IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

მიმართულების პოვნა, ჩრდილოეთი/სამხრეთი/აღმოსავლეთი/დასავლეთი
ვიტო
პოსტი Oct 7 2009, 15:19
პოსტი #1


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 8,362
რეგისტრ.: 5-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



მოგაწოდებთ პატარა განმანათლებელ ექსკურსს მხარეების პოვნის შესახებ, იმედია არ
დაგჭირდებათ, მაგრამ მაინც იცოდეთ, რაიცი რა ხდება newsmile05.gif

მასალა ამოკრეფილია წიგნიდან "გადარჩენის ხელოვნება" ავტორის სახელი არ აწერია....


უხეშად რომ ვთქვათ, მზე ამოდის აღმოსავლეთიდან და ჩადის ჩრდილოეთში. ჩრდილოეთ ნახევარსფეროში,
შუადღისას მზე ზუსტად სამხრეთითაა: სამხრეთ ნახევარსფეროში პირიქით - იგი ზუსტად ჩრდილოეთით იქნება.
ნახევარსფერო აღინიშნება ჩრდილის მოძრაობის მიხედვით: ჩრდილოეთში ჩრდილი მოძრაობს საათის ისრის
მიმართულებით, სამხრეთში - საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით.

ჩრდილის მომცემი ჯოხის მეთოდი
მოათავსეთ 1მ სიგრძის ჯოხი ვერტიკალურად, ბრტყელ ზედაპირზე, აღნიშნეთ სად ეცემა ჩრდილის წვერი,
დაიცადეთ 15 წუთი და არნიშნეთ ახალი ჩრდილის წვერი, შეაერთეთ ეს 2 წერტილი და მიიღებთ მიმართულებას
აღმოსავლეთი - დასავლეთი (პირველი ნიშნული არის დასავლეთი) ამ ხაზის მართი კუთხით გადაკვეთაზე
იქნება ჩრდილოეთი - სამხრეთი.

მიმართულების პოვნა საათის მიხედვით
ტრადიციულ ისრებიან საათს შეუძლია მიმართულების ჩვენება, თუ დაწმუნებულები ხართ, რომ იგი დაყენებულია
ზუსტ ადგილობრივ დროზე (მიუხედავად იმისა, თუ რომელ პირობით დროის სარტყელში იმყოფებით,
დამოუკიდებლად ზაფხულში დროის ერთი საათით გადაწევისა). რაც ახლოს ხართ ეკვატორთან, მით ნაკლებ სანდოა ეს მეთოდი.
ჩრდილოეთ ნახევარსფეროში საათი გეკავოთ ჰორიზონტალურად. საათის პატარა ისარი მზეს. შუაზე გაყავით
კუთხე საათის ისარსა და ციფრ 12-ს შორის; მიიღებთ მიმართულებას ჩრდილოეთი - სამხრეთი.
სამხრეთ ნახევარსფეროში, საათი გეკავოთ ჰორიზონტალურად. მიუშვირეთ ციფრი 12 მზეს. შუა
წერტილი 12-სა და საათის პატარა ისარს შორის გიჩვენებთ მიმართულებას ჩრდილოეთი - სამხრეთი.

იმპროვიზირებული კომპასები:
რკინის (რკინოვანი ლითონის) მავთული ან უმჯობესიასაკერავი ნემსი რამდენჯერმე ერთი და იგივე მიმართულებით
გაუსვათ აბრეშუმის ნაჭერზე. იგი დამაგნიტდება და ჩამოკიდებულ მდგომარეობაში აჩვენებს ჩრდილოეთს.
მაგნიტზე ან აბრეშუმზე გაუსვით ნემსის წვერი რბილად, ერთი ბოლოდან მეორესკენ, სულ ერთი და იმავე
მიმართულებით. ჩამოკიდეთ ძაფის მარყუჟში გაყრილი ნემსი გაწონასწორებულად.ძაფი არ ნდა იყოს ზედმეტად
გადაგრეხილ-გადაკვანძული.
მოტივტივე ნემსი შეიძლება გამოვიყენოთ ისევე, როგორც ჩამოკიდებული. დადეთ ნემსი ქაღალდის ფურცელზე,
ხის ქერქზე ან ქაღალდზე და ჩაუშვით წყალში.

