდა იარაღში. ხოდა მივადექი ემოს, იარაღი მაყიდინე მეთქი, თორე მე გონში არ ვარ რა და როგორ. ემომ, მე კი მხეცი ვარო იარაღშიო, მაგრამ ჩემი ძმაკაცი ზვიანგიო არისო ამ საქმის პროფესიონალი, ხოდა იმას ჯობია ვკითხოთქო.

მივადექით ზვიანგის. ზვიანგიმ კიო ბაზარი არ არისო, ოღონდაცო დღეს არ მცალიაო, ხვალე, ზეგო და მაზეგაცო არ მცალიაო newsmile035.gif newsmile035.gif და მერე კი გამოგყვებიო და აგარჩევინებო. რაღა მექნა, კაი თქო და წამოვედი.

მეორე დღეს ვერ მოვითმინე და მარტოკამ მივაჭერი დიანაში. სანამ მაღაზიაში შევიდოდი, ერთი დარეკვა მაინც დავურეკე ემოს, მეთქი მაღაზიაში ვარ უკვე და რამე მირჩიე რა შევამოწმო თქო. ხოდა აქედან იწყება თავდავიწყება:

ემომ, “რაც მთავარია, დახედე ნარეზი გაწყვეტილი არ ქონდესო ლულაშიო” თუ რაღაც ეგეთი მირჩია. გამეკაიფა თუ მართლა მითხრა არ ვიცი, მაგრამ მე კაი მეთქი ვუთხარი და შევედი მაღაზიაში.

შევედი და ვხედავ მშვენიერი თოფი კიდია სტენდზე ( როგორც მერე გავარკვიე, ერთ კუროკიანი იჟ27 ვერტიკალური ლულებით) ლამაზი კაკლის კონდახით და რამე.

“თუ შეიძლება მანახეთ” თქო და გამყიდვლემაც გადმომიღო თოფი. ვუყურებ, მომწონს ჭკუაზე არა ვარ. მართლა მაგარი თოფია…

გადავხსენი თოფი და ……….


სადააა ნარეზიიი …..


ნარეზის ნასახი არა შიგნით… არი ასე გაპრიალებული ეს ლულები სარკესავით…..

შევხედე გამყიდველს … გამყიდველიც მე მიყურებს…. გავიხედავ ისევ ლულელბში… არაა ნარეზი… ისევ გამყიდველს ვუყურებ… ისიც მე მიყურებს….

- “უკაცრავათ მეთქი და ნარეზი სადაა ???” newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

ნარეზი სადაააოო და გამყიდველს სახე შეეცვალაააა…..
- რა ნარეზიოოო ?!?!?!?
- რა ნარეზი და ლულაში ნარეზი !!!!

ეხლა გამყიდველი მიყურებს ისეთივე სახით, ცოტა ხნის წინ მე რომ ვუყურებდი…

- მაგას ნარეზი არა აქვსო !!!
- მაგას მეც კარგად ვხედავ რო არა აქვს და მაგას ვკითხულობ ზუსტად !!! სადაა ნარეზი ??!!
- სადაა და არააოო.. არ უნდაოო… (ეტყობა ისე დაიბნა, რომ დალაგებულად ვერღარ დამელაპარაკა)
- რას ქვია არ უნდა ??!! მაგას არ უნდა მე მინდა და წავიდა კაჩავი…

მოკლედ უნდა არ უნდას ამბავში ვურეკავ ისევ ემოს…. ასე და ასე თქო ბიჭო…. თოფი არის – ნარეზი არ არის !! newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

როგორ თუ არ არისოოო… გატენიანოოო… ბრაკიაოოოო….. ესაოო ისაოოო…. და მეც მოკლედ იგივე ტალღაზე მოვუბრუნდი ამ გამყიდველს, ვეკაჩავები ნარეზი დადე თქოოო… ბოლო 10 წუთი დაახლოებით ისეთი სიტუაცია გვაქვს – “მომეც ნასოსი” “არ მოგცემ ნასოსსა”.

