IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

ფასიანი ტბები საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ.. რა განსხავებაა!?, ამ თემაში მინდა მოგიყვეთ რა განსხვავებაა საქართველოსა და უკრაინის ფასი
ზურაზუ
პოსტი May 28 2012, 21:41
პოსტი #1


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 34
რეგისტრ.: 28-May 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ამ თემის გახსნის სურვილი გამიჩდა იმიტომ რომ:
1)ამ ფორუმზე თითქმის ყველა თემა გადავიკითხე რაც ფასიან ტბებს ეხება და დასკვა ასეთი გამოვიტანე რომ თუკი სადმე იყო წესიერი ფასიანი ტბა ის 1 ან 2 წელიწადში ფუჭდება და ყველა იმედგაცრუებას გამოთქვავს...
2)თვითონ ვიყავი რამდენიმე კერძო ტბებზე და ჩემი თვალით ვნახე რომ პირობები არანაირი არ არი შექმნილი მეთევზეებისათვის!
3)საქართველოში რეალურად იხდი 2ჯერ ან 3 ჯერ მეტს ვიდრე იღებ ამის საფასურად.. ხან 100ჯერ მეტსაც იმიტომ რომ სულ ვერაფერს იღებ ვერც თევზს და ვერც სიამოვნებას...
4)იმიტომ რომ ვიცი რას ნიშნავს ფასიანი სათევზაო!

ამ თემაში მინდა მოგიყვეთ რა განსხვავებაა საქართველოსა და უკრაინის ფასიან ტბებს შორის!
არც კი ვიცი რითი დავიწყო newsmile011.gif ალბათ სწორი იქნება თუ დავიწყებ ყველაზე აქტუალური 2 საკითხით რომელიც პირველრიგში ჩნდება როდესაც გვესმის ახალ ფასიან ტბაზე 1) ფასი?! და 2)რა თევზია რამხელა და როგორ მოდის?!
მინდა ვთქვა რომ საქართველოში თევზაობა ძვირი სიამოვნებაა, განსაკუთრებით ხარისიხანი თევზაობა (შეიძლება სიტყვა "ხარისხიანი" არ შეესაბამება მაგრამ მაინც) ანუ იხდი ბევრს და იჭერ ან ვერაფერს ან უკეთეს შემთხვევაში 2-3კილო თევზს.. ან იხდი ძალიან ბევრს და იჭერ კარგათ და რასაც იჭერ იმაშიც იხდი ძალიან ბევრს, სიამოვნებას კი იღებ მაგრამ მაინც გულში ნაღველი გრჩება რომ ეს სიამოვნება ასეთი ძვირი დაგიჯდა..
ამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ არის კიდევ ერთი ფაქტორი რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ეს არის მეთევზეთათვის შექმნილი პირობები! უფროსწორად საქართველოს შემთხვევაში ამ პირობების არ ქონა საერთოდ..

მინდა მოგიყვეთ რას ნიშნავს ფასიანი თევზაობა უკრაინაში!

1) ეს არის გარანტირებული თევზი რომლის სახში მიტანა არა მარტო არ შეგრცხვება არამედ სიამაყითაც კი აღივსები))))

2)ფასი მინიმალური გადავიხადე ყველაზე იაფი 12ლარის ეკვივალენტი გრივნებში და ყველაზე ძვირი 30 ლარის ეკვივალენტი.

3)მეთევზეებისათვის ექმნილი პირობები ანუ ვგულისხმობ იმას რომ არ ეძებ ადგილს სადაც ნაკლები კამიშია რო ჩააგდო და ზაცეპკა არ გააკეთო, არ ეძებ ადგილს სადაც მზეზე არ დაიხრუკები მთელი დღე, არ ეზებ ადგილს სადაც სხვა მეთევზეები არ შეგიშლიან ხელს, და არ ფიქრობ იმაზე რომ შედიხარ სატევზაოტ საერთოდ ნახავ ადგილს დასადგომს თუ ყველა კრგი ადგილი დაკავებულია სხვა მეთევზეებით!


