IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

გიორგი
პოსტი Oct 14 2009, 13:42
პოსტი #1


ო ფ ე რ ი ს ტ ი
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,699
რეგისტრ.: 8-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ტიფლისი





ძუა ალბად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია მთელ სათევზაო აღჭურვილობაში, რომელიც ერთმანეთან აკავშირებს აღჭურვილობის ყველა ელემენტს. დღესდღეობით ბაზარზე წარმოდგენილია ძუების ძალიან ფართო არჩევანი და ხშირად რთულია გაერკვიო იმაში თუ რომელი ძუა უნდა იყიდო, მითუმეტეს ახალბედა მეთევზისთვის.

დავიწყოთ იმით, რომ ყველა ძუას გააჩნია ორი, ურთიერთდამოკიდებული, სტანდარტული მახასიათებელი, რომლის მიხედვითაც ხდება ხოლმე ძუის შერჩევა ამა თუ იმ თევზაობისთვის. ესენია: ძუის დიამეტრი და ძუის გამწყვეტი ძალა - იგივე "ტესტი" (ანუ რა მაქსიმალურ წონაზე გაწყდება ესა თუ ის ძუა. იზომება კილოგრამებში). როგორც წესი რაც მეტია დიამეტრი - მით მეტ წონას უძლებს აღნიშნული ძუა.

ძირითადად გავრცელებულია გამჭირვალე ძუები, თუმცა ბაზარზე მოიპოვება ფერადებიც. ზოგი მეთევზის მტკიცებით, ძუის ფერს მნიშვნელობა არა აქვს, ზოგიც სრულიად საწინააღმდეგოს ამტკიცებს. ამიტომ ძუის ფერის შერჩევა თქვენს გემოვნებასა და გამოცდილებაზე მომინდვია newsmile05.gif

ჩვენთან გამოიყენება ძუის 2 ძირითადი მოდიფიკაცია: მონოძუა და წნული ძუა.

მონოძუა არის ყველაზე გავრცელებული და მისი გამოიყენება შეიძლება თევზჭერის თითქმის ყველა მეთოდის დროს. მონოძუა არის მეტად ელასტიური და გააჩნია გარკვეული ამორტიზაციის ეფექტი, რაც თავის მხრივ ამცირებს დაჭერილი თევზის "გაქცევის" რისკს. მაგრამ გააჩნია გარკვეული მინუსებიც, მაგალითად ნაკლები მგრძობიარობა (რაც გამოწვეული მისი "ამორტიზაციის" ეფექტით).

წნულ ძუას, მონოს საპირისპიროდ, ამორტიზაციის ეფექტი დაყვანილი აქვს მინიმუმამდე, რის გამოცა ის ძალიან კარგად ასახავს თუ რა მდგომარეობაშია წყალქვეშ მყოფი სატყუარა, ხოლო თევზის დაჭერისა და მისი ამოყვანისას - ანკესზე დეტალურად გადმოსცემს თევზის ყველა მოძრაობას. ასევე დადებით მხარეთ შიძლება ჩაითვალოს, ის მომენტიც რომ წნული ძუის დიამეტრისა და ტესტის პროპორცია საკამოდ დიდია. ანუ შედარებით მცირე დიამეტრის წნულ ძუას აქვს ბევრად უფრო დიდი ტესტი, ვიდრე იგივე დიამეტრის მონოძუას - ანუ წნული მონოზე უფრო გამძლეა !!! ხოლო მის უარყოფით მხარედ შეიძლება ჩაითვალოს, ის მომენტი, რომ გარკვეული პრაკტიკის გარეშე საკმაოდ დიდია დაჭერილი თევზის გაქცევის შანსი. ეს გამოწვეულია ძუის ამორტიზირების თვისების არ არსებობით. გამოცდილი მეთევზეები, ასეთ დროს, კოჭის ფრიქციონის საშუალებით ახდენენ ამორტიზაციის ეფექტის კომპენსირებას.

