სეტერ კლუბის საველე შეჯიბრი და დათვალიერება წალკაში 07.08.2015, იქ მომხდარმა,საზოგაოდება გააოცა :))) |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
სეტერ კლუბის საველე შეჯიბრი და დათვალიერება წალკაში 07.08.2015, იქ მომხდარმა,საზოგაოდება გააოცა :))) |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 2,930 რეგისტრ.: 1-July 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
მოგესალმებით!
![]() 2015 წლის 7 ივნისს წალკაში ჩატარდა საქართველოს სეტერ კლუბის მესამე შეჯიბრი-გამოყვანა. შეჯიბრს მსაჯობდნენ ექსპერტები: გია ადგიკაშვილი და ნოდარ როსტიაშვილი. ![]() შეჯიბრში მონაწილეობდა 9 დიპლომირებული ძაღლი. გამოყვანაში 5 უდიპლომო. პირობები იყო ნორმალური, ბალახი კარგი სიმაღლის, მწყერიც საკმაოდ. სამწუხაროდ ბოლო მომენტში გამოგვაკლდა 4 საინტერესო ძაღლი. მიუხედავად ამისა შეჯიბრებამ ჩვენთვის საინტერესოდ ჩაიარა. 9-დან 6-მა აიღო მესამე ხარისხის დიპლომი. 5 უდიპლომოდან 2-მა აჩვენა დადებითი მუშაობა და აიღეს მესამე ხარისხის დიპლომები. დანარჩენი 3 გამოეკიდა, თუმცა ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. განსაკუთრებით აღსანიშნია ანრი ლაცაბიძის ძუ. იმუშავა კარგი სისწრაფით, აჩვენა კარგი ყნოსვა, თუმცა გამოეკიდა. მომხიბლავი სტილით დასამახსოვრებელი იყო ლუკა კობალავას ძუ, სამწუხაროდ ისიც გამოეკიდა. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ ეს უკვე მეორე შეჯიბრია, სადაც თავისი საკვებით სეტერ კლუბს ასპონსორებს ესპანური ფირმა "ბონმასკოტა" და მისი ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში. ![]() შეჯიბრში მონაწილე ძაღლებიდან პირველზე გავიდა ვანო დონჯაშვილის ყველასათვის ცნობილი, გამოცდილი "ჯიმი" 77 ქულით, მესამე ხარისხის დიპლომით, აქედან ყნოსვაში 18 ქულა. ![]() ![]() მეორეზე გავიდა ლაშა თევზაძის "რიჩი" 76 ქულით, მესამე ხარისხის დიპლომით, აქედან ყნოსვაში 18 ქულა. წელს მისი მეორე დიპლომია მაღალი ქულებით. პატრონიც და ძაღლის კარგ ფორმაში არიან. ![]() ![]() მესამე საპრიზო ადგილზე გავიდა ბადრი ცატავას "მესი" 75 ქულით, მესამე ხარისხის დიპლომით, აქედან ყნოსვაში 19 ქულით. აჩვენა 3 დადებითი მუშაობა, ორჯერ გადამჯდარზე. ![]() მეოთხეზე გავიდა გიორგი მეტრეველის "გუფი" 71 ქულით, მესამე ხარისხის დიპლომით, აქედან ყნოსვაში 18 ქულა დამაჯერებელი მუშაობით. მეხუთე ადგილზე გავიდა ირაკლი ტყებუჩავას "ლანა" 70 ქულით, მესამე ხარისხის დიპლომით, აქედან ყნოსვაში 17 ქულა. მეექვსეზე გავიდა რამაზ კენჭიაშვილის "ჯუსი" 68 ქულით, მესამე ხარისხის დიპლომით, აქედან ყნოსვაში 18 ქულა. ესეც სამივე პრიზიორი ერთად ![]() შეჯიბრმა დაგვანახა ჩვენი სეტერების არსებული მდგომარეობა და პერსპექტივები. იმედი მაქვს შემდეგ შეჯიბრზე, რომელიც სავარაუდოდ შემოდგომაზე ჩატარდება და რამდენიმე ახალგაზრდა ძაღლის დამატებას ველოდებით კიდევ უფრო სრულ სურათს მივიღებთ სეტერების არსებულ მდგომარეობაზე. ![]() დაწყება მიჭირს,მერე ვერ ვჩერდები ![]() ჰოდა... ამა წლის 7 ივნისს წალკაში გაიმართა სეტერ კლუბის საველე შეჯიბრი და დათვალიერება,ღონისძიება დაყოფილი იყო ორ ძირითად ეტაპად(რამოდენიმე კლასგარეშე ეტაპი იყო და ფოტოებში ვრცლად გამოჩნდება),პირველ ეტაპზე ტარდებოდა შეჯიბრი დიპლომირებულ ძაღლებს შორის,რომლებიც პირველობისთვის ასპარეზობდნენ,მეორე ეტაპზე კი უდიპლომო სასიძო-სარძლოები დიპლომისთვის ცდიდნენ თავიანთ და მფლობელის შესაძლებლობებს ![]() დათქმულ დროს და ადგილას შეიკრიბნენ მონაწილეები,ორგანიზატორები,ე ქსპერტები და უბრალოდ ამ საქმის მოყვარულები,დავიძარით შეჯიბრის ადგილისკენ,შეჯიბრის იდეალურად ჩატარებას კი არაფერი უშლიდა ხელს,მშვენიერი ამინდი იყო,ძაღლებისთვის კარგი სამუშაო პირობები და საკმაო რაოდენობით ფრინველი(შეჯიბრის დაწყებამდე მწყერის ხმა ყველა მხირდან ისმოდა)ჩატარდა კენჭიყრა და დაიწყო შეჯიბრი, ცოტა ფოტოებიც და გაგრძელებაც იქნება... ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() хостинг картинок для форумов |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd May 2025 - 12:02 |