IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

,,ოჩოპინტრე"-ს პირველი შიდა საკლუბო საველე გამოცდა-დათვალიერება
ზაზა
პოსტი Jun 16 2013, 06:48
პოსტი #1


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,472
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა კლუბ ,,ოჩოპინტრე"-ს ორგანიზებით 2013 წლის 15 ივნისს ჩატარდა მეძებარ ძაღლებს შორის პირველი შიდა საკლუბო საველე გამოცდა-დათვალიერება სახელწოდებით ,,დმანისი-2013", რომელშიც დებულების შესაბამისად მონაწილეობის მიღება შეეძლოთ მხოლოდ კლუბის წევრებს მათი ოთხფეხა მეძებრებით. სავალდებულო პირობა, ასევე დებულების შესაბამისად მდგომარეობდა იმაში, რომ მეძებარი დარეგისტრირებული ყოფილიყო სანადირო მეძაღლეობისა და ძაღლით ნადირობის მოყვარულთა საზოგადოებაში, ჰქონოდა ექსტერიერის შეფასება არანაკლებ ,,კარგი" და ამავე დროს, უსაფრთხოების მიზნით, ორგანიზატორების მოთხოვნის შესაბამისად, ყოველ მონაწილეს უნდა წარედგინა ვეტერინარული საბუთი ძაღლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (აცრები, ცოფის აცრა და ა.შ.).

საველე გამოცდამდე კლუბის წევრებმა (გენერალი, ილარიონა, ზაზა, ირაკლი, Fishman, gagrinski) რამოდენიმეჯერ ადგილზე (დმანისის რაიონში)დაათვალიერეს საველესთვის აუცილებელი რელიეფის და ფართობის მინდვრები, რაშიც დაგვეხმარა ადგილობრივი პიროვნება, gagrinskis სიძე პაატა ადუაშვილი (დიდი მადლობა გვერდში დგომისთვის), რის შემდეგაც შეირჩა მინდორი და კლუბის გამგეობის გადაწყვეტილებით გადაწყდა აღნიშნული ღონისძიების გამართვა, რომლის ჩატარების ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი გახლდათ ანტიბრაკონიერული აქცია, უარი ე.წ. ,,მანოკებს" - ელექტრონულ მოსახმობ საშუალებებს და მეძებარი ძაღლით სწორი ნადირობის პოპულარიაზაცია.

საველეს ჩატარებაში როგორც ყოველთვის გვერდში დაგვიდგა სანადირო მეძაღლეობისა და ძაღლით ნადირობის მოყვარულთა საზოგადოება და სეტერ კლუბი, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონებს დავით ცხვედიანს, გიორგი ადიკაშვილს, ნოდარ როსტიაშვილს, გიორგი მამულაძეს,ასევე ვანო დონჯაშვილს (რომელიც ავადმყოფობის გამო სამწუხაროდ ვერ წამოვიდა).

წელიწადის ამ დროს თბილისთან ახლოს მწყერი ბუდეზეა, მისი შეწუხება მიუღებელია, დმანისი კი მაღალი რეგიონია და საველემდე იქ რამოდენიმე ასვლამ დაგვარწმუნა, რომ მეძებრის გამოსაცდელად ნორმალური პირობები იქნებოდა.

12 ივნისს ჩავატარეთ კენჭისყრა, საველეს მინდვრები დავყავით პირობით A და B სექტორებად, წილისყრა ჩატარდა ასევე იმის შესახებ, თუ ექსპერტების რომელი კომისია რომელ სექტორში გამოცდიდა მეძებრებს.

15 ივნისს ღამის დაახლოებით 2 საათიდან მონაწილეებმა და გულშემატკივრებმა დავიწყეთ შეკრება ორთაჭალაში ყოფილ ციხეებთან: იგორი, დათუნა, ბონე, ზურა, ჭალიმგელა, ჩავლე, თაზო, ირაკლი, Jager-man,გენერალი,კალვერა, Fishman,ჩიკა,ნიკა, ზაზა, ასევე ექსპერტები: დ. ცხვედიანი,გ. ადიკაშვილი,ნ. როსტიაშვილი,სტაჟიორ-ექსპერტი გ. მამულაძე. გადავნაწილდით მანქანებში და დაახლოებით 4-ის ნახევარზე 5 ეკიპაჟით გავემართეთ დმანისის მიმართულებით.