1 ტბა სადაც პირველად ვიყავი საერთოდ ფასიან მეურნეობაზე იყო 80კმ კიევიდან, ფასი70გრივნი, ლარზე თუ გადმოვიყვანთ გამოდის 12 ლარი.. ანკესების რაოდენობა შეზღუდული არ არის! დაჭერილი თევზის გატანის პრობლემაც არ არი, რასაც დაიჭერ შენია! 2 ჯერ ვიყავი ამ ტბაზე და ორივეჯერ 2 კაცმა სამ სამი ანკესით დავიჭირეთ ერთხელ 13კგ მეორეთ 11კგ კარპი მინიმუმ 300გრ და მაქსიმუმ 1,5კგ ( ჩვენ მოყვარულებათ ვითვლებით ასე რომ იქვე სერიოზულმა ბიძა კაცებმა სერიოზული თევზებიც დაიჭირეს 5-10 კილოიანი ეგზემპლიარები) პირობებიდან მინიმალური კომფორტი იყო ანუ მანქანით ნებისმიერ ადგილზე ტბის ნაპირას შეიძლებოდა მისვლა და ნებისმიერ ადგილზე ჩრდილში იდექი რადგან მთელ პერიმეტრზე ტყეა და ბუნება)))
ეს რაც შეეხება ყველაზე იაფ ვარიანტს.
იქვე დაახლოებით 20 კილომეტრით შორს იყო მეორე ტბა სადაც ფას 120 გრივნი იყო ანუ 24 ლარი. ამ საფასურში შედიოდა შემდეგი: მანქანის სადგომი ყარაულთან ერთად, საჩოკი იმ შემთხვევაში თუ არ გაქ. სათევზაო ადგილი, ნაპირიდან ტბაში შემავალი 20-30 მეტრის სიღრმეში ხიდი და ბოლოში ხის პლათრორმა დაახლოებით 15-20კვადრატული გადაფარებული პალატკა მაგიდა სკამები, ანკესის სამაგრები და მანგალით იქვე ნაპირში)))) მოკლედ იდეალური პირობები სათევზაოთ და უბრალოდ დასასვენებლად)) ამ ტბაზე ალბათ 5-6ჯერ ვიყავით რადგან არც შორს იყო არც ძვირი და თვზიც ისე მოდიოდა რომ ხან ანკესებს გადავდებდით და 1 ანკესით ვიწერდით იმიტომ რომ ვერ ვასწრებდით ფიზიკურად! თევზს რაც შეეხება ისევ და ისევ ჩვენი სამოყვარულო დონისთვის კარგი იყო 500 გრამიდან 2-3 კილოიანებამდე.. ისევ და ისევ გვერდით არაერთხელ მყავს ნანახი 10კგ კარპის ამოყვანის პროცესი)))
მოკლედ დღეში მინიმუმ 10 კგ თევზს ვიჭერდით მაქსიმუმ 18კგ..
იყო კიდევ ერთი ტბა სადაც მოვასწარი წამოსვლამდე მოხვედრა, მხოლოდ იქ მიზანმიმართულად შუკაზე ვიყავით ქარიყლაპია ქვია მგონი ქართულად.. 30 ლარი ღირდა ნავით შეცურვის უფლებით)) მაგრამ ჩვენ დავიგვიანეთ ნოემბრის ბოლო იყო და ყინავდა ძალიან რამაც ხელი შეგვიშალა, მიუხედავად ამისა მაინც დავიჭირეთ რამოდენიმე ეგზემპლიარი))

ასე რომ თუ კი ვინმეს გაქვთ საშუალება ან აპირებთ უკრაინისკენ გეზის აღებას აუცილებლად წადით სათევზაოთ! კმაყოფილები დარჩებით ძალიან! თუ კი ვინმეს აინტერესებს შემიძლია დაგაკვალიანოთ კიდეც!!
მოყევით ვის სად გითევზავიათ ფასიან მეურნეობებზე საქართველოს ფარგლებს გარეთ!