თან ეხლა უკვე ისეთი ამბავია, რომ მთელი მაღაზია მე მიყურებს…. დავურეკავ ამ შენს ემოს… იქნება გადათქვა თქო ეგ ოხერი ნარეზი… არა, ის მაინც თავისას აწვება - ნარეზი, ნარეზი . . .


მოკლეთ კაი ხანს ვართ ერთ ამბავში… ეს ხალხიც მიყურებს… ზოგი თავს იქნევს.. .ზოგი სიცილით კვდება…. ვატყობ საქმე ტრაკისკენ არის…

მოკლედ იმ დღეს ერთადერთი ჭკვიანური რაც ვქენი, ბოლოს დავურეკე ჩემს მამიდაშვის – გოგას (T A M P L I E R-ის ძმას)
დაახლოებით შემდეგი ხანმოკლე დიალოგი გაიმართა ჩვენს შორის:

- გოგა !

- ჰა

- თოფს ვყიდულობ

- მერე

- ნარეზი არა აქვს

- რა ნარეზი !?!?!

- ლულაში ნარეზი

- პაუზა . . .

- შენ შ… ხომ არ გაქვს !!!!

- ზუმერი .……

დავღუნე თავი და მოვუბრუნდი გამყიდველს: “შემიხვიეთ თუ შეიძლება ეგ თოფი თქოო !” თქო და წამოვედი ჩემი პირველი თოფით სახლში newsmile05.gif newsmile05.gif newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- გიორგი   სასაცილო ისტორიები საკუთარი ცხოვრებიდან   Jul 10 2009, 01:16
- - ახოტნიკ   აუ შენ გაიხარე გიო...   Jul 10 2009, 01:36
- - ვიტო   what i can say is WOW რავი რა პი...   Jul 10 2009, 01:58
- - ნოსო   გიორგი საღოლ)   Jul 10 2009, 08:32
- - გიორგი   ციტატა(vito @ 10th July 2009 ...   Jul 10 2009, 09:07
|- - kakhaber   ციტატა(გიორგი @ Jul 1...   Sep 25 2009, 13:04
- - ახოტნიკ   გიორგი ანკესზეც ხო...   Jul 10 2009, 11:57
- - გიორგი   არა მაგრამ ისე შიძ...   Jul 10 2009, 12:05
- - დათო ბუ   გიორგი შენ ისე მოგ...   Jul 10 2009, 23:50
- - გიორგი   დათო ბუ   Jul 11 2009, 09:45
- - T A M P L I E R   დათო ბუ ციტატა(bukusi ...   Jul 13 2009, 17:45
- - CECEIRON   ესეიგი ვარ რუსეთსი...   Jul 13 2009, 19:29
- - შალვა   CECEIRON ის სოფელიც უნდ...   Jul 13 2009, 21:11
- - გიორგი   ციტატა(shalva @ 13th July 2009 ...   Jul 13 2009, 22:56
- - ვიტო   CECEIRON შუკა - ქარიყლპი...   Jul 14 2009, 00:25
- - ლევანი   კრემლთან ახლოს რომ...   Jul 14 2009, 00:48
|- - ზაზა   ციტატა(ლევანი @ Jul 1...   Aug 13 2009, 15:46
- - გიორგი   ისტორია მეორე: “რა...   Jul 16 2009, 14:45
|- - Maverick   ციტატა(გიორგი @ Jul 1...   Jul 16 2009, 17:14
- - ვიტო   ციტატა(გიორგი @ 16th ...   Jul 16 2009, 16:06
- - გიორგი   ციტატა(Nikolo @ 16th July 2009 ...   Jul 16 2009, 17:18
- - ახოტნიკ   გიორგი აუ კინაღამ ...   Jul 16 2009, 17:37
- - გიორგი   ეეე რაც მე ისტორიე...   Jul 16 2009, 17:38
- - შალვა   [b]გიორგი[/ შენ დასაკ...   Jul 16 2009, 20:38