მიმნიშნებელი მცენარეები
მცენარეებს შეუძლიათ მიგანიშნონ ჩრდილოეთი და სამხრეთი. ისინი იზრდებიან მზის მხარეს, ასე რომ
ჩრდილოეთ
ნახევარსფეროში მცენარე ყვავილებს იკეთებს და უფრო გაშლილია სამხრეთისაკენ, ხოლო სამხრეთ
ნახევარსფეროში - ჩრდილოეთისკენ. ამავე მხარეს იზრდება უფო მწვანე და ფუმფულა ხავსი ხეებზე.
თუ ხე მოჭრილია, რგოლების ნახაზი მის გადაჭრილ ნაწილზე უფრო ფართოდ არის განლაგებული ეკვატორისკენ
მიმართულ მხარეს.

ქარის მიმართულება
თუ იცით მთავარი ქარის მიმართულება, ეს შეგანარჩუნებინებთ თქვენს მიმართულებას. იქ სადაც ძლიერი ქარი
ყოველთვის ერთი მხრიდან უბერავს მცენარეები ქარის მიმართულებით იქნება გადახრილი. ჩიტები და მწერები,
ჩვეულებრივ, ბუდეებს იშენებენ იმ მხრიდან, საითაც ქარი უბერავს.

მიმართულების დადგენა ციური სხეულების მიხედვით
მთვარე: რადგანაც მთვარე დედამიწის გარშემო შემოვლას 28 დღეს ანდომებს, მისი ფორმა იცვლება ადგილმდებარეობის
მიხედვით. როცა ის იმავე მხრიდან ადგას დედამიწას, საიდანაც მზე, მზიდან შუქი არ აირეკლება: ეს არის ახალი მთვარე, შემდეგ იგი
ირეკლავს შუქს თავისი ხილული ზედაპირის მარჯვენა მხრიდან და ეს არეალი თანდათან იმატებს მთვარის დაბერებასთან ერთად.
სავსე მთვარის დროს ეს არეალი იმყოფება დედამიწასთან მზის მოპირდაპირე მხარეს. შემდეგ იგი ილევა, ამრეკლავი ზედაპირი
მცირდება ვიწრო ზოლამდემთვარის ხილული ზედაპირის მარცხენა მხარეს.

თუ მთვარე მზის ჩასვლამდე ამვიდა, განათებული მხარე იქნება დასავლეთი, თუ ის ნაშუაღამევს ამოვიდა,
განათებული მხარე იქნება აღმოსავლეთი. ასე რომ, მთვარე იძლევა აღმოსავლეთ - დასავლეთის დაახლოებით მითითებას.

ვარსკვლავები
ვარსკვლავები ერთმანეთის მიმართ უცვლელ პოზიციას ინარჩუნებენ. ისინი გაივლიან ჰორიზონტის ხაზს ზემოთ ყოველ
ღამით 4-4 წუთით ადრე. ეს იძლევა თვეში 2 საათის განსხვავებას.
ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ვარსკვლავთა ჯგუფების დანახვა შეიძლება მთელი რამის განმავლობაში. ისინი მოძრაობენ
წრიულად ერთი ვარსკვლავის გარშემო - ის ერთადერთია, რომელიც თითქმის არ მოძრაობს. ეს არის პოლარული ვარსკვლავი
(ძალიან მნიშვნელოვანი დამხმარე ნიშანი ნავიგაციისას - იგი განლაგებულია თითქმის ზუსტად პოლარული
ჩრდილოეთის თავზე).


ილუსტრაციებ მერე დაგიდებთ თუ არ დამეზარა newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 6th June 2024 - 19:50