06.05.2010 წ.-საველე გამოცდა |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
06.05.2010 წ.-საველე გამოცდა |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,472 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ნამდვილი მონადირისთვის ძაღლის გეშვა დიდი სიამოვნებაა,ამიტომ ველოდებით ასე მოუთმენლად გაზაფხულს.ბევრს სამწუხაროდ ეს პერიოდი სეზონის დასაწყისში ეშლება და თოფმომარჯვებული დაეხეტება-ხოლმე.წელსაც შემხვდა რამოდენიმე ,,ეგეთი"...
ახლა რაც შეეხება დღევანდელ საველე გამოცდას,სულ 3 ძაღლი იქნა გამოყვანილი და შეფასებული(ექსპერტები:დათო ცხვედიანი,შადიმან შამანაძე,გია ადიკაშვილი):ინგლისური სეტერი პერი(მფლობელი-ფორუმის და კლუბის წევრი maverick,იგივე ნიკო რიჟამაძე) - 1 წლის და 5 თვის;პოინტერი მაქსი (მფლობელი ფორუმის წევრი irakli#maxi,იგივე ირაკლი ნარსია) - 2 წლის და 2 თვის და ჩემი პოინტერი როკი - 2 წლის და 1 თვის.ამ ორ უკანასკნელს უკვე ჰქონდათ შარშან აღებული საველე დიპლომები,ამიტომ პირველი მინდორში პერი გავიდა და დაახლოებით 20 წუთში 73 ქულითა და მე-3 ხარისხის დიპლომით მკერდდამშვენებული დაბრუნდა.ამის შემდეგ, ჩემი აზრით, ამჟამად საუკეთესო მეძებარი პოინტერი მაქსი გავიდა მინდორში და 79 ქულას და მე-2 ხარისხის დიპლომს დაეპატრონა.რაც შეეხება როკის,76 ქულით ისევ გაიმეორა შარშანდელი მე-3 ხარისხის დიპლომის ე.წ. ნორმატივი. ათასჯერ მაინც მექნება ნათქვამი,კიდევ გავიმეორებ,ყველას გთხოვთ შეიძინეთ ლეკვი მხოლოდ საგვარეულო ნუსხით,გამოიყვანეთ საველე გამოცდებსა და გამოფენებზე. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 30th May 2025 - 14:53 |