- - გიორგი   შალვა სიამოვნები...   Jul 16 2009, 22:43
- - ნოსო   Maverick მაგარია გიო შ...   Jul 17 2009, 23:20
- - ჭალიმგელა   RE: სასაცილო ისტორიები საკუთარი ცხოვრებიდან   Jul 20 2009, 18:36
- - ROVER   გიორგი შენ გაიხარ...   Jul 21 2009, 08:53
- - jagermeister   გიორგი   Jul 21 2009, 10:11
- - შალვა   კაი ხნის წინ გურია...   Jul 21 2009, 13:19
- - გიორგი   ციტატა(shalva @ 21st July 2009 ...   Jul 21 2009, 13:22
- - ვიტო   ციტატა(shalva @ 21st July 2009 ...   Jul 21 2009, 13:34
- - გიორგი   ის არ ვიცი და შენ რო...   Jul 21 2009, 13:36
- - გიორგი   ისტორია მესამე: "...   Jul 21 2009, 17:16
- - Maverick   ბრააავოოოოოოოო, ბრ...   Jul 21 2009, 17:47
- - გიორგი   არა რას ვიგონებ ყვ...   Jul 21 2009, 21:01
- - Maverick   მაგარი ხათაბალა კი...   Jul 21 2009, 21:13
- - გიორგი   ეგგგგგ კიიიი მაგრ...   Jul 21 2009, 21:15
- - ახოტნიკ   გიორგი ოღონდაცვ ის...   Jul 21 2009, 22:03
- - გიორგი   ახოტნიკ ამ ამბები...   Jul 21 2009, 22:10
- - ახოტნიკ   გიორგი შეეცად...   Jul 21 2009, 22:29
- - ვიტო   გიორგი კამფეტივით...   Jul 21 2009, 22:54
- - გიორგი   რავი ვიტო იმის არ ი...   Jul 21 2009, 22:56
- - ნოსო   მაგარი იყო მაგრად ...   Jul 21 2009, 23:19
- - ლევანი   მართლა მაგარი ისტო...   Jul 21 2009, 23:54
- - გიორგი   ლევანი To be continued . . . კი...   Jul 22 2009, 00:15
- - ახოტნიკ   გიორგი დაპოსტე დაპ...   Jul 22 2009, 00:28
- - კუდიგორელი   ვაააჰ ძლივს მოვითქ...   Jul 22 2009, 11:54
- - T A M P L I E R   გიორგი ვაა მეტლახ...   Jul 22 2009, 11:57
- - დიტო   ვააა მართლა კაი ის...   Jul 22 2009, 11:59
- - გიორგი   ციტატა(dimitri @ 22nd July 2009 ...   Jul 22 2009, 12:47
- - ლევანი   კაცო..განა არ ვყვებ...   Jul 22 2009, 18:29
- - გიორგი   ციტატა(levani @ 22nd July 2009 ...   Jul 22 2009, 18:38
- - მონადირე   გიორგი ...   Jul 22 2009, 19:50
- - გიორგი   RE: სასაცილო ისტორიები საკუთარი ცხოვრებიდან   Aug 6 2009, 23:05
- - ვიტო   გიორგი დაგი...   Aug 6 2009, 23:15
- - xedos   საღოლ გიო მაგარი ...   Aug 6 2009, 23:42
- - BEK_M   გიორგი ეხლა წარ...   Aug 6 2009, 23:53
- - გიორგი   კაი ხნის წინ.... ალბა...   Aug 6 2009, 23:54
- - BEK_M   გიორგი   Aug 6 2009, 23:55
- - ლევანი   შემეცოდა გოგო.....   Aug 7 2009, 00:48
- - Maverick   მაგარია ,   Aug 7 2009, 10:24