ადგილზე დაგვხდა იდეალური საველე პირობები, ნიავი, ნამი მინდორში, რაც მთავარია სიგრილე.





დაახლოებით 05:30 საათზე მონაწილეები და ექსპერტები გადანაწილდნენ წინასწარ განსაზღვრულ მინდვრებში. სექტორების მიხედვით საინტერესო მომენტების ფოტოზე დაფიქსირებისა და რიგით მომდევნო მონაწილის დროული გაფრთხილების მისია იტვირთეს: A სექტორი - კალვერა, Jager-man, B სექტორი - გენერალი, თაზო. მათ ბრწყინვალედ გაართვეს თავი, თავადაც მიიღეს საკმაო გამოცდილება და ღონისძიების მაღალ ხარისხზე უდიდესი გავლენა მოახდინეს. არც ერთი წუთი არ დაკარგულა, ყოველი მომდევნო მონაწილე მინდორში იყო წინა გამომსვლელის ქულების დაჯამებისთანავე. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ამ პერიოდში უკვე 8 საათისთვის საკმაოდ ცხელა და მეძებრისთვის რთულია თავისი საველე თვისებების სრულად წარმოჩენა.

ობიექტური მიზეზების გამო რამოდენიმე მონაწილე დაგვაკლდა, ბაბუს კურცჰაარმა ფეხი იტკინა, მავერიკი სასწრაფო საქმეზე დასავლეთში გაემგზავრა, ნუკრიმ და გიზოვიჩმაც სამსახურების გამო ვერ მოახერხეს ჩამოსვლა.
სულ 11 მეძებარი გამოიცადა.
A სექტორში: ახალგაზრდა ინგლისური სეტერები დაფნი (გაგრინსკი), გუფი (ჭალიმგელა), დენდი (იგორი), რიჩი (Fishman), ასევე ახალგაზრდა პოინტერები მაქსიმუსი (ზაზა) და შერონ (ნიკა).






Jager_man-ი მომავალ ჩემპიონთან












ექსპერტები

















B სექტორში: გამოცდილი პოინტერი ჯილდა (ბონე), ახალგაზრდა პოინტერი ვიტო (დათუნა), კურცჰაარი ბერტა (ჩიკა), შოტლანდიური სეტერი პერი (ზურა), ცნობილი პოინტერი მაქსი (ირაკლი).



როგორც საველეს დასრულების შემდეგ ექსპერტებმა აღნიშნეს, თითოეულმა მეძებარმა აჩვენა ჯიშისთვის დამახასიათებელი ღირსებები, თუმცა გამოუცდელობამ, სიფიცხემ (უმრავლესობა გაეკიდა) და სხვა მიზეზებმა გავლენა იქონიეს საბოლოო შეფასებაში.
ამ ღონისძიების ჩატარების მიზეზი ზემოთაც აღვნიშნე. მხარდასაჭერად მონადირეები მობრძანდნენ ბოლნისის და დმანისის რაიონებიდან. სტუმრები გვყავდნენ ტელევიზიებიდან და გარემოს დაცვის სამინისტროდან. ერთად განვიხილეთ სწორი სამონადირეო საქმიანობის, ძაღლით ნადირობის კულტურის ძველი და ახალი მიმართულებები. ძალიან საინტერესო დიალოგი შედგა.
ეს ღონისძიება არ ატარებდა შეჯიბრების ხასიათს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ პირველი შიდა საკლუბო საველეს აშკარად გამორჩეული ძაღლი გახდა ბონეს (ნიკა ელერჯიას) ძუ პოინტერი ჯილდა, რომელმაც მე-3 ხარისხის დიპლომი დაიმსახურა. მათ დიპლომი და პრიზი გადასცა გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილემ.
ექსპერტების გადაწყვეტილებით პრიზები გადაეცათ ასევე პერსპექტიულ ახალგაზრდა ძაღლებს: ხვად ინგლისურ სეტერ გუფის (ჭალიმგელა) და ხვად პოინტერს მაქსიმუსი (ზაზა).

