IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

პროპელერები
Bone
პოსტი Jul 6 2012, 18:06
პოსტი #1


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



სპორტინგის ერთ ერთი განშტოებაა პროპელერებზე სროლა.ყველაზე განსხვავებული დისციპლინაა ყველა არსებულთა შორის. მთავარი ღირსება ამ სახეობის არის ის, რომ , სამიზნე ყოვლად წარმოუდგენელი ტრაექტორიით და მოულოდნელი კუთხით ფრინდება.
როგორც ოლიმპიურ სახეობებში, ასევე სპორტინგში, სროლა მიმდინარეობს ერთსა და იმავე სტანდარტულ ან მეტ ნაკლებად ერთმანეთისაგან განსხვავებულ ( ძირითადად ზომით და წონით) სამიზნე თეფშებზე.



არსებობს: სტანდარტული, მიდი, მინი, ბატუ, და "რებითი"....

პროპელერები კი განსხვავებულია ყველა აქამდე ცნობილი სატყორცნი თეფშებისგან.
პროპელერების გამოგონება პირდაპირ კავშირშია ზოგადად ტექნოლოგიების განვითარებასთან.
პროპელერი წარმოადგენს (პლასტმასის) 10 სანტიმეტრი სიგრძისა და 2,5 სანტიმეტრი სიგანის თეფშს რომელიც, მოთავსებულია აგრეთვე პლასტმასის , ორფრთიან პროპელერში, პროპელერიც და თეფშიც მყიფე პლასტმასისაგან მზადდება.



პოზიციიდან 25-30 მეტრზე, დამონტაჟებულია სასროლი აპარეტ-დანადგარები. რომლებიც, ჯერ ბრუნვას ანიჭებს პროპელერებს, შემდეგ კი გაურკვეველი კუთხითა თუ ტრაექტორიით გატყორცნის მათ.





გატყორცნის ადგილიდან 20 მეტრზე გაბმულია თვლსაჩინოდ ფართე ზონარი, მიწიდან 80 სმ სიმაღლეზე. რომელიც მსაჯის ფუნქციასაც ითავსებს. თუ დაზიანებული სამიზნე გაცდა ზონარს და დავარდა, მსროლელი იმსახურებს 1 ქულას, თუ დაზიანებული სამიზნე დავარდა ზონრამდე მაშინ მსროლელი იმსახურებს 2 ქულას. დაცდენა შესაბამისად 0 ქულას.
იგივე პრინციპი არსებობდა, ცოცხალ მტრედებზე სროლის შეჯიბრებზე.

სპორტინგის ამ განშტოებაში, გამოიყენება ნებისმიერი კოსნტრუქციის 12 ყალიბის თოფები.გამოიყენება საფანტი არაუმსხვილეს 2,5 მმ-ისა (ანუ 7 ნომერი) ხოლო ვაზნაში, მისი წონა არ უნდა აღემატებოდეს 36 გრამს ! ! !

პროპელერებზე სროლა, სპორტის იშვიათ სახეობას წარმოადგენს. გარდა ამისა, დამზადების რთული ტექნოლოგიური პროცესიდან გამომდინარე, ერთი პროპელერის ფასი 2-3-ჯერ ძვირია სტანდარტული სასტენდო თეფშის ღირებულებაზე.

პროპელერების გამშვები დანადგარები და სანგარი





პროპელერების ფრენის ტრაექტორია, არასტაბილური, აცა ბაცა ფრენის სტილით ხასიათდება, მაქსიმალურად მიახლოებულია ზოგიერთი ფრინველის ფრენის მანერაზე.

ვიდეო რგოლი თვალსაჩინოებისთვის.

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- Bonehill   პროპელერები   Jul 6 2012, 18:06
- - T A M P L I E R   იმენნა ყველას ჯობი...   Jul 6 2012, 19:34
- - ჯეკო   ძაან მაგარია რაა, ნ...   Jul 6 2012, 19:40
- - Davitus   უფ, ამას მეც სიამოვ...   Jul 6 2012, 19:55
- - იკო1981   კი კაი რამეა. თვალი...   Jul 6 2012, 20:23
- - GELGURU   ბრავო ბატონო ბონე ...   Jul 7 2012, 18:47
- - Bonehill   GELGURU გააჩნია რა შეჯი...   Jul 7 2012, 19:49
- - hunter777   უძალიანმაგრესია ს...   Jul 7 2012, 20:44
- - Bonehill   მაგას ვინ ჩივის ჩვ...   Jul 8 2012, 11:48
- - T A M P L I E R   აპარატის აწყობა შე...   Jul 9 2012, 12:30
- - hunter777   ფრთებიი ფრთები გვი...   Jul 9 2012, 13:18
- - T A M P L I E R   გაგვიგიჟდა მემგონ...   Jul 9 2012, 13:50
|- - hunter777   ციტატა( T A M P L I E R @ Jul 9 2...   Jul 9 2012, 13:52
- - T A M P L I E R   მართლა ბენი გააქვს...   Jul 9 2012, 14:03
- - Bonehill   T A M P L I E R გამორიცხული...   Jul 9 2012, 19:57
|- - hunter777   ციტატა(Bonehill @ Jul 9 2012, 20...   Jul 9 2012, 20:35
- - Bonehill   hunter777 ყველაფერი კარ...   Jul 9 2012, 20:41
- - hunter777   რაიიიიიიი???   Jul 9 2012, 21:19
- - Bonehill   ფერაძე მოდელი ემი...   Jul 10 2012, 14:29


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 10th June 2024 - 13:05