- - ნოსო   RE: სასაცილო ისტორიები საკუთარი ცხოვრებიდან   Aug 7 2009, 10:48
- - ბესო   გიორგი ლევანი   Aug 9 2009, 01:13
- - ჩელე   გიორგი აუუუუ, შენ გ...   Aug 13 2009, 02:05
- - Aragvispireli   მაგარი ისტორიებია ...   Aug 13 2009, 11:27
- - ზაზა   აქ თურმე რეები ხდე...   Aug 13 2009, 16:04
- - გიორგი   შოკოკო9 რაღა დროის ...   Sep 18 2009, 10:10
- - გიორგი   მაცალა რო ?   Sep 18 2009, 10:14
- - გოგა   ეგ რა არის მაგას კი...   Sep 19 2009, 21:16
- - T A M P L I E R   აბა ველოდებით აღია...   Sep 21 2009, 13:04
- - გიორგი   T A M P L I E R რაღა რას იძა...   Sep 21 2009, 13:21
- - T A M P L I E R   ხო იცინე იცინე კი გ...   Sep 21 2009, 13:44
- - გოგა   მარტო მაგას არ ვიძ...   Sep 23 2009, 18:20
- - გიორგი   კაი დავწერ მაგ ისტ...   Sep 24 2009, 00:33
|- - kakhaber   ციტატა(გიორგი @ Sep 2...   Sep 25 2009, 14:02
- - გოგა   ეხლა მაგდენი რო მა...   Sep 24 2009, 18:33
- - ვიტო   ებიჯო ცოტა ხალხია ...   Sep 24 2009, 19:44
- - Nukry Max   ჭალიმგელა სად არი ...   Sep 24 2009, 21:05
- - გოგა   ოოხ კახას გაუმარჯო...   Sep 25 2009, 13:10
- - გიორგი   kakhaber ვაააახხხ რა ტრ...   Sep 25 2009, 14:11
|- - ჯეკო   ციტატა(გიორგი @ Sep 2...   Sep 26 2009, 17:35
- - შოკოკო9   გაყიდის უეჭველიიი   Sep 25 2009, 14:29
- - გოგა   kakhaber ეგ აღარ მახსოვ...   Sep 25 2009, 14:48
- - გიორგი   კაცო აქ ტკბილი მოგ...   Sep 25 2009, 16:08
- - გოგა   გიორგი შენ კარგი მ...   Sep 25 2009, 17:25
- - kakhaber   გიორგი არა გიო, კა...   Sep 26 2009, 09:48
- - Nukry Max   ჭალიმგელა მოვყვე ს...   Sep 26 2009, 10:59
|- - ჭალიმგელა   ციტატა(Nukry Max @ Sep 26 2009, 1...   Oct 1 2009, 08:21
- - tamo   გიორგი ამდენი კაი ...   Sep 26 2009, 16:42
- - გიორგი   აუუუუ დაგლიჯააააა...   Oct 1 2009, 10:36
- - ჩელე   ჭალიმგელა მაგა...   Oct 1 2009, 11:28
- - T A M P L I E R   RE: სასაცილო ისტორიები საკუთარი ცხოვრებიდან   Oct 1 2009, 11:31
- - ჩელე   შოკოკო9 შენც რა მ...   Oct 1 2009, 12:41
- - გოგა   ეხლა გეტყვით როგორ...   Oct 8 2009, 18:49
- - გიორგი   ვის მოუვდა ეგ ეე ????   Oct 8 2009, 19:03
- - გოგა   ვალიკოს   Oct 8 2009, 19:54
- - hunter777   მაგარი ისორიებია მ...   Jan 1 2010, 20:01
- - bala   აუ გიორგი აგარ შემ...   Jan 12 2010, 21:20
- - გოგა   ეხლა ეს არ ვიცი სას...   Jan 29 2010, 23:28
3 გვერდი V   1 2 3 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th May 2024 - 19:57