ძუის შერჩევის დროს ასევე ყურადღება მიაქცით იმას თუ რამდენ მეტრიან ძუას ყიდულობთ და რამდენი ეტევა თქვენს კოჭაზე. ჯობია მეტი იყიდოთ, ვიდრე მოგაკლდეთ newsmile05.gif



Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- გიორგი   ძუა   Oct 14 2009, 13:42
- - giga_bai   და რა მაინტერესებს...   Oct 14 2009, 15:39
- - geojorjika   და კიდევ რა ფირმის ...   Oct 14 2009, 16:21
|- - გიორგი   ციტატა(geojorjika @ Oct 14 2009, ...   Oct 14 2009, 18:17
- - გიორგი   ციტატა(geojorjika @ Oct 14 2009, ...   Oct 14 2009, 18:50
- - გიორგევიჩ   გიორგი გაიხარე დე...   Oct 14 2009, 22:19
- - გიორგი   გიორგევიჩ კიდე ერ...   Oct 14 2009, 22:24
- - გიორგევიჩ   გიორგი ჩემი და შენ...   Oct 14 2009, 22:29
- - გიორგი   აუ დავიტანჯე რააა, ...   Oct 26 2009, 00:50
- - geojorjika   გიორგი არ უწერია ა...   Oct 26 2009, 07:51
- - გიორგი   კი უწერია, მაგ ლინკ...   Oct 26 2009, 11:10
- - geojorjika   გიორგი მნად წერია ...   Oct 26 2009, 11:13
|- - გიორგი   ციტატა(geojorjika @ Oct 26 2009, ...   Oct 26 2009, 11:25
- - Pendragon   გიორგი მანდ წერია, ...   Oct 26 2009, 14:52
- - გიორგი   Pendragon ციტატა(Pendragon @ 26t...   Oct 26 2009, 14:58
- - Pendragon   ლაითზე გინდა ეს ძუ...   Oct 26 2009, 15:04
|- - გიორგი   ციტატა(Pendragon @ Oct 26 2009, 0...   Oct 26 2009, 16:01
- - Pendragon   მე ვაპირებ 15 LB-იანის...   Oct 26 2009, 16:22
|- - გიორგი   ციტატა(Pendragon @ Oct 26 2009, 0...   Oct 26 2009, 16:58
- - Pendragon   გიორგი პრაქტიკა უ...   Oct 26 2009, 17:23
- - გიორგი   Pendragon ხოდა მეც მაგ დი...   Oct 26 2009, 22:07
- - ჰერცოგი997   ყველაზე კარგი ძუა ...   Oct 26 2009, 22:19
- - bliadze   ერთი კითხვა მაქ მა...   Feb 9 2010, 21:13
- - zura26   1. exlaxans viyide "kameleon" mainterese...   Feb 23 2010, 18:50
- - mixailo   http://www.amazon.com/Sufix-Elite-Fishing-...74...   Feb 23 2010, 21:59
- - FISHING CLUB   სისულელეა ძუის გამ...   Feb 23 2010, 22:21
- - levan81   მეთევზეებს გაუმარ...   Apr 13 2011, 13:03
- - T A M P L I E R   levan81 გამოდგომით გამ...   Apr 13 2011, 13:05
- - levan81   T A M P L I E R გასაგებია. დ...   Apr 13 2011, 13:06
- - Fishing Club   100% ყვველ სეზონზე გა...   Apr 13 2011, 20:26
- - tuvalu   გამარჯობა, ვინმემ ...   Apr 18 2011, 13:18
- - T A M P L I E R   tuvalu http://www.cabelas.com/product/Fishing/Fis...   Apr 18 2011, 14:41
- - tuvalu   გმადლობ   Apr 18 2011, 15:11
- - tuvalu   მეგობრებო, მინდა შ...   Apr 19 2011, 10:45
- - ბესო   tuvalu http://www.cabelas.com/product/Fishing/Fis...   Apr 20 2011, 08:00
- - tuvalu   გმადლობ ბესო, შენ ლ...   Apr 20 2011, 10:17
- - გიორგი   tuvalu 0.25-0.28 დიამეტრის მ...   Apr 21 2011, 22:14
- - tuvalu   გიორგი დიდი მადლობ...   Apr 22 2011, 01:11
- - გიორგი   tuvalu თვითონ ყუთს რა ...   Apr 22 2011, 09:11
- - tuvalu   მე მირჩიეს ფსკერზე...   Apr 22 2011, 11:46
- - Tarantuli   გაუმარჯოს..თუ შეგი...   May 8 2013, 20:25
- - ilariona   Tarantuli 25კგ რამდენ მილ...   May 8 2013, 20:34
- - Tarantuli   აჰა.დიდი მადლობა.ვ...   May 8 2013, 20:48


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th May 2024 - 08:38