P.S ბოდიში თუ კი თემა არ შეესაბამება იმ განყოფილებას რომელშიც დავპოსტე.. უბრალოდ ვერ ვნახე ამაზე შესაბამისი ადგილი...

ფოტოები:









აქ უკვე შუკაზე




Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- ზურაზუ   ფასიანი ტბები საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ.. რა განსხავებაა!?   May 28 2012, 21:41
- - ჭალიმგელა   ზურაზუ კარგი სტატ...   May 28 2012, 22:10
|- - ზურაზუ   ციტატა(ჭალიმგელა ...   May 28 2012, 23:00
- - მაქსიმუსა   ზურაზუ http://www.radikal.ru/ აქ ...   May 28 2012, 23:01
|- - ზურაზუ   ციტატა(მაქსიმუსა ...   May 29 2012, 01:46
- - T A M P L I E R   ზურაზუ აბა ეს სცად...   May 28 2012, 23:02
- - CECEIRON   100% მართალია ეს კაცი,...   May 29 2012, 07:10
- - ilariona   უკრაინაში 20-ჯერ მაი...   May 29 2012, 07:52
|- - ზურაზუ   ციტატა(ilariona @ May 29 2012, 08...   May 29 2012, 08:49
- - ჩელე   კარგი თემაა ნამდვი...   May 29 2012, 08:56
|- - ზურაზუ   ციტატა(ჩელე @ May 29 2012...   May 29 2012, 09:05
- - ჩელე   ზურაზუ სამწუხარო...   May 29 2012, 09:50
|- - ზურაზუ   ციტატა(ჩელე @ May 29 2012...   May 29 2012, 11:07
- - ბექარი19   ზურაზუ გახსოვდეს ...   May 29 2012, 10:27
|- - ზურაზუ   ციტატა(ბექარი19 @ May...   May 29 2012, 11:00
- - bachovar   ძალიან კარგი სტატი...   May 29 2012, 10:29
- - ჩელე   bachovar ხო რა ვიცი, არა ...   May 29 2012, 10:38
- - T A M P L I E R   ციტატა(zurabik82 @ 29th May 2012 ...   May 29 2012, 10:42
- - ilariona   ზურაზუ ოკ, მოდი ცო...   May 29 2012, 11:19
- - ზურაზუ   ilariona ჩემი აზრები წა...   May 29 2012, 11:28
- - bachovar   ჩელე ციტატაარა მგ...   May 29 2012, 12:47
- - ჩელე   bachovar მაგ ვარიანტში ...   May 29 2012, 12:48
- - ilariona   ციტატა(bachovar @ 29th May 2012 ...   May 29 2012, 14:13
- - bachovar   ციტატადებედამ გუდ...   May 29 2012, 15:39
- - ჩელე   შეიძლება აქ სხვა გ...   May 29 2012, 15:43
- - ზურაზუ   ციტატა(bachovar @ 29th May 2012 ...   May 29 2012, 17:15
- - maxo06   დებედამ გუდვილზე ძ...   May 29 2012, 17:23
- - ზურაზუ   ციტატა(maxo06 @ 29th May 2012 ...   May 29 2012, 17:27
- - CHUDA   18 ოქტომბერს ვიყავი ...   Oct 23 2013, 13:46
- - ჭალიმგელა   CHUDA მაგარი ხარ ჩუდა, ...   Oct 23 2013, 14:08
- - feroni   მეგობრებო დებედაზ...   Oct 23 2013, 14:50
- - CHUDA   გეთანხმები ბოლომდ...   Oct 23 2013, 19:27
- - feroni   CHUDA გაიხარე, კარგი გ...   Oct 23 2013, 19:39
- - Rey -   ეჰ,ფასიანი ტბები ფ...   Oct 24 2013, 12:38
- - ალთაზარ   Rey - კარასზე თევზაობ...   Oct 24 2013, 12:47
- - Rey -   ალთაზარ მეც არ მიყ...   Oct 24 2013, 13:18
- - Alex_357   მოგესალმებით! რა...   Nov 9 2014, 12:49


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 31st May 2024 - 03:40