ჩვენი 2013-2014 სეზონისგახსნა, კლუბის საპატიო წევრთან, და სტუმართან - აკოპთან ერთად |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ჩვენი 2013-2014 სეზონისგახსნა, კლუბის საპატიო წევრთან, და სტუმართან - აკოპთან ერთად |
![]()
პოსტი
#1
|
|
ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
....მოვიდა დრო კანონმორჩილი მონადირეების....გაიხსნა ნადირობის სეზონი საქართველოში, ზოგიერთი ტერიტორიის გამოკლებით...
სეზონის გახსნისთვის და მანამდე კი "ოჩოპინტრეს თასის" საველე შეჯიბრში, გათამაშების საგულშემატკივროდ უკრაინიდან სტუმრად ჩამოგვივიდა, ყველასათვის პატივსაცემი ადამიანი ,ჩვენი მეგობარი და საპატიო ფორუმელი ბატონი აკოფ კაზარიანი. გადავწყვიტეთ გახსნა ჩაგვეტარებინა, ჩვენი ვარაუდით თბილისიდან შორს და რაც მთავარია ნაკლები მონადირის , და სავარაუდოდ ელექტროსატყუარების საძაგელი ხმიანობისგან შორს.....ჯავახეთის უკიდეგანო მინდვრებში.... წინასწარ შერჩეულ მინდვრებს მივადექით, ნადირობის სეზონამდე ერთი დღით ადრე. პარასკევს საღამოს..... ადგილზე მისვლისთანავე , შეგვხდა ოდნავ შეშინებული და ცნობისმოყვარე მზერით, მონადირეთა 5-6 კაციანი ჯგუფი....მონადირებული მწყრებით თასმა კავებზე....რათქმაუნდა ამან ხასიათი დროებით გაგვიფუჭა.... დავბანაკდით და შეუდექით ტრადიციულ სუფრას , სეზონის აღვნიშვნას და სხვა უამრავ საინტერესო სადღეგრძელოებს..... განსაკუთრებით გახარებული იყო აკოპ 'რომანიჩი' უამრავი წლის შემდეგ ისისევ ხსნიდა სეზონს თავის მშობლიურ მხარეში ![]() ![]() მონადირული სუფრა გაიმართა მუსიკის თანხლებით ![]() 'ნარსიკა' და 'გიზოვიჩა' ![]() ბატონი აკოპი ![]() ბატონმა აკოპმა უგემრიელესი, მოხარშული ხრამულის ფართო არჩევანი შემოგვთავაზა...არ დამავიწყდება იმ საღამოს მირთმეული თევზის გემო ![]() თამადა, ბატონი თამადა... ![]() ასე ლამაზად დაწყებული საღამო, ღამესთან ერთად შეიცვალა ნეგატიურად.....საღამოს 10-11 საათისთვის "მანოკის" გულის ამრევი ხმა გაისმა ჩვენგან მარჯვნივ..... ერთმანეთი დავამშვიდეთ არაუშავს-ით. გარკვეული ხნის შემდეგ ჩაირთო კიდევ ერთი ე.წ. "მანოკი" სხვა მხარეს.... მოგვიანებით კიდევ ერთი ჩაირთო და მალევე შეწყდა..... მოკლედ სეზონის გახსნას შევხდით ელექტრო სატყუარების "ალყაში"....ზოგიერთი დილით ვერც და არც გადმოვიდა მანქანებიდან.... ინათა თუ არა დაიწყეს გაუთავებელი სროლა. სროლის ხმა ისმოდა ყველა მიმართულებიდან საიდანაც გვესმოდა "მანოკის" სხმები ღამით.... სროლა ისევე ერთბაშად შეწყდა როგორც დაიწყო... ხანგრძლივი ძებნის შემდეგ, ჯიშიანი, დაგეშილი , გამოცდილი ძაღლების თანხლბით....დავბრუნდით მცირედი ნანადირევით...მე 'გიზოვიჩი' და 'მავერიკი' ![]() ნადირობის ლიცენზიით გათვალისწინებულ ნორმას ბოლომდე ვერცერთი მიუახლოვდით.......... მაინც ნასიამოვნები დავბრუნდით დედაქალაქში, ძალზედ გახარებული ჩანდა ბატონი აკოპიც.... ყველას გილოცავთ ნადიორობის სეზონის გახსნას ![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd May 2025 - 17:36 |