ამ საველე-დათვალიერებამ დარწმუნებული ვარ დადებითი როლი უნდა ითამაშოს ჩვენზე, როგორც მგეშავებზე, გამოცდილი ექსპერტების რჩევები, მათი დახასიათებები უდიდესი გამოცდილებაა თითოეული ჩვენთაგანისათვის.










































































































free upload

ახლა კი განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო და დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ პაატა ადუაშვილს და მის მეგობრებს, რომლებმაც ტრადიციული ქართული სუფრა გაგვიშალეს ულამაზეს მაშავერას ხეობაში. სურათებს დავდებ და თავადაც დარწმუნდებით.






















დიდი მადლობა ilarionas, რომელსაც თავად არ ყავს ამ ეტაპზე საბუთიანი ძაღლი, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია მისთვის, უდიდესი მონდომებით ჩართულიყო ამ საქმეში. თავად ამ დღეს ვერ მოახერხა ჩამოსვლა, იმ დილით ჩამოფრინდა თბილისში.
გაგრინსკიზე რა ვთქვა, ყველაფერი ნათლად ჩანს, დავით გაიხარე.შენ რომ არა , არ ვიცი. ხომ იცი, არ მოგასვენებ.
დავითუსამ ძალიან ლამაზი დიპლომები დაამზადა. მადლობა.
თაზო, გაიხარე, სამწვადე იყო, მშვენიალური newsmile05.gif
მადლობა ზურას და Jager_man-ს საუკეთესო ქართული ღვინოსთვის.


დიდი მადლობა კლუბის გამგეობას და თავმჯდომარეს, თითოეული კლუბის წევრს, ექსპერტებს, სტუმრებს, გულშემატკივრებს.
კლუბი ,,ოჩოპინტრე" მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს ასეთი სახის ღონისძიებების ჩატარებას და არასოდეს შეურიგდება ბრაკონიერობას, უწესო, მეხორცე ნადირობას.

დიდ მადლობას ვუხდით სპონსორობის გაწევისათვის ქართული ლუდის კომპანიას, კერძოდ საჩუქარად ხევსურული ლუდისა და ენერგეტიკული ვაილდერის გადმოცემისათვის.

ეს კი ულამაზესი ადგილი, სადაც ქართული სუფრა გაშალეს მასპინძლებმა. სუფრაზე ოჩოპინტრეს წესის შესაბამისად კლუბის წევრობა მივულოცეთ ზურას.



Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- ზაზა   ,,ოჩოპინტრე"-ს პირველი შიდა საკლუბო საველე გამოცდა-დათვალიერება   Jun 16 2013, 06:48
- - gagrinski   ზაზა დაგეხმარები დ...   Jun 16 2013, 09:40
- - ჩელე   მართალია მე ვერ და...   Jun 16 2013, 10:35
- - ზახარა   მშვენიერი ღონისძი...   Jun 16 2013, 10:52
- - ჭალიმგელა   ყველაფერი ძალიან კ...   Jun 16 2013, 10:54
- - ჩავლე   gagrinski მაგარი კაცი ხა...   Jun 16 2013, 10:54
- - gagrinski   გაიხარეთ ბიჭებო, ყ...   Jun 16 2013, 11:01
- - კუდიგორელი   მიხარია ძალიან ამდ...   Jun 16 2013, 11:21
- - Maverick   მალდციიი, მალადციი...   Jun 16 2013, 12:32
- - hunterbrother   Aდგილი იყო ბომბა სი...   Jun 16 2013, 12:46
- - ჩელე   hunterbrother კეთილი იყოს ...   Jun 16 2013, 12:48
- - Bone   მაღალ დონეზე იყო ო...   Jun 16 2013, 13:13
- - nik@a   ექსპერტებზე მინდა ...   Jun 16 2013, 16:34
- - კალვერა   მართლა მშვენიერი ღ...   Jun 16 2013, 20:11
- - general   კარგი მეორე აქტი გ...   Jun 16 2013, 20:15
- - მამუკა   ყოჩაღ, მართლა კარგ...   Jun 16 2013, 21:33
- - საბო   მიხარია ყველაფერმ...   Jun 16 2013, 22:16
- - baroni   კარგი ფოტოებია მალ...   Jun 16 2013, 22:53
- - kajuberi   ჯიგაროები ხართ.მაგ...   Jun 17 2013, 08:50
- - გიზოვიჩი   ძალიან მაგარი ღონი...   Jun 17 2013, 22:14
- - hunter88   მართლაც კარგ საქმე...   Jun 18 2013, 00:45
- - კალვერა   ზაზა,ყველა სურათი ...   Jun 18 2013, 07:02
- - @bazierashvili@   მე პირველ რიგში გი...   Jun 18 2013, 08:32
- - achiko-l   gagrinski ციტატა(dato gagrinski ...   Jun 18 2013, 08:34
- - gagrinski   ახლა მზადდება მაგა...   Jun 18 2013, 10:36
- - Bone   RE: ,,ოჩოპინტრე"-ს პირველი შიდა საკლუბო საველე გამოცდა-დათვალიერება   Jun 18 2013, 10:46
- - kupra   მალაცი რებიატა   Jun 18 2013, 10:54
- - gagrinski   ხო ისე საწყენად არ ...   Jun 18 2013, 11:01
- - ზახარა   ციტატა(dato gagrinski @ 18th June...   Jun 18 2013, 11:19
- - Akop   ციტატადიდი მადლობ...   Jun 18 2013, 12:16
- - Gobrona   მომილოცავს ბიჭებო ...   Jun 18 2013, 14:24
- - შადი შამოდი   ახლა უფრო დამწყდა ...   Jun 18 2013, 14:43
- - tuesa   ვაა მაგრები ხართ . გ...   Jun 18 2013, 15:25
|- - ზაზა   ციტატა(tuesa @ Jun 18 2013, 16...   Jun 18 2013, 20:33
|- - tuesa   ციტატა(ზაზა @ Jun 18 2013...   Jun 19 2013, 02:33
- - megreli   თ !!!   Jun 18 2013, 15:53
- - temoo90   მაგრები ხართ ბიჭებ...   Jun 18 2013, 16:11
- - gagrinski   ციტატა(shadimani @ 18th June 2013...   Jun 18 2013, 18:36
- - Bone   ....არა, ღონისძიება მ...   Jun 18 2013, 19:09
- - რამაზი   გილოცავთ მეგობრებ...   Jun 18 2013, 20:19
- - simona   მეც ველოდები მომავ...   Jun 19 2013, 07:39
- - ჩელე   ოფები გადატანილია,...   Jun 26 2013, 09:44
- - tuesa   ზაზა ხომ არ იგეგმე...   Jun 26 2013, 13:39
|- - ზაზა   ციტატა(tuesa @ Jun 26 2013, 14...   Jun 26 2013, 16:38
- - gagrinski   ჯერ არა აგვისტოში ...   Jun 26 2013, 14:18
- - megreli   ვიდეოები არ გადაღი...   Jun 26 2013, 18:12
|- - ზაზა   ციტატა(megreli @ Jun 26 2013, 19...   Jun 27 2013, 10:14
|- - ზაზა   ციტატა(megreli @ Jun 26 2013, 19...   Jul 4 2013, 10:23
- - თაზო   RE: ,,ოჩოპინტრე"-ს პირველი შიდა საკლუბო საველე გამოცდა-დათვალიერება   Jun 27 2013, 22:24
- - Fishman   თაზო ამ სურათების ...   Jun 28 2013, 01:04
- - achiko-l   მალადეც,კაი გასვლა...   Jun 28 2013, 09:14
- - monadire batumeli   ვულოცავ ყველა მონა...   Jul 3 2013, 19:12
- - Bone   monadire batumeli ძაღლების ძე...   Jul 4 2013, 08:32
- - სკვითია   ღმერთმა სიკეთე მოგ...   Jul 4 2013, 09:21
- - ჭალიმგელა   monadire batumeli იყო A და B პოზ...   Jul 4 2013, 09:47
- - gagrinski   მაგარი იყო ჭალო   Jul 4 2013, 10:07
- - ლეკი   ბრავო კარგი ღონისძ...   Jul 4 2013, 12:11
- - monadire batumeli   ციტატა(niko @ 4th July 2013 ...   Jul 6 2013, 12:05
- - Bone   monadire batumeli ნორმალური   Jul 6 2013, 22:43


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st June 2024 - 17:47